„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, კახაბერ კუჭავა, მიხეილ ყაველაშვილი
ნომერი
#07-3/332/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-30
ბიუროს ნომერი 254

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს ცვლილებები: 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „11. სპორტული დანიშნულების ავტომობილი - მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც, გამოიყენება პროფესიონალურ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „11. სპორტული დანიშნულების ავტომობილი არის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადაკეთებულია საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული სტატუსის მქონე საავტომობილო სპორტის ფედერაციის ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. სპორტული დანიშნულების ავტომობილის სტატუსი დასტურდება საქართველოს ეროვნული სტატუსის მქონე საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ გაცემული სპორტული დანიშნულების ავტომობილის ტექნიკური პასპორტით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; 2016 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილება, რამაც გამოიწვია ავტოსატრასპორტო საშუალებების განბჟების საგრძნობი გაძვირება, აღნიშნული პერიოდიდან პრობლემა შეექმნა საქართველოს საავტომობილო სპორტს. გამომდინარე იქიდან, რომ ავტოსპორტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული სპორტის სახეობას, აღნიშნული ცვლილებით გართულდა სპორტისთვის განკუთვნილი ავტომობილების იმპორტი, მათ შორის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იაპონიიდან შემოყვანა, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში გამოიყენებოდა სპორტულ ავტომობილად მოდიფიცირებისათვის. აღნიშნული ცვლილების შემდეგ სპორტული ავტომობილების პარკი საგრძნობლად შემცირდა და შედეგად რამდენიმე კლასი საერთოდ გაუქმდა. პრობლემის არსი ასევე მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას თავის მხრივ გააჩნია გარკვეული ვალდებულებები საერთაშორისო საავტომობილო სპორტის ფედერაციასთან და როგორც ავტოპარკის შემცირება, ასევე კლასების გაუქმება აფერხებს ეროვნული ფედერაციის მიერ ვალდებულებების შესრულებასა და სპორტის ამ სახეობის განვითარებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია (ეროვნული ფედერაცია), როგორც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) წევრი, ყოველწლიურად გასცემს მრბოლელის ლიცენზიას, რომელიც თავის მხრივ პირს აძლევს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საავტომობილო შეჯიბრებებში. 2016 წელს გაცემული იქნა 96 ლიცენზია, 2017 წელს - 78, 2018 წელს - 56. ხოლო მიმდინარე წელს გაცემულია მრბოლელის 40 ლიცენზია. 2014-2016 წლებში საშუალოდ საავტომობილო სპორტის ავტოპარკი შეადგენდა 115 სპორტულ ავტომობილს, 2017 წლიდან საგრძნობლად შემცირებულია აღნიშნული ავტოპარკი და 2019 წლის მდგომარეობით დარჩენილია მხოლოდ 37 სპორტული ავტომობილი. ავტომობილების შემცირება გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ სარბოლო ინციდენტების შედეგად მწყობრიდან გამოდის ავტომობილები და განბაჟების გაძვირების გამო ვეღარ ხდება მათი ჩანაცვლება. სპორტის ამ სახეობის განვითარებისათვის აუცილებელია შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს საქართველოს კანონში „საგადასახადო კოდექსში“. მოცემული კანონპროექტის მიხედვით, კი განისაზღვრება სპორტული დანიშნულების ავტომობილის ცნება, რათა გამოირიცხოს საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით შესაძლო გამოწვევები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონში შემოთავაზებული ცვლილების მიღების შემთხვევაში განისაზღვრება სპორტული დანიშნულების ავტომობილის ცნება, რაც შესაძლებლობას გააჩენს აღნიშნულმა ავტომობილებმა ისარგებლონ საგადასახადო შეღავათები, განვითარდეს ავტოსპორტი და საქართველომ დაიკავოს ღირსეული ადგილი ამ სფეროში ლიდერი ქვეყნების გვერდით. კანონპროექტის მიღება გააჩენს შესაძლებლობას გადარჩეს საავტომობილო სპორტი და შემდგომში განვითარდეს. აღნიშნული ცვლილების შეტანით მოხდება, როგორც მოქმედი პროფესიონალი სპორტსმენებისათვის ხელის შეწყობა, ასევე საგრძნობლად გამარტივდება ახალი თაობისა და მოყვარული ავტომრბოლელების სპორტის ამ სახეობაში ჩართვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის მიხედვით, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ ემატება 11 პუნქტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება სპორტული დანიშნულების ავტომობილის ცნება: მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადაკეთებულია საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული სტატუსის მქონე საავტომობილო სპორტის ფედერაციის ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. სპორტული დანიშნულების ავტომობილის სტატუსი დასტურდება საქართველოს ეროვნული სტატუსის მქონე საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ გაცემული სპორტული დანიშნულების ავტომობილის ტექნიკური პასპორტით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტის მიღებისთანავე ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების აღმოფხვრის დაჩქარების ხელშეწყობას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვა საჭიროა იმისათვის, რომ კანონპროექტის პარლამენტის მიერ მხარდაჭერისა და ამოქმედების შემდეგ საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ იყოს შესაბამისობაში საქართველოს კანონთან „საგადასახადო კოდექსთან“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბიუჯეტზე. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებზე. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტს არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი დამოუკიდებლად არ განსაზღვრავს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობას ან ოდენობის განსაზღვრის პრინციპს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრებმა, მთავრობისა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის წარმომადგენლებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი; საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, კახაბერ კუჭავა, მიხეილ ყაველაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი. საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, კახაბერ კუჭავა, მიხეილ ყაველაშვილი