საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (N07-3/301; 06.03.2019) მეორე მოსმენით განხილვის ვადის ორი კვირით გაგრძელების
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-6617/19
11-04-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, არჩილ
თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის
და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (073/301/9; 06.03.2019). საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე წამყვანი კომიტეტია იურიდიულ
საკითხთა კომიტეტი, ხოლო მეორე მოსმენით განხილვის ვადა არის 2019 წლის 11 აპრილი.
იქიდან გამომდინარე, რომ კომიტეტმა რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დაცვით შეძლოს
საკითხის განხილვა, მოგმართავთ თხოვნით, რათა ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვის ვადა გაგრძელდეს ორი კვირით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
დავითი მათიკაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge