საქართველოს პარლამენტის წევრის ბექა ნაცვლიშვილის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა ნაცვლიშვილის, რუსლან პოღოსიანის, სამველ მანუკიანის, აკაკი ზოიძის, ოთარ დანელიას, გიორგი თოთლაძის, ოთარ ჩრდილელის, ზაზა ხუციშვილის, მიხეილ ყაველაშვილის, თამარ ხულორდავას, დიმიტრი ცქიტიშვილის, ალექსანდრე ერქვანიას, ზვიად კვაჭანტირაძის, კობა კობალაძის, კახაბერ კუჭავას, მირიან წიკლაურის, ლევან ბეჟანიძის, გივი ჭიჭინაძის, გია მიქელაძის, ლევან კობერიძის, გედევან ფოფხაძის, ბიძინა გეგიძის, სულხან მახათაძის, სვეტლანა კუდბას, დიმიტრი მხეიძის, კობა ლურსმანაშვილის, ფატი ხალვაშის, ირაკლი აბუსერიძის და გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (N07-3/312; 27.03.2019) გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი
ნომერი
#2-6872/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-16
ბიუროს ნომერი 252

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-6872/19 15-04-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, უკან ვიხმობ შემდეგი გადამუშავების მიზნით საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ და მის თანმდევ კანონპროექტს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N 07-3/312; 27.03.2019). პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge