საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა 1248 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონთან დაკავშირებული პეტიციის (N1-5251/19; 19.03.2019) განხილვის ვადის 2 თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-22
ბიუროს ნომერი 253
📜 ტექსტი
წერილი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-7270/19
19-04-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
დასკვნა
1248 მოქალაქის მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე „დაცული ტეროტორიების
სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს
კანონთან დაკავშირებით (№1-5251/19; 19.03.2019)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2019 წლის 15 აპრილს
კომიტეტის სხდომაზე განიხილა 1248 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიცია,
რომელიც ეხება „დაცული ტეროტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში
2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (№07-2/259; 04.10.2018)
მოქმედების შეჩერებას. ამასთანავე, 17 აპრილს ყაზბეგის მოსახლეობასა და
პარლამენტის წევრებს შორის შედგა
შეხვედრა სადაც განიხილეს პეტიციაში
დასმული საკითხი.
შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ პეტიციით გათვალისწინებული საკითხი
მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას და
დამატებით კონსულტაციებს საქართველოს მთავრობასა და დარგის ექსერტებთან.
გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-9
პუნქტის შესაბამისად პეტიციის განხილვის ვადა გააგრძელოთ 2 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge