„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 2 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-22
ბიუროს ნომერი 253
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
ცვლილება და 772-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31
დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14
იანვრის 23:00 საათამდე) და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის
აღდგენის აქტის მიღების დღეზე (9 აპრილი).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების
შესახებ
შეტანის
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს ორგანული კანონის
„საქართველოს შრომის კოდექსი“ პროექტის შემუშავებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს შრომის კოდექსის პროექტმა, რომელიც ითვალისწინებს 26 მაისის - როგორც
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ამოღებას ორგანული კანონიდან, გამოიწვია შესაბამისი
ცვლილების
განხორციელების
აუცილებლობა
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
შრომის კოდექსიდან 26 მაისის თარიღის ამოღება განაპირობებს ამავე თარიღის ამოღებას
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდანაც.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 772-ე მუხლის
შენიშვნის მე-3 ნაწილის ტექსტიდან
დამოუკიდებლობის დღეზე (26 მაისი)”.
ამოღებულ
იქნება სიტყვები
„და
საქართველოს
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ ასებობს (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის ამოქმედებას მიღებიდან შეძლებისდაგვარად მცირე
დროში - გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
რადგან კანონპროექტი ინიცირებულია მ/წლის 15 აპრილს, ხოლო 26 მაისი ახლოვდება 5 კვირის
ვადაში, მიზანშეწონილია, რომ საქართველოს მოსახლეობა დროულად იყოს ინფორმირებული
დასვენების დღის გაუქმების შესახებ, ხოლო 26 მაისი მიმდინარე წლიდან აღარ ითვლებოდეს
უქმე დღედ და დარჩეს საქართველოს ისტორიული მეხსიერების კუთვნილებად სხვა არაერთ
მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღთან ერთად. შესაბამისად, აუცილებელია 26 მაისის ჩანაწერი
ამოღებულ იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდანაც.
მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტი, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით
მ/წლის 26 მაისამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა.) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის
საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტი მისი ამოქმედების შემდგომ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან ფიზიკური/იურიდიული პირები
26 მაისის დღეს ვეღარ მოექცევიან კანონში არსებული საგამონაკლისო რეგულაციის სფეროში და
მათზე გავრცელდება კოდექსის ამავე მუხლის ზოგადი ნორმა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
ასეთი არ არსებობს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ან მის სისტემაში არსებული
უწყებისთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულად
შენატანს).
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართვეელოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშრთა დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს (კანონპროექტი არ გამომდინარეობის ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი
აქტიდან).
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროქტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი შეფასება არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე.