საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვასაქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, გოგი მეშველიანის, ნინო წილოსანის, ოთარ დანელიას, გუგული მაღრაძის, გიორგი კახიანის, გელა სამხარაულის და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/291; 27.02.2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის სამი კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-6290/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-08
ბიუროს ნომერი 251

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-6290/19 08-04-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, გოგი მეშველიანის, ნინო წილოსანის, ოთარ დანელიას, გუგული მაღრაძის, გიორგი კახიანის, გელა სამხარაულისა და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ (N07-3/291; 27.02.2019). წარმოდგენილ კანონპროექტზე წამყვანია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და მისი I მოსმენით განხილვის ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 8 აპრილი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ვადების დაცვის და დამატებითი კონსულტაციების გავლის მიზნით კომიტეტს ესაჭიროება დამატებითი დრო, საკითხის სრულყოფილად დამუშავებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, რომ კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 3 კვირით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge