„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/329/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ერთი მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-22
ბიუროს ნომერი 253

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.05.001.019099) 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი-27-ე მუხლებისა, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ და „ზ“-„კ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი, მე-4-მე-17 მუხლები, მე-18 მუხლის პირველი-მე-4 და მე-6მე-8 პუნქტები და 27-ე მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 მაისიდან. 3. ამ კანონის მე-19-26-ე მუხლები, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 29-ე მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან. 4. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანი ფუქნციონირების უზრუნველსაყოფად აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ კანონის თანახმად გათვალისწინებული იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სახელმწიფო ინსპექტორის არჩევის შესაძლებლობა. დასახელებულისათვის საჭიროა ცვლილება განხორციელდეს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და განისაზღვროს იმ აუცილებელი მუხლების ძალაში შესვლის თარიღი, რომლებიც უზრუნველყოფენ, პარლამენტის მიერ ახალი სახელმწიფო ინსპექტორის არჩევის შესაძლებლობას 2019 წლის 1 ივლისამდე. საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციისათვის აუცილებელია, რომ ცვლილების შედეგად 2019 წლის 1 მაისიდან ამოქმედდეს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლი, რათა სახელმწიფო ინსპექტორი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაითვალოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილება შეიძინოს კანონის ამოქმედების დროისთვის თანამდებობაზე მყოფმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა. აღნიშნულით შეიქმნება ის აუცილებელი წინაპირობა, რომელიც გახდება შემდეგ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედებისა და ახალი სახელმწიფო ინსპექტორის არჩევის საფუძველი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მოქმედი რედაქციით „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი მუხლების ამოქმედების თარიღია 2019 წლის 1 ივლისი. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული მუხლების ასამოქმედებლად აუცილებელია კანონში განსაზღვრული ვადის შეცვლა, რითაც შესაძლებელი გახდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ვადის გასვლამდე სახელმწიფო ინსპექტორის არჩევა და მის მიერ უფლებამოსილების ჯეროვნად შესრულება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება პარლამენტის მიერ ახალი სახელმწიფო ინსპექტორის არჩევა 2019 წლის 1 ივლისამდე. ამასთან, დასახელებულ ვადამდე სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას შეიძენს მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებებს განახორციელებს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად ცვლილება შედის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლში, რომელიც ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი-27-ე მუხლებისა, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ და „ზ“-„კ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი, მე-4-მე-17 მუხლები, მე-18 მუხლის პირველი-მე-4 და მე-6მე-8 პუნქტები და 27-ე მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 მაისიდან. 3. ამ კანონის მე-19-26-ე მუხლები, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 29-ე მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. მიერ საერთაშორისო გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი