„ზაზა ხარებავასთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.04.2019
ავტორი
პოლიტიკური ორგანიზაცია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე და საპარლამენტო ფრაქციები: „ევროპული საქართველო", „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის", „ევროპული საქართველო-რეგიონები"
ინიციატორი
საპარლამენტო ფრაქციები: „ევროპული საქართველო", „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის", „ევროპული საქართველო-რეგიონები"
ნომერი
#07-3/327/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-22
ბიუროს ნომერი 253

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება ზაზა ხარებავასთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პარლამენტმა ზაზა ხარებავა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 2017 წლის 21 ივნისს აირჩია. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია საბჭოს წევრის მიერ „მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება“. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ასეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული წევრი ორი წლის განმავლობაში არაჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას, რისი კარგი ილუსტრაციაც მოახდინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შესახებ. ზაზა ხარებავამ 2018 წლის დასასრულს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტს თვითნებურად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10 პირისგან შემდგარი სია ყოველგვარი კანონიერი პროცედურისა და განსაზღვრული კრიტერიუმების გარეშე. ამ პროცესის მანძილზე მას არ ჰქონია მცდელობაც კი შესაბამისი კრიტერიუმებისა და პროცედურების ჩამოსაყალიბებლად, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრებმა უშუალოდ საბჭოს სხდომაზე შეიტყვეს აღნიშნული კანდიდატების ვინაობის შესახებ. ხოლო ზაზა ხარებავას კითხვაც არ დაუსვამს სხდომაზე თუ ვინ, როგორ და რა პრინციპით შეარჩია დასახელებული კანდიდატები. საბჭოს სხვა არამოსამართლე წევრებისგან განსხვავებით, ზაზა ხარებავას არ გამოუთქვამს დაინტერესება იმ 10 პირთან გასაუბრების შესახებ, რომლებიც იუსტიციის საბჭოს მდივანმა მოულოდნელად წარადგინა სხდომაზე. კანდიდატებთან გასაუბრება კი ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია იმის დასადგენად, აკმაყოფილებს თუ არა თითოეული კანდიდატი კონსტიტუციით განსაზღვრულ ორ კრიტერიუმს - კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობას. მას ასევე არ გამოუთქვამს პროტესტი და არ დაუსვამს კითხვები აშკარა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, როდესაც საბჭოს მდივნის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატების სიაში თვითონ საბჭოს ორი მოქმედი წევრიც იყო მოხვედრილი, კერძოდ, გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი. ზაზა ხარებავას სრული უმოქმედობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ წარდგენილი სიის უპირობო მხარდაჭერა ცხადყოფს მისი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას და ადასტურებს საბჭოში კლანური მმართველობის არსებობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა აღნიშნული სიის წარმოდგენა იუსტიციის საბჭოს მხრიდან არაჯეროვან მოქმედებად უკვე შეაფასა, რაზეც მეტყველებს ის გარემოება, რომ პარლამენტმა წარმოდგენილი სიის განხილვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სათანადო კრიტერიუმებისა და წესის შემუშავებამდე გადადო. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი: მიიჩნევს, რომ ზაზა ხარებავა თავის მოვალეობას ასრულებს არაჯეროვნად და მას ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის საფუძველზე. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
პროექტი განმარტებითი ბარათი „ზაზა ხარებავასთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: აღნიშნული დადგენილების პროექტის შემუშავების ინიციატივა ეკუთვნის პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს შალვა შავგულიძეს. მასთან თანამშრომლობის საფუძველზე პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო“ პარლამენტს მიმართავს ინიციატივით აღნიშნული დადგენილების პროექტის მისაღებად. საქართველოს პარლამენტმა ზაზა ხარებავა 2017 წლის 21 ივნისს აირჩია იუსტიციის საბჭოს წევრად. ის წლების მანძილზე არაჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას, რისი ილუსტრაციაც საქართველოს პარლამენტისთვის და საზოგადოებისთვის მოახდინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შესახებ. მან 2018 წლის დასასრულს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტს თვითნებურად და საზოგადოებისგან მალულად წარუდგინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10 პირისგან შემდგარი სია ყოველგვარი კანონიერი პროცედურისა და განსაზღვრული კრიტერიუმების გარეშე. აღსანიშნავია, რომ კანდიდატების უმეტესობა უკანონო და უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებასთან ასოცირდება საზოგოდოებაში. ამ პროცესის მანძილზე მას არ ჰქონია მცდელობაც კი შესაბამისი კრიტერიუმებისა და პროცედურების ჩამოსაყალიბებლად, რაც მის მოვალეობას წარმოადგენს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრებმა უშუალოდ საბჭოს სხდომაზე შეიტყვეს აღნიშნული კანდიდატების ვინაობის შესახებ. ხოლო ზაზა ხარებავას კითხვაც არ დაუსვამს სხდომაზე თუ ვინ, როგორ და რა პრინციპით შეარჩია დასახელებული კანდიდატები. საბჭოს სხვა არამოსამართლე წევრებისგან განსხვავებით, ზაზა ხარებავას არ გამოუთქვამს დაინტერესება იმ 10 პირთან გასაუბრების შესახებ, რომლებიც იუსტიციის საბჭოს მდივანმა მოულოდნელად წარადგინა სხდომაზე. მას ასევე არ გამოუთქვამს პროტესტი და არ დაუსვამს კითხვები აშკარა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, როდესაც საბჭოს მდივნის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატების სიაში თვითონ საბჭოს ორი მოქმედი წევრიც იყო მოხვედრილი, კერძოდ, გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იყო ეხემძღვანელა სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპით (საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი), რომლის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი კანონიერების პრინციპია. ეს უკანასკნელი კი, მათ შორის, გულისხმობს, რომ ნებისმიერმა სახელმწიფო ორგანომ უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად, კანონით დადგენილ ფარგლებში და კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად1. სახელმწიფო ორგანოები თავიანთ ძალაუფლებას არ უნდა იყენებდნენ ბოროტად და თვითნებურად. მათი გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს უსამართლო, არაგონივრული, არარაციონალური და დაუსაბუთებელი. სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება ისეთი დისკრეცია, რომელიც შეუზღუდავი ძალაუფლების უფლებამოსილება გარკვეულ ხასიათს ატარებს. ნებისმიერი ჩარჩოებში უნდა თავსდებოდეს, სახის რათა დისკრეციული გამოირიცხოს თვითნებობა2. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ასევე უნდა ეხელმძღვანელა მართლმსაჯულების სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებით, რომელთა თანახმად, მოსამართლეთა, მათ შორის, ცხადია, უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა გამწესება თანამდებობაზე უნდა განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. მოსამართლეთა შერჩევა და მათი კარიერული დაწინაურება კი უნდა მოხდეს დამსახურების შესაბამისად, მათი კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, უნარებისა და ეფექტიანობის მიხედვით.3 პირველ რიგში მოსამართლეებს და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი ორგანოს წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ ამ პრინციპებით. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაბატონებულ უმრავლესობას, მათ შორის, არამოსამართლე წევრს - ზაზა ხარებავას, რომლის პასუხისმგებლობის საკითხსაც ვაყენებთ ამ დადგენილების პროექტით, უნდა გადაედგა ქმედითი ნაბიჯები, რათა ან თავად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაედგინა სათანადო კრიტერიუმები და პროცედურები, ან მიემართა საქართველოს პარლამენტისთვის წინადადებით, რომ პარლამენტს მიეღო შესაბამისი საკანონმდებლო ზომები. 1 Venice Commission, Rule of Law Checklist, CDL-AD(2016)007, para. 45. Ibid., paras. 64-65. Recommendation No. R (94) 12 of the The Committee of Ministers to Member States on the Independence, Efficiency and Role of Judges, Principle I - General principles on the independence of judges, para. 2(c); Venice Commission, CDLAD(2010)004, Report on the Independence of the Judicial System Part I: The Independence of Judges, §27; Consultative Council of European Judges, CCJE (2001) OP N°1, para. 17, 25. 2 3 ამის საწინააღმდეგოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობამ, მათ შორის, ზემოთ ხსენებულმა არამოსამართლე წევრმა, არათუ არ გადადგა ასეთი ქმედითი ნაბიჯები, არამედ სათანადო კრიტერიუმებისა და პროცედურების უქონლობა უკანონოდ გამოიყენა იმ მიზნით, რომ საბჭოს რამდენიმე წევრისგან და საზოგადოებისგან მალულად უზენაესი სასამართლოს კანდიდატებად წარედგინა მათთვის სასურველი პირები. აღსანიშნავია, რომ სხვა კანდიდატების საკითხი არც კი განხილულა. აშკარაა, გადაწყვეტილება ამ წევრებს მანამდე ჰქონდათ მიღებული, ვიდრე საბჭო ამ საკითხზე სამსჯელოდ შეიკრიბებოდა. ამგვარი ქმედებები უნდა შეფასდეს, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მოვალეობების შეუსრულებლობა ან, სულ მცირე, არაჯეროვანი შესრულება. ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული პირი - ზაზა ხარებავა, სისტემატურად არ ასრულებდა ან, სულ მცირე, ჯეროვნად არ ასრულებდა საბჭოს წევრის მოვალეობებს და მისი „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანისადმი“ უპირობო მორჩილება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელს გახდის სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევასა და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა აღნიშნული სიის წარმოდგენა იუსტიციის საბჭოს მხრიდან არაჯეროვან მოქმედებად ფაქტიურად უკვე შეაფასა, რაზეც მეტყველებს ის გარემოება, რომ პარლამენტმა წარმოდგენილი სიის განხილვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სათანადო კრიტერიუმებისა და წესის შემუშავებამდე გადადო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ რომ ზაზა ხარებავა თავის მოვალეობას ასრულებს არაჯეროვნად და ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის საფუძველზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების პროექტის მიღების აუცილებლობა: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია საბჭოს წევრის მიერ „მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება“. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ასეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ხოლო პარლამენტის რეგლამენტის 99-ე მუხლის მეორე პუნქტის და 129-ე - 130-ე მუხლების შესაბამისად პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით. შესაბამისად, პარლამენტმა რომ მიიღოს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტით აღნიშნული წევრის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ აუცილებელია ამ დადგენილების პროექტის მიღება. ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები: დადგენილების პროექტის მიღების შედეგად ზაზა ხარებავას ვადაზე ადრე შეუწყდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილება. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: საქართველოს პარლამენტი ხელმძღვანელობს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით, რის შედეგადაც ზემოთ აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით მოითხოვს ზაზა ხარებავასთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მათ მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ დადგენილების პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: დადგენილების პროექტი შეეხება საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე საკითხს. დადგენილების პროექტით მოთხოვნილი პირისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ვადაზე ადრე შეწყვეტა მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებასა და გაძლიერებას. ზაზა ხარებავას უმოქმედობა და მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება ზიანს აყენებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული სამი პირი დროულად ჩამოშორდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას და ამიტომ მივიჩნევთ, რომ დადგენილების პროექტი ძალაში უნდა შევიდეს მიღებისთანავე. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილ დადგენილების პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; დადგენილების პროექტი არ გამოიწვევს საშუალოვადიან პერიოდში დამატებითი ფინანსური ხარჯების გამოყოფას პარლამენტის ბიუჯეტიდან და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. დადგენილების პროექტი გავლენას არ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. იქონიებს სახელმწიფო ან/და ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. დადგენილების პროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე პროექტი გავლენას იქონიებს. კერძოდ, აღნიშნული პირის გათავისუფლების შედეგად მოხდება თანხის დაზოგვა, რაც შეადგენს ყოველთვიურად 5000 ლარს. აღნიშნული თანხა გამომდინარეობს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვითაც საბჭოს არამოსამართლე წევრის ანაზღაურება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ანაზღაურების ტოლფასია. ხოლო, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თ) პუნქტის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ანაზღაურება შეადგენს 5000 ლარს. საბოლოო ჯამში თუ რა ოდენობის თანხის დაზოგვა მოხდება იუსტიციის საბჭოს ბიუჯეტიდან დამოკიდებულია იმაზე თუ როდის მოხდება იუსტიციის საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრის არჩევა პარლამენტის მიერ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; დადგენილების პროექტი არ იწვევს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; დადგენილების პროექტით მოთხოვნილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტა. ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანაზღაურება შეადგენს საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოს. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თ) პუნქტის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ანაზღაურება შეადგენს 5000 ლარს. შესაბამისად, დადგენილების პროექტით აღნიშნულ პირს ყოველთვიურად 5000 ლარის ოდეობით ფინანსური ზიანი მიადგება, ხოლო ყოველწლიურად 60000 ლარის ოდენობით. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; დადგენილების პროექტით არ ხდება დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის ცვლილება ან და ოდენობის განსაზღვრის პრინციპის ცვლილება. გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში დადგენილების პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ)დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) დადგენილების (დაწესებულების) ან/და პროექტის ექსპერტის შემუშავებაში შეფასება პროექტის მონაწილე მიმართ, ორგანიზაციის ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი დადგენილების პროექტების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) დადგენილების პროექტის ავტორი: პოლიტიკური ორგანიზაცია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე და საპარლამენტო ფრაქციები "ევროპული საქართველო", "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და "ევროპული საქართველო - რეგიონები" ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: ფრაქციები "ევროპული საქართველო", "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და "ევროპული საქართველო რეგიონები"