საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (N17343; 14.11.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-6272/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-08
ბიუროს ნომერი 251

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-6272/19 08-04-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს მოქალაქე ანზორ ჯაიანს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N17343; 14.11.2018) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 2 აპრილის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N17343; 14.11.2018). I. საკანონმდებლო წინადადების არსი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილების განხორციელებას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. შემოთვაზებული ცვლილებების პირველი ნაწილი შეეხება ნორმატიული აქტებისათვის არსებულისაგან განსხვავებული იერარქიის განსაზღვრას. კერძოდ, ავტორი მიიჩნევს, რომ: - კონსტიტუციური კანონი იერერარქიული თვალსაზრისით უნდა იყოს უფრო დაბალ საფეხურზე, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციაა; - კონსტიტუციური შეთანხმებისთვის მიზანშეწონილია უფრო დაბალი იერარქიის განსაზღვრა; - საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ უნდა წარმოადგენდნენ თანაბარი იერარქიის ნორმატიულ აქტებს. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში რიგი რედაქციული ცვლილებების განხორციელების საჭიროებას. გარდა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონისა, შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილებების განხორციელებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსთობლიობაში შემოთავაზებულია ათზე მეტი ცვლილება, რომლებიც თავისი არსით შეეხება პირთა შორის ქონებრივ და საოჯახო ურთიერთობებს. კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებებით გათვალისწინებულია, როგორც ქორწინების საკითხების, ასევე მშობელთა ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების არსებული კანონმდებლობისაგან განსხვავებული მოწესრიგება. საკანონმდებლო წინადადების შეფასება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებთან მიმართებით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება წინააღმდეგობრივია, როგორც სამართლის უზოგადეს, ისე საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებთან. კერძოდ, ნორმატიული აქტების არსებული იერარქიის ჩარჩო-პრინციპები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა დებულებებში და მისი ცვლილება ვერ მოხდება ორგანული კანონით. წარმოდგენილი რედაქციული ცვლილებები კი ზოგადი ხასიათისაა და ვერ დგინდება, როგორც მისი ამ სახით მიღების აუცილებლობა, ისე ზოგადად მიზანშეწონილობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში წარმოდგენილი რიგი ცვლილებები დაუსაბუთებელია. არცერთ წარმოდგენილ წინადადებას არ ახლავს დადგენილი შეზღუდვების გამამართლებელი სათანადოდ აუცილებელი ლეგიტიმური საჯარო მიზნის თაობაზე ინფორმაცია. შედეგად, წარმოდგენილი ცვლილებები გაზიარების შემთხვევაში დაუსაბუთებლად შეზღუდავს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის საოჯახო, პირად და ქონებრივ ურთიერთობებს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ შემოთავაზებული ცვლილებების ძირითადი ნაწილი იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, რაც საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაუშვებელია მთავრობის თანხმობის გარეშე. დასკვნა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით და საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი