„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 6 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-22
ბიუროს ნომერი 253
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12.2010, მუხ. 461) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-20 მუხლის
პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
სახელმწიფოს მყარი ორიენტაციები ყალიბდება საუკუნეების მანძილზე, სახელმწიფო
სიმბოლოებთან და სახელმწიფო ატრიბუტიკასთან ერთად ეროვნულ სადღესასწაულო დღედ
დგინდება ისეთი თარიღი, რომელიც სიმბოლურად წარმოაჩენს ახალი სახელმწიფო წყობის
მისწრაფებებს და მკაფიოდ განსაზღვრავს ქვეყნის სამომავლო პერსპექტივას.
დღეს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აცხადებს - 26 მაისს. 26 მაისს საქართველოს
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ისტორიის გადაკეთების მცდელობაა, რადგან 26 მაისი არ
შეიძლება იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სწორედ იმიტომ, რომ 26 მაისს არ
დაფუძნებულა საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო.
1918 წლის 26 მაისს აღდგა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა (რომელიც დაიკარგა 1801-1917 წლებში რუსული ოკუპაცია-ანექსიით);
დაახლოებით სამწლიანი დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა შეწყდა 1921 წლის 25
თებერვალს, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა ისევ განახორციელა საქართველოს ოკუპაცია და
ფაქტობრივად 70 წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთის კოლონია
იყო. ხოლო 1991 წლოის 9 აპრილს საქართველომ კვლავ მოიპოვა სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა, რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველომ დამოუკიდებლობა ბოლოს აღიდგინა 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის
აქტის საფუძველზე. ეს აქტი დაეფუძნა 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო სახალხო
რეფერენდუმს, რომელიც ჩატარდა კითხვით: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მასის დამოუკიდებლობის აქტის
საფუძველზე“, ამ კითხვით ხაზი გაესვა ქვეყნის სახელმწიფოებრივ არსებობას არა შორეულ
წარსულში, არამედ იქვე მე-20 საუკუნეში. შესაბამისად, 26 მაისი არის ისტორიული თარიღი
როგორიც, მაგალითად, 1121 წლის 12 აგვისტო, - დიდგორის ბრძოლის შედეგად საქართველოს
გაერთიანება. 9 აპრილი კი არის ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოს დაბადების თარიღი - 1991
წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, რითაც მოვიპოვეთ სახელმწიფო
სუვერენიტეტი, რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ორგანული კანონპროექტის მიღების შედეგად, 26 მაისი - როგორც საქართველოს
დამოუკიდებლობის დღე ამოღებული იქნება ორგანული კანონიდან და აღდგება ისტორიული
სამართლიანობა, მითუფრო იმ ვითარებაში როდესაც, ერთის მხრივ, საქართველოს
კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მეორეს მხრივ, შრომის კოდექსის მე-20
მუხლის
პირველი
პუნქტის
„ვ“
ქვეპუნქტი,
9
აპრილს
სახელმწიფოს
სუვერენიტეტის/საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის
მიღების დღედ აცხადებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ორგანული კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს შრომის კოდექსში და ამოღებულ
იქნება მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, რომლითაც საქართველოს
დამოუკიდებლობის დღედ განსაზღვრულია 26 მაისი და საქართველოს შრომის კოდექსში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თარიღად დარჩება მხოლოდ 9 აპრილი, რითაც
თავიდან იქნება აცილებული დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ნორმათა კოლიზეა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ ასებობს (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნული თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის ამოქმედებას მიღებიდან შეძლებისდაგვარად მცირე
დროში - გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
რადგან კანონპროექტი ინიცირებულია მ/წლის 16 აპრილს, ხოლო 26 მაისი ახლოვდება 5 კვირის
ვადაში, მიზანშეწონილია, რომ საქართველოს მოსახლეობა დროულად იყოს ინფორმირებული
დასვენების დღის გაუქმების შესახებ, ხოლო 26 მაისი მიმდინარე წლიდან აღარ ითვლებოდეს
უქმე დღედ და დარჩეს საქართველოს ისტორიული მეხსიერების კუთვნილებად სხვა არაერთ
მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღთან ერთად.
მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ და მიღებულ იქნეს
დაჩქარებული წესით მ/წლის 26 მაისამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა.) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
ორგანული კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელწიფო ბიუჯეტიდან თანხების
გამოყოფის საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
ორგანული კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
ორგანული კანონპროექტი მისი ამოქმედების შემდგომ პერიოდში გავლენას მოახდენს
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან შესაბამისი
ბიუჯეტებიდან აღარ გამოიყოფა შესაბამისი ასიგნებები 26 მაისის ღონისძიებების
დასაფინანსებლად.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
ორგანული კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ან მის სისტემაში
არსებული უწყებისთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ორგანული კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ჩართული არიან
მიმდინარე წლის 26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ორგანული კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს
(ფულად შენატანს).
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
ორგანული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანული კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართვეელოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
ორგანული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშრდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშრთა დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს (კანონპროექტი არ გამომდინარეობის ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი
აქტიდან).
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროქტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი შეფასება არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის თარიღის დღედ
გამოცხადება ხდება ძირითადად ორი საფუძვლით:
- სახელმწიფოს დაფუძნების დღე: ამერიკის შეერთებული შტატები 4 ივლისი - 1776 წლის 4
ივლისს დაფუძნდა ა.შ.შ; ბრაზილია 7 სექტემბერი - 1822 წელს ამ დღეს გამოცხადდა ბრაზილიის
დამოუკიდებლობა;
- უკანასკნელად დამოუკიდებლობის აღდგენის დღე: გერმანია 3 ოქტომბერი - 1990 წელს
გერმანიის დამოუკიდებლობის სრულად აღდგენისა და გერმანიის გაერთიანების დღე;
საფრანგეთი 14 ივლისი - 1789 წელს ბასტილიის ციხის აღების დღე. საბერძნეთი 25 მარტი - 1821
წელს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე; სომხეთი 21 სექტემბერი - 1991 წლის 21 სექტემბერს
დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ავსტრია 26 ნოემბერი - 1955 წელს მუდმივი ნეიტრალიტეტის
გამოცხადების დღე. შვეიცარია 1 აგვისტო - კონფედერაციის დაფუძნების დღე;
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე.