საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს სახალხო დამცველისათვის გამოძიების დასრულებამდე განსაკუთრებული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების მასალების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ) (N18108, 29.11.2018) წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-6694/19
12-04-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სახალხო
დამცველის
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N18108; 29.11.2018)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა, 2019 წლის 11 აპრილის სხდომაზე, განიხილა საქართველოს
სახალხო
დამცველის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან
დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადებაში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მოქმედი
საკანონმდებლო სივრცე არ იძლევა გამოძიების მწარმოებელი ორგანოების მიერ
ჩატარებული საქმიანობის ეფექტიანი კონტროლის შესაძლებლობას, ხოლო სახალხო
დამცველის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების მასალების
გაცნობა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მისი მხრიდან
ზედამხედველობის არაეფექტიანი ინსტრუმენტია.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს წინაშე
არსებული
გამოწვევებისა
მოქალაქეებისა
და
და
არსებული
საერთაშორისო
მდგომარეობის
ორგანიზაციების
გათვალისწინებით,
წინაშე
აღებული
ვალდებულებების შესასრულებლად, აუცილებელია, სახალხო დამცველს მიეცეს
უფლებამოსილება სიცოცხლის მოსპობისა და არასათანადო მოპყრობის საქმეებზე
გამოძიების დასრულებამდე გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რაც ხელს
შეუწყობს სიცოცხლის მოსპობისა და არასათანადო მოპყრობის საქმეებზე მიმდინარე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
გამოძიებების გამჭვირვალობას, საგამოძიებო ორგანოთა მიმართ საზოგადოებრივი
ნდობის ამაღლებასა და პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
სახალხო დამცველი თვლის, რომ ის, როგორც ნეიტრალური, დამოუკიდებელი,
ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელი ექსკლუზიური
კონსტიტუციური უფლებამოსილების მქონე ინსტიტუტი, კონკრეტული საქმეების
მასალებზე სრულფასოვანი წვდომის შემთხვევაში, იქნება კონკრეტული საქმეების
გამოძიების ეფექტიანობის ხარისხის ობიექტური და ადამიანის უფლებებზე
ორიენტირებული შეფასების გარანტი. ამასთან, მას მიეცემა შესაძლებლობა ადრეულ
ეტაპზევე,
საჭიროების
შემთხვევაში,
რეკომენდაცია/წინადადებებიც,
რომელიც
გასცეს
კანონით
უფლების
განსაზღვრული
შესაძლო
დარღვევის
პრევენციულ და რეაქტიულ მიზანს მოემსახურება.
ის ასევე აღნიშნავს, რომ დასახელებული უფლებამოსილების მინიჭება
საფრთხის ქვეშ არ დააყენებს საქმის გამოძიების ლეგიტიმურ ინტერესს იქიდან
გამომდინარე, რომ სახალხო დამცველის აპარატი, კანონმდებლობის შესაბამისად,
ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებულია „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-18 მუხლს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად
საქართველოს სახალხო დამცველს უფლება ექნება შემოწმების ჩატარებისას გაეცნოს
სისხლის სამართლის საქმეებს, სადაც გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 1441, 1442, 1443, 332-ე და 333-ე
მუხლის კვალიფიკაციით.
იმსჯელა რა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული
ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის თაობაზე, კომიტეტმა ყურადღება
გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს უფლება
აქვს შემოწმების ჩატარებისას გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და
ადმინისტრაციულ საქმეებს, რომლებზე მიღებული გადაწყვეტილებებიც კანონიერ
ძალაშია შესული.
„საქართველოს
სახალხო
დამცველის
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებით საქართველოს სახალხო დამცველი
სარგებლობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტების
გამოვლენისა და შესწავლის მიზნით შემოწმების ჩატარების ფარგლებში.
საკანონმდებლო
წინადადებით
გათვალისწინებული
უფლებამოსილების
მინიჭების შემთხვევაში, მიმდინარე გამოძიების მასალების მიღებით სახალხო
დამცველი ფაქტობრივად დაიწყებს გამოძიების მიმდინარეობის შემოწმების პროცესს.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
21-ე
მუხლი
საქართველოს
სახალხო
დამცველს
უფლებამოსილებას
ანიჭებს
შემოწმების შედეგების მიხედვით წინადადებები და რეკომენდაციები გაუგზავნოს
სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს,
საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს. იმავდროულად, ამავე კანონის
23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შემოწმების პროცესში ან საქართველოს
სახალხო
დამცველის
მოთხოვნის
საფუძველზე
ის
სახელმწიფო
ორგანო,
თანამდებობის ან იურიდიული პირი, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილება
მოწმდება, ვალდებულია საქართველოს სახალხო დამცველს წარუდგინოს ახსნაგანმარტება გამოსაკვლევ საკითხზე. ხოლო 24-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო
ხელისუფლების,
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანო,
საჯარო
დაწესებულება, თანამდებობის პირი, რომელიც მიიღებს საქართველოს სახალხო
დამცველის რეკომენდაციებს ან წინადადებებს, ვალდებულია განიხილოს ისინი და 20
დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს საქართველოს სახალხო დამცველს მათი
განხილვის შედეგები.
შესაბამისად, სახალხო დამცველის მიერ რეკომენდაციის მიცემის შემთხვევაში,
საგამოძიებო ორგანოს, მათ შორის პროკურატურას და 2019 წლის 1 ივლისიდან კი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც, სახალხო დამცველის წინაშე წარმოეშობა
ანგარიშვალდებულება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის
თანახმად, საქართველოს პროკურატურა არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა,
რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.
დაუშვებელია პროკურატურის საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა
ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი დამოუკიდებლობა. დაუშვებელია
პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს
პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციითა და
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.
საქართველოს
კონსტიტუციის
65-ე
მუხლის
თანახმად,
საქართველოს
პროკურატურა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ
კონსტიტუციასა და კანონს. პროკურატურა ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტს
თავისი საქმიანობის ანგარიშს.
„პროკურატურის
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონი
იცნობს
პროკურატურის საქმიანობაზე მხოლოდ საპარლამენტო და სასამართლო კონტროლს.
პროკურატურა ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე.
პროკურატურის
საქმიანობის
საპარლამენტო
კონტროლი
ხორციელდება
პროკურატურის საქმიანობის შესახებ მხოლოდ ყოველწლიური ანგარიშის მოსმენით
და ეს ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან,
სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ
საკითხებს (მუხლი 68.). პროკურატურის მიერ იმ საგამოძიებო და სხვა საპროცესო
მოქმედებების ჩატარება, რომლებიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით
გარანტირებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიშვება სასამართლოს
გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მუხლი
69.).
ანალოგიური
დათქმებია
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურთან
დაკავშირებით „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-11 და მე-12 მუხლებში, რომელთა მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ
ექვემდებარება არცერთ ორგანოს და თანამდებობის პირს. სახელმწიფო ინსპექტორი
ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელსაც
წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს, რაც არ უნდა შეიცავდეს
ინფორმაციას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და საქმის
ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
სახალხო დამცველისთვის საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული
უფლებამოსილების მინიჭებით, რაც გამოიხატება გამოძიების ეტაპზე საქმის
მასალების გაცნობის შესაძლებლობით, სახალხო დამცველი პროცესში შემოდის
გამოძიებაზე ზედამხედველის სტატუსით და იჭრება საპროკურორო მანდატში,
რადგან შეაფასებს
მოქმედების
გამოძიების მიმდინარეობას, საგამოძიებო და საპროცესო
ჩატარების
მიზანშეწონილობას,
მოპოვებული
მტკიცებულებების
კანონიერებას, რეკომენდაციების მეშვეობით მონაწილეობას მიიღებს კონკრეტული
საგამოძიებო
მოქმედების
ჩამოყალიბებაში,
რაც,
დაგეგმვასა
ერთის
კონსტიტუციურ მანდატთან
და
მხრივ,
ზოგადად
საგამოძიებო
ტაქტიკის
შეუსაბამოა
სახალხო
დამცველის
და მეორეს მხრივ,
ცალსახად ეწინააღმდეგება
გამოძიების, საგამოძიებო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის, პროკურორის
დამოუკიდებლობის
პრინციპებს
და
გამოიწვევს
ინსტიტუციებს
შორის
უფლებამოსილებების აღრევას, რაც, საბოლოოდ, უარყოფითად აისახება თავად
გამოძიების პროცესზე და გამოძიების შედეგებზე.
გამოძიების წარმოება წარმოადგენს საგამოძიებო ორგანოს ექსკლუზიურ
უფლებას. ყველა სისხლის სამართლის საქმე ინდივიდუალურია. საქმეზე მიმდინარე
გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესს, საგამოძიებო
მოქმედებათა თანმიმდევრობას, გამოძიების ტაქტიკას და ტექნიკას განსაზღვრავს
უშუალოდ საგამოძიებო ორგანო, გამოძიების მწარმოებელი პირი და მისი საპროცესო
ზედამხედველი პროკურორი. პროკურატურა დამოუკიდებელია და კონკრეტულ
სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროკურორი
სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რაც გულისხმობს როგორც პირის
მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, ასევე ამა თუ იმ საგამოძიებო
მოქმედების მიზანშეწონილობის საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტას. სისხლის
სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას პროკურორი ზედამხედველობს
საგამოძიებო ორგანოს საქმიანობას და შეუძლია გამომძიებელს მისცეს კონკრეტული
მითითება. თავად პროკურორის მიერ შესრულებული საპროცესო მოქმედების
კანონიერების შესწავლა კი შემდგომ სასამართლოში ხდება, რომელიც საბოლოო ჯამში
აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედებების და მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერებას, შესაბამისად,
საქმეზე ჩატარებული ობიექტური, ყოველმხრივი და ეფექტიანი გამოძიების
საბოლოო შეფასებას სასამართლო ახდენს.
ამდენად,
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებული
ცვლილების
განხორციელებით სახალხო დამცველი მოგვევლინება არა მარტო გამოძიებაზე
ზედამხედველ ორგანოდ, არამედ, გარკვეულწილად, შეითავსებს სასამართლოს
ფუნქციასაც კი. ყოველივე აღნიშნული კი რადიკალურად სცილდება სახალხო
დამცველის ფუნქციებს და აღნიშნული ინსტიტუტის არსს.
საკანონმდებლო წინადადება პროკურატურას და სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურს უჩენს ვალდებულებას სახალხო დამცველს მიაწოდოს კონკრეტული
სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მასალები და ეს მაშინ, როდესაც ზემოთ
დასახელებული საკანონმდებლო ნორმებით აღნიშნულ ორგანოებს იმპერატიულად
ეკრძალებათ საქართველოს პარლამენტსაც კი თუნდაც ინფორმაცია
მიაწოდონ
კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და საქმის ცალკეულ
გარემოებებთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე.
კომიტეტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სახალხო
დამცველი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და
მის მიერ გამოძიებასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე ინფორმაციის
გავრცელება გამოძიების იმ ეტაპზე, როდესაც სრულად არ არის ამოწურული
საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და, მით უფრო, ისეთ დანაშაულებთან
დაკავშირებით,
რომლებსაც
ითვალისწინებს
საკანონმდებლო
წინადადება,
მნიშვნელოვნად დააზიანებს გამოძიების ინტერესებს.
საკანონმდებლო
წინადადებაში
სახალხო
დამცველი
აღნიშნავს,
რომ
მოთხოვნილი უფლებამოსილების მინიჭება საფრთხის ქვეშ არ დააყენებს საქმის
გამოძიების ლეგიტიმურ ინტერესს იქიდან გამომდინარე, რომ სახალხო დამცველის
აპარატი, კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის
კონფიდენციალობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტმა გააანალიზა შემდეგი საკანონმდებლო
ნორმები:
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი და
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ვალდებული არიან, არ გაამჟღავნონ
საიდუმლო და კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაცია;
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად,
პროკურორი/გამომძიებელი
ვალდებულია
უზრუნველყოს,
რომ
გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. ამ მიზნით ის
უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, მისი
ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილოს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ;
სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით დასჯადია ოპერატიულსამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ,
ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების
აკრძალვის შესახებ.
კომიტეტმა მიიჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული ნორმები ვერ უზრუნველყოფენ
სახალხო დამცველის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების
მასალების კონფედენციალობის დაცვას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის კანონმდებლობით გამოძიების მონაცემების გამჟღავნება
დასჯადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი ამის თაობაზე გაფრთხილებული იყო,
ამასთან, ამ დანაშაულის სუბიექტი არის მხოლოდ სისხლის სამართლის პროცესის
მონაწილე. პროცესის მონაწილეები კი გამოძიების სტადიაზე არიან მოსამართლე,
სასამართლო სხდომის მდივანი, პროკურორი, გამომძიებელი, ბრალდებული,
ადვოკატი, დაზარალებული, მოწმე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი,
კანონიერი წარმომადგენელი, ექსპერტი, თარჯიმანი.
ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი არ არის და არც შეიძლება იყოს
პროცესის
მონაწილე,
შესაბამისად,
პროკურორი/გამომძიებელი
არ
არის
უფლებამოსილი დაავალდებულოს სახალხო დამცველი ნებართვის გარეშე არ
გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები და გააფრთხილოს სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი არ
შეიძლება იყოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის სუბიექტი.
რაც შეეხება
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ შეზღუდვას, ის ვერ
იქნება საკმარისი ძალის მქონე მექანიზმი კონფიდენციალურად აღიარებული
ინფორმაციის დასაცავად, რადგან არ არსებობს ამ ნორმის შეუსრულებლობის ფაქტზე
რეაგირების ეფექტიანი და ქმედითი რეგულაციები.
შესაბამისად,
კომიტეტმა
აღნიშნა,
რომ
გაანალიზებული
გარემოებები
წარმოაჩენენ
სამართლებრივ
წინააღმდეგობას
და
ზემოთ
დასახელებული
და
საკანონმდებლო
წინადადების
შეუსაბამობას
საქართველოს
კანონმდებლობასთან და ამ კანონმდებლობით განმტკიცებულ პრინციპებთან.
გარდა
აღნიშნულისა,
კომიტეტმა
მიიჩნია,
რომ
ბუნდოვანი
და
დაუსაბუთებელია საკანონმდებლო წინადადების საბოლოო მოთხოვნაც:
წინადადებაში სახალხო დამცველი ითხოვს მიმდინარე გამოძიების მასალების
გაცნობის შესაძლებლობას განსაკუთრებული კატეგორიის სისხლის სამართლის
საქმეებზე. შემდეგ დაზუსტებულია მოთხოვნა და მითითება კეთდება სიცოცხლის
მოსპობისა და არასათანადო მოპყრობის საქმეებზე, საბოლოოდ კი მოთხოვნა
კონკრეტდება და ჩამოთვლილია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე,
1441, 1442, 1443, 332-ე და 333-ე მუხლები.
კომიტეტმა შენიშნა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ იცნობს
სისხლის სამართლის საქმეთა „განსაკუთრებულკატეგორიას“. აგრეთვე, სისხლის
სამართლის კოდექსის იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლებიც დაკავშირებულია
სიცოცხლის მოსპობასა და არასათანადო მოპყრობასთან, საკმაოდ ფართოა და არ
შემოიფარგლება მხოლოდ საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული მუხლებით,
რაც აჩენს კითხვას, თუ რა ნიშნით არის შერჩეული მხოლოდ ეს მუხლები, რაზედაც
საკანონმდებლო წინადადება პასუხს ვერ სცემს. ამასთან, საბოლოოდ სახალხო
დამცველი ითხოვს მასალების გაცნობის შესაძლებლობას იმ სისხლის სამართლის
საქმეებზეც, რომლებიც შეიძლება არც კი იყოს დაკავშირებული
სიცოცხლის
მოსპობასა და არასათანადო მოპყრობასთან. ასეთი მუხლებია სისხლის სამართლის
კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლები. ამ შემთხვევაშიც ჩნდება კითხვა, თუ რატომ არის
გამოყოფილი კონკრეტულად ეს ორი მუხლი, რომლებიც განეკუთვნება სამოხელეო
დანაშაულთა კატეგორიას.
ამდენად, იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელთა საქმეებიც შედის სახალხო
დამცველის ინტერესის სფეროში, არ ექცევა რაიმე ერთიან, ლოგიკურ ჩარჩოში.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საკანონმდებლო წინადადების მთელ რედაქციაში
აქცენტი
კეთდება
სიცოცხლის
მოსპობასა
და
არასათანადო
მოპყრობასთან
დაკავშირებულ საქმეებზე და საბოლოო ამ კატეგორიის ათეულობით დანაშაულიდან
მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ რამდენიმეზე. იმავდროულად, მოთხოვნა გასცდა
აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთა ფარგლებს და ყოველგვარი დასაბუთების
გარეშე მითითება გაკეთდა სამოხელეო დანაშაულებზეც, ამასთან დასახელდა ასეთი
მხოლოდ
2
დანაშაული,
მაშინ,
როდესაც
სისხლის
სამართლის
კოდექსი
ითვალისწინებს სხვა არანაკლებ საყურადებო სამოხელეო დანაშაულებსაც, მათ შორის
ისეთებს, რომლებიც დაკავშირებულია სიცოცხლის მოსპობასთან.
გააანალიზა რა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, კომიტეტმა
მიიჩნია:
სახალხო დამცველისთვის მის მიერ მოთხოვნილ დანაშაულებზე საქმის
მასალების გაცნობის უფლების მინიჭება, მაშინ როდესაც საქმეზე არ არის მიღებული
შემაჯამებელი გადაწყვეტილება, საფრთხეს შეუქმნის სამართალდამცავ ორგანოთა
ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებას, ვინაიდან ქმნის მათ საქმიანობაში
არაპროპორციული ჩარევის რეალურ საფრთხეს და ნეგატიურად აისახება მათი
დამოუკიდებლობისა
და
საგამოძიებო/საპროცესო
გამოძიების
ხარისხზე,
მაშინ
როდესაც,
მოქმედებების
ჩატარების
მიზანშეწონილობის,
თანმიმდევრობის განსაზღვრა მხოლოდ მათი ექსკლუზიური უფლებამოსილებაა;
სახალხო დამცველისთვის მის მიერ მოთხოვნილი უფლებამოსილების მინიჭება
გარკვეულწილად ხსნის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების
მონაცემების გახმაურების შემაკავებელ ბარიერებს და საფრთხის ქვეშ დგება
გამოძიების ინტერესები;
საკანონმდებლო წინადადების მოთხოვნა ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია,
ამასთან
სამართლებრივად
შეუსაბამოა
საქართველოს
კანონმდებლობით
განმტკიცებულ პრინციპებთან.
საკანონმდებლო
შეისწავლა
და
წინადადების
გააანალიზა
განხილვის
საქართველოს
პროცესში
მთავრობისა
კომიტეტმა
და
ასევე
საქართველოს
პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები აღნიშნული საკანონმდებლო
წინადადებით შემოთავაზებულ ცვლილებასთან დაკავშირებით.
როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე საქართველოს პროკურატურა არ
მიიჩნევს მიზანშეწონილად საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას, რადგან
მიიჩნევენ, რომ სახალხო დამცველის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, წინააღმდეგობაში
მოდის გამომძიებლის/პროკურორის დამოუკიდებლობის გარანტიებთან და მისი
დაკმაყოფილება მნიშვნელოვნად დააზიანებს გამოძიების ინტერესებს.
იმავდროულად, კომიტეტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს
სახალხო დამცველს კანონმდებლობით ისედაც გააჩნია ძლიერი და საკმარისი
მექანიზმები იმისათვის, რომ დაიცვას პირის კანონიერი ინტერესები. „საქართველოს
სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 თავით
გათვალისწინებულია სახალხო დამცველის უფლებამოსილებანი. სხვა ფართო
უფლებსამოსილებებთან
ერთად,
სახალხო
დამცველს
უფლება
აქვს
დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის
დაწესებულებაში,
ნებისმიერ
მათ
ორგანოში,
შორის,
საწარმოში,
სამხედრო
ორგანიზაციასა
ქვედანაყოფში,
და
პენიტენციურ
დაწესებულებაში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში
(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ მე-18
მუხლის
„ა“
ქვეპუნქტი).
აღნიშნული
უფლება
სახალხო
დამცველს
აძლევს
შესაძლებლობას ინფორმაცია მიიღოს მათ შორის გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის
მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა უარყოფილად ცნო
საქართველოს
სახალხო
დამცველის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
პროექტთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
რატი იონათამიშვილი
საქართველოს
ორგანული
კანონის