საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილ „არასრულწლოვანთათვის მოწყალების გაცემის აკრძალვის შესახებ“, „მიცვალებულისადმი მოპყრობის შესახებ“ და „სივის შესახებ“ (N1-1538/19; 01.02.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-6695/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-6695/19 12-04-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „არასრულწლოვანთათვის მოწყალების გაცემის აკრძალვის „მიცვალებულისადმიმოპყრობის შესახებ“ საქართველოს შესახებ“, შესახებ“ კანონების და „სივის პროექტებთან დაკავშირებით (N1-1538/19; 01.02.2019) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, 2019 წლის 11 აპრილის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „არასრულწლოვანთათვის მოწყალების გაცემის აკრძალვის შესახებ“, „მიცვალებულისადმი მოპყრობის შესახებ“ და „სივის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია სამი ახალი კანონის მიღება, რომლებიც წარმოდგენილია კანონის პროექტების სახით: საქართველოს კანონის პროექტი „არასრულწლოვანთათვის მოწყალების გაცემის აკრძალვის შესახებ“ ითვალისწინებს მოწყალების გაცემის აკრძალვას იმ შემთხვევაში თუკი არასრულწლოვანი მარტო, ან სხვა არასრულწლოვანთან ან სრულწლოვანთან ერთად იმყოფება ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილას მოწყალების საშოვნელად. ამ ქმედების ჩადენისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით: ფიზიკური პირისათვის - 20 ლარი და იურიდიული პირისთვის - 10 ლარი. ამასთან, სამართალდამრღვევად მიიჩნევა 18 წელს გადაცილებული პირი, რომელიც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანს გადასცემს ფულს ან სხვა მატერიალურ ნივთს. „მიცვალებულისადმი მოპყრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიზანია მიცვალებულთა უფლებების დაცვა და ამ მიზნით განსაზღვრავს მიცვალებულის მიმართ აკრძალულ ქმედებებს: ა) სასაფლაოზე საკვები პროდუქტების მიტანა ან/და დატოვება; თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ბ) სასაფლაოზე ალკოჰოლური სასმელების მიღება; გ) სასაფლაოზე ყვავილების ან სხვა მცენარეების მიტანა, გარდა იმ შემთხვევისა თუკი მოხდება მათი დარგვა და გარემოს გამწვანება; დ) მიცვალებულის არ დასაფლავება მისი გაწერიდან სამი დღის განმავლობაში. აღნიშნული ქმედებების ჩადენისათვის კანოონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით: ფიზიკური პირისათვის - 20 ლარი და იურიდიული პირისთვის - 10 ლარი. „სივის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიზანია დაარეგულიროს და გაამარტივოს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია სივის წარდგენის პროცედურასთან და ჩამოაყალიბოს ერთიანი „სივის“ ფორმა. კანონპროექტი განმარტავს, რომ სივი (CV) არის დასაქმებულის შესახებ არსებული წერილობითი მონაცემების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება საქმიან ურთიერთობებში. კანონპროექტის თანახმად, კანონის შესრულება ნებაყოფლობითია და მისი ნორმებს, რაც გამოუყენებლობა არ გამოიწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კანონპროექტი არ შეიცავს შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივი აქტს უპირატესად უნდა ახასიათებდეს. კომიტეტმა იმსჯელა შემოთავაზებული კანონების პროექტებზე და უარყოფილად ცნო მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „არასრულწლოვანთათვის მოწყალების გაცემის აკრძალვის შესახებ“, „მიცვალებულისადმი მოპყრობის შესახებ“ და „სივის შესახებ“ დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი საქართველოს კანონების პროექტებთან