საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის თაობაზე“ (№1-6041/19; 27/03/2019) და კომიტეტის დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-30
ბიუროს ნომერი 254
📜 ტექსტი
წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-7650/19
24-04-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად
წარმოგიდგენთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნას საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი
საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის შესახებ.(01-6041/19;
27.03.2019)
(დანართი 5 ფურცლად)
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი სესიაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-7646/19
24-04-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის შესახებ.(01-6041/19;
27.03.2019)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 22 აპრილს სხდომაზე განიხილა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიში მოიცავს
ინფორმაციას სამსახურის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
განხორციელებული საქმიანობის მიმართულებების
შესახებ და შეეხება ისეთ
მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიები, ტერორიზმის
წინააღმდეგ ბრძოლა, კონტრდაზვერვითი საქმიანობა, კორუფციის წინააღმდეგ
ბრძოლა, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება,
მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ
ბრძოლა, ანალიტიკური საქმიანობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, სამართლებრივი
ბაზის დახვეწა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, უწყებათაშორისი
თანამშრომლობა, საერთაშორისო თანამშრომლობა და ადამიანური, მატერიალურტექნიკური და ფინანსური რესურსები.
საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს კვლავ წარმოადგენს ოკუპაცია და
ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალები. ამ
მიმართულებით სახელმწიფოსთვის ძირითად გამოწვევად რჩება ოკუპირებული
ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური
ნიშნით დისკრიმინაცია, მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების
შეზღუდვა და რუსეთის მიერ წარმოებული არაფორმალური ანექსიის პროცესი.
საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოკუპირებული
ტერიტორიების მიმართულებით აქტიურად გრძელდებოდა თანამშრომლობა
საქართველოში
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
(UN),
ევროპის
უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) და ევროპის საბჭოს (CoE)
წარმომადგენლობებთან, 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების
პროცესში-ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC). 2018
წელს სამსახური ეფექტურად თანამშრომლობდა საქართველოში ევროკავშირის
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), რომელიც საქართველოში მოქმედ ერთადერთ
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს. სამსახური მონაწილეობას
იღებდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. საანგარიშო პერიოდში გაიმართა
საერთაშორისო დისკუსიების 4 რაუნდი (43-ე, 44-ე, 45-ე და 46-ე).
ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების,
მათი მაქსიმალურად განეიტრალების და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანექსიის
პროცესების ხელშეშლის მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად
თანამშრომლობდა და მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო
უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების
შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ
საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები. 2018
წელს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
ინიციატივით
და
ხელმძღვანელობითა და სხვა შესაბამისი უწყებების ჩართულობით, შემუშავდა
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს 2019-2021 წლების
ეროვნული სტრატეგია და სტრატეგიის სამწლიანი სამოქმედო გეგმა. ამასთანავე,
სამსახურის მიერ გაწეული ეფექტური საქმიანობის შედეგად, ქვეყანაში
მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები, რაც
დადებითად არის ასახული გაერო-ს, ევროკავშირისა და აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის ანგარიშებში.
2018 წელს უსაფრთხოების სამსახურისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა
ჰიბრიდული საფრთხეები. სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ღონისძიებებს
ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების, აღკვეთის, ასევე მათგან მომდინარე
უარყოფითი შედეგების შემცირება-განეიტრალების მიმართულებით. გატარებული
კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად აღკვეთილი იქნა „ჰიბრიდული ომის“
ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება. კონტრდაზვევრითი დეპარტამენტის
მიერ ხორციელდებოდა მუდმივი მონიტორინგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შესვლის წესის დამრღვევ პირთა გამოვლენისა და „ოკუპირებული ტერირტორიების
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აკრძალული ეკონომიკური
საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. საანგარიშო
პერიოდში კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში განსაკუთრებული
ყურადღება
ეთმობოდა
სახელმწიფო
ორგანოებში
საიდუმლოებისა
და
უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას.
საანგარიშო
პერიოდში
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
მიერ
მნიშვნელოვანი მუშაობა იქნა გაწეული სამოხელეო და კორუფციული დანაშაულის
პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთისათვის. 2018 წელს სამსახურმა მოამზადა
ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის
შესრულების 2018 წლის პირველი და მეორე ნახევრების ანგარიშები.
2018 წელს სამსახურის მიერ მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნა გაწეული ქიმიური,
ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების, მასობრივი
განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის
მიმართულებით. ამ სფეროში სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკის
შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირისა და ნატოს წევრ
ქვეყნებთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, გაეროს დანაშაულისა
და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორის ინსტიტუტთან და სხვა
საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
სამსახური ახორციელებდა სახელმწიფო
საზღვარზე არსებული რადიაციული კონტროლის სისტემების განვითარებას. 2018
წელს ექსპლოატაციაში შევიდა „პერსონალური განგაშის სისტემის“ განახლებული
ვერსია, ასევე განხორციელდა „ეროვნული საკომუნიკაციო სისტემის“ ახალი
ფუნქციების შემუშავება.
საანგარიშო პერიოდში მუდმივ რეჟიმში ხორცილდებოდა ღია და დახურული
წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი. 2018 წელს
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე
საფრთხეებსა და აღნიშნულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, ტერორიზმთან
დაკავშირებულ საერთაშორისო და შიდა გამოწვევებს, უცხო ქვეყნების
სპეცსამსახურების საქმიანობას, მათ მიზნებსა და ამოცანებს. ჰიბრიდული
საფრთხეების მიმართულებით ხორციელდებოდა ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენებული
კონკრეტული მეთოდების, საშუალებებისა და ინსტრუმენტების გამოვლენა, მათი
კვლევა და შეფასება.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მნიშვნელოვან
ყურადღებას უთმობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვას, სამართლებრივი ბაზის
სრულყოფას და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, უწყებათაშორის
თანამშრომლობასა და კოორდინაციას.
სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობდა პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო
ორგანიზაციებთან. 2018 წელი მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირთან თანამშრომლობის
ფარგლებში უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების მიზნით განხორციელებული
აქტივობებით. სამსახური ჩართული იყო ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის
პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, ევროპის თაღლითობის
წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (OLAF) პროგრამაში და სხვადასხვა პროექტების
განხორციელებასა და შემუშავებაში.
საანგარიშო პერიოდში ხელი მოეწერა „საქართველოსა და ევროპის კავშირის
სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო
კომუნიკაციის არხის თაობაზე“ ურთიერთგაგების მემორანდუმს და „საქართველოსა
და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს
შორის მეკავშირეობის შესახებ“ შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს სამართალდაცვით
სფეროში საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას.
უსაფრთხოების სამსახური ჩართული იყო ევროსაბჭოს კონტრტერორისტული
კომიტეტის (CDCT) შეხვედრებსა და ევროკავშირსა და ევროსაბჭოს ერთობლივ
პროექტში „საქართველოში ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი
ინსტიტუტების გაძლიერება“.
2018 წლის განმავლობაში უსაფრთხოების სამსახური მონაწილეობდა ნატოსაქართველო არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში და წლიური
ეროვნული პროგრამის (ANP) ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებში.
საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების სამსახურის მიერ მნიშვნელოვანი სამუშაო
იქნა გაწეული თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისათვის, მათი
გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. სამსახურის თანამშრომლები
აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით
გამართულ სასწავლო კურსებში, რომელთაგან უნდა გამოიყოს ამერიკის შეერთებულ
შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობით ჩატარებული სწავლებები.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის
შესაბამისად წახალისებული იქნა 1392 მოსამსახურე. ამასთანავე, სამსახურის
გენერალური ინსპექციის მიერ სისტემატურად მიმდინარეობდა სხვადასხვა
სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის შიდა სამსახურებრივი შემოწმება.
განხორციელდა 212 სამსახურებრივი შემოწმება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
მოსამსახურეებს
სხვადასხვა
დისციპლინური
გადაცდომისთვის დაეკისრათ 134 დისციპლინური სახდელი.
2018 წელს უსაფრთხოების სამსახური მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას.
2018 წელს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაფორმდა 387 ხელშეკრულება, საერთო
ღირებულებით 22 156 177 ლარი. სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების
შესასრულებლად სამშენებლო კომპანიებთან გაფორმდა 1 383 877 ლარის
ღირებულების 13 ხელშეკრულება.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო
სამსახურის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი სესიაშვილი
უსაფრთხოების
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის
საქმიანობის შესახებ ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 171-მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დადებითად შეფასდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის
საქმიანობის შესახებ ანგარიში.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი,
2019 წელი
ირაკლი კობახიძე