საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმებების განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის დაფინანსების შეთანხმება (მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA))“(07-2/326; 01.04.2019); ბ) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2014 წლის 13 მაისის „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლის“ ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (07-2/320; 26.03.2019); გ) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II) ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (07-2/321; 26.03.2019); დ) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II)“ (07-2/322; 26.03.2019)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (203 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (196 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (203 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (193 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (146 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (143 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (149 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (140 KB)
📄 წერილი (69 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-08
ბიუროს ნომერი 251
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-6269/19
07-04-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობთა კომიტეტმა საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტს მომართა წერილით (N2-6216/19 05.04.2019), რომ ესაჭიროება
ვადების გაგრძელება სავალდებულო კომიტეტზე განსახილველად საქართველოს
მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ შეთანხმებებზე:
1. „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს
შორის დაფინანსების შეთანხმება (მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე
წვდომის პროგრამა (DiMMA))“ (07-2/326 01.04.2019);
2. 2014 წლის 13 მაისის „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის
მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლის“ ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (072/320; 26.03.2019);
3. „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური
ხელშეკრულების
(საქართველო
აღმოსავლეთ-დასავლეთის
ჩქაროსნული
ავტომაგისტრალი II) ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (07-2/321; 26.03.2019) და
4. „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური
ხელშეკრულება (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II)“ (07-2/322; 26.03.2019;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, სავალდებულო კომიტეტზე
განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge