საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქეების კახა ძაგანიას და სოფო დარჩიას მიერ წარმოდგენილ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (N20622; 20.12.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-6651/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-15
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-6651/19 12-04-2019 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქეების: მოქალაქეების კახა ძაგანიას და სოფო დარჩიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N20622; 20.12.2018). საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 11 აპრილის სხდომაზე განიხილა მოქალაქეების: მოქალაქეების: მოქალაქეების კახა ძაგანიას და სოფო დარჩიას მიერ წარმოდგენილი მართლმსაჯულების კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებებისა და წინადადება დამატებების „არასრულწლოვანთა შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N20622; 20.12.2018). საკანონმდებლო წინადადების შინაარსი: განსახილველად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-15 მუხლის 11 ნაწილი, ეწინააღმდეგება ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას. ამ კოდექსის 38-ე–48-ე მუხლებით (გარდა 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 46-ე მუხლისა) დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე 18 წლიდან 21 წლამდე პირზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული ან მძიმე დანაშაული. წინადადების ავტორი მიუთითებს, რომ კოდექსის მე-15 თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მუხლის 11 ნაწილი არ აკონკრეტებს მხოლოდ ამ მუხლით ნაგულისხმევ საგამონაკლისო შემთხვევაში გამოიყენება თუ არა იგი, შესაბამისად უნდა ვიგულისხმოთ, რომ აღნიშნული მუხლი ამ ასაკის მქონე პირზე ვრცელდება. გარდა ამისა, წინადადების ავტორის შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პირველი ნაწილით განსაზღვრავს არასრულწლოვანის დეფინიციას რომლის თანახმად, არასრუწლოვანი არის 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი დაზარალებული, არასრულწლოვანი მოწმე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 16 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი, ხოლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის – პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი. წინადადების ავტორის შეფასებით, კოდექსის მოქმედების სფეროს მოქმედების განსაზღვრისას, იგი სწორედ არასრულწლოვნებზე, ანუ 18 წლამდე პირებზეა მორგებული და გაურკვეველია რატომ არის ზემოთ აღნიშნული მუხლები ამ კოდექსში და არა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ავტორის აზრით, ნორმები გაგებული უნდა იქნას იმგვარად, როგორც ის არის დაწერილი. საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით, არასრულწლვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მეორე მუხლის პირველი და მე-15 მუხლის 11 ნაწილები, რომლებიც 18 წლიდან 21 წლამდე პირებს ეხება გადატანილ უნდა იქნას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ან უნდა დაკონკრეტდეს მისი მოქმედების ფარგლები. კომიტეტის შეფასება: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, ამ კოდექსის 38-ე–48-ე მუხლებით (გარდა 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 46-ე მუხლისა) დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე 18 წლიდან 21 წლამდე პირზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული ან მძიმე დანაშაული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დანაწესი ნათლად განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევებში შეიძლება 18 წლიდან 21 წლამდე პირებზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ზოგიერთი ნორმის გამოყენება. კერძოდ, 18 წლიდან 21 წლამდე პირების მიმართ შესაძლებელია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განრიდებასა და მედიაციას. გამოყენებულ ის ნორმები, რომლებიც ამასთან, კოდექსის მე-15 მუხლის 11 იქნას ეხება ნაწილი, ნათლად განსაზღვრავს, რომ 18 წლიდან 21 წლამდე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსის მქონე პირი ასევე სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. რაც შეეხება საკითხს, იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი სწორედ 18 წლამდე პირებზეა მორგებული და გაურკვეველია, თუ რატომ არის ზემოთ აღნიშნული მუხლები ამ კოდექსში და არა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ პოზიტიურად არის შეფასებული ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მართლმსაჯულების კანონის გამოყენება მხრიდან არასრულწლოვანთა 21 წლამდე პირების მიმართ.1 შესაბამისად, კანონმდებლის მიდგომა 18 წლიდან 21 წლამდე არასრულწლოვნების მიმართ, გარკვეულ შემთხვევებში გამოყენებული იყოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ნორმები, ესადაგება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციებს და მისი ცვლილება არ არის მიზანშეწონილი. დასკვნითი ნაწილი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა მიუღებლად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავითი მათიკაშვილი 1 გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N10 მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ, თავი IV, პუნქტი 38.