საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ანგარიშზე განათლების და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-6629/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-15
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

დასკვნები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-6629/19 12-04-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ანგარიშზე განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა, 2019 წლის 13 მარტს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილისგან, ნათია ზედგინიძისგან, მოისმინეს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში. მომხსენებლის ინფორმაციით, განათლების სფეროში ასოცირების შეთანხმებით, გათვალისწინებული ვალდებულებები, მოიცავს თანამშრომლობის გააქტიურებას, პროფესიული და უმაღლესი განათლების მოდერნიზების ხელშეწყობის და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე, ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობას. მეცნიერების მიმართულება ითვალისწინებს სამოქალაქო სამეცნიერო კვლევების, ტექნოლოგიების განვითარებისა და დემონსტრირების (RTD) ყველა სფეროში ორმხრივ სარგებელზე დაყრდნობით თანამშრომლობის ხელშეწყობას. კულტურის მიმართულება ითვალისწინებს ევროკავშირსა და საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კუთხით თანამშრომლობის ხელშეწყობას, ხოლო სპორტის მიმართულება ითვალისწინებს სპორტისა და ფიზიკური აქტივობის სფეროში ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის სოციალური და საგანმანათლებლო ფასეულობების განვითარების კუთხით თანამშრომლობის ხელშეწყობას. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მომხსენებლის განმარტებით, ევროკავშირის განათლების პოლიტიკასთან დაახლოების მიზნით, ევროკავშირის საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, სამინისტრომ განათლების სისტემის ხუთწლიანი სტრატეგიისა და ორწლიანი სამოქმედო გეგმის 2017 წლის მონიტორინგის ანგარიში მოამზადა, რომელმაც ევროპელი ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. სამინისტრო მუშაობს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე და განათლების ყოვლისმომცველი რეფორმის ფარგლებში განათლების სტრატეგიულ ხედვაზე. ევროკავშირის დახმარებით, სამინისტრომ დაიწყო პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა (სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, აისიტის (ICT) და ტურიზმის მიმართულებით), ხოლო ახალი კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“, აღსრულების ფაზაზეა გადასული. მიუხედავად იმისა, რომ საბაზო განათლება საქართველოში სავალდებულო იყო, პროფესიული განათლების მისაღებად საბაზო განათლების ფლობა მინიმალურ მოთხოვნას წარმოადგენდა. „პროფესიული განათლების შესახებ“ ძველი კანონის მიხედვით დავიწროებული იყო პირთა წრე, რომლებსაც უფლება ჰქონდათ მიეღოთ პროფესიული განათლება. ასევე, დავიწროებული იყო თავად პროფესიული განათლების ცნებაც. პროფესიული განათლება იცნობდა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებით სრულდებოდა. „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალმა კანონმა ეს მიდგომა შეცვალა და გზა გაუხსნა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, რომელთა მიზანი კვალიფიკაციის მინიჭება და ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება, გადამზადება და სხვა მნიშვნელოვანი შედეგებია. კანონით განისაზღვრა, რომ ყველას აქვს უფლება, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლოს პროფესიული განათლების მიღების უფლებით. დეკლარირება იმისა, რომ „ყველას აქვს პროფესიული განათლების მიღების უფლება“, საფუძველს უქმნის ამ უფლების რეალიზების, სისტემის მოქნილობისა და შესაძლებლობათა გაფართოებისთვის მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელებას. აქედან გამომდინარე, შეიქმნა ზოგადი და პროფესიული განათლების ინტეგრირებული მოდელი. 2019 წლის სექტემბრიდან კი დაიწყება ევროკავშირის ახალი პროგრამის „უნარების განვითარებისა და შრომის ბაზარზე მორგების საჭიროებების“ განხორციელება, რომლის ღირებულება 48 მილიონი ევროა. მომხსენებლის ინფორმაციით, 2018 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით. გაიხსნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა თბილისში. სამინისტრო ჩართულია მეორე ფაზის განხორციელებაში, რომელიც სკოლის საცხოვრებლის მშენებლობას და სასწავლო გეგმების ტიპის განსაზღვრას ითვალისწინებს. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „ერასმუს+“ პროგრამაზე. ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამებში მონაწილეობის, სტუდენტებისა და აკადემიური დაწესებულებების მობილობის გაზრდის მიზნით, „ერასმუს+“-ის 2018 წლის უმაღლესი განათლების კომპონენტის ქვეშ გამოცხადებულ კონკურსებში, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით დაფინანსება მოიპოვა ხუთმა ე. წ. ექს-ტემპუს პროექტმა. ექვსი ქართული უნივერსიტეტი გახდა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების სრული, ხოლო ორი უნივერსიტეტი გახდა ასოცირებული პარტნიორი. გაიზარდა მოკლევადიანი სტიპენდიანტების რაოდენობა და 2018 წლის მონაცემებით სტუდენტების მონაწილეობის მიხედვით საქართველომ მე-8-დან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. საანგარიშო პერიოდში, გამოცხადდა „ერასმუს+“-ის კონკურსი, რომლითაც სრულად გაიხსნა საქართველოსთვის გამოყოფილი 6 მილიონის ბიუჯეტის მქონე სპეციალური დაფინანსების ფანჯარა, რომლის შედეგად, 800-ზე მეტი ქართველი სტუდენტი დამატებით, „ერასმუს+“ კრედიტ მობილობით ისარგებლებს. მუშაობა დაიწყო საქართველოს „ერასმუს+“ის პროგრამულ ქვეყნად მომზადებაზე. მომხსენებლის ინფორმაციით, ევროკავშირის კვლევით ჩარჩო პროგრამებში ქართული კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის, „ჰორაიზონ 2020“-ის მიმართულებით, 2018 წლის კონკურსებში დაფინანსება სამმა პროექტმა, ჯამური ბიუჯეტით 734,625.00 ევრო მოიპოვა. ევროკომისია გეგმავს "researchers in motion"-ის ქსელის გაფართოებას და მასში საქართველოს ჩართვას. კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირის პროგრამის Creative Europe-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით, დაფინანსება მოიპოვა ათმა პროექტმა. აქედან ორ პროექტში საქართველო წამყვანი პარტნიორის ფუნქციას განახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა შემოქმედებითი ინდუსტრიების მრავალფუნქციური ვებ პლატფორმის შექმნაზე, რომლის ამუშავებაც მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. სპორტის მიმართულებით აღინიშნა, რომ 2018 წელს, საქართველო ევროკომისიის ინიციატივას - „ევროპის სპორტის კვირეულს“ პირველად შეუერთდა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას და სპორტის მასობრიობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. მასში მონაწილეობა ოცი ათასამდე ადამიანმა მიიღო. სამინისტრომ შეიმუშავა ახალი კანონის პროექტი „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“, რამდენადაც არსებული კანონმდებლობა, კერძოდ საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“, ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. შემუშავდა „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგია“, სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევისა და ეფექტური განვითარების მიზნით. ყოველივე ზემოთ რეკომენდაციები: აღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა შეიმუშავა შემდეგი 1. სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშები პარლამენტის წევრებისთვის წინასწარ იყოს ხელმისაწვდომი, რათა კომიტეტის წევრებს მიეცეთ სამინისტროს საქმიანობისა და პროგრესის დინამიკაში გაცნობის შესაძლებლობა, რის შემდგომაც საკითხის განხილვა და დისკუსია იქნება უფრო საგნობრივი; 2. ანგარიშში ასახული აქტივობები მკაფიოდ იყოს დაკავშირებული ასოცირების დღის წესრიგის კონკრეტულ პრიორიტეტებთან და ასოცირების შეთანხმების შესაბამის მუხლებთან, რათა შესაძლებელი იყოს ასოცირების ვალდებულებების შესრულების სრულყოფილი ანალიზი; 3. ანგარიშში მკაფიოდ გაიწეროს მიზნის მიღწევასა და შედეგთან დაკავშირებული, როგორც რაოდენობრივი, ასევე, ხარისხობრივი ინდიკატორები და აისახოს მონაცემები მიღწეული შედეგების შესახებ; 4. გაძლიერდეს საინფორმაციო კამპანია ევროკავშირის პროგრამების შესაძლებლობების შესახებ, რათა მეტ ახალგაზრდას მიეცეს აკადემიურ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა; 5. სამინისტრომ შექმნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის დამატებითი ფორმატები, ვინაიდან დიდია საზოგადოების ინტერესი განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმების მიმართ. ვინაიდან კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა დაინტერესება პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ, ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩატარდეს ერთობლივი მოსმენა ამ თემასთან კავშირიდან გამომდინარე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად, რომელშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროც მიიღებს მონაწილეობას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა