საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ და მისგან გამომდინარე - „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონების პროექტებზე (№07-2/303; 31/12/2018) საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ბოკერიასა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ ინიცირებული ალტერნატიულ კანონების პროექტები.

ალტერნატიული კანონპროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
11.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ბოკერია
ნომერი
#07-3/324/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
ალტერნატიული კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონის პროექტზე (07-2/303/9) 1. პროექტით გათვალისწინებული მე-2 მუხლის: ა) „ო“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ო) სადაზღვევო პრემია - ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ გადახდილი სადაზღვევო შესატანი;”. ბ) „რ“ და „ს“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ – მზღვეველების მიერ სავალდებულო დაზღვევის მართვისა და აღსრულების მიზნით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ (შემდგომში „ცენტრი“), რომელიც უკვე შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების მართვისა და აღსრულების მიზნით თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველების მიერ. ს) ვაუჩერი - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მზღვეველის მიერ გადაეცემა დამზღვევს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის.“. 2. პროექტით გათვალისწინებული მე-3 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით, ელექტრონული/ციფრული არხების ან ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით.“. ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დამზღვევი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით, რომლის ადმინისტრირება ხდება შემდეგნაირად: დამზღვევი მზღვეველისაგან იღებს გადახდილი სადაზღვევო პრემიის 90%-იანი ოდენობის ვაუჩერს, რომლის გამოყენებითაც მას შეუძლია საწვავის (ბენზინი, დიზელი, გაზი) შეძენა ნებისმიერ ლიცენზირებულ ავტოგასამართ სადგურზე. ავტოგასამართი სადგურის მფლობელი კომპანია სარგებლოს აქციზის გადასახადზე შეღავათით იმ თანხის ოდენობით, რა თანხის ვაუჩერსაც იგი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს.“. 3. პროექტით გათვალისწინებული მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წლიური სადაზღვევო პრემიის ოდენობა ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის მოცულობის (სმ3) მიხედვით დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ, საჯარო სამართლის იურიდიული პირთან - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან (შემდგომში - სამსახური) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთან სავალდებულო დაზღვევის ცენტრთან შეთნხმებით.“. ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მზღვეველს ეკრძალება ამ კანონით დადგენილი სადაზღვევო პრემიის ფარგლებში დამატებითი სადაზღვევო და სხვა ნებისმიერი პირობის დამზღვევისთვის შეთავაზება.“. გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დაზღვევის პერიოდის განმავლობაში გასხვისებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მიყვება სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მისი მოქმედების პერიოდის დასრულებამდე. 8. სადაზღვევო პრემია იხდება სრულად და ერთჯერადად.“. 4. პროექტით გათვალისწინებული მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო ლიმიტი ერთი დაზარალებულისთვის განისაზღვრება შემდეგი შემთხვევებისათვის და შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის დაზიანების გამო სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 20 000 ლარი; ბ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ან გარდაცვალების გამო გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 40 000 ლარი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზიანი ანაზღაურდება შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში – 100%-ით; ბ) დაზარალებულის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის შემთხვევაში: ბ.ა) შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხისას – 100%-ით; ბ.ბ) შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხისას − 65%-ით; ბ.გ) შეზღუდვის ზომიერად გამოხატული ხარისხისას − 35%-ით.“. 5. პროექტით გათვალისწინებული ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მე-10 მუხლის პირველი პუნქტი „1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს, ხოლო დაზარალებული (მისი წარმომადგენელი) უფლებამოსილია შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – „112“-ს და დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას, თუ არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მისვლის ან მის მიერ დაშავებული პირის (დაზარალებულის) გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა. შემთხვევის შეუტყობინებლობა იწვევს შემთხვევის ანაზღაურებაზე უარს.“. 6. პროექტით გათვალისწინებული მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. ადმინისტრაციული ხარჯები და რეზერვები 1. მზღვეველი ვალდებულია გაწეული ადმინისტრაციული (აკვიზიციური ხარჯების ჩათვლით) შესახებ ინფორმაცია ასახოს ყოველწლიურ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში.“. 6. ხარჯების თავის პროექტით გათვალისწინებული მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. ავტოსატრანსპორტო საშუალების პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ცენტრი მფლობელთა სამოქალაქო 1. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ფართოვდება მზღვეველების მიერ სავალდებულო დაზღვევის მართვისა და აღსრულების მიზნით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სავალდებულო დაზღვევის ცენტრის“ (შემდგომში „ცენტრი“) საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებები. 2. სავალდებულო დაზღვევის ცენტრის დამატებითი უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. სავალდებულო დაზღვევის ცენტრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია დამფუძნებლების წინაშე. 4. სავალდებულო დაზღვევის ცენტრს აქვს საკუთარი სახსრები, საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში/ბანკებში სპეციალურად საკომპენსაციო ფონდის მიზნებისთვის გახსნილი განცალკევებული ანგარიში, ბეჭედი საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით და საკუთარი ლოგო. სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 5. სავალდებულო დაზღვევის ცენტრს აქვს განკერძოებული ქონება, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 6. სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ბიუჯეტის ფორმირება ხდება ამ და საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონით დადგენილი წესით. 7. სავალდებულო დაზღვევის ცენტრი თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს სამსახურს. 8. სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ამ კანონით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გამოწვეულია: ა) დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით; ბ) დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით; გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომლის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეულია მზღვეველთან, რომელსაც გაუუქმდა სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია და მის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესი. 9. სავალდებულო დაზღვევის ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს რეგრესული მოთხოვნის წაყენების უფლება ამ კანონით გათვალისწინებული პირობებით. 10. სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ყოველწლიურად ატარებს აქტუარულ კვლევას, რომლის შედეგები გამოიყენება საქართველოს მთავრობის მიერ წლიური სადაზღვევო პრემიის ოდენობის დადგენისას.“. 7. პროექტით გათვალისწინებული მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ფუნქციები, ამოცანები, უფლებამოსილება 1. სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ფუნქციები, ამოცანები, უფლებამოსილებაა: ა) დაუზღვეველი, დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას ამ კანონით განსაზღვრული წესისა და პირობების საფუძველზე დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება; ბ) დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება, გამოწვეული იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომლის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეულია მზღვეველთან, რომელსაც გაუუქმდა სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია და მის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესი. გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფულადი ფონდების შექმნა, ადმინისტრირება, მართვა; დ) სადაზღვევო რეზერვების ფორმირება და მათი ინვესტირება; ე) ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევის სახეობაში ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის (შემდგომში „საინფორმაციო ბაზა“) შექმნა და ადმინისტრირება; ვ) ჯარიმა-პრემიის (ბონუს-მალუსის) სისტემის იმპლემენტაციისთვის სამსახურისა და მზღვეველებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ზ) დაზარალებულისათვის ანაზღაურებული თანხის რეგრესული მოთხოვნის წაყენება კანონით გათვალისწინებული პირობებით; თ) საინფორმაციო ბაზის სრულყოფილი და გამართული ფუნქციონირებისათვის შესაბამისი მონაცემების მზღვეველის მიერ გადაცემის პირობების და პერიოდულობის დადგენა; ი) სპეციალური პროგრამების და ხელშეკრულებების საფუძველზე ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების დაფინანსება/წარმართვა; კ) საერთაშორისო ავტოდაზღვევა - „მწვანე ბარათის“ ეროვნული ორგანიზაციის უფლება-მოვალეობების განხორციელება და კოორდინატორის ფუნქციის შესრულება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა ადგილობრივ/უცხო ქვეყნის ორგანოებთან/ორგანიზაციებთან, რაც, მათ შორის, შესაძლებელია მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას; მ) ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების და ანაზღაურების პროცესების დროულად წარმართვა სათანადო პროცედურების დაცვით; ნ) საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიული ერთეულების შექმნა მთავრობასთან შეთანხმებით; ო) ზარალის ანაზღაურების პროცესის და რეგრესული მოთხოვნის უფლების გადაცემა მზღვეველისათვის ხელშეკრულების საფუძველზე; პ) გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიშის გამოქვეყნება; ჟ) ამ კანონით და დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების და უფლებამოსილებების განხორციელება. 2. მზღვეველის მიერ ამ კანონის და სავალდებულო დაზღვევის ცენტრის დებულებით დადგენილი ნორმების დარღვევისას სავალდებულო დაზღვევის ცენტრი უფლებამოსილია მიმართოს სამსახურს მზღვეველის მიმართ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების მიზნით. მუხლი 17. საკომპენსაციო ფონდი 1. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით სავალდებულო დაზღვევის ცენტრიში იქმნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის საკომპენსაციო ფონდი. 2. საკომპენსაციო ფონდიდან ხორციელდება იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია: ა) დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით; ბ) დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით; გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომლის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეულია მზღვეველთან, რომელსაც გაუუქმდა სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია და მის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესი. 3. მზღვეველი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევას, ვალდებულია საკომპესაციო ფონდში შეიტანოს ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევის სახეობაში მოზიდული ბრუტო პრემიის 2 (ორი) პროცენტი არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვისა. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მზღვეველს ეკისრება საურავი შესატანი თანხის 0.1 პროცენტის ოდენობით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ვალდებულია განცალკავებულად აწარმოოს ანგარიში საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში/ბანკებში სპეციალურად ამ მიზნებისთვის გახსნილ ანგარიშზე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვული საკომპენსაციო ფონდის მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები. 6. მზღვეველი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევას, ვალდებულია სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად განახორციელოს შენატანი, რომლის ოდენობა და გადახდის პერიოდულობა განსაზღვრულია სავალდებულო დაზღვევის ცენტრის დებულებით. 7. გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრებისა სავალდებულო დაზღვევის ცენტრის შემოსავლის წყარო შესაძლებელია იყოს ინვესტირების განხორციელებით მიღებული შემოსავალი და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 8. საკომპენსაციო ფონდის ანგარიშზე აკუმულირებული თანხების ინვესტირების განხორციელებით მიღებული შემოსავალი აისახება ფონდისავე ანგარიშზე. ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისი სახსრების ინვესტირების განხორციელებით მიღებული შემოსავალი აისახება ადმინისტრაციული ხარჯებისათვის განკუთვნილ ანგარიშზე. 9. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სავალდებულო დაზღვევის ცენტრიში არ არის ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა, სავალდებულო დაზღვევის ცენტრის უფლება აქვს დამატებით დაუწესოს მზღვეველს სპეციალური სადაზღვევო შენატანი, რომლის ოდენობა განისაზღვრება ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, მზღვეველებთან შეთანხმებით, საბჭოს თანხმობის საფუძველზე. 10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკომპენსაციო ფონდში აკუმულირებული სახსრების და ამავე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად განხორციელებული შენატანების გამოუყენებელი ნაწილი გადადის და გაითვალისწინება სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მომდევნო წლის ბიუჯეტში. მუხლი 18. სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ხელმძღვანელობა და მართვა სავალდებულო დაზღვევის ცენტრი იმართება ამ კანონით, საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონითა და სავალდებულო დაზღვევის ცენტრის დებულებით.“. 8. ამოღებულ იქნეს პროექტით გათვალისწინებული მე-19, მე-20 და 21-ე მუხლები. 9. პროექტით გათვალისწინებული 22-ე მუხლის და ჩამოყალიბდეს მე-19 მუხლად, შემდეგი რედაქციით: ნუმერაცია შეიცვალოს ”მუხლი 19. სავალდებულო დაზღვევის ცენტრის საქმიანობაზე ზედამხედველობა 1. სამსახური უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს სავალდებულო დაზღვევის ცენტრის საქმიანობას და შეამოწმოს იგი, გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კომპეტენციის ფარგლებში. 2. სავალდებულო დაზღვევის ცენტრის საქმიანობაზე ვრცელდება სამსახურის მიერ დადგენილი: ა) სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის, აგრეთვე რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივების და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესი; ბ) ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შედგენის და მათი სამსახურში წარდგენის წესი. 3. ამ კანონით/შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, სამსახური უფლებამოსილია სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მიმართ გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ფულადი ჯარიმის ჩათვლით, ამ უკანასკნელის სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“. 10. პროექტით გათვალისწინებული 23-ე მუხლის და ჩამოყალიბდეს მე-20 მუხლად, შემდეგი რედაქციით: ნუმერაცია შეიცვალოს „მუხლი 20. სადაზღვევო შემთხვევის შესახებ სავალდებულო დაზღვევის ცენტრისათვის შეტყობინების ვალდებულება და სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მიერ ზიანის ანაზღაურება 1. მფლობელის, დაზარალებულის, დაზარალებულის წარმომადგენლის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნის და შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სავალდებულო დაზღვევის ცენტრიში წარდგენის და სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მიერ ზიანის ანაზღაურების წესი, პირობები, ვადები და პროცედურა განისაზღვრება სავალდებულო დაზღვევის ცენტრის დებულებით. 2. დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია დაუზღვეველი ან დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, მოხდება სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მიერ ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით დადგენილი სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში. ამასთან, დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გათვალისწინებულ იქნება ზარალის თანხის 10%-იანი არანაზღაურებადი მინიმუმი (ფრანშიზა), მინიმუმ 500 (ხუთასი) ლარი. 3. სავალდებულო დაზღვევის ცენტრი დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების შემდგომ, უფლებამოსილია რეგრესული მოთხოვნა, გადახდილი თანხის ოდენობით, რომელიც დამატებით შესაძლებელია მოიცავდეს სასამართლო ხარჯებს, წაუყენოს: ა) დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს; ბ) დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალების დადგენის შემთხვევაში იმ მზღვეველს, სადაც დადგინდა, რომ დაზღვეული იყო მფლობელის პასუხისმგებლობა. 4. იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველს გაუუქმდა სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია და მის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესი, ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევის სახეობაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ მზღვეველისაგან შესაბამისი სადაზღვევო პრემიის მიღების უფლება გადაეცემა ცენტრს. ასეთ შემთხვევაში დაზღვევის ხელშეკრულება არ წყდება და იგი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვადით, ხოლო ზიანის ანაზღაურება ხდება ცენტრის მიერ ამ კანონის მე–6 და მე–7 მუხლებით დადგენილი სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში. ამასთან, სავალდებულო დაზღვების ცენტრზე გადადის მზღვეველის ყველა უფლება (მათ შორის რეგრესული მოთხოვნის) და ვალდებულება.“. 11. პროექტით გათვალისწინებული 24-ე მუხლის ნუმერაცია შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს 21-ე მუხლად, შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. აუდიტი 1. სავალდებულო დაზღვევის ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება შიდა აუდიტორულ შემოწმებას. შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების ძირითადი მიზანია სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მიმდინარე საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და მართებულობის შემოწმება, მისი ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება, სამართლებრივი აქტების, შიდა პროცედურების/წესების დაცვის კონტროლი და მართვის შიდა სისტემების შეფასება. 2. სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ყოველწლიურად ახორციელებს დებულებით დადგენილი წესით შერჩეული გარე აუდიტორი. 3. სავალდებულო დაზღვევის ცენტრისათვის გარე აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაიარა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისათვის მოთხოვნილი, შესაბამისი ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი. 4. გარე აუდიტის დასკვნა წარედგინება სავალდებულო დაზღვევის ცენტრს და სამსახურს არაუგვიანეს ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 აპრილისა. დასკვნა საჯაროა და ქვეყნდება სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.“. 12. პროექტით გათვალისწინებული 25-ე მუხლის და ჩამოყალიბდეს 22-ე მუხლად, შემდეგი რედაქციით: ნუმერაცია შეიცვალოს „მუხლი 22. სავალდებულო დაზღვევის ცენტრის საინფორმაციო ცენტრი 1. სავალდებულო დაზღვევის ცენტრიში იქმნება საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მართავს ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ბაზას, სადაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სრულყოფილი მონაცემების დაუყოვნებლივ მიწოდება/ასახვა, ისევე როგორც მისი გამართული და შეუფერხებლი ფუნქციონირება. 2. საინფორმაციო ბაზის ფორმირებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა შესაბამისი მხარის ინტერესი. ბაზა უნდა მოიცავდეს ამ კანონით გათვალისწინებული დაზღვევის განხორციელებისათვის აუცილებელ ყველა მონაცემს, მათ შორის: ა) ინფორმაციას რეალიზებულ დაზღვევის პოლისებზე, (რაოდენობა, უნიკალური ნომერი) დაზღვევის დაწყების/დასრულების დროს, ასევე მათი აღრიცხვიანობის დეტალებს; ბ) სადაზღვევო პრემიის ოდენობას; გ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებს (კატეგორია, მარკა, მოდელი, საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი) და ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; დ) ბონუს-მალუსის და სხვა სტატისტიკური მონაცემები, რომელიც დაკავშირებულია ამ კანონის მოქმედებასთან; ე) სადაზღვევო შემთხვევის შესახებ (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომის თარიღი, მიღებული შეტყობინებები, მათ შორის, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე განცხადებები, დაზარალებულის საიდენტიფიკაციო მონაცემები, სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების შედეგი, ანაზღაურებული თანხის ოდენობა თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიხედვით); ვ) გაცემული სადაზღვევო ანაზღაურებება (ოდენობა, გაცემის თარიღი, მიყენებული ზიანის სახეობა); 3. საინფორმაციო ბაზაში ასახული მონაცემები ინახება არანაკლებ ბაზაში ასახვიდან 6 წლის ვადით. 4. საინფორმაციო ბაზის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვისათვის სავალდებულო დაზღვევის ცენტრიმ უნდა შექმნას და განახორციელოს ამ კანონის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და ამ სფეროში დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. 5. საინფორმაციო ბაზის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ვალდებულია საინფორმაციო ბაზის ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ აუდიტირებული დასკვნა წარუდგინოს სამსახურს. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულყოფილად შესრულების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემთა ერთიან ბაზასთან სავალდებულო დაზღვევის ცენტრის წვდომა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გააჩნდეს სავალდებულო დაზღვევის ცენტრის საინფორმაციო ბაზასთან წვდომა. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული საინფორმაციო ბაზის მიზნებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია გადასცეს სავალდებულო დაზღვევის ცენტრის შესაბამისი ინფორმაცია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული საინფორმაციო ბაზის მიზნებისთვის მზღვეველი ვალდებულია მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მის მიერ დადგენილი პირობებით და ვადებში. 9. სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ვალდებულია დაიცვას იმ დამუშავებული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა, რომლებიც მისთვის საქმიანობის განხორციელებისას გახდა ცნობილი. 10. სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ვალდებულია უზრუნველყოს მოსარჩელე (სადაზღვევო შემთხვევის მონაწილე მხარე) მის ხელთ არსებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობით და გამოყენების შესაძლებლობით, პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 11. სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ვალდებულია დამოუკიდებლად აწარმოოს ამ კანონის მიზნებისთვის სადაზღვევო შემთხვევების (ზარალების) აღრიცხვა. მზღვეველის მიერ მიწოდებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე თითოეული დაზღვეულის/ავტოსატრანსპორტო საშუალების მიხედვით. 13. პროექტით გათვალისწინებული და ჩამოყალიბდეს 23-ე მუხლად. 26-ე მუხლის ნუმერაცია შეიცვალოს 14.პროექტით გათვალისწინებული და ჩამოყალიბდეს 24-ე მუხლად. 27-ე მუხლის ნუმერაცია შეიცვალოს 15.პროექტით გათვალისწინებული და ჩამოყალიბდეს 25-ე მუხლად. 28-ე მუხლის ნუმერაცია შეიცვალოს 16.პროექტით გათვალისწინებული 29-ე მუხლის და ჩამოყალიბდეს 26-ე მუხლად, შემდეგი რედაქციით: ნუმერაცია შეიცვალოს „მუხლი 26. გარდამავალი დებულებები 1. კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევის განხორციელების მსურველი ყველა მზღვეველი ვალდებულია წერილობით აცნობოს ამის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს კანონის მიღებიდან 15 დღის ვადაში. 2. 2023 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესასრულებლად საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად იღებს შესაბამის დადგენილებას. პირველი ასეთი დადგენილება საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს 2020 წლის 1 იანვრამდე. 3. სავალდებულო დაზღვევის ცენტრი დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას შეუდგეს 2020 წლის 1 ივლისიდან მომხდარ სადაზღვევო შემთხვევებზე. 4. სავალდებულო დაზღვევის ცენტრმა, საერთაშორისო ავტოდაზღვევა „მწვანე ბარათის“ სისტემაში წევრობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 წლისა. 5. სსიპ შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიზნების შესრულებისათვის სამართლებრივი აქტების გამოცემა 2020 წლის 1 იანვრამდე. 6. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 წლის ვადაში სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უზრუნველყოს ამ კანონის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის გამოცემა. 7. 2023 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით გათვალისწინებული დაზღვევის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გაწეული ადმინისტრაციული ხარჯებისა (აკვიზიციური ხარჯების ჩათვლით) და საკომისიო ხარჯების ლიმიტს მოზიდულ პრემიასთან მიმართებაში განსაზღვრავს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომელმაც შესაბამისი სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს 2020 წლის 1 იანვრამდე. 7. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უზრუნველყოს მზღვეველებისთვის რეზერვების (მოზიდული პრემიის ნაწილი) სპეციალური წესის დამტკიცება 2020 წლის 1 იანვრამდე. 8. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უზრუნველყოს ამ კანონის 19–ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა 2020 წლის 1 იანვრამდე.“. 17. პროექტით გათვალისწინებული 30-ე მუხლის ნუმერაცია შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს 27-ე მუხლად, შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. დასკვნითი დებულებები 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტისა და 26-ე მუხლისა, ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის 26-ე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტებითი ბარათი „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ ალტერნატიულ კანონის პროექტზე (07-2/303/9) ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სადაზღვევო სფეროს რეფორმის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყანაში სოციალური გარანტიების ალტერნატიული და ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბება. სავალდებული დაზღვევის სახეობა, როგორც ალტერნატიული სოციალურ–ეკონომიკური ბერკეტი ბოლომდე ვერ ქმნის საზოგადოებისთვის ალტერნატიული გარანტიებისა და სოციალური უზრუნველყოფის მოქნილ სისტემას, ამიტომ, საჭიროა მთავრობის ქმედებებმა არ გამოიწვიოს მოქალაქეების დაზარალება მათთვის ხარჯების გაზრდის გზით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზარდა მანქანის მფლობელთა და მძღოლთა დანახარჯები, რადგან გაიზარდა აქციზი ნავთობპროდუქტებსა და გაზზე, შემოვიდა სავალდებულო ლიცენზირება ტაქსის მძღოლებისთვის და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება ყველა მანქანისთვის. ეს ზრდის ქვეყანაში სიღარიბის მატების რისკს, რასაც ადასტურებს გაეროს ბავშვთა ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევები სიღარიბესთან დაკავშირებით. მოცემული კანონპროექტის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიზანია საქართველოში მფლობელთა სამოქალაქო რეგისტრირებული პასუხისმგებლობის დაზღვევის ისე შემოღება, რომ სახელმწიფომ მოქალაქესთან ერთად დაზღვევის ფინანსური ტვირთი გაინაწილოს და შეამციროს სიღარიბის ზრდის რისკი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა დაინერგოს, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მოქალაქესთან ერთად დაზღვევის ფინანსური ტვირთის განაწილების გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა წარმოადგენს ეკონომიკისა და სადაზღვევო სფეროს განვითარების ერთ–ერთ კომპონენტს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სოციალურ– ეკონომიკურ სტაბილურობას, უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურების გარანტიების შექმნას, ცივილიზებულად აგვარებს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევით წარმოქნილ დავებსა და პრობლემებს. პარალელურად, საგადასახადო შეღავათის გზით მთავრობა მოქალაქეს უმსუბუქებს რეფორმით გამოწვეულ ფინანსურ ტვირთს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მე-2 მუხლში განმარტებულია კანონში გამოყენებული ცნებები/ტერმინები. ცვლილება შედის „ო“, „რ“ და „ს“ პუნქტებში; სადაც განისაზღვრება სადაზღვევო პრემია, სავალდებულო დაზღვევის ცენტრი და ვაუჩერი. კანონპროექტის მე-3 მუხლი ადგენს სავალდებულო დაზღვევის ზოგად პირობებს, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული დაზღვევის განხორციელების ვალდებულების მქონე პირთა წრეს, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლის მფლობელზეც არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევის ფლობის ვალდებულება, სავალდებულო დაზღვევის მოქმედების არეალს და ვადას, დაზღვევის შეძენის არხებს და საშუალებებს. აგრეთვე, საგადასახადო შეღავათს, რომელიც უწესდებათ ავტომობილების მძღოლებს და შეღავათის გამოყენების წესებს ამავე ბენეფიციარების მიერ მზღვეველის გავლით. ალტერნატიული პროექტი ითვალისწინებს მე-6 პუნქტში ცვლილებას. კანონპროექტის მე-5 მუხლი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის მოცულობის (სმ3) მიხედვით დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ, საჯარო სამართლის იურიდიული პირთან - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან (შემდგომში - სამსახური) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთან სავალდებულო დაზღვევის ცენტრთან შეთნხმებით. მუხლი ადგენს ბონუს-მალუსის სისტემას (საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების პირადი სტატისტიკიდან გამომდინარე, წლიური სადაზღვევო პრემიის ოდენობის გაზრდა ან შემცირება), რომელიც დაინერგება კანონის ამოქმედებიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ (განისაზღვრება გარდამავალი დებულებით), სტატისტიკური მონაცემების დაგროვების შემდეგ, მის ძირითად პირობებს განსაზღვრავს სამსახური, ხოლო მზღვეველი ასევე უფლებამოსილი იქნება დაადგინოს სამსახურის მიერ დადგენილისაგან განსხვავებული გაუმჯობესებელი პირობები. საქართველოში დროებითი ექსპლუატაციისათვის შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ვრცელდება არასრული წლის ვადით დაზღვევა, სადაზღვევო პრემიის გაანგარიშება მოხდება ყოველ ერთ თვეზე წლიური სადაზღვევო პრემიის 1/8–ით, ხოლო დაზღვევის მინიმალური პერიოდი განისაზღვრება 1 თვით. მუხლი ადგენს სადაზღვევო ლიმიტის შენარჩუნების პრინციპს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის მიუხედავად. კერძოდ, კონკრეტული დაზღვევის პოლისის სადაზღვევო ლიმიტი წარმოადგენს მაქსიმალურ ლიმიტს ერთ შემთხვევაზე და არ ექვემდებარება შემცირებას პოლისის მოქმედების პერიოდში დამდგარი სხვა შემთხვევების მიმართ, მიუხედავად გაცემული ანაზღაურებისა. წინამდებარე მუხლით მზღვეველს ეკრძალება ამ კანონით დადგენილი სადაზღვევო პრემიის ფარგლებში ან დამატებითი პრემიის გადახდით დამატებითი სადაზღვევო და სხვა ნებისმიერი პირობის დამზღვევისთვის შეთავაზება. მუხლი ასევე ადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებულ დეტალებს ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში დაზღვევის პოლისი მიყვება სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მისი მოქმედების პერიოდის დასრულებამდე. კანონპროექტის მე-6 მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ლიმიტების ოდენობას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე, სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის დათვლის პროპორციულად ანაზღაურების და გაცემის და გაცემის, წესს, მათ უკვე ჯანმრთელობის შორის რამოდენიმე გაცემული დაზარალებულზე ნაწილობრივი მდგომარეობის სადაზღვევო გაუარესების/გარდაცვალების შემთხვევაში იმ ვადებს, რომლის განმავლობაშიც არის შესაძლებელი დამატებით ანაზღაურების მოთხოვნა, ასეთი მოთხოვნის წარდგენის წესს. კანონპროექტის მე-10 მუხლი ადგენს მძღოლის მხრიდან სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების იურიდიულ ვალდებულებას პირის – შინაგან და „112“-სათვი საქმეთა სამინისტროს მზღვეველის მიერ საჯარო ზიანის სამართლის ანაზღაურების ვალდებულებას. შემთხვევის შეუტყობინებლობა იწვევს შემთხვევის ანაზღაურებაზე უარს. მუხლით დადგენილია ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ შეტყობინების ვალდებულება, ხოლო დაზარალებულის (მისი წარმოადგენელის) მიერ შეტყობინების უფლებამოსილება. მუხლი დოკუმენტების ადგენს სადაზღვევო დაზარალებულის მიერ ანაზღაურების მისაღებად მზღვეველისათვის აუცილებელი წარდგენის ვადებს, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წესს და ვადებს, მათ შორის მზღვეველის მხრიდან დამატებითი ვადების დადგენის კონკრეტულ პირობებს, ხოლო მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურების ვადის დარღვევის შემთხვევში საურავის ოდენობას. მუხლი ითვალისწინებს დაზარალებულის უფლებას მიმართოს ზიანზე პასუხიმგებელ პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუ ამ კანონის ფარგლებში გაცემული სადაზღვევო ანაზღაურება ნაკლებია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობაზე. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველის მიერ დაზარალებულისათვის შეთავაზებული სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა ნაკლებია ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილზე, მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს სადაზღვევო ანაზღაურების უდავო ნაწილი კანონით გათვალისწინებულ ვადაში. ამ შემთხვევაში, გაცემული ანაზღაურება გავლენას არ ახდენს ანაზღაურების სადავო ოდენობის შემდგომ მოთხოვნაზე/დასაბუთებაზე. კანონპროექტის მე-11 მუხლი ადგენს მზღვეველისათვის ვალდებულებას, გაწეულლი ადმინისტრაციული ხარჯების (აკვიზიციური ხარჯების ჩათვლით) შესახებ ინფორმაცია ასახოს თავის ყოველწლიურ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. კანონპროექტის მე-14 მუხლი ადგენს „ავტოსატრანსპორტოს საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“-ს არსს, მისი შექმნის და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, მის ანგარიშვალდებულებას და ძირითად ფუნქციას, კერძოდ აანაზღაუროს ზიანი, რომელიც გამოწვეულია დაუდგენელი ან დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ასევე, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომლის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეულია მზღვეველთან, რომელსაც გაუუქმდა სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია და მის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესი. მუხლი ასევე განსაზღვრავს ცენტრის მიერ რეგრესის უფლების გამოყენების პირობებს. საკითხის მნიშვნელოვანებიდან გამომდინარე, პროექტის მიხედვით ცენტრის სამართლებრივ იურიდიული ფორმად პირი, შემოთავაზებულია რომელიც არასამეწარმეო დამოუკიდებელია და (არაკომერციული) ანგარიშვალდებულია დამფუძნებლების წინაშე. კანონპროექტის მე-16 მუხლი განსაზღვრავს სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ძირითად ფუნქციებს, ამოცანებს და უფლებამოსილებას. კანონპროექტის მე-17 მუხლი ადგენს სავალდებულო დაზღვევის ცენტრში შექმნილ საკომპენსაციო ფონდის არსს, ძირითად ფუნქციებს, ამოცანებს და უფლებამოსილებას. კანონპროექტის მე-18 მუხლი ადგენს სავალდებულო დაზღვევის ცენტრის დამფუძნებლების, ხელმძღვანელობისა და მართვის სისტემას. ალტერნატივის შესაბამისად პროექტიდან ხდება 19-ე, მე-20 და 21-ე მუხლების ამოღება. კანონპროექტის 22-ე მუხლი ადგენს სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისათვის ერთიანი ელექტრონული ბაზის, საინფორმაციო ცენტრის შექმნის ვალდებულებას და წესს, სადაც თავს მოიყრის მოცემული კანონიდან გამომდინარე ყველა აუცილებელი მონაცემი, რომლის ჩამონათვალი დაკონკრეტებულია კანონის პროექტით, ინფორმაციის წყაროებს, მზღვეველის მიერ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას, ინფორმაციის შენახვის ვადას, „ელექტრონული ბაზის“ ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვას და ცენტრის ვალდებულებას „ელექტრონულ ბაზასთან“ მიმართებაში, კერძოდ მონაცემების კონფიდენციალობის, მონაცემებზე ხელმისაწვდომობის და ზარალების აღრიცხვიანობის ნაწილში. კანონპროექტის 23-ე მუხლი ადგენს მზღვეველის ვალდებულებას შექმნას საინფორმაციო შიდა ბაზა, განსაზღვრავს ბაზაში შესატან ინფორმაციას, მისი მოპოვების წყაროებს, შენახვის წესს, ვადას, ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნებს, ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე წვდომას. კანონპროექტის 24-ე მუხლი განსაზღვრავს მზღვეველის პასუხისმგებლობას ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის. ამ კანონით/შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების მზღვეველის მიერ დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები (სანქციები). კანონპროექტის 25-ე მუხლი ადგენს ამ კანონის ფარგლებში წარმოშობილი დავების განხილვის წესს. კანონპროექტის 26-ე მუხლი განსაზღვრავს გარდამავალ დებულებებს, კერძოდ, სავალდებულო დაზღვევის ცენტრმა, საერთაშორისო ავტოდაზღვევა „მწვანე ბარათის“ სისტემაში წევრობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 წლისა. გარდამავალი დებულება ადგენს სავალდებულო დაზღვევის ცენტრის დაფუძნებისთვის საჭირო პროცედურებს დადგენილ ვადებში, ასევე განისაზღვრება სავალდებულო დაზღვევის განხორციელების მსურველი მზღვეველების მიერ დაზღვევის განხორციელებაში მონაწილეობის გაცხადების და მათ მიერ პირველადი შენატანის გადახდის ვადებს. 2023 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესასრულებლად საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად იღებს შესაბამის დადგენილებას. პირველი ასეთი დადგენილება საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს 2020 წლის 1 იანვრამდე. მუხლი ადგენს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა განსაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებული დაზღვევის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გაწეული ადმინისტრაციული ხარჯებისა (აკვიზიციური ხარჯების ჩათვლით) და საკომისიო ხარჯების ლიმიტი მოზიდულ პრემიასთან მიმართებაში 2023 წლის იანვრამდე. აგრეთვე, იმას, რომ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უზრუნველყოს მზღვეველებისთვის რეზერვების (მოზიდული პრემიის ნაწილი) სპეციალური წესის დამტკიცება 2020 წლის 1 იანვრამდე. მუხლი ადგენს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვალდებულებას კანონიდან გამომდინარე სამართლებრივი აქტების შესაბამის ვადაში გამოცემის შესახებ. გამომდინარე იქედან, რომ კანონის ამოქმედებიდან გარკვეული პერიოდის მანძილძე არსებობს საკითხის ცნობადობის და პენეტრაციის არასაკმარისი დონე, სავალდებულო დაზღვევის ცენტრის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, დაუზღვეველი ავტომანქანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას შეუდგება 2020 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტის 27-ე მუხლი განსაზღვრავს დასკვნით დებულებებს. კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია 2020 წლის 1 იანვარს, გარდა იმ მუხლებისა, რომელთა ამოქმედებაც გათვალისწინებულია ამავე კანონით დადგენილ სხვა ვადებში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ კანონპროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, დღევანდელი ავტომობილია მდგომარეობით რეგისტრირებული საქართველოში (საქართველოს შინაგან დაახლოებით საქმეთა 1.2 მლნ სამინისტროს მონაცემებით). კანონპროექტის საფუძვლად შემდეგი ფინანსური დაშვებებია: - რეფორმის პირველ წელს დაეზღვევა რეგისტრირებული ავტომანქანების 80% საქართველოში - დაზღვევის ღირებულებად ავიღოთ საშუალოდ 150 ლარი ერთი წლის განმავლობაში (არ არსებობს ავტომობილების რაოდენობის სტატისტიკა ძრავის მოცულობის მიხედვით) შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯი იქნება 1.2 მლნ მანქანა x 80% x 150 x 90% = 129.6 მლნ ლარი. ანუ მანქანის მფლობელებს დაზღვევაში გადახდილი თანხის 90% - დაახლოებით 129.6 მლნ ლარი დაუბრუნდებათ მათ მიერ მოხმარებული საწვავის აქციზის გადასახადის ნაწილის სანაცვლოდ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ იწვევს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტი დადებით გავლენას ახდენს დაახლოებით 1.2 მლნ ავტომობილის მფლობელზე. კონსერვატიული გათვლით, 144 მლნ ლარის ნაცვლად, ამ ადამიანების ფისკალური წნეხი მხოლოდ 14.4 მლნ ლარი იქნება, რადგან დაზღვევის ღირებულების 90%-ს ანუ 129.6 მლნ ლარს საწვავის მოხმარებისას ისინი უკან დაიბრუნებენ. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ბოკერია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ბოკერია. ალტერნატიული კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტზე (07-2/303/9) 1. პროექტით გათვალისწინებული მე–2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ) სავალდებულო დაზღვევის ცენტრი – „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;“. 2. პროექტით გათვალისწინებული 21–ე ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლის „ფ“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები „ფ) ზედამხედველობა გაუწიოს სავალდებულო დაზღვევის ცენტრის საქმიანობას და შეამოწმოს იგი, გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კომპეტენციის ფარგლებში; ქ) დაადგინოს საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაში მონაწილე მზღვეველებისა და სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მიმართ სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის, აგრეთვე რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესი; ღ) დაადგინოს სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და მათი სამსახურისადმი წარდგენის წესი.“. 3. პროექტით გათვალისწინებული 211 რედაქციით: მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი „21. სამსახური უფლებამოსილია „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის/შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მიმართ თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ სავალდებულო დაზღვევის ბიურომ შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ)) დააკისროს ფულადი ჯარიმა სამსახურის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;“. 4. პროექტით გათვალისწინებული 211 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მზღვეველისათვის ან/და ადმინისტრატორისათვის, აგრეთვე სავალდებულო დაზღვევის ცენტრისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქცია იძულებით აღსასრულებლად მიიქცევა კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. 5. პროექტით გათვალისწინებული მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. 2020 წლის 1 იანვრამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის 21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა.“. 6. პროექტით გათვალისწინებული მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.“. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტებითი ბარათი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ალტერნატიულ კანონის პროექტზე (07-2/303/9) ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც დადგა საჭიროება განისაზღვროს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში „სამსახური“) უფლებამოსილება ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სავალდებულო დაზღვევის ცენტრის საქმიანობის ზედამხედველობის საკანონმდებლო ჩარჩო. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება განსაზღვრულია კანონით, შესაბამისად დამატებითი ფუნქციების განსაზღვრაც უნდა მოხდეს კანონით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: სავალდებულო დაზღვევის ცენტრის საქმიანობას ზედამხედველობას გაუწევს და შეამოწმებს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, ტერმინებს ემატება სავალდებულო დაზღვევის ცენტრის განმარტება, კერძოდ, სავალდებულო დაზღვევის ცენტრი – „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული არაკომერციული იურიდიული პირი;“, რათა სუბიექტი შემდგომ სამართლებრივ სისტემატიზაციაში მოექცეს, როგორც სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საზედამხედველო პროცესს დაქვემდებარებული სუბიექტი. ანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუქტის მიხედვით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლს ემატება „ფ“ – „ღ“ ქვეპუნქტები“. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუქტის მიხედვით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 212-ე მუხლს ემატება 21 პუნქტი. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211-ე მუხლის მე-5 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით: „5. მზღვეველისათვის ან/და ადმინისტრატორისათვის, აგრეთვე სავალდებულო დაზღვევის ბიუროსთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქცია იძულებით აღსასრულებლად მიიქცევა კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“ ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და შესაბამისობაში მოჰყავს კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება მოქმედ კანონმდებლობასთან. კანონპროექტის მეორე მუხლი ადგენს სამსახურის მიერ ამ კანონპროექტით გათვალისიწინებული ცვლილებების შესაბამისი სამართლებრივი აქტების (პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის 21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი) გამოცემის ვადას, რომელიც ემთხვევა „ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონის“ ამოქმედების ვადას და შესაბამისად, სავალდებულო დაზღვევის ცენტრის საქმიანობის დაწყების ვადას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის მიღება დაკავშირებულია „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, წარმოადგენს ერთიანი საკანონმდებლო პაკეთის ნაწილს და შესაბამისად მისი ამოქმედებაც დაკავშირებული უნდა იყოს აღნიშნულ კანონის ამოქმედებასთან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო; მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე სამსახურის მიერ სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიმართ ფულადი ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ იწვევს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტი წარმოშობს ფინანსურ შედეგებს სავალდებულო დაზღვევის ბიუროსთვის თუ მის მიმართ სამსახურის მიერ გამოყენებული იქნება ფულადი ჯარიმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი): კანონპროექტი გამოიწვევს სხვა სახის გადასახდელის დაწესებას, კერძოდ ფულადი ჯარიმა, რომელიც შესაძლებელია გამოიყენოს სამსახურმა სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიმართ, ამ უკანასკნელის მიერ შესაბამისი კანონის/სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენა მოხდება სამსახურის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: - ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ბოკერია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: - ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ბოკერია. ალტერნატიული კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტზე (07-2/303/9) 1. პროექტით გათვალისწინებული 191-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ცენტრის კუთვნილ ფულადი ფონდის განცალკევებულ ანგარიშზე.“. 2. პროექტით გათვალისწინებული მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.“. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტებითი ბარათი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ალტერნატიულ კანონის პროექტზე (07-2/303/9) ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კანონით გათვალისიწნებული ფუნქციების და ვალდებულებების შესასრულებლად იქმნება არასამეწარმეო (არაკომერციული) სამართლის იურიდიული პირი - სავალდებულო დაზღვევის ცენტრი. სავალდებულო დაზღვევის ცენტრში იქმნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის საკომპენსაციო ფონდი. ამ ფულად ფონდში აკუმულირებული თანხებით მოხდება ცენტრის მიერ კანონით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება მესამე პირების მიმართ. კერძოდ, დაუდგენელი და დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, იმ მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო პოლისის შესაბამისად ზიანის ანაზღაურება, რომელსაც გააუქმდა დაზღვევის ლიცენზია და მის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება, ასევე პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად გაფორმებული შეთანხმებებით/ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. აღნიშნული ფულადი ფონდის მიზნებისათვის კანონი ადგენს სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ვალდებულებას გააჩნდეს განცალკევებული ანგარიში, რომლის მიმართ „არ უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები“. აღნიშნული ჩანაწერი ემსახურება, „ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ მესამე პირთა (დაზარალებულთა) დაცვას. კერძოდ, სადაზღვევო შემთხვეევის დადგომის დროს სავალდებულო დაზღვევის ცენტრის უნარიანობას მოახდინოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა და არ მოხდეს დაზარალებული მესამე პირებისათვის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე ან ქონებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების შეფერხება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სავალდებულო დაზღვევის ცენტრის შესაბამისი ანგარიში მუდმივად უნდა იყოს ხელმისაწვდომი და მასზედ არ უნდა გავრცელდეს რაიმე სახის უზრუნველყოფის ღინისძიება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: შემთხვევები რაზეც არ ვრცელდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, შესაბამისად დებულება, რომლის მიხედვითაც წესდება გამონაკლისი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელებაზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს აღნიშნული კანონით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გავრცელდება „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ცენტრის კუთვნილ ფულადი ფონდის განცალკევებულ ანგარიშზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებას განიცდის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი. მას ემატება მე-7 ნაწილი, რომელიც ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „7. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ცენტრის კუთვნილ ფულადი ფონდის განცალკევებულ ანგარიშზე.“ ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის მიღება დაკავშირებულია „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, წარმოადგენს ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს და შესაბამისად მისი ამოქმედებაც დაკავშირებული უნდა იყოს აღნიშნულ კანონის ამოქმედებასთან ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო; მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ იწვევს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ დაზარალებულებზე. კერძოდ, ეს კანონპროექტი უზრუნველყოფს სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მიერ დაზარალებულებისათვის გასაცემი ანაზღაურების შეუფერხებელ გაცემას და არ შეიქმნება გარემოება, რა დროსაც დაზარალებულის ზიანის ანაზღაურების მიზნით არსებული ანგარიში გამოყენებულ იქნება უზრუნველყოფის საშუალებად. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ბოკერია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ბოკერია. ალტერნატიული კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტზე (07-2/303/9) 1. პროექტით გათვალისწინებული 1912 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1912. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის გადაადგილება საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის გადაადგილება ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე: ა) ელექტრომობილით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 350 სმ3-ზე ნაკლებია, სასოფლო-სამეურნეო მანქანით, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანით ან მისაბმელით – გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 350 სმ3-ზე მეტია – გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს შესაბამისი ჯარიმის დაკისრებასთან ერთად ეძლევა 72 საათიანი ვადა აღნიშნული სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად. ამ ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განმეორებით არ დაეკისრება.“. 2. პროექტით გათვალისწინებული მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.“. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტებითი ბარათი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ალტერნატიულ კანონის პროექტზე (07-2/303/9) ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც დადგა საჭიროება განისაზღვროს სამართალდარღვევა, მისი გამოვლენის წესი და შედეგები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია კანონით, შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის გადაადგილებისათვის პასუხისმგებლობაც გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: განისაზღვრება პასუხისმგებლობა საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის გადაადგილებისათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისათვის სანქციის ოდენობას, მძღოლის დაჯარიმება 200 ლარით. ამასთან, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩამდენ მძღოლს დაჯარიმებასთან ერთად მიეცემა 72 საათიანი ვადა სავალდებულო დაზღვევის შესაძენად, შესაბამისად, დაჯარიმებიდან 72 საათის შემდეგ თუ კვლავ დაუზღვეველი იქნება მძღოლის პასუხისმგებლობა იგი კვლავ დაექვემდებარება დაჯარიმებას. კანონპროექტის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი განსაზღვრავს კანონით დადგენილ სამართალდარღვევათა იმ ჩამონათვალს, რომელთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, შესაბამისად აღნიშნული ჩამონათვალი საჭიროებს დაზუსტებს, რათა მოხდეს წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ასახვა. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუქტის მიხედვით, კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის და დაჯარიმების მიზნით უფლებამოსილება ქვეყნის ტერიტორიაზე ენიჭება შინაგან საქმეთა სამინისტროს. კანონპროექტის ამოქმედების ვადა ემთხვევა „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონის“ ძალაში შესვლის თარიღს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის შესაბამისად დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა პასუხისმგებლობა ავტოსატრანსპორტო საშუალების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისათვის, შესაბამისად მიზანშეწონილია გარკვეული ვადის განსაზღვრა მისი ამოქმედებისათვის. ამასთან, პროექტით არ არის გათვალისიწნებული უკუძალის მინიჭება კანონისათვის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო; მიღებასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება. აუცილებელი ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ: საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მძროლი) დაჯარიმდება კანონის პროექტით გათვალისწინებული ოდენობით, თუ იგი გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ იწვევს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტი წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებიც დაექვემდებარებიან დაჯარიმებას კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო და კანონპროექტით გათვალისწინებული ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი): კანონპროექტი გამოიწვევს სხვა სახის გადასახდელის დაწესებას, კერძოდ ფულადი ჯარიმა – 100 (ასი) ან 200 (ორასი) ლარის ოდენობით, კანონპროექტით დადგენილ შემთხვევებში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: - ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ბოკერია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: - ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ბოკერია.