საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის, დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-6630/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-6630/19 12-04-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა, 2019 წლის 18 მარტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, თამილა ბარკალაიას მოუსმინეს, რომელმაც წარმოადგინა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში დასაქმების, სოციალური პოლიტიკის, ასევე, თანაბარი შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე. დასაქმებას, სოციალურ პოლიტიკასა და თანაბარ შესაძლებლობებს, ასოცირების შეთანხმებაში, მე-14 თავი ეთმობა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2018 წელს დასაქმების პოლიტიკისა და შრომის უფლებების სფეროში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღსრულების კუთხით. აღსანიშნავია სამი ანტიდისკრიმინაციული დირექტივის ტრანსპოზიცია საქართველოს კანონმდებლობაში შრომითი ურთიერთობების საკითხებზე, მათ შორის: 1. შერჩევის კრიტერიუმებსა და დაქირავების პირობებზე; 2. კარიერული წინსვლის ხელმისაწვდომობაზე; 3. პროფესიული ორიენტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ყველა ფორმის ხელმისაწვდომობაზე; თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge 4. დასაქმებისა და შრომის, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტასა და შრომის ანაზღაურების პირობებზე; 5. დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციის წევრობასა და საქმიანობაზე ან ისეთი ორგანიზაციის წევრობასა და საქმიანობაზე, რომელთა წევრებიც განსაზღვრულ პროფესიულ ჯგუფს განეკუთვნებიან; 6. აიკრძალა ყველა ფორმის დისკრიმინაცია, როგორც სახელშეკრულებო, ისე წინა სახელშეკრულებო ურთიერთობებში. ასოცირების შეთანხმების XXX დანართში არსებული დარჩენილი დირექტივების ტრანსპოზიცია პარლამენტთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ეტაპობრივად. 2018 წლის 18 თებერვალს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, ჩატარდა სოციალური პარტნიორების სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრა, რომელშიც, როგორც სოციალურმა პარტნიორებმა, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. შემუშავდა 2019-2020 წლის სამუშაო გეგმა, რომელიც დამტკიცდა 2018 წლის 19 აპრილს. აჭარაში 2018 წლის დასასრულს შეიქმნა სოციალური პარტნიორობის რეგიონალური სამმხრივი კომისია. 2018 წელს მიღებული კანონით შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ინსტიტუციურად გაძლიერდა. გაიზარდა მისი მანდატი, გაიზარდა ინსპექტორთა რაოდენობა და ინსპექტორს მიეცა დამსაქმებლის დაჯარიმების უფლება. ინსპექცია მუშაობს შრომითი ტრეფიკინგისა და ბავშვთა იძულებითი შრომის აღმოფხვრის, პრევენციისა და რეაგირების მიზნით. ახალი კანონი, 2019 წლის 1 სექტემბრიდან შრომის ინსპექციას სრულ მანდატს აძლევს ყველა ეკონომიკურ სფეროზე და შესაბამისად, სამინისტროს ვალდებულება გაუჩნდა, რომ შეიმუშაოს კანონპროექტი შრომის ინსპექციის დამოუკიდებელ სსიპ-ად ჩამოყალიბების შესახებ. სამინისტრო მუშაობს შრომითი მედიაციის განვითარების ხედვაზე. 2018 წლის აგვისტოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში გაიგზავნა ორგანიზაციის კონვენციების შესრულების მდგომარეობის შესახებ სამთავრობო ანგარიშები. ამავე წლის ოქტომბერში ევროპის საბჭოში გაიგზავნა ევროპის სოციალური ქარტიის რიგი მუხლების შესრულების მდგომარეობის შესახებ სამთავრობო ანგარიში. მომხსენებელმა ისაუბრა შრომის მიგრაციაზე, რომელიც 2018 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა გახდა. სამინისტრო მუშაობს ორმხრივ შეთანხმებებზე შრომითი მიგრაციის თაობაზე, სადაც საქართველოდან ყველაზე მაღალია მიგრაცია. 2018 წლის დეკემბერში საფრანგეთსა და საქართველოს შორის ცირკულარული მიგრაციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა და მის საფუძველზე შეიქმნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის „საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების საშუალების მექანიზმი“. მიმდინარეობს მუშაობა შეთანხმების ამოქმედების კონკრეტულ მექანიზმებზე. ხელშეკრულების პროექტი მომზადდა პოლონეთთანაც და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ პროცესში სამინისტროს პარტნიორი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა. ცირკულარული მიგრაციის შესახებ ორმხრივ შეთანხმებებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთანაც. სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებლებისთვის მიმდინარეობს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემების გამართვა. პრიორიტეტულ ჯგუფებს წარმოადგენენ შშმ პირები, ქალები და ახალგაზრდები, რომლებიც არ სწავლობენ. გრძელდება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადებისა და შშმ პირთა ხელფასის სუბსიდირების პროგრამაც. მიმდინარეობს დასაქმების დეპარტამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისა და რეორგანიზაციის პროცესი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საგრანტო კონკურსი გამოცხადდა დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამის განხორციელებაზე. საქართველოში ბავშვთა დაცვის მიმართულებით რეფერირების პროცედურების განხორციელების გათვალისწინებით, სოციალური მომსახურების სააგენტოში ბავშვზე ძალადობის ფაქტზე 2018 წელს 1377 შეტყობინება შევიდა. მოქმედებს სამინისტროს 24 საათიანი და ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა 24 საათიანი ცხელი ხაზები. თუმცა, მნიშვნელოვანია რეაგირების მექანიზმის დახვეწა. გრძელდება შშმ ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესიც. 2018 წელს ამოქმედდა შშმ ბავშვთა მეორე მცირე საოჯახო ტიპის სახლი. 2019 წელს იგეგმება ჩვილ ბავშვთა სახლის სრულად დეინსტიტუციონალიზაცია და დახურვა. 2018 წლის სექტემბრიდან ლიცენზირების ვალდებულება გაუჩნდა ყველა 24 საათიან დაწესებულებას, რის შედეგადაც 25-დე ბავშვთა სახლი დაიხურა და ბავშვების ინტეგრაცია მოხდა ოჯახური ტიპის სახლებში. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის მესამე წელია მუშაობს პროგრამა, არიან მობილური ჯგუფები ხოლო, თბილისში, რუსთავში და ქუთაისში არის ცენტრები. 2018 წელს სამინისტრომ მობილური ჯგუფების რაოდენობა დაამატა თბილისსა და რუსთავში, რითიც სავარაუდოდ მოგვარდება მყისიერი რეაგირების პრობლემა. მიმდინარეობს მეთოდოლოგიაზე მუშაობა, რომ 24 საათიან ცენტრებში ასეთი ბავშვების შეყოვნებისა და შეჩერების დრო გაიზარდოს. ინერგება შშმ პირთა შეფასების ახალი ინსტრუმენტები. ასეთი შეფასება ითვალისწინებს შშმ პირების არა მხოლოდ სამედიცინო კუთხით შეფასებას, არამედ, მათი სოციალური ფუნქციონირების შესაძლებლობების განსაზღვრასაც. საპილოტე პროგრამა დიდი ხნის მანძილზე გაგრძელდა, რადგან მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მიერ ზრდასრულებისთვის შექმნილი მექანიზმისა და ინსტრუმენტისგან განსხვავებით, მსოფლიოში არ არსებობდა ბავშვზე მორგებული შეფასების მექანიზმი და ინსტრუმენტი. სამინისტრო მუშაობს ანტიბიოტიკების გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. 2018 წლის დასაწყისში მთავრობამ დაამტკიცა ანტიმიკრობული რეზისტენტობის სამოქმედო გეგმა. 2018 წლის განმავლობაში, ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ სამინისტრომ ჩაატარა სწავლებები და შემუშავდა ეროვნული გაიდლაინის პროექტიც, რომლის მიხედვითაც გადამზადდნენ ეპიდემიოლოგები და ექიმები. საქართველოს პარლამენტს მალე წარედგინება აივ ინფექციის, შიდსისა ტუბერკულოზის მართვის 2019-2022 წლების ეროვნული სტრატეგიული გეგმა. და საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც დაიწყო მუშაობა „C“ ჰეპატიტის სრულ აღმოფხვრაზე 2015 წლიდან. სამეგრელოს მთელ რეგიონში უკვე წარმატებულად მიმდინარეობს “C“ ჰეპატიტის სკრინინგი და გრძელდება სამუშაოები დასანერგად. აჭარაში მის ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაციები: 1. საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ქვეყნისთვის, ასევე, ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის. დღეს არსებული ფორმით მოწოდებული ანგარიშების საფუძველზე კომიტეტს უძნელდება სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შეფასება, ამიტომ მიზანშეწონილია ანგარიშში მოცემული იყოს განხორციელებული ღონისძიების შედეგების ანალიზი. მასში მოყვანილი უნდა იყოს შეფასების ინდიკატორები და საქმიანობის შესრულების მდგომარეობა. ამგვარად უფრო მეტი კავშირი იქნება ასოცირების შეთანხმებას, დღის წესრიგს, წლიურ ეროვნულ გეგმასა და წარმოდგენილ ანგარიშს შორის. აღნიშნული საშუალებას მისცემს კომიტეტს, ანგარიშის მოსმენის დროს, სიღრმისეული დიალოგი აწარმოოს შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან. 2. პარლამენტთან ერთად გაგრძელდეს მუშაობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტის შესაბამისად შრომითი უფლებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზნით; 3. მისასალმებელია, რომ ეპიდემიოლოგებისა და ექიმების ნაწილმა გაიარა დიპლომის შემდგომი სწავლის კურსი, რადგან ქვეყანაში ანტიმიკრობული რეზისტენტობის თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის კუთხით საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა. თუმცა, მიზანშეწონილია, რომ სასწრაფოდ მოხდეს გაიდლაინების დამტკიცება და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ექიმი და ეპიდემიოლოგი აღნიშნული გაიდლაინებით ხელმძღვანელობდეს; 4. აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის მართვის განახლებული ეროვნული სტრატეგია 2018 წლის ივლისში შემუშავდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ მთავრობას წარედგინა და არ არის დამტკიცებული. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია დროულად მოხდეს მისი დამტკიცება და მომზადდეს სტრატეგიიდან გამომდინარე შედეგების ანალიზიც; 5. კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშზე ასოცირების დღის წესრიგის და ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. კერძოდ, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხზე და აღნიშნა, რომ: - ბავშვთა ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 24 საათის განმავლობაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი ცხელი ხაზი, შეფერხებების გარეშე; - ბავშვთა რეფერირების სისტემა უნდა იყოს სრულად გამართული. 6. ყურადღება გამახვილდა ცირკულარული მიგრაციის საკითხებზე და სამინისტროს ეთხოვა უფრო აქტიურად და გასაგებად მოახდინოს დაინტერესებული პირების ინფორმირება სხვა ქვეყნებში ლეგალური შრომითი მიგრაციის შესაძლებლობების თაობაზე. 7. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მომდევნო თვეების განმავლობაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან ერთად გეგმავს საერთო მოსმენის ჩატარებას პროფესიული განათლების საკითხებზე. დასაქმების პოლიტიკასთან ამ თემის მჭიდრო კავშირიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ აღნიშნული მოსმენა ჩატარდეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა