„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-30
ბიუროს ნომერი 254
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონში
(მიღებულია 2015 წლის 16 ივლისი N 4036 – რს) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები
1. შეიცვალოს მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,, 1. ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად
ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის
ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა
კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა,
კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა) გათვალისწინებით,
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის
დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში,
ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი
დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით
მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.
2. შეიცვალო მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
შინაარსით:
,, ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში ან მაღალმთიან
დასახლებაში რეგისტრაციიდან ორი თვის შემდეგ.“
3. შეიცვალო მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
შინაარსით:
,, გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე
მეტი
ვადით
ფაქტობრივად
ცხოვრობს
მაღალმთიან
დასახლებაში
ან
რეგისტრაციიდან ორი თვის შემდეგ ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან
დასახლებაში ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის მიღწევამდე.
4.
შეიცვალოს მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით.
,,7. ფიზიკური პირი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის
სტატუსს ინარჩუნებს, თუ მან მაღალმთიანი დასახლება მკურნალობის, უმაღლესი ან
პროფესიული განათლების მიღების, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის
მიზნით, გარკვეული ვადით დატოვა ან თუ საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
5.
შეიცვალოს მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით.
,,8. ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის
სტატუსი უჩერდება, თუ სასამართლომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა
შეუფარდა;“
6. შეიცვალოს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით.
ა)
საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად
მცხოვრები პირისათვის, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას,
სოციალური დახმარების სახით, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის
ოდენობის გათვალისწინებით, ყოველთვიური დანამატის – სახელმწიფო პენსიის
არანაკლებ 40 პროცენტის – მიცემას. აღნიშნული დანამატის გაცემის წესი და
პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პაკეტის მიმღებ
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებს მიეცემათ ყოველთვიური
დანამატი მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 20 პროცენტის
ოდენობით;
7. შეიცვალოს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით.
ე) ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე
ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში
მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული წესით 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების –
არანაკლებ 200 ლარის – მიცემას, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი
ბავშვისათვის – 4 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების –
არანაკლებ 300 ლარის – მიცემას;
8. შეიცვალოს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით.
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
მასწავლებლისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის – საჯარო
სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 100 პროცენტის
– მიცემას; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მასწავლებლისათვის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის – შრომის ანაზღაურების არანაკლებ
100 პროცენტის – მიცემას. მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში
დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და სპორტის
განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და
ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო პროგრამას;
9. შეიცვალოს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით.
თ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
განსაზღვრული შესაბამისი პროგრამის მონაწილე მასწავლებლისათვის, რომელიც
პროგრამის
ფარგლებში
მაღალმთიან
დასახლებაში
მდებარე
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაშია
დასაქმებული,
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ან პროგრამის განმახორციელებელი
ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესისა და
პირობების შესაბამისად დანამატის – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 100
პროცენტის – მიცემას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი არ მიეცემა
პირს, რომელიც ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური
შეღავათით სარგებლობს.
10. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი
,, ი) შ.შ.მ. პირების ერთ-ერთ მშობელს ან მეურვეს (მომვლელს) ენიშნება
ფულადი დახმარება სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის მიღებამ
მრავალი დადებითი პროცესი გამოიწვია, თუმცა გამოჩნდა გარკვეული ხარვეზები,
რომლებიც აფერხებენ კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევას. ხარვეზების
გამოსწორების
მიზნით
განხორციელებული
უნდა
იქნას
წარმოდგენილი
ცვლილებები, რათა ამაღლდეს კანონის ეფექტური მოქმედება და მიღწეული იქნას
„მაღალმთიანი
რეგიონების
განვითარების
შესახებ
საქართველოს
კანონით“
გათვალისწინებული მიზნები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების
აუცილებლობა:
აუცილებელია
კანონშივე
არსებობდეს
ის
მექანიზმი,
რომელიც
უზრუნველყოფს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის“
მოქმედებისას
წამოჩენილი ხარვეზების გამოსწოებას. ზოგიერთ რეგიონში
მიგრაციული პროცესების გაუმჯობესების გამო,
დაფიქსირდა
მაღალმთიანი
დასახლების სტატუსის მოხსნის შემთხვევა. ფაქტობრივად სტატუსის მოხსნა
გამოიწვია კანონში არსებულმა ჩანაწერმა, რომლის შეცვლაც აუცილებელია
წარმოდგენილი ცვლილებებით.
ასევე დასახვეწია მაღალმთან რეგიონში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების
პროცედურები, ვინაიდან რეგისტრაციიდან სტატუსის მინიჭებამდე 9 თვიანი
პერიოდი ძალიან დიდია, რაც აუცილებლად უნდა შემცირდეს.
შესაცვლელია სტუდენტებისა მიმართ მიდგომები, მათ მიმართ სტატუსის
მინიჭებისა და მოხსნის საკითხზე. ასევე, გასაუმჯობესებელია პედაგოგების, შშმ
პირების მშობელთა და მეურვეთა, ასევე სხვათა ანაზღაურებისა და მათზე
შეღავათების დაწესების პირობები. რომელთა მიღება აუცილებელია „მაღალმთიანი
რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით“ დასახული მიზნების მისაღწევად
, რათა შეჩერდეს მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციის პროცესი და გაუმჯობესდეს ასეთ
დასახლებებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობა, ამაღლდეს მათი ცხოვრების დონე, ხელი
შეეწყოს დასაქმებას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების
შესახებ საქართველოს კანონით“
დასახული მიზნების მიღწევას, გააუმჯობესებს
მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიურ
მდგომარეობას და უკვე მიგრირებული ოჯახების უკან დაბრუნებისათვის სტიმულის
მიცემას. მისცემს მათ საშუალებას მაღალმთიან რეგიაონშივე მიაღწიონს საქართველოს
კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების რეალიზაციას და არ სჭიდებოდეთ
სახელმწიფოს მიერ დადგენილი სიკეთეების მიღების მიზნით ქალაქებში მიგრაცია და
ადვილზევე ხდებოდეს მათი შესაძლებლობების რეალიზაცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. ცვლილება შედის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და მუხლიდან ამოდის ტექსტი
„გამწვავებული მიგრაციული პოცესები“
2. იცვლება და ახლებურად ყალიბდება მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის
„ბ)“ და ,,გ)“
ქვეპუნქტები, რომლითაც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირისათვის სტატუსის
მინიჭება შესაძლებელი ხდება მისი რეგისტრაციიდან ორი თვის შემდეგ.
3. ცვლილება შედის
მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ტექსტში, რომლითაც
გამონაკლისის წესით მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრები პირის სტატუსი არ
უჩერდება უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების მიზნით
მიგრირებულ სტუდენტებს.
4. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნას კანონიდან,
რომლითაც სტუდენტებს უჩერდებათ სწავლის გამო მაღალმთიან რეგიონში
მცხოვრები პირის სტატუსი.
5. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს ემატება „ი“ ქვეპუნქტი, რომლითაც შ.შ.მ პირების ერთერთ მშობელს ან მეურვეს (მომვლელს) ენიშნება ფულადი დახმარება
სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით.
6. ცვლილება შედის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, რომლითაც
იზრდება საპენსიო დანამატი და მაღალმთანი რეგიონის სტატუსის მქონე
პენსიონერს პენსიაზე დანამატის სახით ემატება პენსიის 20 %-ის ნაცვლად 40%
დანამატი.
7. ცვლილება შედის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, რომელიც
გულისმობს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული პირველი ბავშვისა
და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან
დასახლებაში
მუდმივად
მცხოვრები
პირი,
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრული წესით 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური
ფულადი დახმარების – არანაკლებ 200 ლარის – მიცემას ნაცვლად 100 ლარისა,
ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 4 წლის
განმავლობაში ნაცვლად 2 წლისა, ყოველთვიური ფულადი დახმარების –
არანაკლებ 300 ლარის – მიცემას ნაცვლად 200 ლარისა;
8. ცვლილება შედის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლიც
გულისმობს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე,
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების მასწავლებლისათვის, საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო
თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 100 პროცენტის მიცემას ნაცვლად 35%-ისა;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მასწავლებლისათვის
შრომის ანაზღაურების არანაკლებ 100 პროცენტის მიცემას ნაცვლად 35%-ისა.
9. ცვლილება შედის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში, რომლიც
გულისმობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული
ორგანოს
მიერ
განსაზღვრული
შესაბამისი
პროგრამის
მონაწილე
მასწავლებლისათვის შრომის ანაზღაურების არანაკლებ 100 პროცენტის
დანამატის მიცემას ნაცვლად 50%-ისა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რამდენადაც ამ კანონპროექტის ძალაში შესვლა გამოიწვევს საბიუჯეტო
ცვლილებებს მიზანშეწონილია კანონპროექტი ამოქმედდეს მომდევნო საბიუჯეტო
წლიდან ანუ 2020 წლის 1 იანვრიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ)
კანონპროექტისფინანსურიგავლენისშეფასებასაშუალოვადიანპერიოდში
(კანონპროექტისამოქმედებისწელიდაშემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტისმიღებასთანდაკავშირებითაუცილებელიხარჯებისდაფინანსებისწყარო;
კანონპროექტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი.
რამდენადაც კანონპროექტით ამოქმედების ვადად მითითებულია 2020 წლის 1
იანვარი, კანონპროექტს ფინანსური გავლენა ექნება საშუალოვადიან პერიოდში.
ბ.ბ)
კანონპროექტისგავლენასახელმწიფოან/დამუნიციპალიტეტისბიუჯეტისსაშემოსავლონაწილზე
;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტისგავლენასახელმწიფოან/დამუნიციპალიტეტისბიუჯეტისხარჯვითნაწილზე;
საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მაღალმთიან
რეგიონებში მცხოვრები და დასაქმებული პირები, რომლებსაც ეხება წარმოდგენილი
ცვლილებები შეადგენს;
1. პენსიონერი - 69 803
2. პედაგოგი - 11 395
3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ განსაზღვრული შესაბამისი პროგრამის მონაწილე მასწავლებლებელი
- 50 (დაუზუსტებელი მონაცემებით).
4.
სპორტის მასწ. - 295
5. შშმ პირები - 11150 (დაუზუსტებელი მონაცემებით)
6. ერთი ან 2 შვილიანი ოჯახების რაოდენობა - 2768 (დაუზუსტებელი
მონაცემებით)
სამი ან მეტ შვილიანი ოჯახების რაოდენობა - 2123 (დაუზუსტებელი
მონაცემებით)
სსიპ სოციალური მომსახურებისა სააგენტოს ინფორმაციით მაღალმთიან
დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი
(შშმ სტატუსის გამო
სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა), რომლებსაც ეხება წარმოდგენილი
ცვლილებები აქვს 11150 შშმ პირს.
მოყვანილი სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდგინარე კანონპროექტის გავლენა
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
1. ერთი პენსიონერი დღეს არსებული მდგომარეობით იღებს 200 ლარიან პენსიას
და 40 ლარიან დანამატს - სულ 240 ლარს, ხოლო კანონპროექტის ამოქმედების
შემთხვევაში 200 ლარიან პენსიასთან ერთად მიიღებს 80 ლარიან დანამატს სულ 280 ლარს. ე.ი. 40 ლარით მეტს.
პენსიონერები - 69803 * 40 = 5584240 ლარი ნაცვლად 2 792 120 ლარისა თვეში.
კანონპროექტით ბიუჯეტის ხარჯები იზრდება 2792120 ლარით თვეში, ხოლო
წელიწადში 33 505 440 ლარით.
2. პედაგოგის საბაზო თანდებობრივი სარგო სრული დატვირთვის შემთხვევაში
შეადგენს 405 ლარს. დღეის მდგომარეობით აღნიშნული კანონის თანახმად
მასწავლებელს დანამატი ეძლევა საბაზო თანამდებობრივი სარგოს 35%
ფარგლებში (სრული დატვირთვის შემთხვევაში შეადგენს 142 ლარს).
კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში დანამატი განისაზღვრება
ხელფასის 100 % ანუ თვეში საშუალოდ 405 ლარის რაოდენობით.
კანონპროექტით პედაგოგების დანამატი იზდება 65%-ით, 263 ლარით, რაც
ჯამში შეადგენს 263*11395=2 996 885 ლარს თვეში, ხოლო 35 962 620 ლარს
წელიწადში.
3. მასწავლებლის საბაზო თანდებობორვი სარგო სრული დატვირთვის
შემთხვევაში შეადგენს 405 ლარს. დღეის მდგომარეობით აღნიშნული კანონის
თანახმად მასწავლებელს დანამატი ეძლევა საბაზო თანამდებობრივი სარგოს
50% ფარგლებში (სრული დატვირთვის შემთხვევაში შეადგენს 202 ლარს).
კანონპროექტით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული
ორგანოს
მიერ
განსაზღვრული
შესაბამისი
პროგრამის
მონაწილე
მასწავლებლებლების დანამატი იზრდება 50%, განისაზღვრება ხელფასის 100
%-ით ანუ თვეში საშუალოდ 405 ლარის რაოდენობით. იზრდება 203 ლარით.
რაც ჯამში შეადგენს 203*50=10 150 ლარს თვეში, ხოლო 121 800 ლარს
წელიწადში.
4. სპორტის მასწავლებლებისთვის
საბაზო თანდებობრივი სარგო სრული
დატვირთვის შემთხვევაში შეადგენს 405 ლარს. დღეის მდგომარეობით
აღნიშნული კანონის თანახმად მასწავლებელს დანამატი ეძლევა საბაზო
თანამდებობრივი სარგოს 35% ფარგლებში (სრული დატვირთვის შემთხვევაში
შეადგენს 142 ლარს). კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში დანამატი
განისაზღვრება ხელფასის 100%-ით ანუ თვეში საშუალოდ 405 ლარის
რაოდენობით.
კანონპროექტით სპორტის მასწავლებლებისთვის დანამატი იზდება 65%-ით,
263 ლარით და ბიუჯეტის ხარჯები თვეში 203*295 = 59 885 ლარით იზრდება,
ხოლო წელიწადში 718 620 ლარით.
5. შ.შ.მ პირების რაოდენობა დაუზუსტებელი ინფორმაციით მაღალმთიანი
სტატუსის მქონე დასახლებებში შეადგენს 11 150-ს. შესაბამისად ერთ-ერთ
მშობელის ან მეურვის (მომვლელის) დახმარება - ყოველთვიურად განისაზღვრება
400 ლარის ოდენობით.
სულ თვეში 4 460 000 ლარი. წლის განმავლობაში 53 520 000 ლარი.
ცვლილებების მიხედვით ხარჯი იზრდება წელიწადში 53 520 000 ლარით.
8. ერთი ან 2 შვილიანი ოჯახების დახმარების ოდენობა ნაცვლად 100 ლარისა
თვეში განისაზღვრება 200 ლარით.
- 2768 (დაუზუსტებელი მონაცემებით) X 200 ლარზე = 553 600 ლარი თვეში
ნაცვლად 276 800 ლარისა თვეში.
სამი ან მეტი შვილიანი ოჯახების დახმარების ოდენობა ნაცვლად 200 ლარისა
თვეში განისაზღვრება 300 ლარით.
2123 ოჯახი (დაუზუსტებელი მონაცემებით) X 300 ლარზე = 636 900 ლარი თვეში
ნაცვლად 424 600 ლარისა თვეში.
კანონპროექტის შესაბამისად საბიუჯეტო ხარჯები იზრდება თვეში 489 100
ლარით, ხოლო წელიწადში 5 869 200 ლარით.
სულ ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ყოველწლიურად
მომდევნო 3 წლის განმავლობაში გაიზრდება დაახლოებით 129 697 680 მლნ.
ლარით.
ბ.დ)
სახელმწიფოსახალიფინანსურივალდებულებები,
კანონპროექტისგავლენითსახელმწიფოსანმისსისტემაშიარსებულიუწყებისმიერმისაღებიპირდ
აპირიფინანსურივალდებულებების (საშინაოანსაგარეოვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის
ვალდებულებებს.
მიღება
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე)
კანონპროექტისმოსალოდნელიფინანსურიშედეგებიიმპირთათვის,
რომელთამიმართაცვრცელდებაკანონპროექტისმოქმედება,
იმფიზიკურდაიურიდიულპირებზეგავლენისბუნებისადამიმართულებისმითითებით,
რომლებზედაცმოსალოდნელიაკანონპროექტითგანსაზღვრულქმედებებსჰქონდესპირდაპირიგ
ავლენა;
კანონპროექტი გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ შედეგებზე,
რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ:
1. პენსიონერები პენსიაზე დანამატის სახით მიიღებენ 40 ლარის ნაცვლად 80
ლარს ;
2. პედაგოგების და სპორტის მასწავლებლების დანამატი გაიზრდება
ხელფასის 65% ოდენობით საშუალოდ თვეში 263 ლარით.
3. დახმარება მიეცემათ შშმ პირების მშობლებს ან მეურვეს (მომვლელებს) 400
ლარის ოდენობით.
4. გამარტივებული წესით მოხდება მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირის
სტატუსის მინიჭება და სახელმწიფოს მიერ დაწესებული შესაბამისი
შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა.
5. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების სტატუსის მქონე პირი უმაღლესი
განათლების მიღების სურვილის შემთხვევაშ არ დაკარგავს მინიჭებულ
სტატუსს და ისარგებლებს ყველა იმ შეღავათით რაც დაწესებულია
მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირისთვის.
6. გაიზრდება დახმარება იმ ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი
შვილები ერი ან ორსულიანი ოჯახებისთვის 100 ლარის ნაცვლად 200 ლარი.
სამი და მეტ ბავშვზე 200 ლარის ნაცვლად 300 ლარით.
7. გაიზრდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ განსაზღვრული შესაბამისი პროგრამის მონაწილე
მასწავლებლებელის დანამატი - ხელფასის 50% ოდენობით საშუალოდ
თვეში 203 ლარით.
ბ.ვ) კანონპროექტითდადგენილიგადასახადის, მოსაკრებლისანსხვასახისგადასახდელის
(ფულადიშენატანის) ოდენობაშესაბამისბიუჯეტშიდაოდენობისგანსაზღვრისპრინციპი;
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა სახის
გადასახდელები.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტი არ გამომდინარეობს ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი
აქტიდან.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი ორგანიზაცია, დაწესებულება და ექსპერტი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი შეფასება არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება
კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
კანონპროექტს არ უდევს საფუძვლად მისი მსგავსი კანონების სხვა ქვეყნების
მიერ იმპლემენტაციის გამოცდილება. კანონპროექტის მომზადებისას არ იქნა
მაგალითად გამოყენებული აღნიშნული გამოცდილება.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ემზარ კვიციანი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ემზარ კვიციანი