საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას მიერ წარმოდგენილი 2019 წლის 8-11 აპრილს ქ. ვაშინგტონში მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა
ნომერი
#2-7681/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-30
ბიუროს ნომერი 254

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-7681/19 25-04-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, წარმოგიდგენთ ქ. ვაშინგტონში 8-11 აპრილის მივლინების ანგარიშს. გთხოვთ, შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი 6 გვ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის - სოფიო ქაცარავას სამუშაო ვიზიტი აშშ-ში (ვიზიტის ანგარიში) 8-11 აპრილი, 2019 8-11 აპრილს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ვიზიტის ფარგლებში მან გამართა შეხვედრები საკანონმდებლო ხელისუფლების და აშშ-ს გავლენიანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ბოლოს სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო და სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას აშშ-ში საქართველოს საელჩოს და ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს. ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ გამართა შეხვედრები კონგრესმენ რონალდ ვრაითთან (რ-ტეხასის შტატი), კონგრესმენ დინ ფილიპსთან (დ-მინესოტას შტატი), კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან (რ-ჩრდილოეთ კაროლაინის შტატი), სენატორ როჯერ ვიკერთან (რ-მინესოტას შტატი), კონგრესვუმენ ქეროლ მილერთან (რ-დასავლეთ ვირჯინიის შტატი), აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს სამომავლო ევროპული ინიციატივებისა და ევრაზიის ცენტრის წამყვანი მკვლევართან ელჩ დენიელ ფრიდთან და აშშ-ის გერმანიის მარშალის სახელობის ფონდის უფროს მკვლევართან - ჯონათან კატცთან. შეხვედრა კონგრესმენ რონალდ ვრაითთან (რ-ტეხასის შტატი): სოფიო ქაცარავამ კონგრესმენს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს შიდაპოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების, ასევე საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. ამ მხრივ, სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ საქართველოში 2019 წლის მარტში განხორციელებულ წარმატებულ ვიზიტს; ვიზიტის ფარგლებში საქართველოსადმი გაკეთებულ ძლიერ მხარდამჭერ განცხადებებს და ნატო-ში გაწევრიანების ღია კარის პოლიტიკას. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებზე. საუბარი შეეხო რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, მათ შორის რუსეთის მიერ აქტიურად მიმდინარე პროპაგანდასა და დეზინფორმაციის პოლიტიკას. თავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების, მათ შორის ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. კონგრესმენს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული ენერგოპოლიტიკის თაობაზე, რომლის შედეგად საქართველომ თავი დააღწია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას. აქვე ყურადღება გამახვილდა რეგიონში საქართველოს საკვანძო სატრანსპორტო მდებარეობაზე. კონგრესმენს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, მხარეებისათვის მომდინარე მნიშვნელოვან სარგებლიანობაზე. საქართველოს ხელსაყრელი, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მდებარეობის გარდა ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ მიმზიდველ ბიზნესგარემოს, საქართველოს მიერ თავისუფალი ვაჭრობის სფეროში მრავალ ქვეყანასთან გაფორმებულ შეთანხმებებს, რომელიც დაახლოებით ორ მილიარდ ორას მილიონიან სამომხმარებლო ბაზარს მოიცავს. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის სანაპიროზე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რომელიც ტვირთბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდის შესაძლებლობებს იძლევა. სოფიო ქაცარავამ აქვე ისაუბრა აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო-უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის უსაფრთხოებისა და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობებზე. შეხვედრის დასასრულს ქართულმა მხარემ კონგრესმენს გაუზიარა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში შეტანილი კანონპროექტის - „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ტექსტი და მასზე მხარდაჭერა სთხოვა. კონგრესმენმა ვრაითმა გამოხატა საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა. მან ქართულ მხარეს აცნობა, რომ მიუერთდება „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორთა სიას. შეხვედრა კონგრესმენ დინ ფილიპსთან (დ-მინესოტის შტატი): ქ-ნმა სოფიო ქაცარავამ კონგრესმენს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების თაობაზე, მათ შორის ქვეყანაში წარმატებით მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების თაობაზე. კონგრესმენს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების თაობაზე; რუსეთის აგრესიული პოლიტიკის თაობაზე, მათ შორის რუსული პროპაგანდისა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების, ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებზე. ქ-ნმა ქაცარავამ კონგრესმენს ასევე გააცნო საქართველოს თაობაზე აშშის კონგრესში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები და მას მხარდჭერა სთხოვა. კონგრესმენმა ფილიპსმა გამოხატა მკაფიო და ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და სოფიო ქაცარავას დაუდასტურა, რომ კონკრეტულად განიხილავს საქართველოს თემატიკაზე კონგრესში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებს. შეხვედრის დასასრულს, კონგრესმენმა ფილიპსმა გამოხატა საქართველოში ვიზიტის განხორციელების სურვილი. შეხვედრა კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან (რ-ჩრდილოეთ კაროლაინის შტატი): სოფიო ქაცარავამ ისაუბრა რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციის თაობაზე, მასთან საბრძოლველად და სტრატეგიული კომუნიკაციის განვითარების მიმართულებით აშშ-ის ხელისუფლების მხარდაჭერაზე. კონგრესმენმა ჰადსონმა ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და მის აღსაკვეთად მეტის გაკეთების საჭიროებას. მან ისაუბრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ამ თემაზე მეტი განხილვებისა და ყველა პლატფორმის გამოყენების საჭიროებაზე და აშშ-ის მხრიდან საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერაზე. სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე საომარი ქმედებების ფონზე, საქართველო უკრაინის საკითხთან ერთად ყოველთვის უნდა იყოს ძალიან სერიოზული ყურადღების ცენტრში, რაც მთელი რეგიონის უსაფრთხოების საკითხია. აქვე საქართველოს მხარის მიერ ხაზი გაესვა სენატორი ვიკერის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისიის ფარგლებში საქართველოს კონფლიქტის თემაზე გასულ წელს გამართულ მოსმენას. სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოსადმი მხარდაჭერისა და საქართველოსადმი დაკავშირებული საკითხების მუდმივად ყურადღების ცენტრში არსებობისათვის. ხაზი გაესვა აშშ-სა და საქართველოს შორის ძლიერ მოკავშირეობას; საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, მათ შორის ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს. ყურადღება გამახვილდა, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე ვაჭრობის სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საჭიროებაზე. ვაჭრობის სფეროზე საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-ის ბიზნესისათვის საქართველოს დიდ პოტენციალს, რომელიც დაახლოებით 2.2 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს მოიცავს; საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად ხელსაყრელ გარემოს (მათ შორის, ბიზნესის წარმოებისათვის ქვეყნის შიგნით არსებულ უსაფრთხო, სტაბილურ გარემოსა დაბალ გადასახადებს). აღინიშნა, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება შექმნის სასარგებლო/მისაბაძ მაგალითს სხვა ქვეყნებისათვის. ხაზი გაესვა ზემოხსენებულ სფეროებში აშშ-ის საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერის გაზრდის კონსოლიდირების მნიშვნელობას. აქვე საუბარი შეეხო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გასული წლის დეკემბერში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთსულოვნად მიღებას და გამოიხატა მადლიერება საქართველოსადმი აშშ-ის კანონმდებლების ორპარტიული მხარდაჭერისათვის. კონგრესმენმა ჰადსონმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი მის მხარდაჭერას და გამოხატა მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობასთან შუამავლობისათვის. მან აქვე გამოხატა სურვილი გაწევრიანდეს აშშ-ის კონგრესში არსებულ საქართველოს მეგობართა ჯგუფში. ქართულმა მხარემ კონგრესმენს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებულ/სწრაფი ტემპით მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დონეზე და საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების სარგებლის თაობაზე. აქვე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებისადმი საქართველოს მიერ წარმოებულ სამშვიდობო გეგმაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ და ამ მხრივ განხორციელებულ პროექტებზე. კონგრესმენს მიეწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოში მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანიის თაობაზე. ხაზი გაესვა რუსული დეზინფორმაციისა და მასთან ბრძოლის თაობაზე საქართველოს მიერ დაგროვილ გამოცდილებასა და მის აღსაკვეთად აშშ-ის მხარისათვის გამოცდილების გაზიარებისათვის მზაობას. შეხვედრა სენატორ როჯერ ვიკერთან (რ-მინესოტის შტატი): სენატორი დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე პროცესებით. სოფიო ქაცარავას განმარტებით, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად ქვეყანა სტაბილურად წინ მიიწევს. ქართულ საპარლმენტო სფეროში არსებულ სიახლეებს შორის ხაზი გაესვა ახალ რეგლამენტს, მინისტრის მოსმენის საათის შემოღებას, რომელიც თითქმის ყოველ კვირაში ხორციელდება. სენატორ ვიკერის თქმით, იგი საქართველოს არ განიხილავს როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყანას, არამედ როგორც პოსტ-პოსტ საბჭოთა ქვეყანას. მისი თქმით, საქართველომ გადალახა პოსტსაბჭოთა პერიოდი. სენატორმა გამოხატა სურვილი, რომ კვლავ ეწვიოს საქართველოს და ადგილზე ნახოს ქვეყნის განვითარება. ბ-ნმა ვიკერმა შეხვედრისას გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხში. მხარეებმა ისაუბრეს ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის, მათ შორის მორიგ სხდომებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრისას, სოფიო ქაცარავამ სენატორს გადასცა ინგლისურად თარგმნილი ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი ბოლო ამერიკული გამოცემა. სენატორი აქვე დაინტერესდა ქართული ანბანით და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა ქ-ნ სოფიო ქაცარავას. ასევე, სენატორს გადაეცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში შეტანილი „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“ და მას მხარდაჭერა სთხოვა. სენატორის განმარტებით იგი გაეცნობა დოკუმენტს. მან ქართულ მხარეს აღუთქვა საქართველოსადმი დაკავშირებულ საკითხებზე მხარდაჭერა. შეხვედრის ბოლოს, სოფიო ქაცარავას ინიციატივით როჯერ ვიკერმა ჩაწერა საქართველოს მხარდამჭერი ვიდეო მიმართვა, სადაც ის გამოხატავს საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერას, აღნიშნავს საქართველოში კანონის უზენაესობის და არჩევნების ჩატარების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს და მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. შეხვედრა კონგრესვუმენ ქეროლ მილერთან (რ-დასავლეთ ვირჯინიის შტატი): ქ-ნმა სოფიო ქაცარავამ ისაუბრა საქართველოს შიდაპოლიტიკური რეფორმებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების თაობაზე. ხაზი გაესვა ქვეყნის სწრაფვას ნატო-სა და ევროკავშირში ინრტეგრაციის მიმართულებით. ყურადღება ასევე გამახვილდა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თაობაზე. კონგრესვუმენს მიეწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებში არსებული სავალალო მდგომარეობისა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების ფაქტების თაობაზე. საუბარო ასევე შეეხო აშშ-საქართველოს შორის მიმდინარე მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც აშშ-ის მიმდინარე ადმინისტრაციის პირობებში უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ყურადღება გამახვილდა, განსაკუთრებით ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე. შეხვედრის დასასრულს ქ-ნ მილერს გადაეცა კონგრესში წარდგენილი საქართველოს მხარდამჭერი საკანონმდებლო დოკუმენტი - საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი. სოფიო ქაცარავამ ქ-ნ მილერს მათი თანასპონსორობა სთხოვა. კონგრესვუმენმა მილერმა ხაზი გაუსვა მის მხარდაჭერას საქართველოსადმი და გამოხატა მზაობა ქართულ მხარესთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად. ქ-ნმა მილერმა განაცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის თანასპონსორობის თაობაზე და მისი სახელი მალევე აისახება კანონპროექტის ოფიციალურ თანასპონსორთა შორის. შეხვედრა ატლანტიკური საბჭოს სამომავლო ევროპული ინიციატივებისა და ევრაზიის ცენტრის წამყვან მკვლევართან ელჩ დანიელ ფრიდთან: შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ევროპულ და ევტოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. ხაზი გაესვა, აშშ-ს როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას და ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების აუცილებლობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციის და პროპაგანდის პოლიტიკას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. სოფიო ქაცარავამ დენიელ ფრიდს მიაწოდა ინფორმაცია, სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მიმდინარე სამუშაოების შესახებ, რაც ხელს უწყობს ამ პროცესის ეფექტიან წარმართვას. მან ასევე ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით აშშ-ის მთავრობის ფინანსური დახმარების მნიშვნელობას საქართველოსთვის. შეხვედრა აშშ-ს გერმანიის მარშალის სახელიბის ფონდის უფროს მკვლევართან - ჯონათან კაცთან. შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. ხაზი გაუსვა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს საქართველოში და იმ პოზიტიურ სიგნალებს, რაც ამ ვიზიტის დროს გაჟღერდა. შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო აშშ-ს კონგრესის მნიშვნელოვან როლსა და იმ მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს გააჩნია აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში, რაც გამოიხატება საქართველოს მხარდამჭერი აქტებისა და რეზოლუციების მიღებით. ორივე მხარემ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს ასეთი მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მხრიდან მომდინარე მწვავე რიტორიკის, ასევე, აგრესიული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ფონზე. ჯონათან კაცმა დიდი ინტერესი გამოხატა საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ და მხარეები შეთანხმდმე, რომ მომავალში გააგრძელებენ მუშაობას რიგი მიმართულებებით. სოფიო ქაცარავამს მონაწილეობა საქართველოში აშშ-ს საელჩოს და ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით: ვიზიტის ფარგლებში ქ-ნი სოფიო ქაცარავა სიტყვით წარსდგა აშშ-ის კონგრესში საქართველოს პარლამენტარიზმის ასი წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებულ მიღებაზე, სადაც მან ისაუბრა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე, განსაკუთრებით საკანონმდებლო დონეზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს მნიშვნელობაზე. მიღების ფარგლებში, გაზეთი „ნიუ იორკ ტაიმსისა“ და ქართული გამოცემა „სახელების“ მიერ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ყოფილ თანათავმჯდომარეს, აშშ-ის ყოფილ კონგრესმენ ტედ პოს (რ-ტეხასის შტატი), აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს ჯერალდ კონოლის (დ-ვირჯინიის შტატი), ფონდის “Heritage” უფროს მკვლევარს, ლუკ კოფის, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის წარმომადგენელს, პოლ კრეგოს, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა წერეთელს, ამერიკის ხმის ქართული რედაქციის ხელმძღვანელს, ანა კალანდაძეს მთლიანი რედაქციის სახელით. მოამზადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატმა 22.04.2019