საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი“ ოქმის (07-2/323; 26.03.2019) განხილვის ვადის ორი კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252
📜 ტექსტი
წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-6853/19
15-04-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 1 აპრილის N246/8 გადაწყვეტილებით
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს
მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში
განსახორციელებელი“ ოქმის თაობაზე (07-2/323; 26.03.2019) თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტი განისაზღვრა წამყვან კომიტეტად. ამასთანავე, მიმდინარე წლის 22 აპრილამდე
სავალდებულო დასკვნების შემუშავება დაევალათ დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საგარეო
ურთიერთობათა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოგვმართა წერილით
ზემოაღნიშნული ოქმის განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე.
(5.04.2019;
N2-6220/19)
გთხოვთ, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ
„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის
დარგში განსახორციელებელი“ ოქმს ორი კვირით გაუგრძელოთ განხილვის ვადა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი სესიაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge