„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-30
ბიუროს ნომერი 254
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, დოკუმენტის N3591, მიღების თარიღი 17/09/2010, გამოქვეყნების წყარო და თარიღი
ვებგვერდი, 12/10/2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება
1. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ე) მსუბუქი ავტომობილისათვის, გარდა
სპორტული დანიშნულების
ავტომობილისა და მოტოციკლისათვის (მოპედის ჩათვლით) – მათი წლოვანებითა და
ძრავის მოცულობით;“.
2. 188-ე მუხლის შენიშვნის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი
რედაქციით:
„31. ამ ცხრილის მე-4 გრაფაში აღნიშნული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის
8703
სასაქონლო
პოზიციით
გათვალისწინებული, იმავე გრაფის მე-3 სვეტის (საქონლის დასახელება) „ა“−„ჟ“
ქვეპუნქტებში მითითებული მსუბუქი ავტომობილებისათვის, რომელიც
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11
პუნქტის შესაბამისად არის სპორტული დანიშნულების, აქციზის გადასახადი
განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი
პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
2016 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილება, რამაც გამოიწვია
ავტოსატრასპორტო საშუალებების განბაჟების საგრძნობი გაძვირება, აღნიშნული პერიოდიდან
პრობლემა შეექმნა საქართველოს საავტომობილო სპორტს. გამომდინარე იქიდან, რომ ავტოსპორტი
წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული სპორტის სახეობას, აღნიშნული ცვლილებით
გართულდა სპორტისთვის განკუთვნილი ავტომობილების იმპორტი, მათ შორის მარჯვენასაჭიანი
ავტომობილების იაპონიიდან შემოყვანა, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში გამოიყენებოდა სპორტულ
ავტომობილად მოდიფიცირებისათვის.
აღნიშნული ცვლილების შემდეგ
სპორტული
ავტომობილების პარკი საგრძნობლად შემცირდა და შედეგად რამდენიმე კლასი საერთოდ გაუქმდა.
პრობლემის არსი ასევე მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს საავტომობილო სპორტის
ფედერაციას თავის მხრივ გააჩნია გარკვეული ვალდებულებები საერთაშორისო საავტომობილო
სპორტის ფედერაციასთან და როგორც ავტოპარკის შემცირება, ასევე კლასების გაუქმება აფერხებს
ეროვნული ფედერაციის მიერ ვალდებულებების შესრულებასა და სპორტის ამ სახეობის
განვითარებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია (ეროვნული ფედერაცია), როგორც
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) წევრი, ყოველწლიურად გასცემს მრბოლელის
ლიცენზიას, რომელიც თავის მხრივ პირს აძლევს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საავტომობილო
შეჯიბრებებში. 2016 წელს გაცემული იქნა 96 ლიცენზია, 2017 წელს - 78, 2018 წელს - 56. ხოლო
მიმდინარე წელს გაცემულია მრბოლელის 40 ლიცენზია. 2014-2016 წლებში საშუალოდ
საავტომობილო სპორტის ავტოპარკი შეადგენდა 115 სპორტულ ავტომობილს, 2017 წლიდან
საგრძნობლად შემცირებულია აღნიშნული ავტოპარკი და 2019 წლის მდგომარეობით დარჩენილია
მხოლოდ 37 სპორტული ავტომობილი. ავტომობილების შემცირება გამოწვეულია იმ ფაქტორით,
რომ სარბოლო ინციდენტების შედეგად მწყობრიდან გამოდის ავტომობილები და განბაჟების
გაძვირების გამო ვეღარ ხდება მათი ჩანაცვლება.
სახელმწიფოს მიერ სპორტის ამ სახეობის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის საჭიროა
არსებულ კანონში შევიდეს ცვლილება, რითაც შესაძლებელი გახდება საავტომობილო სპორტის
ავტოპარკის შევსება-განახლება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონში შემოთავაზებული ცვლილების
მიღების შემთხვევაში მოხდება ავტოპარკის
ეტაპობრივი შევსება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას.
წინასწარი მონაცემებით, მოსალოდნელია წლის განმავლობაში სპორტისათვის განკუთვნილი 20-30
ავტომობილის იმპორტირება, რაც თავის მხრივ გავლენას იქონიებს და ხელს შეუწობს ახალი თაობისა
და მოყვარული ავტომრბოლელების ამ სახეობაში ჩართვას და მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს
მოქმედ პროფესიონალ სპორტსმენებსაც.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს კანონში „საგადასახადო კოდექსის“ 185-ე მუხლის
პირველი ნაწილის „ე“ პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ სპორტული დანიშნულების
ავტომობილისათვის აქციზის გადასახადის თანხა აღარ განისაზღვრება მათი წლოვანებითა და
ძრავის მოცულობით. ასევე, 188-ე მუხლის შენიშვნის მე-3 პუნქტის შემდეგ ემატება 31 პუნქტი,
რომლის მიხედვითაც სპორტული ავტომობილებისათვის აქციზის გადასახადი განისაზღვრება
ფიქსირებულად - 100 ლარის ოდენობით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტის მიღებისთანავე ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების
აღმოფხვრის დაჩქარების ხელშეწყობას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვა საჭიროა იმისათვის, რომ მიმდინარე წლის
სარბოლო სეზონის დასრულებამდე მოხდეს კლასების შევსება, რაც შესაძლებლობას მისცემს
სპორტსმენებს ჩაერთონ დაგეგმილ ღონისძიებებში. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ
ავტომობილის იმპორტს სჭირდება საშუალოდ 2-3 თვე. გარდა ამისა, საერთაშორისო და ეროვნული
საავტომობილო სპორტის ფედერაციის ტექნიკური მოთხოვნების თანახმად მისი სპორტულ
ავტომობილად მოდიფიცირებისათვის საჭიროა დაახლოებით 2-3 თვე. გამომდინარე იქიდან, რომ
საერთაშორისო და ეროვნული საავტომობილო სპორტის ფედერაციის რეგლამენტის თანახმად
მომდევნო წლის სარბოლო სეზონის ღონისძიებების დაგეგმვა, დამტკიცება და სპორტული
შეჯიბრებების ორგანიზატორის ლიცენზიის მიღების განაცხადების წარმოდგენა ხდება მიმდინარე
წლის დასრულებამდე, საჭიროა დროულად მოხდეს ავტოპარკის შევსება, წინააღმდეგ შემთხვევაში
2020 წლის სარბოლო სეზონი გაცილებით პრობლემატური იქნება, ვიდრე მიმდინარე წელი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
კანონპროექტს ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე;
კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე უკავშირდება
კანონპროექტის არსს. კერძოდ, არსებული მდგომარეობით, განბაჟების გაძვირების გამო ვეღარ ხდება
სარბოლო ინციდენტების შედეგად მწყობრიდან გამოსული ავტომობილების
ჩანაცვლება.
საავტომობილო სპორტის ფედერაციის ინფორმაციით, კანონში შემოთავაზებული ცვლილების
მიღების შემთხვევაში მოხდება ავტოპარკის ეტაპობრივი შევსება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს
სპორტის ამ სახეობის განვითარებას. წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ შემთხვევაში
მოსალოდნელია წლის განმავლობაში სპორტისათვის განკუთვნილი 20-30 ავტომობილის
იმპორტირება, რაც 100 ლარიანი ფიქსირებული განაკვეთის პირობებში, შეადგენს საშუალოვადიან
პერიოდში წლიურად 2000-3000 ლარს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფოს ფინანსურ ვალდებულებებზე.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტს საშუალოვადიან პერიოდში ექნება მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომლებიც გადასახადის არსებული განაკვეთის გავლენით ვერ ახორციელებდნენ
სპორტისათვის
განკუთვნილი
ავტომობილებს
იმპორტს.
რამდენადაც
წარმოდგენილი
კანონპროექტი მიზნად ისახავს ფიქსირებული საგადასახადო განაკვეთის შემოღებას 100 ლარის
ოდენობით, გონივრულად მოსალოდნელია, რომ ზემოაღნიშნული ავტომობილების იმპორტი
გაიზრდება. საავტომობილო სპორტის ფედერაციის წინასწარი მონაცემებით, კანონპროექტის
მიღების გავლენით მოსალოდნელია წლის განმავლობაში სპორტისათვის განკუთვნილი 20-30
ავტომობილის იმპორტირება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი ითვალისწინებს ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო
პოზიციით გათვალისწინებული, იმავე გრაფის მე-3 სვეტის (საქონლის დასახელება) „ა“−„ჟ“
ქვეპუნქტებში მითითებული მსუბუქი ავტომობილებისათვის, რომელიც „საავტომობილო
ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად არის
სპორტული დანიშნულების, აქციზის გადასახადის განსაზღვრას 100 ლარის ოდენობით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს
პარლამენტის წევრებმა, მთავრობისა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის
წარმომადგენლებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი;
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, კახაბერ კუჭავა, მიხეილ ყაველაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, კახაბერ კუჭავა, მიხეილ ყაველაშვილი