საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქე ჯამლათ გვიდიანის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-3461/19; 25.02.2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-6407/19
08-04-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარმოდგენილია
საქართველოს მოქალაქე: ჯამლათ გვიდიანის
საკანონმდებლო წინადადება
,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-3461/19, 25.02.2019).
საკანონმდებლო წინადადებების თანახმად ხანდაზმულობის ვადების
განსაზღვრის აუცილებლობასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილების საფუძველზე,
ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და
კოდექსის 426-ე მუხლს დაემატოს მე-5 ნაწილი.
საკანონმდებლო
წინადადებასთან
დაკავშირებით
მიზანშეწონილია
მთავრობის პოზიციების შეჯერება, რისთვისაც საჭიროა დამატებითი დრო. აქედან
გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საკანონმდებლო წინადადების განხილვის
ვადის გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge