საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინფორმაცია მიმდინარე წლის 23 აპრილს კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებთან დაკავშირებული თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-30
ბიუროს ნომერი 254
📜 ტექსტი
წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-7554/19
23-04-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მიმდინარე წლის 23 აპრილს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის
სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-2 პუნქტით
დადგენილი
წესით
კომიტეტის
მიერ
მიღებული
იქნა
გადაწყვეტილება
დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებთან დაკავშირებული
თემატური
მოკვლევის დაწყების შესახებ. დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე
მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფში დანიშნული არიან თავდაცვისა და
უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია და
კომიტეტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი სესიაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-11238/19
14-06-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მიმდინარე წლის 23 აპრილს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის
სხდომაზე კომიტეტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დეზინფორმაციის და
პროპაგანდის
საკითხებზე
თემატური
მოკვლევის
დაწყებისა
და
თემატური
მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე, რომლის შესახებაც ეცნობა საქართველოს
პარლამენტის ბიუროს. (30 აპრილი ბიურო N254)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაიწყო
დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხზე ევროპის ქვეყნების გამოცდილების
შესასწავლად თემატური მოკვლევა და ამ მიზნით კომიტეტის მიერ დანიშნულია
თემატური მოკვლევის ჯგუფი (2019 წლის 10 ივნისის ბიურო).
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მეოთხე პუნქტის
შესაბამისად, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება თემატურ მოკვლევაში მონაწილე
პარლამენტის წევრების გაერთიანების შესახებ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი სესიაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-11199/19
13-06-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2019 წლის 10 ივნისის
ბიუროს სხდომას
დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე ევროპის ქვეყნების
გამოცდილების შესასწავლად მორიგი თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ აცნობა.
ასევე, 2019 წლის 30 აპრილს, 254-ე ბიუროს სხდომას თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტმა დეზინფორმაციისა და პროპგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის
შექმნის შესახებ აცნობა.
ვინაიდან, საქართველოს პარლამენტის ორ კომიტეტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა
და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ფუნქციონირებს დეზინფორმაციისა და
პროპაგანდის საკითხზე თემატური მოკვლევის ჯგუფი, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 155-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად ერთსა და იმავე საკითხზე
მოკვლევის ჯგუფის არსებობის შემთხვევაში ბიურო იღებს გადაწყვეტილებას მოკვლევაში
მონაწილე პარლამენტის წევრების გაერთიანების შესახებ.
გთხოვთ, რეგლამენტის 155-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად უახლოეს ბიუროს
სხდომაზე განიხილოთ და მიიღოთ გადაწყვეტილება ორი კომიტეტის თემატური მოკვლევის
ჯგუფის გაერთიანების შესახებ.
პატივისცემით,
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე
ევროპული ქვეყნების გამოცდილების შესასწავლად
თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი
პარლამენტის წევრი
ნინო გოგუაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge