საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქეების: თეო ქომეთიანის, გიორგი ხვედელიძის, ლანა სისოშვილის, ამირან ადეიშვილის, კახა ძაგანიას, სოფო დარჩიას, თამუნა ლალიაშვილის, ნატო დეკანოიძის, ცისანა თანდილაშვილის, ირაკლი ნანაძის და არჩილ სივსივას მიერ წარმოდგენილ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N18620; 06.12.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-6713/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-6713/19 12-04-2019 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქეების: თეო ქომეთიანის, გიორგი ხვედელიძის, ლანა სისოშვილის, ამირან ადეიშვილის, კახა ძაგანიას, სოფო დარჩიას, თამუნა ლალიაშვილის, ნატო დეკანოიძის, ცისანა თანდილაშვილის, ირაკლი ნანაძის და არჩილ სივსივას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N18620; 06.12.2018). საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 11 აპრილის სხდომაზე განიხილა მოქალაქეების: მოქალაქეების: თეო ქომეთიანის, გიორგი ხვედელიძის, ლანა სისოშვილის, ამირან ადეიშვილის, კახა ძაგანიას, სოფო დარჩიას, თამუნა ლალიაშვილის, ნატო დეკანოიძის, ცისანა თანდილაშვილის, ირაკლი ნანაძის და არჩილ სივსივას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N18620; 06.12.2018) საკანონმდებლო წინადადების შინაარსი: განსახილველად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე არ უნდა გავრცელდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მოქმედება. ავტორთა შეფასებით, ცვლილების საჭიროება დასაბუთებულია იმით, რომ ხშირ შემთხვევებში ირიბი მტკიცებულებები არ არის უტყუარი და რელევანტური. სწორედ ამიტომ, ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვნებს, ამოღებულ უნდა იქნას ირიბი მტკიცებულება, თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge რადგან იგი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან, კერძოდ: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. კომიტეტის შეფასება: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოს 2015 წლის მეტად 22 მნიშნელოვანია იანვრის საქართველოს გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო რომლის მიხედვით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 169-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-13 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას და ასევე, ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „ სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე“. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის ბრალდებულად ცნობა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მხოლოდ ირიბი ჩვენება ვერ იქნება საკმარისი პირის, როგორც ბრალდებულად ცნობის, ისე მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის. კომიტეტზე აღინიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა დამატებით გაგრძელდეს მსჯელობა. დასკვნითი ნაწილი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტი მხარს არ უჭერს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავითი მათიკაშვილი