„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
10.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ კახიძე
ნომერი
#07-3/323/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში (საკანონმდებლო მაცნე, N 3794-Iს, 30/11/2018 ) შევიდეს შემდეგი ცვლილებები: 1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი: „191. საპროკურორო საბჭოს სხდომის საჯაროობა 1. საპროკურორო საბჭოს სხდომა ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საპროკურორო საბჭო ვალდებულია უზრუნველყოს სხდომის აუდიო- ვიდეო ჩაწერა. საპროკურორო საბჭომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს საჯარო სხდომის აუდიო,ვიდეო ჩანაწერის დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა. 3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა შესაძლებელია განახორციელონ საპროკურორო საბჭოს სხდომის გახსნის ფოტოგადაღება და ვიდეო-აუდიო ჩაწერა.“ 2. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-192 მუხლი: „192. დისციპლინური სამართალწარმოება 1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი საჯაროა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლეგიტიმური სახელმწიფო ინტერესის არსებობისას საპროკურორო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მისი გასაიდუმლოების შესახებ. 2. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის კონფიდენციალურობის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან, დაიცვან ყველა იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა ცნობილი. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
პროექტი განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით საპროკურორო საბჭოს სხდომები არ არის საჯარო, რაც ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვის პროცესს. პროკურატურის ინსტიტუტის ფუნქციონალური მნიშვნელობა წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ეფექტური და ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვით მმართველობის ბაზისს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ არსებობდეს საზოგადოების მაღალი ნდობა. ამისთვის კი აუცილებელია კანონის დონეზე გაიწეროს პროკურატურის ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ ისეთი პროცედურები, რომლებიც ხელს უწყობს აღნიშნული ინსტიტუტის საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვას და მის მიმართ ხალხის ნდობის ამაღლებას. დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ინფორმაცია იმ საჯარო მოხელეების საქმიანობის შესახებ, რომლებიც მათი უფლებების დაცვას ემსახურებიან. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საპროკურორო საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რადგან ის ქვეყნის პროკურატურის ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი მმართველი ორგანოა, რომელიც აკონტროლებს გენერალური პროკურორისა და პროკურორების საქმიანობას და ამასთან, იღებს სხვადასხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმართვის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ინიციატივა არის იუსტიციის საბჭოს საქმიანობის შესახებ არსებული რეგულირების ანალოგი. იუსტიციის საბჭოს სხდომები არის ღია და საჯარო დაინტერესებული პირებისთვის და მიზნად ისახავს სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში შევიდეს ცვლილება და დამკვიდრდეს საპროკურორო საბჭოს სხდომების საჯაროობა იუსტიციის საბჭოს შესახებ არსებული რეგულირების მსგავსად, რაც მიზნად ისახავს პროკურატურის საქმიანობის შესახებ მოქალაქეების ინფორმირებულობასა და ნდობის ამაღლებას ამ ინსტიტუტის მიმართ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონშია გაწერილი ის პროცედურები, რომელთა შეცვლასაც მიზნად ისახავს აღნიშნული კანონპროექტი. შესაბამისად, ცვლილებების შესატანად აუცილებელია ამ კანონპროექტის მიღება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად საპროკურორო საბჭოს სხდომები გახდება საჯარო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კი წარმოადგენს საპროკურორო საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს საპროკურორო საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალე პროცესს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონს ემატება მე-191 და მე-192 მუხლები, რომელთა მიხედვით საპროკურორო საბჭოს სხდომები ხდება საჯარო, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც ლეგიტიმური სახელმწიფო ინტერესი იარსებებს, საპროკურორო საბჭოს ექნება უფლებამოსილება მისი გასაიდუმლოების შესახებ. საპროკურორო საბჭო ვალდებულია უზრუნველყოს სხდომის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. მან მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს საჯარო სხდომის აუდიო-,ვიდეოჩანაწერის დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა შესაძლებელია განახორციელონ საპროკურორო საბჭოს სხდომის გახსნის ფოტოგადაღება და ვიდეო-,აუდიოჩაწერა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ კანონპროექტზე პუნქტი არ ვრცელდება. განმარტებითი ბარათის აღნიშნული ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს მხოლოდ საპროკურორო საბჭოს სხდომების გასაჯაროებას, რაც არ არის დაკავშირებული მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. გარდა ამისა, პროკურატურის ინსტიტუტის საქმიანობის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ დროულად გასაჯაროვდეს საპროკურორო საბჭოს საქმიანობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება განხილვას): (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. წესით ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. კერძოდ, 2019-2022 წლებში კანონპროექტისთვის საჭირო იქნება ხარჯების დაფინანსება საქართველოს ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტმა შესაძლოა გაზარდოს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, რადგან გამოიწვევს პროკურატურის ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდას საპროკურორო საბჭოს სხდომების გასაჯაროების გამო. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ იწვევს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ ხდება დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის ცვლილება ან და ოდენობის განსაზღვრის პრინციპის ცვლილება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ კახიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ კახიძე