საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მოსმენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებული კანონპროექტის (მისი შეფასება, არსებითი ხარვეზები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული დასკვნების შეფასება და არსებული კონტექსტი) შესახებ

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.04.2019
ავტორი
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
ნომერი
#1-7439/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს სახალხო დამცველის მომართვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე (N07-3/301; 06.03.2019) საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის მოსმენის თაობაზე (კანონპროექტების შეფასება, არსებული ხარვეზები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული დასკვნების შეფასება და არსებული კონტექსტი) და საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვის წინ, სათათბირო ხმის უფლებით, ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2019-04-19

📜 ტექსტი

წერილი
4220-02-1-2-201904150945 N 02-1/4220 15/04/2019 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ, მომცეთ შესაძლებლობა მივმართო საქართველოს პარლამენტს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ იმ საკითხს, რომლის გარშემოც მსურს ვისაუბრო ჩემი გამოსვლის ფარგლებში:  საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებული კანონპროექტი1 (მისი შეფასება, არსებითი ხარვეზები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული დასკვნების შეფასება2 და არსებული კონტექსტი). გთხოვთ, უზრუნველეყოთ საქართველოს პარლამენტის აპარატის მეშვეობით აღნიშნული მიმართვის ფრაქციებისათვის, უმრავლესობისათვის, უმცირესობისა და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრებისათვის გაგზავნა. ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, მომცეთ შესაძლებლობა ბიუროს წინაშე პირადად დავაყენო საკითხი პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის განხილვის უზრუნველსაყოფად. გთხოვთ, აღნიშნული საკითხი ბიუროზე ჩანიშნოთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/301/9; 06.03.2019) 2 აღნიშნული საკითხის შესახებ მოხსენება დამოკიდებული იქნება ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ მოსაზრებების დროულად წარმოდგენაზე. 1 პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/301/9; 06.03.2019) - საქართველოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის წინ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, გამოვხატავ მზადყოფნას მივიღო მონაწილეობა აღნიშნული საკითხის განხილვაში, სათათბირო ხმის უფლებით, საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე.3 პატივისცემით, ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი . 3 საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდის მიხედვით, ბიუროს მორიგი სხდომა ჩანიშნულია 2019 წლის 15 აპრილს, 18:00-ზე.