საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქეების: გიორგი ხვედელიძის, ლანა სისოშვილის, ამირან ადეიშვილის, კახა ძაგანიას, თეო ქომეთიანის, სოფო დარჩიას, თამუნა ლალიაშვილის, ნატო დეკანოიძის, ცისანა თანდილაშვილის, ირაკლი ნანაძის და არჩილ სივსივას მიერ წარმოდგენილ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N18621; 06.12.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-6712/19
12-04-2019
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქეების: გიორგი ხვედელიძის, ლანა სისოშვილის, ამირან ადეიშვილის, კახა ძაგანიას,
თეო ქომეთიანის, სოფო დარჩიას, თამუნა ლალიაშვილის, ნატო დეკანოიძის, ცისანა
თანდილაშვილის, ირაკლი ნანაძის და არჩილ სივსივას მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N18621;
06.12.2018).
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 11 აპრილის
სხდომაზე განიხილა მოქალაქეების: მოქალაქეების: გიორგი ხვედელიძის, ლანა სისოშვილის,
ამირან ადეიშვილის, კახა ძაგანიას, თეო ქომეთიანის, სოფო დარჩიას, თამუნა ლალიაშვილის,
ნატო დეკანოიძის, ცისანა თანდილაშვილის, ირაკლი ნანაძის და არჩილ სივსივას მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N18621; 06.12.2018)
საკანონმდებლო წინადადების შინაარსი:
წინადადების მიხედვით, ცვლილების მიზანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსის
დახვეწა,
განხორციელებისთვის
მასში
არსებული
ხელის
შეწყობა,
ხარვეზის
აღმოფხვრა,
ერთგვაროვანი
მართლმსაჯულების
სასამართლო
პრაქტიკის
ჩამოყალიბება. დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ „...ამჟამად კანონმდებლობა ხარვეზიანია და
თანაბარი მნიშვნელობის მქონე ურთიერთგამომრიცხავი ნორმების თანაარსებობის გამო,
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პრობლემის
წინაშე შესაძლოა დადგეს სასამართლო პრაქტიკა, მართლმსაჯულების
ეფექტური,
კანონიერი
და
დროული
განხორციელება,
აგრეთვე
ჩამოყალიბდეს
არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა...“.
წინადადების ავტორის შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-10
მუხლის მე-2 ნაწილის დეფინიციიდან გამომდინარე საქმე გვაქვს იმგვარ ვითარებასთან,
რომლის დროსაც არასრულწლოვანის ადვოკატს არასრულწლოვნისაგან დამოუკიდებლად,
კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით შეუძლია შეიტანოს სარჩელი ან უარი
თქვას მასზე თუ ეს შეესაბამება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს, მაშინ როცა ამავე
მუხლის
მე-3
ნაწილის
თანახმად,
თუ
არასრულწლოვნისა
და
მისი
კანონიერი
წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება,
უპირატესობა იმ მოთხოვნას ენიჭება, რომელიც მეტად შეესაბამება არასრულწლოვნის
საუკეთესო ინტერესებს. წინადადების ავტორი მიიჩნევს, ამ სახით აღნიშული ნორმები ქმნის
კოლიზიას.
კომიტეტის შეფასება:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,
„კანონთან
კონფლიქტში
არასრულწლოვნის
მყოფი
კანონიერი
არასრულწლოვნის
ადვოკატს
წარმომადგენლის
წერილობითი
უფლება
აქვს,
თანხმობით,
არასრულწლოვნის ნებისგან დამოუკიდებლად შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე, თუ
ეს შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს“, ხოლო ამავე მუხლის მე-3
ნაწილის მიხედვით, „თუ არასრულწლოვნისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის ან
საპროცესო წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა იმ
მოთხოვნას
ენიჭება,
რომელიც
მეტად
შეესაბამება
არასრულწლოვნის
საუკეთესო
ინტერესებს“.
გასათვალისწინებელია, რომ არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-10 მუხლის
მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნის ნების გამოვლენას გადამწყვეტი
მნიშვნელობა არ ენიჭება, ეხება ერთ კონკრეტულ შემთხვევას - გასაჩივრების წესსა და
პროცედურას. აღნიშნულ შემთხვევებში წარმოშობილი რისკები დაზღვეულია იმ ჩანაწერით,
რომლის მიხედვით, წარმომადგენლის ქმედება უნდა შეესაბამებოდეს არასრულწლოვნის
საუკეთესო ინტერესებს“. რაც შეეხება, კოდექსის მე-3 ნაწილს, იგი აწესრიგებს იმ შემთხვევას,
როდესაც ნებისმიერ სხვა საკითხზე არასრულწლოვნისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის
ან საპროცესო წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. აქაც, პირველი
შემთხვევის მსგავსად, საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა არასრულწლოვნის საუკეთესო
ინტერესებს ენიჭება. შესაბამისად, ნორმათა შორის კოლიზია სახეზე არ არის.
დასკვნითი ნაწილი
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტი მხარს არ უჭერს წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
დავითი მათიკაშვილი