„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.04.2019
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/329/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი: „მუხლი 451. განათლების სისტემის დაფინანსება სავალდებულოა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომზადდეს და დამტკიცდეს იმგვარად, რომ ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განათლების სისტემის დაფინანსება არ იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განაპირობა განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორებამ. კერძოდ, საქართველოს მთავრობის განცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, განათლების სისტემაში დაფინანსების ეტაპობრივმა ზრდამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მაღალი ხარისხისა და კონკურენტუნარიანი განათლების მიღებას. საქართველოს პრიორიტეტის - მთავრობას განათლების დაგეგმილი აქვს, მიმართულებით, რომ თავისი განახორციელოს უმნიშვნელოვანესი რეფორმების ახალი, კომპლექსური და მრავალმხრივი ეტაპი. დაგეგმილია ისეთი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, ბავშვების, სტუდენტის, ახალგაზრდებისა და ზრდასრულების სათანადო თეორიული ცოდნით აღჭურვისა და პრაქტიკული უნარების ზოგადსაკაცობრიო გამომუშავებასთან ღირებულებების ერთად, სიღრმისეულად უზრუნველყოფს გააზრებას, ეროვნული მათი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდას, განათლებისა და მეცნიერების კავშირის გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება განიხილება როგორც ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური და საზოგადოებრივი წინსვლის უმთავრესი წინაპირობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: განათლების რეფორმის კომპლექსურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი წარმატებით განხორციელება საჭიროებს განათლებაზე მიმართული რესურსების ზრდას. არსებული ხედვის თანახმად, მთავრობა გეგმავს ეტაპობრივად ამ მიმართულებაზე გაწეული ხარჯების ზრდას და კერძო სექტორთან ერთად განათლების დაფინანსებას მშპ-თან მიმართებაში ორნიშნა მაჩვენებლის ფარგლებში. დაგეგმილი რეფორმების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეთავაზებული იქნება უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო. უზრუნველყოფილი იქნება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება განათლების ყველა საფეხურისათვის. გაგრძელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული რეაბილიტაცია და შესაბამისი ლაბორატორიებით უზრუნველყოფა და ა.შ. განათლების რეფორმა განხორციელდება განათლების სისტემის ყველა საფეხურზე - ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: განათლების სისტემაში დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა, ხოლო 2022 წლისთვის დაფინანსება არ უნდა იყოს დასაგეგმის წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები. აღნიშნულმა კი, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მაღალი ხარისხისა და კონკურენტუნარიანი განათლების მიღებას, რაც წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და მდგად განვითარების საშუალებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, კოდექსის VI (სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუხლი (განათლების სისტემის თავში განსაკუთრებული დაფინანსების წესი) ემატემა 451-ე დაფინანსება), რომლის შესაბამისად, სავალდებულოა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომზადდეს და დამტკიცდეს იმგვარად, რომ ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განათლების სისტემის დაფინანსება არ იყოს დასაგეგმის წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის (თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა) 4.1 პუნქტში (განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა) აღნიშნულია, რომ „...ადამიანური კაპიტალის განვითარება განიხილება როგორც ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური და საზოგადოებრივი წინსვლის უმთავრესი წინაპირობა. აღნიშნული რეფორმის კომპლექსურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი წარმატებით განხორციელება საჭიროებს განათლებაზე მიმართული რესურსების ზრდას. არსებული ხედვის თანახმად, მთავრობა გეგმავს ეტაპობრივად ამ მიმართულებაზე გაწეული ხარჯების ზრდას და კერძო სექტორთან ერთად განათლების დაფინანსებას მშპ-თან მიმართებაში ორნიშნა მაჩვენებლის ფარგლებში.“. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე იქედან, რომ ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განათლების სფეროს დაფინანსება არ უნდა იყოს დასაგეგმის წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები, შესაბამისად, აღნიშნული ზრდა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად და 2022 წლის პირველ იანვრისთვის ის უკვე უნდა შეადგენდეს 6%-ს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, კანონი ამოქმედდეს აღნიშნული თარიღიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის ნაერთი ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: აღსანიშნავია, რომ განათლების სისტემის დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება. რომელიც მოიცავს ყველა მიმართულებას, დაწყებული სკოლამდელი განათლებიდან დამთავრებული უმაღლესის შემდგომი და მეცნიერების მიმართულებებით. განათლების სექტორში ყველაზე მასშტაბური ზოგადი განათლების კომპონენტია, შესაბამისად ყველაზე მეტი ზრდა სწორედ ამ მიმართულებით იქნება და 2022 წელს 2019 წელთან შედარებით მისი დაფინანსება 1,5 მლრდ ლარზე მეტით გაიზრდება. ასევე საგულისხმოა, რომ სკოლამდელ განათლებას და სკოლისთვის მზაობის პროგრამებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ შემდგომი განათლებისა და განვითარებისთვის, შესაბამისად საბავშვო ბაღების მიმართულებით 300.0 მლნ ლარამდე დამატებითი რესურსი მიემართება. გარდა, ამისა 3-ჯერ გაიზრდება პროფესიული განათლების დაფინანსება, ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული თანხები. იმისთვის რომ განათლების სექტორის დაფინანსებამ 2022 წლამდე მიაღწიოს მშპ-ს 6%-ს, საჭიროა დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა. 2020 წლისთვის განათლების სექტორის დაფინანსება 2.0 მლრდ ლარს მიაღწევს, 2021 წელს 2.5 მლრდ ლარამდე იქნება, ხოლო 2022 წლისთვის 3,0 მლრდ ლარს გადააჭარბებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი განათლების მიცემა, უდიდესი პასუხისმგებლობაა. განათლების გზით სიღარიბის დაძლევა, უალტერნატივოა. მნიშვნელოვანია ზრდასრულთა განათლების, მომზადებისა და გადამზადების მიმართულებით ინვესტირება. შედეგები აჩვენებს, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება ყველაზე სწრაფი და მდგრადი გზა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანობის ზრდისათვის. შედეგად, სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხარისხი გაუმჯობესდება, გაიზრდება სფეროში მომუშავე წარმატებული პროფესიონალების ხელფასები, განხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებები დააკმაყოფილებენ გაიზრდება ხარისხიანი შრომის ბაზრის განათლების მიღებისათვის დადგენილ სტანდარტებს, მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განთლების ხელმისაწვდომობა, მოხდება კოლეჯების და სხვა მიმწოდებლების ინფრასტრუქტურული, სახელოსნო აღჭურვა. უმაღლესი განათლება სრულად ინტეგრირდება ერთიან ევროპულ სივრცეში, შეიქმნება და გაუმჯობესდება უნივერსიტეტებში კვლევითი კომპონენტის გასაძლიერებლად ლაბორატორიული სივრცეები. საქართველო, როგორც ერთიანი ევროპული სივრცის სრულუფლებიანი წევრი, შეძლებს აბიტურიენტებს შესთავაზოს ევროპის უნივერსიტეტების შესაბამისი პროგრამები, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამები, რაც თავისთავად გაზრდის აკადემიურ მობილობას, პრაქტიკულად გაორმაგებული დაფინანსებით მეცნიერებაზე, ჩვენ შევძლებთ აღვადგინოთ ქართული მეცნიერების საერთაშორისო ცნობადობა და ცოდნის ეკონომიკაზე დაფუძნებულ განვითარებას ჩავუყაროთ საფუძველი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ ეწინააღმდეგება აგრეთვე, საქართველოს კანონპროექტის მიღება ორმხრივ არ და მრავალმხრივ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.