საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/324; 27.03.2019) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის ორი კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-7322/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-22
ბიუროს ნომერი 253

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-7322/19 22-04-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტები: „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/324/9 | 27-03-2019). კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ხოლო სავალდებულო - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადად განსაზღვრულია წამყვანი კომიტეტისთვის 2019 წლის 6 მაისი, ხოლო სავალდებულოსთვის 22 აპრილი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით (წერილი N2-7314/19 | 22-04-2019), რათა კონსულტაციების გასამართად და პოზიციების შესაჯერებლად კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 2 კვირით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-7314/19 22-04-2019 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტები „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/324/9 | 27-03-2019). კანონპროექტზე სავალდებულო კომიტეტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. სავალდებულო წესით კომიტეტისთვის განხილვის ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 22 აპრილი. გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი საჭიროებს დროს დამატებითი კონსულტაციების გასამართად და პოზიციების შესაჯერებლად, მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველეყოთ კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელება ორი კვირით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge