საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის წინადადება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზისათვის (მე-3 სართული, დარბაზი N300) საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
ნომერი
#2-6664/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2-6664/19 12-04-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარმოგიდგენთ წინადადებას, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს (მე-3 სართული, დარბაზი N300) მიენიჭოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი. 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი სწორედ საქართველოს პარლამენტის სასახლის პლენარულ სხდომათა დარბაზში გამოაცხადა. დარბაზისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭება იქნება ამ ისტორიული მოვლენისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ პატივისცემის განსაკუთრებული გამოხატულება. ზვიად გამსახურდიას წელს 80 წელი შეუსრულდებოდა, რაც პლენარულ სხდომათა დარბაზისთვის მისი სახელის მინიჭებას დამატებით სიმბოლურ დატვირთვას სძენს. გთავაზობთ, საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე განვიხილოთ აღნიშნული საკითხი და მივიღოთ გადაწყვეტილება პლენარულ სხდომათა დარბაზისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე. პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge