საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის ანგარიშის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-7801/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-30
ბიუროს ნომერი 254

📜 ტექსტი

დასკვნები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-7801/19 25-04-2019 საგარეო საქმეთა სამინისტროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, 2019 წლის 15 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა ასევე, ასოცირების შეთანხმების შესრულების მდგომარეობის შესახებ და ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შედეგების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მიესალმება 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას სხვადასხვა უწყებების ჩართულობას და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერებას. დოკუმენტის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს საქართველოს აღმოსავლეთ ევროპა-შავი ზღვის რეგიონის ნაწილად პოზიციონირება. გასული წლების სტრატეგიებში საქართველო მიკუთვნებული იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონს. ახალ სტრატეგიაში აქცენტი გაკეთებულია საქართველოს, როგორც ევროპის განუყოფელ ნაწილად წარმოჩენაზე. წინა წლების დოკუმენტებში საგარეო პოლიტიკის მიზნად დასახული იყო დემოკრატიული განვითარება, ხოლო ახალ სტრატეგიაში აქცენტი კეთდება ინსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაციაზე, რაც ხაზს უსვამს საქართველოს პროგრესს და ქვეყნის კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტებისკენ სწრაფვას. ასევე, გასული წლების სტრატეგიებში, საერთაშორისო და უსაფრთხოების გარემოს შეფასებაში ძირითადი აქცენტი კეთდებოდა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაზე. 2019-2022 წლების სტრატეგიაში კი, მოცემულია თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესების, გამოწვევების და საფრთხეების ბევრად უფრო გლობალური ხედვა. მნიშვნელოვანია, რომ პირველად, სტრატეგიის დოკუმენტში, სტრატეგიულ მიზნად, ნაცვლად ევროკავშირში ინტეგრაციისა, დასახელდა ევროკავშირში გაწევრიანება, და ასევე, დაფიქსირდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის აღიარებისკენ მიმართული ძალისხმევა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სტრატეგია სრულ თანხვედრაშია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის რეზოლუციასთან და 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამასთან. კომიტეტი მიესალმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავებას, რომელიც ერთის მხრივ კონსოლიდაციას უკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, და მეორეს მხრივ მასში გაწერილია საქართველოს მომავალი ამბიციური გეგმები, მათ შორის რეფორმები, რომლებიც სცდება ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაციულ პროცესებს მოიაზრებს, მათ შორის სამართლებრივი სივრცისა და ინსტიტუტების უფრო მეტი თავსებადობა ევროკავშირის შესაბამის სისტემებთან, ევროკავშირის სააგენტოებში წევრობა, მეტ ევროპულ პროგრამაში მონაწილეობა, სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ევროკავშირის შესაბამის ქსელებში ინტეგრაცია, მეტი საერთო ძალისხმევა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებად, ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს თავსებადობის შეფასება ევროკავშირის სამართალთან. საგზაო რუკაში ასახულია, როგორც ასოცირების შეთანხმებით მიმდინარე რეფორმების განხორციელების მდგომარეობა, ასევე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დარჩენილი მნიშვნელოვანი რეფორმები და გამოკვეთილია კონკრეტული მიმართულებები, სადაც საქართველოს აქვს ამბიცია, გასცდეს ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირთან უფრო ფართო ინტეგრაციისკენ გადადგას ნაბიჯები. დოკუმენტის მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა, ადამიანის უფლებები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, ევროკავშირის პროგრამებში ჩართულობისა და პრიორიტეტულ სააგენტოებთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები, ასევე ქვეყნის ევროკავშირში ფიზიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკით განსაზღვრული რეფორმების განხორციელება ახალ დინამიკას შესძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და უზრუნველყოფს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის კანონმდებლობის მაქსიმალურ დაახლოებას, ასევე ინსტიტუციური და სექტორული ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხის მიღწევას, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული. სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში კომიტეტის წევრებისა და მომხსენებლის მხრიდან ყურადღება გამახვილდა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, განსაკუთრებით უკანონო მიგრაციაზე და უსაფუძვლოდ თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვის ზრდაზე; არაღიარების და დეოკუპაციის სამოქმედო გეგმაზე; ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, როგორც ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე აშშ-სთან; პარლამენტის წევრებმა ისაუბრეს რუსეთთან ურთიერთობების ხასიათზე, ანაკლიის პორტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე. კომიტეტი დადებითად აფასებს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წელს განხორციელებულ საქმიანობას, მათ შორის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავებას. ამასთან, კომიტეტი იძლევა შემდეგ რეკომენდაციებს:  მნიშვნელოვანია, ასოცირების შეთანხმების შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მოსმენასთან დაკავშირებით, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის დაინერგოს სწორი და ეფექტიანი თანამშრომლობის ფორმატი. ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიშის დროული მომზადება, საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტის წევრებს საკომიტეტო მოსმენამდე გაეცნონ ანგარიშს და მოახდინონ მისი სრულყოფილი შეფასება.  2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების მიღწევისთვის აუცილებელია სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანებისა და მათთან დაკავშირებული აქტივობების შესრულების/პროგრესის ეფექტური მონიტორინგი. სასურველია საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშები საქართველოს მთავრობის გარდა წარედგინოს საქართველოს პარლამენტსაც.  საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა უმნიშვნელოვანესი ახალი შესაძლებლობაა, რომლის გაფრთხილება და შენარჩუნება ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს. ვიანიდან, ბოლო პერიოდში, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის გამო, იმატა კრიტიკამ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან, რაც შეიძლება გახდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვის წინაპირობა, მიზანშეწონილია ყველა მხარის ჩართულობა და ყველა შესაძლო ბერკეტის ამუშავება იმისათვის, რომ მოხდეს სწორი ინფორმაციის მიტანა საზოგადოებამდე, მათ შორის მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის წარმოება, უკანონო მიგრაციის შედეგებთან დაკავშირებით.  2019 წელს 10 წელი უსრულდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას, რასთან დაკავშირებითაც დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებები. კომიტეტი მიესალმება სამინისტროს ინიციატივას, ბათუმის ყოველწლიური კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზა“ მთავარი თემა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობა. ამასთან, ევროკავშირთან შემდგომ ურთიერთობებზე საუბრისას და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალზე საგნობრივი და შინაარსიანი მსჯელობისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამინისტრომ შეაფასოს საქართველოს პროგრესი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული „20 შედეგი 2020 წლისთვის“ პრიორიტეტების განხორციელების თვალსაზრისით. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აქვე გამოთქვამს სურვილს ჩაერთოს ამ დოკუმენტის შემუშავების პროცესში. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა