„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-30
ბიუროს ნომერი 254
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 51)
შეტანილ იქნას ცვლილება და 49-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„5. ამ კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საქმიანობის განსახორციელებლად, 2024 წლის 1 იანვრამდე, დაშვებულია ადგილობრივი
მოსახლეობის გადაადგილება არაუმეტეს 30 ც.ძ.-ის, თხევად საწვავზე მომუშავე
შიგაწვისძრავიანი ნავით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: „კოლხეთის დაცული
ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-3
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული
გამოყენების ზონაში დაშვებულია ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებისა და
ბუნებრივი პროდუქტიულობის გათვალისწინებით ლიმიტირებული ძოვება, თიბვა,
თევზჭერა და საშეშე მერქნის დამზადება. აღნიშნულის შესაბამისად, მოსახლეობა,
კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში
სარგებლობს შეშით, თიბავს და ახორციელებს თევზჭერას პალიასტომის ტბაზე (შედის
კოლხეთის ეროვნული პარკის ფარგლებში). აღნიშნული საქმიანობისთვის მოსახლეობა
იყენებს თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიან ნავებს, ამასთან, სხვა ალტერნატიული
გზა, თივის და სათბობი შეშის ეროვნული პარკის ტერიტორიიდან გამოსატანად, გარდა ამ
ნავებისა, არ არსებობს. მოსახლეობისთის ასევე არ არსებობს სხვა ალტერნატიული სათიბი
ტერიტორიებიც.
კანონის გარდამავალი დებულებით (49-ე მუხლის მე-5 პუნქტი), ზემოაღნიშნული
საქმიანობისთვის კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში
არაუმეტეს 30 ც. ძ.-ის, თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით ადგილობრივი
მოსახლეობის გადაადგილება დაშვებული იყო 2019 წლის 1 იანვრამდე. გამომდინარე იქედან,
რომ ადგილობრივი მოსახლეობა, ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ
ეტაპზე, სხვა საშუალებით (მაგ: ელექტროძრავიანი ნავი) ვერ შეძლებს ტერიტორიიდან თივის
და საშეშე მერქნის გამოტანას, იმისთვის, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა, ეროვნული პარკის
ტერიტორიაზე,
აღნიშნული
საყოფაცხოვრებო
მიზნით,
კვლავ
გადაადგილდნენ
შიგაწვისძრავიანი ნავებით, საჭიროა კანონში ცვლილების შეტანა და ზემოთმითითებული
ვადის გადაწევა.
კანონი მიღების მიზანია გადაჭრილი იქნას ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემა
პალიასტომის ტბაზე არაუმეტეს 30 ც. ძ.-ის, თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი
ნავებით გადაადგილებისათვის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის თანახმად პალისტომის ტბაზე, ტრადიციული გამოყენების ზონაში
დაშვებულია მხოლოდ ელქტროძრავიანი ნავებით გადაადგილება. ადგილობრივი
მოსახლეობა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში სარგებლობს შეშით,
თიბავს და ახორციელებს თევზჭერას პალიასტომის ტბაზე (შედის კოლხეთის ეროვნული
პარკის ფარგლებში). აღნიშნული საქმიანობისთვის მოსახლეობა იყენებს თხევად საწვავზე
მომუშავე შიგაწვისძრავიან ნავებს, ამასთან, სხვა ალტერნატიული გზა, თივის და სათბობი
შეშის ეროვნული პარკის ტერიტორიიდან გამოსატანად, გარდა ამ ნავებისა, არ არსებობს.
მოსახლეობისთის ასევე არ არსებობს სხვა ალტერნატიული სათიბი ტერიტორიებიც.
შესაბამისად, აუცილებელია კანონში ცვლილება და ვადის გადაწევა 2024 წლამდე, რათა
ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლოს ისარგებლოს ბუნებრივი რესურსებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული
გამოყენების ზონაში, ძოვების, თიბვის, თევზჭერის და საშეშე მერქნის დამზადებისთვის,
ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არაუმეტეს 30 ც. ძ.-ის თხევად საწვავზე მომუშავე
შიგაწვისძრავიანი ნავით გადაადგილების უფლება გახანგძლივდება 5 წლით - 2024 წლის
პირველ იანვრამდე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“
საქართველოს კანონის 49-ე მუხლის (კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა
და ქობულეთის აღკვეთილის შექმნასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები) მე-5
პუნქტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, კოლხეთის ეროვნული პარკის
ტრადიციული გამოყენების ზონაში ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება, არაუმეტეს
30 ც. ძ.-ის, თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით, შესაძლებელი იქნება 2024
წლის 1 იანვრამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი სავარაუდოდ იქონიებს გარკვეულ გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან მისი მიღების შემთხვევაში კოლხეთის ეროვნული პარკის
ტრადიციული გამოყენების ზონაში არაუმეტეს 30 ც. ძ. თხევადსაწვავიანი ნავებით მოძრაობა
არ ჩაითვლება სამართალდარღვევად და შესაბამისად, აღნიშნული ნავებით მოსარგებლე
პირებს არ დაეკისრებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (მუხლი 89.
დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის
წესებისა და რეჟიმის დარღვევა) გათვალისწინებული ჯარიმა (60 ლარი). ამასთან, სახელმწიფო
ბიუჯეტის მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან,
შეუძლებელია სავარაუდო დამრღვევი პირების რაოდენობის პროგნოზირება, მითუმეტეს,
რომ 2019 წლის 1 იანვრიდან ამ დრომდე არ ყოფილა დაჯარიმების შემთხვევები.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ხარჯვით ნაწილზე:
ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკური და იურიდიული პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქონიებს გავლენას იმ პირებზე (ადგილობრივი მოსახლეობა),
რომლებიც კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში ახორციელებენ
პირუტყვის ძოვებას, თიბვას, თევზჭერას, საშეშე მერქნის დამზადებას. მათ მიეცემათ
შესაძლებლობა, ზემოაღნიშნული საქმიანობების გახორციელების პროცესში, კვლავ
ისარგებლონ თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით, შესაბამისად, არ
მოუწევთ დამატებითი ხარჯების გაღება თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი
ნავების
ნაცვლად
სხვა
ალტერნატიული
სატრანსპორტო
საშუალებების
(მაგ:
ელექტროძრავიანი ნავი) შესაძენად.
ასევე,
კანონპროექტის
მიღების
შედეგად,
თხევად
საწვავზე
მომუშავე
შიგაწვისძრავიანი ნავით მოძრაობა არ ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად,
შესაბამისად, პირები არ დაჯარიმდებიან ასეთი ნავებით სარგებლობისთვის და არ
დაკისრებათ ჯარიმა (60 ლარი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 89-ე მუხლით (დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა) გათვალისწინებული
დარღვევისთვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამისი ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.