საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-7589/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-30
ბიუროს ნომერი 254

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-7589/19 24-04-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2019 წლის 24 აპრილს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობის, აგრეთვე ფრაქციათა და იმ პარლამენტის წევრთა, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 14 წევრის შემადგენლობით, ხოლო ფრაქციათა და იმ პარლამენტის წევრთა, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვროს შემდეგნაირად: თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge 1. ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 წევრი; 2. ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ - 1 წევრი; 3. ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ - 1 წევრი; 4. ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ - 1 წევრი; 5. ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეები“ - 1 წევრი; 6. ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ – 1 წევრი; 7. ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ - 1 წევრი; 8. ფრაქცია „ევროპული საქართველო“ - 1 წევრი; 9. ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 1 წევრი; 10. ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონები“ - 1 წევრი; 11. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ – 1 წევრი; 12. ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ დემოკრატები“- 1 წევრი; 13. პარლამენტის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში - 2 წევრი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი