საქართველოს პარლამენტის წევრის, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ირინე ფრუიძის მიერ წარმოდგენილი ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის მიერ შემუშავებული ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-22
ბიუროს ნომერი 253
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-6966/19
16-04-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და მასთან
არსებული საკონსულტაციო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ღია მმართველობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგიას და სამოქმედო
გეგმას.
გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული დოკუმენტების უახლოესი ბიუროს სხდომის
დღის წესრიგში შეტანა.
პატივისცემით,
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
საბჭოს თავმჯდომარე
ირინე ფრუიძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს
კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
2019-2020 წწ
დოკუმენტი მომზადდა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დახმარებით
[კონსულტანტი მერი მახარაშვილი], და საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან
ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ჩართულობით. ინიციატივის ფინანსური
მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
1. ღია პარლამენტის და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შესახებ
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership - OGP 1 ) 2011 წელს
დაფუძნებული საერთაშორისო ინიციატივაა, რომლის მთავარი მიზანი მონაწილე ქვეყნებში
გამჭვირვალე, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებული, გადაწყვეტილების მიღების
პროცესში მათ ჩართულობასა და ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული მმართველობის
დანერგვის ხელშეწყობაა. OGP დღეს 70-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს2.
საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც 2011 წელს შეუერთდა ამ
ინიციატივას და დაიწყო მისი პრინციპების დანერგვა 3 . თავდაპირველად, OGP
ითვალისწინებდა მონაწილე ქვეყნების მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების
ორგანოების ღიაობის და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას. მოგვიანებით, 2014 წელს,
პლატფორმა გაფართოვდა და მოიცვა საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობაც. 2015 წელს,
საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მოამზადა და მიიღო ღია პარლამენტის 20152016 წლების სამოქმედო გეგმა 4 და ასევე ხელი მოაწერა „დეკლარაციას ღია პარლამენტის
შესახებ“ 5 . გეგმა შემუშავდა პარლამენტის ინტერფრაქციული სამუშაო ჯგუფისა და
საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად.
2015 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით
დაფუძნდა „ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო“
(ამჟამად – „ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო“), რომელმაც
ჩაანაცვლა პარლამენტის ინტერფრაქციული სამუშაო ჯგუფი. საბჭო 6 ინტერფრაქციულ
პრინციპებზეა დაფუძნებული და შედგება 12 წევრისგან, რომელთაგან, პარლამენტის
თავმჯდომარის გარდა, 7 – უმრავლესობას, 2 – უმცირესობას, ხოლო 2 უმცირესობის გარეთ
მყოფ ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენს 7 . საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიზანი
საპარლამენტო გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, OGP-ის ფარგლებში საქართველოს
პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელებაა.
საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი 15 ადგილობრივი და საერთაშორისო
არასამთავრობო ორგანიზაციისგან შედგება 8 . მისი მთავარი ამოცანა საპარლამენტო
საბჭოსთვის რეკომენდაციების და წინადადებების მომზადება, უფლებამოსილების
ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა და ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებულ ვალდებულებათა განხორციელების მონიტორინგია.
1 https://www.opengovpartnership.org/
2 https://www.opengovpartnership.org/participants
3 http://justice.gov.ge/Ministry/Department/273
4 https://bit.ly/2RhPdQZ
5 https://bit.ly/2JfWU7e
6 https://bit.ly/2PgLrdh
7 https://bit.ly/2KhLzY8
8 https://bit.ly/2tGSPSY
2015 წლიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა და განახორციელა 3
სამოქმედო გეგმა: 2015-2016, 2017 და 2018-2019 (მიმდინარე) წლების9. პირველი ორი გეგმა
სულ მოიცავდა 34 ვალდებულებას, რომელთაგან 15 – სრულად, ხოლო 14 ნაწილობრივ
შესრულდა10. მესამე, მიმდინარე სამოქმედო გეგმა 5 ამბიციურ ვალდებულებას აერთიანებს.
9 https://bit.ly/2z2CslI
10 საბჭოს ანგარიშები: https://bit.ly/2Pk74cx
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს
შემადგენლობა
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის
ირინა ფრუიძე , საბჭოს თავმჯდომარე, ევროპასთან
თავმჯდომარე
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის
ეკა ბესელია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
პირველი მოადგილე
თავმჯდომარე
გიორგი კახიანი, საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარე
გიორგი ტუღუში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და
გუგული მაღრაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ემზარ კვიციანი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა
კახაბერ კუჭავა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
კომიტეტის თავმჯდომარე
თინათინ ბოკუჩავა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
ოთარ კახიძე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“
რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
თავმჯდომარე
2. წინასიტყვაობა
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოს [შემდგომში - საბჭო] სტრატეგიულ გეგმას და მოიცავს ორწლიან პერიოდს [2019-2020
წლები]. სტრატეგიის დოკუმენტი და მისი სამოქმედო გეგმა მტკიცდება საბჭოს მიერ.
მოცემული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნა ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო
გეგმით [2018-2019 წლები] აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა (ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის ინიციატივა), რომელმაც უნდა განსაზღვროს საბჭოს და პარლამენტის სხვა
წევრების საზოგადოებასთან კომუნიკაცია 2019-2020 წლებში. სტრატეგიის და სამოქმედო
გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საბჭო, საქართველოს პარლამენტის
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის [შემდგომში დეპარტამენტი] აქტიური თანამონაწილეობით.
კომუნიკაციის
სტრატეგია
საზოგადოებასთან
ურთიერთობის
პროცესის
ინსტიტუციონალიზაციისა და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი
მექანიზმია. აქედან გამომდინარე, დოკუმენტი განსაზღვრავს საბჭოს საზოგადოებასთან
კომუნიკაციის მისიას, ხედვასა და მთავარ პრინციპებს. დოკუმენტის მომზადებისას
გაანალიზდა არსებული მდგომარეობა, ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას საბჭო
საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხით და, შესაბამისად, მომზადდა რეკომენდაციები
მათი გადაჭრის მიზნით.
სტრატეგია მოიცავს ამოცანებს, რომელთა საფუძველზეც საბჭო დეპარტამენტთან ერთად
შეიმუშავებს და განახორციელებს საინფორმაციო და სხვა სახის ღონისძიებებს.
დოკუმენტში ასევე საუბარია საბჭოს ძირითად გზავნილებზე, რომლებიც ეყრდნობა მის
ხედვას. სტრატეგიაში მოცემულია ის კომუნიკაციის საშუალებები, რომელთა გამოყენებაც
საშუალებას მისცემს საბჭოს დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია სამიზნე შიდა და გარე
აუდიტორიასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან.
სტრატეგიას დანართის სახით ერთვის ორწლიანი სამოქმედო გეგმა [2019-2020 წლები],
რომელშიც შესაბამისი ამოცანების მიხედვით დეტალურად არის გაწერილი საბჭოს მიერ ორი
წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები [იხილეთ დანართი I].
გეგმაში მოცემული აქტივობების განხორციელება ხელს შეუწყობს: 1) OGP-ის, საბჭოს მისიის,
საქმიანობის და შედეგების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას; 2) პარლამენტის
და პარლამენტარიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა 11 ; 3)
საპარლამენტო პროცესებში საზოგადოების მონაწილეობის და ჩართულობის ხელშეწყობას; 4)
სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომზადებული ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური
მიდგომების, ასევე მათი გამოყენების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რათა
11
ეს ასევე არის ღია პარლამენტის 2018-2019 წლების, რიგით მესამე სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ერთერთი ვალდებულება: https://bit.ly/2PiN9uA
გაიზარდოს პარლამენტის და საზოგადოებასთან ორმხრივი კომუნიკაცია; 5) OGP-ის
ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ღიაობის კუთხით მიმდინარე
საქმიანობისა და მიღწევების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას.
3. გამოყენებული მეთოდოლოგია
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გამოყენებულ იქნა შემდეგი
მეთოდოლოგია:
არსებული ინფორმაციის ანალიზი – განხილულ იქნა დეკლარაცია ღია პარლამენტის
შესახებ, საბჭოს დებულება, საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმები
(დასრულებული: 2015-2016, 2017; მიმდინარე: 2018-2019 წლების) და მათი
განხორციელების ანგარიშები, დეპარტამენტის მიერ მომზადებული პრესრელიზები,
პარლამენტის ვებ და სოციალურ გვერდებზე გამოქვეყნებული სიახლეები (ტექსტური და
ვიდეო მასალა) საბჭოს საქმიანობის/ღონისძიებების შესახებ. წინამდებარე დოკუმენტის
შემუშავებისას ასევე გამოყენებულ იქნა ევროკავშირის/გაეროს განვითარების პროგრამის
მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტისთვის შემუშავებული 2014-2016 წლების
საკომუნიკაციო სტრატეგიის დოკუმენტი.
საერთაშორისო გამოცდილება – მოძიებულ და გაანალიზებულ იქნა ღია მმართველობის
პარტნიორობის წევრ ქვეყნებში საკანონმდებლო ღიაობის გაუმჯებესების მიზნით
განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ: შოტლანდიის, ახალი
ზელანდიის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების მაგალითები.
სამუშაო შეხვედრები და კითხვარები დაინტერესებულ მხარეებთან – სტრატეგიის და
სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩატარდა კონსულტაცია საზოგადოებასთან
ურთიერთობისა და ინფორმაციის და მოქალაქეთა მომსახურების დეპარტამენტების
წევრებთან; სიტუაციური ანალიზის მომზადების მიზნით, ჩატარდა გამოკითხვა
პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლების, საკონსულტაციო ჯგუფის (რომელიც
დაკომპლეტებულია
საერთაშორისო
და
ადგილობრივი
ორიგანიზაციების
წარმომადგენლებით) და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით.
4. არსებული გამოწვევები და რეკომენდაციები
წინამდებარე
დოკუმენტის
მომზადებისას
გამოყენებულ
იქნა
სტრატეგიული
დაგეგმარებისთვის საჭირო ისეთი მეთოდოლოგიური მიდგომა და ანალიტიკური
ინსტრუმენტი, როგორიც არის ე.წ. SWOT (Strengths, Weaknesses, Opportunities, Threats)
ანალიზი. ამ მეთოდის გამოყენებით გაანალიზდა საბჭოს არსებული მდგომარეობა და
გამოვლინდა მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, ისევე როგორც რეკომენდაციები
საზოგადოებასტან წარმატებული კომუნიკაციის დასამყარებლად და ასევე საფრთხეები,
რომელთა წინაშეც დგას ან შესაძლოა დადგეს საბჭო.
S - ძლიერი მხარე
საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის წევრების კომპეტენცია; მათი მზაობა
საბჭოს საქმიანობის მეტი საჯაროობის და საპარლამენტო საქმიანობაში
საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის მიმართ;
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის
დეპარტამენტის კომპეტენცია და ადამიანური რესურსები (მასში შემავალი
4 განყოფილება: მედიამონიტორინგის და ანალიზის; პრესცენტრი; საზ.
ურთ.-ის და სამოქალაქო ღონისძიებათა დაგეგმვის; და ვებპორტალის
განვითარების);
ახალგაზრდების/სტუდენტების ჩართულობის მიმართულებით
გადადგმული ნაბიჯები;
გასვლითი შეხვედრების ორგანიზება საქართველოს რეგიონების
მასშტაბით;
დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა (თუმცა, ეს შეიძლება საფრთხეც
იყოს; იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებს ეს მხარდაჭერა, საბჭო ვერ
იმუშავებს);
კავშირები კერძო სექტორთან და მათი მხრიდან საბჭოსთან
თანამშრომლობის მზაობა;
საერთაშორისო დონეზე საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის მაღალი
ცნობადობა.
W- სუსტი მხარე
გამოვლენილი შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესაბამისად, განისაზღვრა წინამდებარე
სტრატეგიული მიზნები და აქტივობები [იხ. დანართი I].
საბჭოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთიანი სტრატეგიული ხედვის
და სამოქმედო გეგმის არარსებობა;
საბჭოს და ღია პარლამენტის ფარგლებში მისი საქმიანობის/შედეგების
ცნობადობის დაბალი დონე ქვეყნაში და მის ფარგლებს გარეთ; მათ შორის
პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს შორის;
პარლამენტის მიერ საბჭოს საქმიანობის შესახებ ინტერნეტ
სივრცის/სოციალური მედიის საშუალებებით სიახლეების
არასისტემატური [კამპანიის ფორმით] გავრცელება;
მედიის არათანმიმდევრული ინფორმირება/გაშუქება საბჭოს საქმიანობისა
და საკანონმდებლო ღიაობის კუთხით დანერგილი სიახლეების თაობაზე
[ძირითადად ღონისძიებაზე დაფუძნებული];
წინასწარ გაწერილი, სამოქმედო გეგმის შესაბამისად შედგენილი
[ტექნიკური] ბიუჯეტის არარსებობა;
შეზღუდული რესურსები (როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური);
ინტერესის ნაკლებობა საბჭოს დეპუტატ წევრებში და მათი
გადატვირთულობა.
O-შესაძლებლობა
T-მოსალოდნელი
საფრთხე
საკონსულტაციო საბჭოს ფორმატის გაფართოება და შესაძლო
დაინტერესებული მხარეების/ორგანიზაციების მოძიება;
საზოგადოებისთვის სისტემატურ რეჟიმში სიახლეების გაცნობა და
სამოქმედო გეგმის ფარგლებში შექმნილი პროდუქტების
პოპულარიზაცია/კამპანიის ფორმით (რაც ხელს შეუწყობს პარლამენტის
საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას);
სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება/სოციალური კამპანიის
წარმოება;
საზოგადოების ჩართულობის გაზრდა სამოქმედო გეგმის შემუშავების
პროცესში, ახალი იდეების მოზიდვის მიზნით;
საქართველოში არსებული დიპლომატიური კორპუსისთვის ინფორმაციის
პერიოდული მიწოდება;
სასურველია საბჭოს ჰქონდეს საკუთარი ბიუჯეტი ან, სულ მცირე,
ცნობილი იყოს წლიური ბიუჯეტის მიახლოებითი თანხა, რათა
უზრუნველყოფილ იქნას არსებული რესურსების ეფექტიანი მართვა;
ჟურნალისტებთან საბჭოს სამუშაო შეხვედრის ფორმატის შექმნა და
დანერგვა.
მოქალაქეების ინტერესის ნაკლებობა საბჭოს საქმიანობის მიმართ;
საზოგადოების მიერ ინტერნეტ სივრცის/სოციალური მედია საშუალებების
არასისტემატური გამოყენება;
პოლიტიკური პროცესები და სხვა მწვავე საკითხების არსებობა
საპარლამენტო დღის წესრიგში;
პოლიტიკური ოპონენტების და/ან მედიის მხრიდან ღია პარლამენტის
ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ არასწორი ინფორმაციის
გავრცელება.
5. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ხედვა, მისია,
ღირებულებები და მიზნები
5.1. ხედვა
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო არის კომპეტენტური,
გამჭვირვალე და მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანო, რომელიც ხელს უწყობს
საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერების პროცესს და ქვეყანაში
საკანონმდებლო ღიაობის კუთხით მიღწეული შედეგების საზოგადოებაში ეფექტიან
კომუნიკაციას.
5.2. მისია
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიმართ საზოგადოების
ნდობის ამაღლების
უზრუნველყოფა,
მოქალაქეთა
საპარლამენტო
საქმიანობაში
ჩართულობის,
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის და მათთვის საპარლამენტო
ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
5.3. ღირებულებები
საბჭოს ყველა წევრი თანხმდება, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ღირებულებები არის მათი
მუშაობის მთავარი პრინციპი. ისინი ამ პრინციპების ერთგულები არიან და საკუთარ
საქმიანობას ახორციელებენ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით:
ღიაობა და გამჭვირვალობა – საბჭოს საქმიანობა საზოგადოებისთვის არის ღია და
გამჭვირვალე. საბჭოს ნებისმიერი წევრი მზადაა მოსახლეობასთან გახსნილი და
გამჭვირვალე კომუნიკაციის დასამყარებლად, რაც საზოგადოების ნდობის მოპოვების
და ორმხრივი კომუნიკაციის ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.
სტრატეგიული
დაგეგმარება
–
საკითხებისადმი
სტრატეგიული
მიდგომა
აუცილებელია საქმიანობის წარმატებულად განხორციელებისთვის, რაც ასევე მოიცავს
შედეგზე
ორიენტირებული
სტრატეგიული
კომუნიკაციის
წარმოებას
და
ადგილობრივი და საერთაშორისო რესურსების ეფექტიან გამოყენებას.
კოორდინირებული მუშაობა – აუცილებელია შიდა კოორდინაციის მაღალ დონეზე
უზრუნველყოფა.
საზოგადოებასთან
წარმატებული
ურთიერთობა
ხშირად
დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კოორდინირებულია საქმიანობა საბჭოს
წევრებს, საბჭოსა და პარლამენტის აპარატს და სხვა ერთეულებს შორის.
პროფესიონალიზმი – პროფესიონალიზმი თავის თავში საქმის ცოდნასა და ყველა
შესასრულებელი სამუშაოსადმი გულმოდგინე მიდგომას გულისხმობს. საზოგადოების
წინაშე აღებული პასუხისმგებლობის გააზრება, ვალდებულებათა დროულად და
ხარისხიანად შესრულება, ასევე საკუთარი პროფესიული ცოდნისა და უნარების
განვითარებისკენ სწრაფვა საბჭოს წევრებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
ინოვაციურობა – საბჭო ობიექტურად და კრიტიკულად უყურებს საკუთარ საქმიანობას
საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით და მუდმივად ცდილობს
თანამედროვე მეთოდოლოგიების, ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციური
მიდგომების გამოყენებით მოსახლეობის (როგორც საბჭოს, ასევე ზოგადად
საპარლამენტო საქმიანობაში) ჩართულობის გაზრდას.
5.4. მიზნები
2 წლის განმავლობაში საბჭოს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები
მიმართული იქნება შემდეგი მიზნების მისაღწევად:
მიზანი 1
• ღია მმართველობის ინიციატივის (OGP), საბჭოს მისიის,
საქმიანობის და შედეგების შესახებ (ქვეყანაში
საკანონმდებლო ღიაობის უზრუნველყოფის კუთხით)
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
მიზანი 2
• საკანომდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების შესახებ
საზოგადოების ინფორმირებულობა და დაინტერესებული
მხარეების ჩართულობის ხელშეწყობა
მიზანი 3
• საპარლამენტო ღიაობის უზრუნველსაყოფად დანერგილი
ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების
პოპულარიზაცია, ასევე მათი გამოყენების შესახებ
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საზოგადოებასთან
ორმხრივი კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით
****მიზნების მისაღწევად დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების პროცესში განსაკუთრებული
ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების (შშმ),
ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების და სხვა დაინტერესებული მხარეების
ინფორმირება/ჩართულობას. ასევე საქართველოში საკანონმდებლო ღიაობის კუთხით მიმდინარე
პროცესების და მიღწევების საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას.
6. სამიზნე აუდიტორია
საკანონმდებლო ღიაობა კომპლექსური პროცესია, რომლის წარმატება დამოკიდებულია
პარლამენტსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობაზე. შესაბამისად, ეს პროცესი
გულისხმობს საბჭოს მიერ მოქალაქეების ინფორმირებულობას, მიმდინარე რეფორმებსა და
ღონისძიებებში მათი ჩართულობის უზრუნველყოფას.
საბჭოს, მისი ინსტიტუციონალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკმაოდ ფართო შიდა და
გარე აუდიტორია ჰყავს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეები,
ვისთან კომუნიკაციაც საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
საბჭოს გარე და შიდა სამიზნე აუდიტორია:
გარე სამიზნე აუდიტორია
მოსახლეობა (ქვეყნის შიგნით [თუ
გარეთ], ქალაქში და სოფლად
მცხოვრები, დიასპორა, შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირები,
ეთნიკური თუ რელიგიური
უმცირესობების წარმომადგენლები, და
ა.შ.);
არასამთავრობო სექტორი / სამოქალაქო
საზოგადოება;
საჯარო და კერძო საგანმანათლებლო
დაწესებულებების წარმომადგენლები:
მოსწავლეები/სტუდენტები, პედაგოგები
(ცენტრალური და რეგიონალური);
მედია (ცენტრალური, რეგიონული და
საერთაშორისო);
კერძო სექტორი;
უცხოელი პარტნიორები: OGP-ის წევრი
ქვეყნების მთავრობები და
პარლამენტები, დიპლომატიური
კორპუსი, საერთაშორისო
ორგანიზაციები, და სხვა;
ადგილობრივი და ცენტრალური
ხელისუფლების წარმომადგენლები .
შიდა სამიზნე აუდიტორია
პარლამენტის წევრები;
პარლამენტის აპარატის
ხელმძღვანელობა და თანამშრომლები;
პარლამენტში არსებული პოლიტიკური
ჯგუფები - ფრაქციები და მათ
საზოგადოებასთან ურთიერთობაზე
პასუხისმგებელი პირები;
საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო
ჯგუფის წევრები (ადგილობრივი და
საერთაშორისო ორგანიზაციები);
საბჭოსთან მომუშავე დონორი
ორგანიზაციები;
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია;
OGP-ის ფორუმის წევრი ორგანიზაციები
თბილისის მერია.
7. სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციის საშუალებები და არხები
საბჭო სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის გამოიყენებს როგორც არაპირდაპირი ისე
პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებებს. არაპირდაპირი კომუნიკაციის დროს, სამიზნე
აუდიტორია ინფორმაციას იღებს შუამავალი მხარეების დახმარებით. შუამავალი
დაინტერესებული მხარეებია: მედია (ცენტრალური, რეგიონული და საერთაშორისო),
სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ინტერესთა ჯგუფები (ბიზნეს სექტორი,
საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ.).
პირდაპირი კომუნიკაციის დროს, სამიზნე აუდიტორია ინფორმაციას იღებს უშუალოდ
საბჭოს წევრებთან შეხვედრების, საბჭოს სხდომების და სხვა საჯარო შეხვედრების, აგრეთვე,
საბჭოს შესახებ გამოქვეყნებული ინფომაციის და პროდუქტების მეშვეობით. დასახული
მიზნების მისაღწევად საბჭო გამოიყენებს შემდეგ შიდა და გარე კომუნიკაციის საშუალებებსა
და არხებს:
ბრენდირებული საინფორმაციო პუბლიკაციები – საბჭოს ბრენდირებული ვიზუალის
შექმნა (პრეზენტაციები, საბჭოს შეხვედრის განრიგი, საქაღალდე, ღონისძიებების
ელექტრონული ბანერები, (ე.წ. event photo), მონიტორინგის ანგარიშები და ა.შ) და
სხვადასხვა ღონისძიებების დროს გამოყენება. საბჭო დაამზადებს და გაავრცელებს
საინფორმაციო და საგანმანათლებლო ბეჭდურ და ელექტრონულ მასალებს (ფლაერები,
ინფოგრაფიკები, ბუკლეტები, ა.შ) მის როლზე, მისიაზე, მიღწევებსა და სხვა მნიშვნელოვან
თემებზე. ამას გარდა, საბჭოს მიერ მომზადებულ სხვა სახის საინფორმაციო
პუბლიკაციებში განმარტების ან შინაარსის ნაწილში აღნიშნული უნდა იყოს, რომ
პუბლიკაცია მომზადდა საბჭოს საქმიანობის ფარგლებში. სხვა ლოგოებთან ერთად,
პუბლიკაციებში ასევე გამოყენებული უნდა იყოს ღია მმართველობის პარტნიორობის
ლოგო.
სპეციალური/ინოვაციური კონკურსების ორგანიზება და გამარჯვებულების დაჯილდოება
– მაგალითად: ელექტრონული ტესტები (ე.წ. ქვიზი) - იცნობ თუ არა შენს პარლამენტს?,
ინტელექტუალური კონკურსი სტუდენტებს/უნივერსიტეტებს შორის, ანალიტიკური
სტატიების კონურსი პარლამენტის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამოყენებით (ასევე
საჯარო ინფორმაციის მოდულის მოხმარების წახალისება) საქართველოს მასშტაბით,
აქტიური მოქალაქის დაჯილდოება (და ა.შ.) რათა გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება
საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესახებ. გამარჯვებულებს გადაეცემათ
სხვადასხვა მატერიალური თუ არამატერიალური პრიზები. მნიშვნელოვანია ამ
ღონისძიების პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიების, დაჯილდოების
ღონისძიების ორგანიზება. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს მასშტაბით, საბჭოს
წევრების აქტიური ჩართულობით, ახალგაზრდებისა და პედაგოგებისთვის (სკოლებსა და
უნივერსიტეტებში), არასამთავრობო, მედიის, მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და
სხვა დაინტერესებული ჯგუფებისთვის საინფორმაციო სახის შეხვედრების ორგანიზება.
სტრატეგიული
მიდგომა
მედიასთან
ურთიერთობის
დროს
საბჭოს
უფლება/მოვალეობების ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული სხვადასხვა
ღონისძიების საინფორმაციო (სამაუწყებლო, ბეჭდური და ონლაინ მედია) მხარდაჭერის
უზრუნველყოფა
უმნიშვნელოვანესი
კომპონენტია
საზოგადოებასთან
მჭიდრო
ურთიერთობის
დასამყარებლად.
შესაბამისად,
მნიშვნელოვანია
პარლამენტის
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა ადრეულ ეტაპზევე
მიიღოს მონაწილეობა საბჭოს ღონისძიებების დაგეგმვაში, მათ შორის სტრატეგიულ
დაგეგმარებაში (ფორმატის შერჩევა, მთავარი გზავნილების, ე.წ. „მესიჯების“, და
საკომუნიკაციო საშუალებების განსაზღვრა და სხვა).
დეპარტამენტი დაეხმარება საბჭოს მედია ანონსების, პრესრელიზების, სიახლეების,
ანალიტიკური სტატიების და ინტერვიუების მომზადებასა და კომუნიკაციის სხვადასხვა
არხებით გავრცელებაში. გარდა ამისა, საბჭო და დეპარტამენტი შეარჩევენ კონკრეტული
პერიოდისთვის გამოკვეთილ მთავარ თემებს და უზრუნველყოფენ მათ გაშუქებას როგორც
შიდა, ისე გარე საკომუნიკაციო არხების საშუალებით. მნიშვნელოვანია ინტერვიუების და
თემატური დისკუსიების გავრცელება სხვადასხვა მედია საშუალებების გამოყენებით. ამ
ამოცანის შესასრულებლად, დეპარტამენტი სხვადასხვა პერიოდულობით, სულ მცირე 4
თვეში ერთხელ, შეარჩევს ორ თემას (თემები, შესაძლოა, იყოს მედიის მიერ აქტიურად
გაშუქებული საკითხები ან, პირიქით, თემები, რომლებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ
მედიაში საერთოდ არ მოხვდა ან არასრულყოფილად გაშუქდა). მიზნის მისაღწევად საბჭო
აქტიურად გამოიყენებს რეგიონულ მაუწყებლებსაც.
ვიდეო რგოლების წარმოება და გავრცელება – საბჭოს საქმიანობის ფარგებში დანერგილი
ახალი ელექტრონული სერვისების შესახებ (პეტიციების პორტალი, მობილური
აპლიკაცია, საჯარო ინფორმაციის მოდული და ა.შ.) საინფორმაციო/სოციალური,
სერიული ვიდეო რგოლების მომზადება და გავრცელება პარლამენტის ვებგვერდის და
სოციალური ქსელების საშუალებით მნიშვნელოვნად გაზრდის საბჭოს საქმიანობის
შესახებ საზოგადოების ცნობიერებას და მოქალაქეთა ინტერესს, მონაწილეობა მიიღონ
საკანონმდებლო პროცესებში. ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით მომზადებულ
ვიდეო მასალებს დეპარტამენტი იმავდროულად შესთავაზებს მედია საშუალებებს
(სოციალური რეკლამა), განსაკუთრებით რეგიონულ ტელევიზიებს, შემდგომი
გავრცელების მიზნით; ასევე გამოიყენებს სხვადასხვა შეხვედრების დროს.
ინტერნეტი და სოციალური მედია – აზრის გამავრცელებლებთან, ახალგაზრდებთან,
ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის საბჭო გამოიყენებს ინტერნეტსა
და სოციალურ მედიას (პარლამენტის ვებგვერდი და სოციალური ქსელები).
დეპარტამენტი უზრუნველყოფს საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის
(შეხვედრები, პრეზენტაციები და სხვ.) მაქსიმალურად დროულად დამუშავებას და
კომუნიკაციის სხვადასხვა არხით გავრცელებას (მათ შორის, ვებგვერდი, Facebook, Twitter,
YouTube და Flickr; შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალის თანხლებით). საზოგადოების
მაქსიმალური ნაწილის ინფორმირების კუთხით, რეკომენდირებულია სოციალური
გვერდების მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის (ასევე ინგლისურ ენაზე)
დასპონსორება, და პარლამენტის წევრების ოფიციალურ/სოციალურ გვერდებზე
გადაშეარება/დასპონსორება.
ღონისძიებების და სხვა მნიშვნელოვანი თემების ფოტოგადაღება – დეპარტამენტი
უზრუნველყოფს საბჭოს საქმიანობის ფოტო გადაღებას და მასალების გავრცელებას
სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით (ვებგვერდი, სოციალური მედია, მედია).
გარე აუდიტორიასთან კომუნიკაცია – საბჭო უზრუნველყოფს თემატურ შეხვედრებს
საჯარო და კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან (სკოლა და უმაღლეს
სასწავლებლის მოსწავლე/სტუდენტები; პედაგოგები), მედიასთან, არასამთავრობო
ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ
მისიებთან და ა.შ. ამ შეხვედრებს უნდა ესწრებოდნენ ფრაქციებისა და კომიტეტების
თავმჯდომარეები. შეიძლება გამოყენებული იქნას შეხვედრის სხვადასხვა ფორმატი,
მაგალითად: მრგვალი მაგიდა/დისკუსიები, პრეზენტაციები, ა.შ. ამას გარდა, საბჭო ასევე
უზრუნველყოფს ქვეყნის გარეთ/საერთაშორისო მასშტაბით ღია პარლამენტის ფარგლებში
შექმნილი სხვადასხვა პუბლიკაციების, ვიდეო პროდუქტების, ღონისძიებების შესახებ
სტატოების და ა.შ. გავრცელებას.
შიდა აუდიტორიასთან კომუნიკაცია – შიდა კომუნიკაციის სისტემის განმტკიცების
მიზნით, მნიშვნელოვანია საბჭოს და საკონსუტაციო ჯგუფის წევრებს შორის მჭიდრო,
შიდა საკომუნიკაციო სისტემის შემუშავება და დანერგვა. სტრატეგიულ გეგმებსა და
მნიშვნელოვან
აქტივობებზე
ინფორმაციის
გაცვლის
მიზნით
აუცილებელია
რეგულარული შეხვედრების ჩატარება (პირისპირი შეხვედრები, ელექტრონული
კომუნიკაცია და ა.შ.).
ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა
და ინფორმაციის დეპარტამენტის განყოფილებების ხელმძღვანელების სამ თვეში
ერთხელ/ შეხვედრა საბჭოს თავჯდომარესთან. ამ ტიპის შეხვედრებზე, დეპარტამენტის
უფროსები გაცვლიან ინფორმაციას განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების, მათ
შორის გამოწვევების შესახებ; სტრატეგიულ გეგმებსა და მნიშვნელოვან აქტივობებზე.
ინფორმაციის გაცვლის მიზნით, უზრუნველყოფილ უნდა იქნას დეპარტამენტსა და
საბჭოს შეხვედრები, მინიმუმ 6 თვეში ერთხელ. მნიშვნელოვანია, საბჭოს და
საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან საერთო
სტრატეგიულ თემებზე და მნიშვნელოვან საკითხებზე. საბჭოს საქმიანობის შესახებ,
პარლამენტის წევრების/თანამშრომლების ინფორმირების მიზნით, რეკომენდირებულია
მათთვის ინფორმაციის (ღონისძიებების, მიღწევების და ა.შ.) ელექტრონული ფოსტის
მეშვეობით გაგზავნა.
საპარლამენტო ბიულეტენი – კვარტალში ერთხელ, პარლამენტი ამზადებს და ავრცელებს
(ელექტრონულად და ბეჭდვითი სახით) პარლამენტის ბიულეტენს, რომელშიც
თავმოყრილია
საანგარიშო
პერიოდის
მნიშვნელოვანი
საპარლამენტო
და
არასაპარლამენტო
სიახლეები,
ინტერვიუები,
ფოტორეპორტაჯები
და
სხვა.
მნიშვნელოვანია,
რომ
ამ
ბიულეტენში
ასევე
მოცემული
იყოს
საბჭოს
საქმიანობის/ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია. ბიულეტენის ინგლისური ვერსია უნდა
გავრცელდეს როგორც პარლამენტში (საინფორმაციო კუთხეები, მედიაცენტრი,
ღონისძიებების დროს), აგრეთვე მიეწოდოს დაინტერესებულ მხარეებს (საერთაშორისო და
დონორი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი, მედია,
დიპლომატიური კორპუსი, აკადემიური ინსტიტუტები და შესაბამისი სასწავლო
დაწესებულებები თუ სხვა).
პარლამენტის შენობაში და საჯარო უწყებებში საკომუნიკაციო მასალების განთავსება და
შესაბამისი საინფორმაციო კუთხეების მოწყობა – საპარლამენტო საქმიანობის
პოპულარიზაციის და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით,
მნიშვნელოვანია პარლამენტის შენობების მოქალაქეთა მისაღებში, მედიაცენტრში და სხვა
მსგავს ადგილებში საინფორმაციო კუთხის/ე.წ. „სტენდის“ მოწყობა, სადაც განთავსდება
საბჭოს საქმიანობის ფარგლებში მომზადებული პუბლიკაციები (ბროშურები, ანგარიშები,
ლიფლეტები და ა.შ.). ასევე მნიშვნელოვანია მსგავსი სტენდების განთავსება, ისეთ საჯარო
დაწესებულებებში სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი იყრის თავს, მაგ.: იუსტიციის
სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები, გამგეობა/გამგებლის წარმომადგენლის ოფისები
(სოფლად), უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტები და ა.შ.
ელექტრონული კომუნიკაცია – აუცილებელია საბჭომ მოამზადოს ღია პარლამენტის
თემაზე მომუშავე სამიზნე აუდიტორიის (ადგილობრივი ასევე საერთაშორისო) მონაცემთა
ბაზები (სახელი, გვარი, თანამდებობა, უწყება/ინსტიტუცია, საკონტაქტო ნომერი, ელფოსტა); ასევე სისტემატიურად გაუზიაროს სხვადასხვა სახის ინფორმაცია შიდა და გარე
სამიზნე ჯგუფებს ე.წ. „მეილინგ ლისტების“ გამოყენებით.
*** შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების (შშმ) ინფორმირებულება/ჩართულობის მიზნით
სხვადასხვა ღონისძიებებზე, პუბლიკაციებსა და ვიდეო პროდუქტზე სურდო თარჯიმნის და ბრაილის
გამოყენება; ასევე ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების ჩართულობის მიზნით პუბლიკაციების
და ვიდეო პროდუქტის სხვადასხვა ენაზე დამზადება და გავრცელება; საერთაშორისო საზოგადოების
ინფორმირებულობისთვის საინფორმაციო პროდუქტების ინგლისურ ენაზე თარგმნა/ტიტრების
გამოყენება.
კომუნიკაციის საშუალების შერჩევისას აუცილებელია განვსაზღვროთ, თუ რომელი სამიზნე
ჯგუფები მიიღებენ ინფორმაციას ამ კონკრეტული საშუალებით. მრავალმხრივი და
სტრატეგიული მიზნების ფართო სამიზნე აუდიტორიამდე მიტანის მიზნით, საჭიროა
სხვადასხვა ტიპის საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება.
სამიზნე აუდიტორია
საშუალება
გარე სამიზნე აუდიტორია
მოსახლეობა: ქალაქში და სოფლად
მცხოვრები, დიასპორა, შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირები,
ეთნიკური თუ რელიგიური
უმცირესობების წარმომადგენლები,
დიასპორა;
არასამთავრობო სექტორი/სამოქალაქო
საზოგადოებრივი ორგანიზაციები
საჯარო და კერძო საგანმანათლებლო
დაწესებულებები: მოსწავლეები,
სტუდენტები, პედაგოგები
(ცენტრალური და რეგიონალური);
კერძო სექტორი
უცხოელი პარტნიორები: OGP-ის წევრი
ქვეყნების მთავრობები და პარლამენტი,
დიპლომატიური კორუპუსი,
საერთაშორისო ორგანიზაციები, და
სხვა.
მედია: ცენტრალური, რეგიონული,
საერთაშორისო
ადგილობრივი და ცენტრალური
ხელისუფლების წარმომადგენლები
სამაუწყებლო (ტელევიზია და რადიო),
ბეჭდური და ონლაინ მედია
პარლამენტის ვებგვერდი
სოციალური ქსელები: Facebook, Twitter,
Flicker, Youtube
შეხვედრები, თემატური ღონისძიებები,
ღონისძიების განრიგები, მოსაწვევები, ა.შ.
ბეჭდური პუბლიკაციები (ანგარიშები,
ბროშურები, ლიფლეტები, პოსტერები,
ა.შ.)
ვიდეო და ფოტო მასალა
მეილინგ ლისტები
საბჭოს წევრების მონაწილეობა
საერთაშორისო ღონისძიებებში
მეილინგ ლისტები
შეხვედრები/პრეზენტაციები
სტატიები/პრეს-რელიზები
ვიდეო და ფოტო მასალა
პრეს-რელიზები; მედია ანონსები
მეილინგ ლისტები
სოციალური ქსელები: Facebook, Twitter,
Flicker, Youtube
შეხვედრები, პრეზენტაციები
ბეჭდური პუბლიკაციები (ანგარიშები,
ბროშურები, ლიფლეტები, პოსტერები,
ა.შ.)
ვიდეო და ფოტო მასალა
შეხვედრები, თემატური ღონისძიებები
სოციალური მედია
მეილინგ ლისტები
ბეჭდური პუბლიკაციები (ანგარიშები,
ბროშურები, ლიფლეტები, პოსტერები,
ა.შ.)
შიდა სამიზნე აუდიტორია
პარლამენტის წევრები
პარტლამენტის აპარატის
ხელმძღვანელობა და შესაბამისი
თანამშრომლები
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია
OGP-ის ფორუმის წევრი
ორგანიზაციები
თბილისის მერია
პარლამენტთან არსებული
პოლიტიკური ჯგუფები - ფრაქციები
და მათ საზოგადოებასთან
ურთიერთობაზე პასუხისმგებელი
პირები
საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო
ჯგუფის წევრები: ადგილობრივი და
საერთაშორისო ორგანიზაციები
საბჭოსთან მომუშავე დონორი
ორგანიზაციები
პირდაპირი კომუნიკაცია: შეხვედრები,
სემინარები, პრეზენტაციები, სტატიები
(ა.შ.)
მეილინგ-ლისტები
პარლამენტის ვებგვერდი
სოციალური ქსელები: Facebook, Twitter,
Flicker, Youtube
8. საზოგადოებასთან კომუნიკაციის მთავარი თემები და გზავნილები – ე.წ. „მესიჯები“
მთავარი თემები – მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ
ფუნქციონირებს საბჭო და რა როლს თამაშობს ის საპარლამენტო დემოკრატიის
დამკვიდრების პროცესში, რა ვალდებულებები განისაზღვრა ღია პარლამენტის სამოქმედო
გეგმაში, როგორ მიმდინარეობს და/ან რა შედეგებს მიაღწია პარლამენტის მიერ არებული
ვალდებულებების შესრულებამ; ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიგეს მეტი და
ქყონდეს შესახლებლობა უფრო აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში.
მთავარი გზავნილი – პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და
ქვეყნის დემოკრატიის ერთგვარი გარანტი. შესაბამისად, საბჭოს მთავარი „მესიჯები“ უნდა
ეყრდნობოდეს ღიაობის, გამჭვირვალობის და პროფესიონალური მუშაობის პრინციპებს და
გამომდინარეობდეს იმ მთავარი თემებიდან, რომლებზე მუშაობაც მიმდინარეობს. ასევე,
მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვეთოს საბჭოს როლი როგორც ინტერფრაქციული ორგანოს, რომელიც
ზრუნავს პარლამენტის როგორც ინსტიტუციის განვითარებაზე
გზავნილები უნდა მოუწოდებდეს მოსახლეობას, უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო
საქმიანობაში; ხელს უწყობდეს მოქალაქეობრივი და სოციალური ვალდებულებების
შესრულების სურვილის გაღვივებას. ამისათვის, რეკომენდებულია, რომ დამკვიდრდეს და
ხშირად იქნას გამოყენებული ტერმინი – „შენი პარლამენტი“.
საბჭოს თითოეული ღონისძიებისთვის უნდა შემუშავდეს შესაბამისი გზავნილი, თუმცა, ის არ
უნდა სცდებოდეს ზოგად გზავნილებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კომუნიკაციის
მთავარ პრინციპებს. მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს, როგორც ინსტიტუტის, შესახებ
პარლამენტის სუბიექტების მიერ საკომუნიკაციო არხებით გაჟღერებული გზავნილები
თანხვედრაში იყოს წინასწარ განსაზღვრულ გზავნილებთან და ემსახურებოდეს პარლამენტის
პოზიტიური ინსტიტუციონალური იმიჯის დამკვიდრებას და გაძლიერებას.
მთავარი „მესიჯები“:
ჩაერთე და გახადე პარლამენტი უფრო ღია
საბჭო არის ინტერფრაქციული ორგანო, რომელიც ზრუნავს პარლამენტის როგორც
ინსტიტუციის განვითარებაზე
ეს შენი პარლამენტია
შენი იდეა ღია პარლამენტისთვის
ქვეყნის წარმატებული მომავალი შენს აქტიურ ჩართულობაზეა დამოკიდებული
მიიღე მონაწილეობა საკანონმდებლო საქმიანობაში
პარლამენტის წევრებთან ერთად გააკონტროლე მთავრობა
ხმა მიაწვდინე შენს დეპუტატს
იყავი აქტიური მოქალაქე, ჩაერთე პარლამენტის საქმიანობაში
პეტიცია - შენი ხმა პარლამენტს
საქართველოს პარლამენტი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რაც, თავისთავად,
მიუთითებს იმაზე, რომ პარლამენტის თითოეული არჩეული წევრი მოქალაქეების მიერ
საარჩევნო ყუთებთან დაფიქსირებული ინდივიდუალური ხმის შედეგია. აქედან
გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს აღქმა იმისა, რომ პარლამენტი ეკუთვნის
მოქალაქეს.
9. სტრატეგიის მონიტორინგი და შეფასება
მონიტორინგისა და შეფასების კომპონენტი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
შემადგენელი ნაწილია. ის იძლევა მიღწეული შედეგების გაანალიზების საშუალებას.
საანგარიშო პერიოდში გამოყენებული იქნება მონიტორინგისა და შეფასების მოქნილი
სისტემა. მონიტორინგის საფუძველზე დადგინდება სტრატეგიის სამოქმედო გეგმით
განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ეფექტიანობა და გამოვლინდება კონკრეტული
ხარვეზები და გამოწვევები მათი განხორციელების პროცესში.
სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში - საბჭო პარლამენტის საზოგადოებასთან
ურთირთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან ერთად ყოველი წლის ბოლოს შეაფასებს
სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულების დონეს და ხარისხს. შეფასების
საფუძველზე, საბჭო მოამზადებს შეფასების ანგარიშის დოკუმენტს და საკონსულტაციო
ჯგუფს წარუდგენს განსახილველად, ასევე მოისმენს მათ რეკომენდაციებს.
სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების შესრულების ხარისხი შეფასდება სტრატეგიის
განხორციელების დასრულების შემდეგ, 2020 წლის მიწურულს, სამოქმედო გეგმის
ყოველწლიური შეფასების ანგარიშების საფუძველზე. საბჭო მომზადებულ ანგარიშს ასევე
წარუდგენს საკონსულტაციო ჯგუფს.