„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-30
ბიუროს ნომერი 254
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1271 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1271. საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის
და ავტოსადგურის/ავტოსადგომის მუშაობის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული
(მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ
ორგანოსთან შეთანხმების გარეშე“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 ნაწილები:
„31. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი
პუნქტიდან არა უმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და
ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული, M2, M3,
N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან
მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების
დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
32. ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“.
2. 214-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის ორგანოები განიხილავენ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის
1271 მუხლის მე-3 ნაწილით, აგრეთვე ამავე მუხლის 31 და 32 ნაწილებით – თავიანთი
უფლებამოსილების ფარგლებში, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით
და 130-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა) (საავტომობილო ტრანსპორტსა და ელექტროტრანსპორტზე
ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის).“.
3. 219-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის
1537 , 1538 და 15310−15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და 194ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე
თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 825 მუხლით (პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებით, 1291,
157-ე, 17714, 1911 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეებს.“;
ბ) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ
კოდექსის 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებითა და 157-ე, 165-ე, 16510, 16511 და 195-ე მუხლებით,
– საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს;“.
4. 239-ე მუხლის:
ა) მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ამ კოდექსის 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის
ნაწილში), 912 მუხლით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1352 მუხლის
მე -2 ნაწილით და 153-ე, 1531, 1535, 1551−1553,1555 და 1556 მუხლებით, 1557 მუხლის პირველი და მე3 ნაწილებითა და 1559, 15510, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653, 1715, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე
მუხლებით, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში 1271 მუხლის 31 და 32 ნაწილებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“;
ბ) 28-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„28. ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-3 და მე-8
უფლებამოსილების ფარგლებში 127
1
მუხლის 3
1
და 3
2
ნაწილებით,
აგრეთვე
თავიანთი
ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის და ადმინისტრაციული
სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო
ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ცვლილების მომზადება განპირობებულია
იმ გარემოებით, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებით
დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების
წესი და პირობებით“ დადგენილია ავტოსადგურისა და ავტოსადგომის ვალდებულებები, მათ
შეუსრულებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კი დაწესებულია მხოლოდ
ავტოსადგურის შემთხვევაში. შესაბამისად, არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც
უზრუნველყოფს ავტოსადგომის ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას.
აღნიშნული საკითხის დარეგულირებისა და ვალდებულების შესრულების ბერკეტის
შემოღების მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლს ემატება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ახალი სახე „ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა“, შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელებით –
პირველად და განმეორებით ჩადენილი ქმედებებისათვის.
კანონპროექტის
შემუშავება
მიზნად
ისახავს
აღმოიფხვრას
ავტოსადგომების
ფუნქციონირებისათვის დადგენილი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების ეფექტური
მექანიზმის არარსებობა და აღნიშნული საკითხი დარეგულირდეს ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის შემოღებით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ახალი სახის
„ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის“
დამატებით).
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ავტოსადგომების ფუნქციონირების წესები/ვალდებულებები განსაზღვრულია მხოლოდ
კანონქვემდებარე აქტებით (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442
დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი ავტოსადგურის და ავტოსადგომის
ფუნქციონირების წესი და პირობებით“ და „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას
სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
მონაცემთა
ავტომატიზებულ
ბაზაში
ინფორმაციის
ასახვის
წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივი ბრძანებით“). მათი
შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და ჯარიმის დაკისრების
სამართლებრივი
საფუძვლის
შემოღების
მიზნით
საკანონმდებლო
ცვლილება
კი
უნდა
განხორციელდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ვინაიდან
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი წარმოადგენს განსაზღვრული (ერთგვაროვანი)
საზოგადოებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა სისტემატიზებულ
ნორმატიული აქტს და მასში განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სახეები და
შესაბამისი პასუხისმგებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, შემოღებულ იქნება საქართველოს სახმელეთო
სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არა უმეტეს 20 კმ-ის რადიუსში
არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის
ელექტრონულ სისტემაში ჩართული, M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო
საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებისათვის დადგენილი
ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ეფექტური ბერკეტი, რაც ხელს შეუწყობს საბაჟო
კონტროლის სრულყოფილად განხორციელებას. აღნიშნული გარკვეულწილად დაიცავს
გადამზიდავების (პირების, რომელთა ვალდებულებასაც წარმოადგენს საქართველოს სახმელეთო
სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთში განთავსებულ ავტოსადგომებში შესვლა) ინტერესებს და
უზრუნველყოფს ვალდებულებების შეუსრულებლობის/კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. 1271 მუხლის სათაურში მითითებული სამართალდარღვევების ჩამონათვალს ემატება
„ავტოსადგომის მუშაობის წესების დარღვევა“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შემდეგ – 31 და 32
ნაწილები, რომლითაც დადგინდება პასუხისმგებლობა „საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო
საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არა უმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ
ტერიტორიაზე
განთავსებული
და
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
რიგების
მართვის
ელექტრონულ სისტემაში ჩართული, M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო
საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევისათვის“ – ქმედების პირველად
ჩადენის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენის
შემთხვევაში – 1 000 ლარის ოდენობით.
2. 214-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ, საავტომობილო ტრანსპორტის
ორგანოების განხილვად საქმეებს ემატება 1271 მუხლის 31 და 32 ნაწილებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების კომპეტენციის ფარგლებში განხილვის
უფლებამოსილება.
3. 219-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შესაბამისი ორგანოების განხილვად საქმეებს ემატება 1271 მუხლის 31 და 32 ნაწილებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეების
კომპეტენციის
ფარგლებში განხილვის უფლებამოსილება.
4. 239-ე
მუხლის მე-19
ნაწილით
გათვალისწინებული იმ სამართალდარღვევების
ჩამონათვალს, რაზეც ოქმის შედგენის უფლება აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილ პირებს, ემატება 1271 მუხლის 31 და 32
ნაწილებით
განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები. ამასთან, ხორციელდება ტექნიკური
ხასიათის ცვლილება - პუნქტიდან ხდება 664 მუხლზე მითითების ამოღება.
5.
239-ე
მუხლის
28-ე
ნაწილით
გათვალისწინებული
იმ
სამართალდარღვევების
ჩამონათვალს, რაზეც ოქმის შედგენის უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირებს, ემატება 1271 მუხლის 31 და
32 ნაწილებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება, ვინაიდან
საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არა
უმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო
საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის
ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის
ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არარსებობა
აფერხებს საბაჟო კონტროლის სრულყოფილად განხორციელებას და საკანონმდებლო დონეზე არ
იცავს გადამზიდავების (პირების, რომელთა ვალდებულებასაც წარმოადგენს საქართველოს
სახმელეთო
სახელმწიფო
საზღვრის
მონაკვეთში
განთავსებულ
ავტოსადგომებში
შესვლა)
ინტერესებს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტი მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
რამდენადაც განისაზღვრება ახალი სამართალდარღვევა და შესაბამისი სანქცია. კერძოდ, ქმედების
პირველად ჩადენის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით
ჩადენის შემთხვევაში – 1 000 ლარის ოდენობით. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე აღნიშნული გავლენის წინასწარი განსაზღვრა შეუძლებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ჯარიმის დაკისრების შემოღებით ფინანსურ შედეგს ითვალისწინებს იმ
პირთათვის,
რომლებიც
კანონმდებლობით
დაარღვევენ
დადგენილ
წესებს.
ავტოსადგომის
ქმედების
მუშაობისათვის
პირველად
ჩადენის
საქართველოს
შემთხვევაში
პირი
დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 1 000 ლარის
ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადისა და მოსაკრებლის დადგენას, მაგრამ
ითვალისწინებს სხვა სახის გადასახდელის (ჯარიმა) დადგენას. ქმედების პირველად ჩადენის
შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში
– 1 000 ლარის ოდენობით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
არსებობის
შემთხვევაში,
ევროკავშირის
ის
სამართლებრივი
აქტი,
რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.