საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქეების: გიორგი ხვედელიძის, ლანა სისოშვილის, ამირან ადეიშვილის, კახა ძაგანიას, თეო ქომეთიანის, სოფო დარჩიას, თამუნა ლალიაშვილის, ნატო დეკანოიძის, ცისანა თანდილაშვილის, ირაკლი ნანაძის და არჩილ სივსივას მიერ წარმოდგენილ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№18617; 06.12.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-6642/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-6642/19 12-04-2019 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქეების: გიორგი ხვედელიძის, ლანა სისოშვილის, ამირან ადეიშვილის, კახა ძაგანიას, თეო ქომეთიანის, სოფო დარჩიას, თამუნა ლალიაშვილის, ნატო დეკანოიძის, ცისანა თანდილაშვილის, ირაკლი ნანაძის და არჩილ სივსივას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N18617; 06.12.2018). საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 11 აპრილის სხდომაზე განიხილა მოქალაქეების: გიორგი ხვედელიძის, ლანა სისოშვილის, ამირან ადეიშვილის, კახა ძაგანიას, თეო ქომეთიანის, სოფო დარჩიას, თამუნა ლალიაშვილის, ნატო დეკანოიძის, ცისანა თანდილაშვილის, ირაკლი ნანაძის და არჩილ სივსივას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N18617; 06.12.2018) საკანონმდებლო წინადადების შინაარსი განსახილველად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ცვლილება უნდა შევიდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილში და დაკონკრეტდეს, რომ იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო და პროცესის დაწყებამდე ან მას შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. მოქმედი რედაქციის მიხედვით, იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება ამ კოდექსის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. საკანონმდებლო წინადადების მართლმსაჯულების კოდექსის ავტორთა არსებული შეფასებით, ჩანაწერი „იმ არასრულწლოვანთა პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო და შემდეგ გახდა სრულწლოვანი“ წარმოადგენს ზოგადი სახის დებულებას და იწვევს ბუნდოვანებას და არაერთგვაროვანი განმარტების შესაძლებლობას. კერძოდ, გაურკვეველია საკითხი თუ რა იგულისხმება მასში, პროცესის დაწყებამდე არსებული დრო, თუ პროცესის დაწყების შემდგომი პერიოდი. კომიტეტის შეფასება: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის („არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოქმედების სფერო და გამოყენების წესი, კანონის ანალოგია“) მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება ამ კოდექსის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. აღნიშნული მუხლის ფორმულირებაში სიტყვის „შემდეგ“ გამოყენება ბუნდოვანებას არ იწვევს, რადგან იგი გულისხმობს დანაშულის ჩადენის მომენტიდან სისხლის სამართლის პროცესიის საბოლოო დასრულებამდე პერიოდს. დასკვნითი ნაწილი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტი მხარს საკანონმდებლო წინადადებას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავითი მათიკაშვილი არ უჭერს წარმოდგენილ