„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 78-ე მუხლის პირველი ნაწილი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად
განსაზღვრული
პირის
მიმართ,
საქართველოს
პრეზიდენტის
ბრძანებულებით
დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
ინიცირება
შეწყალების
პროცედურული
საკითხების
მოწესრიგების
თვალსაზრისით არსებულ ბუნდოვანებას უკავშირდება. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის
პირველი
პუნქტის
„ვ“
ქვეპუნქტის
თანახმად,
საქართველოს
პრეზიდენტის
ერთ-ერთი
უფლებამოსილებაა მსჯავრდებულების შეწყალება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „შეწყალებას ახორციელებს საქართველოს
პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ“. ამგვარი საკანონმდებლო
რეგულირება არ არის საკმარისი, ვინაიდან შესაბამისი ნორმა არ უთითებს, რომელი სამართლებრივი
აქტით უნდა მოწესრიგდეს შეწყალების უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული მთელი
რიგი პროცედურული საკითხები, მათ შორის, განისაზღვროს, რა წესისა და პირობების დაცვით უნდა
იქნეს წარდგენილი შეწყალების თხოვნა, რომელ დოკუმენტებსა და ინფორმაციას უნდა დაეყრდნოს
იგი და სხვ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
შეწყალების,
როგორც
საქართველოს
პრეზიდენტის
საკონსტიტუციო
პრეროგატივის,
ცხოვრებაში სრულყოფილად გასატარებლად აუცილებელია აღმოიფხვრას კანონმდებლობაში
არსებული ხარვეზი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მიეთითოს, რომ შეწყალება
ხორციელდება „საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით“. ამით სრულ
ლეგიტიმაციას შეიძენს შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომლითაც შეწყალების უფლების
რეალიზებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები მოწესრიგდება, შეწყალების პროცესი
განსაზღვრულ ჩარჩოებში მოექცევა და შესაბამის წესებსა და პირობებს დაექვემდებარება,
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღებით,
კანონმდებლობის
ჰარმონიზაციისა
და
საქართველოს
პრეზიდენტის საკონსტიტუციო პრეროგატივის განხორციელების უზრუნველსაყოფად, სისხლის
სამართლის კოდექსში გაჩნდება პირდაპირი მითითება იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულთა
შეწყალება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით.
აღნიშნული ნორმატიული აქტით, თავის მხრივ, მკაფიოდ განისაზღვრება ის რეგულაციები და
პროცედურული წესები, რომელთა დაცვის გარეშეც შეწყალების თხოვნა ვერ აღსრულდება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის პირველ ნაწილს
ემატება ფრაზა, რომლითაც ზუსტდება, რომ შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი
ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით
დადგენილი წესით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რაც საშუალებას მიცემს საქართველოს
პრეზიდენტს,
დაუყოვნებლივ
გამოსცეს
შეწყალებასთან
დაკავშირებული
საკითხების
მომწესრიგებელი ნორმატიული აქტი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს (საშინაო ან საგარეო ვალდებულებებს).
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციასთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.