„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-30
ბიუროს ნომერი 254
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005,
მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს
თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და
საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე პირებს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური
სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის
საგამოძიებო
დანაყოფის
თანამდებობებიდან
განთავისუფლებულ
სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან −
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის
უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო
დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული
უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე პირებს;“.
2. მე-8 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. კომპენსაციის გაანგარიშება“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„21. ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს თავდაცვის
სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას
აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით
ნამსახურობისა, შედის სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო და სახელმწიფო
სპეციალური წოდებით, აგრეთვე პროკურატურის ორგანოებში და
მოსამართლედ
მუშაობის პერიოდი.”.
3. 372 მუხლის შემდეგ დაემატოს 373 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 373. საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე პირების მიერ კომპენსაციის მიღების სამართლებრივი
რეგულირება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
პირებს ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობათ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 2020 წლის 1 იანვრიდან დათხოვნის შემდეგ.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების
მქონე პირთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის იმავე გარანტიებს, რაც არის
დადგენილი სხვა სახელმწიფო უწყებების სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის.
კერძოდ, სხვა სახელმწიფო უწყებების სპეციალური წოდების მქონე პირებს (მაგალითად შსს-ს, სუს-ის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეებს)
სპეციალური წოდებით ნამსახური წლები ეთვლებათ სახელმწიფო კომპენსაციისთვის
დასანიშნ წლებში და 20 და მეტი წოდებით ნამსახური წლების დაგროვების შემთხვევაში
მათ კანონით დადგენილი წესით წარმოეშვებათ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის
უფლება. უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური უფლებით არ სარგებლობენ საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირები (სამხედრო პოლიციის
დეპარტამენტის და გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები), რომლებიც სხვა
სპეციალური წოდების მქონე პირთა მსგავსად ახორციელებენ (მხოლოდ თავდაცვის
სფეროში) - სამართალდაცვით, მათ შორის - ობიექტების უსაფრთხოების და დაცვაგაცილების, გამოძიების, ფარული საგამოძიებო მოქმედებების, ოპერატიულ-სამძებრო
ან/და შიდა კონტროლის ფუნქციებს. შესაბამისად, აუცილებელია თავდაცვის სამინისტროს
სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის
ანალოგიური პირობების დადგენა, რაც უზრუნველყოფს არსებითად თანასწორი სტატუსის
მქონე პირების თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას და გაზრდის მათ მოტივაციას.
კანონპროექტის მიზანია, დარეგულირდეს იმ პირთა სახელმწიფო კომპენსაციით
უზრუნველყოფის საკითხი, რომლებიც მსახურობენ საქართველოს თავდაცვის
სამინისტროში სპეციალური წოდებით და აღმოფხვრას აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით არსებული არათანაბარი მიდგომა, რომელიც არსებობს სხვა სახელმწიფო
უწყებების სპეციალური წოდების მქონე პირებთან. კანონის მიღება ხელს შეუწყობს
აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირების
მოტივაციის ამაღლებას და მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღება აუცილებელია იმისათვის, რათა განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის
სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების სპეციალური წოდების მქონე პირების მიმართ
სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თანაბარი პირობები. ზემოაღნიშნული გარემოებების
გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე
პირთათვის შესაძლებელი გახდება დამატებითი სოციალური გარანტიების შემოღება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება გაზრდის მოტივაციას და გააუმჯობესებს იმ პირთა სოციალურ
მდგომარეობას,
რომლებიც
მსახურობდნენ
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროში
სპეციალური წოდებით და აკმაყოფილებენ სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად დადგენილ
კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში
ჩამოთვლილ პირებს ემატება საქართვლოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური
წოდების
მქონე
პირები,
რომელთაც
დადგენილი
წესით
მიეცემათ
სახელმწიფო
კომპენსაციის დანიშვნის უფლებამოსილება. პროექტი ასევე ითვალისწინებს რედაქციულ
შესწორებებს. კერძოდ, განზოგადდა მე-8 მუხლის სათაური ვინაიდან კანონმდებლობა
ისედაც ითვალისწინებს იმ უწყებებს, რომლებზედაც ვრცელდება კანონის მოქმედება.
კანონის მე-8 მუხლს ემატება 21 პუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს
თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
პირებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება მიეცემათ იმ შემთხვევაში, თუ მათ
ექნებათ ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს
თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, შედის
სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებით, აგრეთვე პროკურატურის ორგანოებში
და მოსამართლედ მუშაობის პერიოდი.
ცვლილება ძირთადად გავრცელდება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო
პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური
წოდების მქონე მოსამსახურეებზე. სამინისტროში სპეციალური წოდებრივი სისტემის
არსებობა განპირობებულია სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც მოიცავს
სამართალდაცვით, მათ შორის - ობიექტების დაცვა-გაცილების და უსაფრთხოების,
გამოძიების, ფარული საგამოძიებო მოქმედებების,
ოპერატიულ-სამძებრო ან/და შიდა
კონტროლის ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნული ფუნქციების დიდ ნაწილს
ასრულებენ სწორედ სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებსაც სამუშაო
გამოცდილება და მაღალი დონის კვალიფიკაცია რიგ შემთხვევაში მიღებული აქვთ სხვა
სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის პერიოდში. ნიშანდობლივია, რომ სამხედრო და
სპეციალური წოდებების სისტემა წარმოადგენს ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე
პასუხისმგებელი
ორგანოების
შიდაორგანიზაციული
მოწყობის
მნიშვნელოვან
კომპონენტს.
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროში
აღნიშნული
კომპონენტები
დაბალანსებული სახით არის წარმოდგენილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში
სპეციალური
წოდებების
სისტემის
არსებობა
იძლევა
მაღალკვალიფიციური
სპეციალისტების მოზიდვის, გამოცდილების გაზიარების და ადამიანური რესურსების
მობილობის კარგ შესაძლებლობას. სხვა უწყებიდან თავდაცვის სამინისტროში გადმოსულ
(დანიშნულ) პირებს, მათივე მოტივაციის გაზრდისათვის ენიჭებათ იგივე სპეციალური
წოდება, რაც მათ ჰქონდათ სხვა ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში. აღნიშნულ პირებს
სამხედრო წოდებები ვერ მიენიჭებათ იმ გარემოების გამო, რომ მათ არ გააჩნიათ სათანადო
სამხედრო განათლება და სამხედრო კარიერის შესაბამისი სამხედრო წოდება. გარდა ამისა,
ზემოთ დასახელებული ფუნქციები (მაგალითად - ოპერატიულ-სამძებრო, ფარული
საგამოძიებო, საგამოძიებო და პატრულირების ფუნქციები) შინაარსობრივად უფრო
ნაკლებად მიეკუთვნება სამხედრო საკარიერო გვარეობებს (მაგალითად - ქვეითი, სატანკო,
არტილერია,
ავიაცია
და
ა.შ.)
და
დამახასიათებელია
უფრო
უსაფრთხოების
სისტემებისთვის, რომელთა ორგანიზაციული მოწყობა ეფუძნება სპეციალური წოდებების
იერარქიულ სისტემას.
ამდენად, სწორედ დასახელებული გარემოებების გამო აუცილებელია თავდაცვის
სამინისტროში სამხედრო და სპეციალური წოდებების
დაბალანსებული სისტემის
არსებობა და სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირთა სოციალური დაცვის
პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან ამ პროექტით
გათვალისწინებული აუცილებელი ხარჯები გათვალისწინებული იქნება საქართველოს 2020
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს მის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
პროექტის მიღების შემთხვევაში მისი დაფინანსების წყარო იქნება საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
იქონიებს
გავლენას
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
სახელმწიფო
ან/და
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას მიმდინარე წლის სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე,
ვინაიდან
პროექტით
გათვალისწინებული აუცილებელი ხარჯები გათვალისწინებული იქნება 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისას.
2019 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 20 წელი ან/და
20 წელზე მეტი ნამსახური პერიოდი უსრულდება სპეციალური წოდების მქონე შემდეგი
რაოდენობის მოსამსახურეებს:
- სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში - 73 მოსამსახურეს;
- სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში - 12 მოსამსახურეს.
აღნიშნული პირების სამსახურიდან ერთდროულად დათხოვნის და სახელმწიფო
კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში, 2020 წლის 1 იანვრიდან ზემოაღნიშნულ
კონტინგენტზე გასაცემი კომპენსაცია დაახლოებით იქნება თვეში - 27 200 ლარი.
2020 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 20 წელი ან/და
20 წელზე მეტი ნამსახური პერიოდი დამატებით შეუსრულდება სპეციალური წოდების
მქონე შემდეგი რაოდენობის მოსამსახურეებს:
- სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში - 12 მოსამსახურეს;
- სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში - 3 მოსამსახურეს.
ზემოაღნიშნულ კონტინგენტზე გასაცემი კომპენსაცია დაახლოებით იქნება თვეში 4 930 ლარი.
2021 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 20 წელი ან/და
20 წელზე მეტი ნამსახური პერიოდი დამატებით შეუსრულდება სპეციალური წოდების
მქონე შემდეგი რაოდენობის მოსამსახურეებს:
- სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში - 16 მოსამსახურეს;
- სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში - 1 მოსამსახურეს.
ზემოაღნიშნულ კონტინგენტზე გასაცემი კომპენსაცია დაახლოებით იქნება თვეში 5 695 ლარი.
2022-2023 წლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 20 წელი ან/და 20
წელზე მეტი წოდებით ნამსახური პერიოდი დამატებით შეუსრულდება საშუალოდ - 15
მოსამსახურეს, ხოლო სახელმწიფო კომპენსაციის სახით გასაცემი თანხა იქნება
დაახლოებით - 5 000 ლარი.
აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის
მიმღები ბენეფიციარები იქნებიან თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე
პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ (2020 წლის 1 იანვარი) დათხოვნილნი
იქნებიან თავდაცვის სამინისტროდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, კომპენსაციის მიღების უფლება
წარმოეშობათ 2020 წლის 1 იანვრიდან თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს. სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ
პირთა სავარაუდო რაოდენობის და კომპენსაციის სახით გასაცემი თანხების მიახლოებითი
ოდენობის შესახებ ინფორმაცია ასახულია განმარტებითი ბარათის „ბ.გ.“ ქვეპუნქტში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში,
იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
იქნა
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
გამოყენებული