2019 წლის 27-28 მარტს, ქ. სტრასბურგში გამართულ, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, ოთარ დანელია, აკაკი ზოიძე, გიორგი მოსიძე, გუგული მაღრაძე, ოთარ კახიძე, სალომე სამადაშვილი) მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-22
ბიუროს ნომერი 253
📜 ტექსტი
წერილი
2-7115/19
17-04-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით 2019 წლის 27-28 მარტს, ქ.სტრასბურგში გამართული ევროკავშირისაქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომაზე, საქართველოს
პარლამენტის დელეგაციის მივლინების ანგარიშს.
დანართი: 3 ფურცელი
პატივისცემით,
დეპარტამენტის უფროსი
თამარ ყოლბაია
ანგარიში
ანგარიში
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის შესახებ
2019 წლის, 27-28 მარტი
სტრასბურგი, საფრანგეთი
27-28 მარტს ევროპარლამენტში, სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების
საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია (9 წევრი) ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით. დელეგაციის
შემადგენლობიდან ვიზიტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები - ირინა ფრუიძე, ნინო
გოგუაძე, ოთარ დანელია, აკაკი ზოიძე, გიორგი მოსიძე, გუგული მაღრაძე, ოთარ კახიძე და
სალომე სამადაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი ევროპარლამენტის მერვე მოწვევის
ამ შემადგენლობით ბოლოჯერ შეიკრიბა. სხდომაზე დადებითად შეაფასეს საქართველოს
მიერ 2014-2018 წლებში გაწეული პროგრესი. ხაზი გაესვა საქართველოს მიღწევებს
ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში, რომლის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას
წარმოადგენს საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება
და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).
ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა უვიზო მიმოსვლის
ამოქმედება, რომელმაც უკვე მისცა 300 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს შენგენის
სივრცეში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა.
კომიტეტმა განიხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების
განხორცილების პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები,
ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გამოყენების
პერსპექტივები, სოფლის მეურნეობის განვითარება, ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან
თანამშრომლობა.
საქართველოს პარლამენტის და ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს აღმასრულებელი
ხელისუფლებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებს მოუსმინეს.
საქართველოს მთავრობის მხრიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს,
ვახტანგ მახარობლიშვილს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილეებს, გენადი არველაძეს და ნათია თურნავას, საქართველოს სახალხო
დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის და
ევროკომისიის მხრიდან - დირკ ლორენცს და ნიკოლას სენდროვიჩს.
კომიტეტის
სხდომაზე
საქართველოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
არსებულ
მდგომარეობაზე და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე მოხსენებით წარდგა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გაამახვილა ირაკლი
კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის და ბოლო პერიოდში
ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ.
სხდომაზე, თავისუფალი უვიზო რეჟიმის განხორციელებაზე და ამ პროცესში არსებული
გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა და შინაგან საქმეთა
სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ
ნინო გახარიამ ისაუბრეს.
ენერგეტიკის სფეროში საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის, საქართველოს
გაწევრიანების შესახებ ენერგეტიკულ გაერთიანებაში და შესაბამისად საქართველოს
კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თაობაზე მოხსენებით წარდგა ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა.
ევროპარლამენტარებს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის
ინფორმაცია სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ გააცნო.
შესახებ
ასოცირების კომიტეტის მერვე სხდომის დასასრულს, ევროკავშირი-საქართველოს
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ერთობლივი განცხადება და რეკომენდაციები მიიღო,
სადაც საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი აისახა.
მიესალმება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების მუდმივ განვითარებას
და კვლავ ეხმიანება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას,
რომელიც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლით გათვალისწინებული
შესაძლებლობაა;
კომიტეტი ადასტურებს, რომ ახალი უმაღლესი დონის დიალოგი, რომელიც
საქართველოს
პრემიერ
მინისტრისა
და
ევროკომისიის
პრეზიდენტის
ხელმძღვანელობით გაიმართა 2018 წლის ნოემბერში, მნიშვნელოვანია საქართველოს
ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ისევე როგორც პარტნიორებს შორის დაწესებული
ახალ უმაღლესი დონის დიალოგი უსაფრთხოების საკითხებში;
კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან
ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას და ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გამოყენებას, რის შედეგადაც ევროკავშირი
საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია;
კომიტეტი დადებითად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას თავისუფალი სავიზო
რეჟიმის შეუფერხებელი მუშაობისთვის, იწონებს ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს,
მთავრობის ახლო თანამშრომლობას ევროპის სახელმწიფოების საპოლიციო და საბაჟო
უწყებებთან,
მუდმივ
საინფორმაციო
კამპანიებს
მოქალაქეთა
სათანადო
ინფორმირებისთვის;
კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს მზადყოფნას იყოს ევროპის მთავარი
პარტნიორი რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების გამყარებისთვის და ასევე
იწონებს, რომ ევროპასა და საქართველოს შორის ახალი სატრანსპორტო კავშირები
ვითარდება;
კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის ძალისხმევა, აქტიურად
იყოს ჩართული როგორც ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში,
ისე
აღმასრულებელი ორგანოების მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების
შესრულებაზე
საპარლამენტო
ზედამხედველობაში;
მოიწონა
პარლამენტის
რეგლამენტის რეფორმა, რომელიც საქართველოს ახალი კონსტიტუციის შესაბამისად,
საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანობას აძლიერებს და თვისობრივად ახალ
დონეზე აჰყავს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია;
ასოცირების კომიტეტი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერა, გმობს
რუსეთის აგრესიას და მხარ უჭერს სამშვიდობო პროცესის და მის უალტერნატივობას,
ასევე იწონებს მთავრობის პოლიტიკას მთელ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში;
ასოცირების კომიტეტი მორიგი სხდომას თბილისში 2019 წლი მეორე ნახევარში გამართავს.