საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქე ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N1-3602/19; 26.02.2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-6979/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-22
ბიუროს ნომერი 253

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-6979/19 16-04-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ მოქალაქე ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-3602/19; 26.02.2019). საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადაა 2019 წლის 16 აპრილი. მოგმართავთ თხოვნით, 2019 წლის 16 აპრილიდან, საკითხზე დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების საჭიროებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა გაგრძელდეს ოცდაათი სამუშაო დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge