ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-7803/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დასკვნა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშთან დაკავშირებით

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2019-05-03
შენიშვნები ცნობად იქნა მიღებული

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-7803/19 25-04-2019 საორგანიზაციო დეპარტამენტს მოგახსენებთ, ევრონესტის რომ საგარეო საპარლამენტო ურთიერთობათა ასამბლეაში კომიტეტმა საქართველოს მოისმინა მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ანგარიშს. კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-2821/19 22-02-2019 საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯომარეს, ქალბატონ სოფიო ქაცარავას, ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს, ქალბატონო სოფიო, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გიგზავნით 2018 წლის საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობის ანგარიშებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში. დანართი: 10 გვერდი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
2018 წლის წლიური ანგარიში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპრლამენტო კომიტეტში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმინობის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) შედგება საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ევროპარლამენტის წევრებისაგან და ასოცირების ხელშეკრულების თანახმად (კარი VIII, თავი I, მუხლი 410) ზედამხედველობს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და გამოყენებას, ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის კავშირის განმტკიცებას. ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის საქმიანობას უძღვება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი. დელეგაციას ხელმძღვანელობს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, რომელიც ევროპარლამენტარ საჯად კარიმთან (კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფი, გაერთიანებული სამეფო) ერთად თანათავმჯდომარეობს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუშაობას. დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო გოგუაძე, ოთარ დანელია, აკაკი ზოიძე, ოთარ კახიძე, გუგული მაღრაძე, გიორგი მოსიძე, ბექა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ირინე ფრუიძე. დელეგაციის სათადარიგო წევრები არიან: სოფიო კილაძე, გიორგი ტუღუში, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ხატიძე, მარიამ ჯაში.  ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეექვსე სხდომა 2018 წლის 26 აპრილს ევროპარლამენტში, ბრიუსელში გაიმართა. კომიტეტმა განიხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები, დემოკრატიული რეფორმები და საკონსტიტუციო ცვლილებები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმები, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელება და ღია მმართველობის დანერგვა სახელმწიფო ინსტიტუტებში. საქართველოს პარლამენტის და ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელებს მოუსმინეს. საქართველოს მთავრობის სახელით კომიტეტის წინაშე წარსდგნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრებთან ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში 2017 წლის და 2018 წლის პირველ კვარტალში მიღწეულ პროგრესზე. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოქმედების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა კომიტეტს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა გააცნო. 1 საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გააცნო. ევროპარლამენტარებს სახალხო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა, ასოცირების საბჭოს საყურადღებოდ, მეექვსე სხდომაზე განცხადება და რეკომენდაციები მიიღო:  ევროპარლამენტმა და საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ინტერესებს და თანამშრომლობას, დემოკრატიულ პრინციპსა და ანგარიშვალდებულებას, რაც საქართველოს ევროკავშირთან აახლოვებს.  კომიტეტი დადებითად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას, ხალხისა და საზოგადოების სასარგებლოდ, მოახდინოს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების სრულად შესრულება და ამ გზით უზრუნველყოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია.  ასოცირების კომიტეტმა დადებითად შეაფასა დემოკრატიული რეფორმები შემდეგ სფეროებში: ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა, ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატის ცვლილება, მობილობა და ხალხთა შორის კონტაქტები.  ასოცირების კომიტეტს მიაჩნია რომ ევროკავშირმა უნდა მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნის - საქართველოს მეტად წახალისება და რეფორმების მხარდაჭერა დიფერენცირების პრინციპის საფუძველზე. კომიტეტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს საქართველოსთვის გაზარდონ ფინანსური მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკრულების ამბიციური მიზნების განსახორციელებლად.  ასოცირების კომიტეტი ხაზს უსვამს სამომავლო სამუშაოების მნიშვნელობას საქართველო-ევროკავშირის ამბიციური პარტნიორობის პოტენციალის სრულად ათვისებისთვის და ამ მიმართულებით იწონებს ახლად ინიცირებულ, ხელისუფლების ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, საქართველოს მისწრაფებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.  ასოცირების კომიტეტი კვლავ იმეორებს საქართველოს სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის უპირობო მხარადჭერას და დადებითად აფასებს ახალ სამშვიდობო ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”  ევროპარლამენტის მხარე დადებითად აფასებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეუფერხებელ მიმდინარეობას სახელმწიფოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგად რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების ერთიან ევროპულ სივრცეში თავისუფალ გადაადგილებას და ქვეყნის ევროპეიზაციას.  იძლევა სასამართლო რეფორმის გაგრძელებისა და ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გააქტიურების რეკომენდაციას ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და შრომის ბაზარზე გენდერული დისბალანსის აღმოფხვრის უზრუნველყოფის მიზნით;  2018 წლის 18-19 სექტემბერს თბილისში, საქართველოს პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეშვიდე სხდომა გაიმართა, 2 კომიტეტმა განიხილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებული პროგრესი და გამოწვევები, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელება და მისი ზეგავლენა ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, გარემოს დაცვის საკითხები, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესი, ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული პოლიტიკა. კომიტეტის სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი. კომიტეტის განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ. ორდღიანი სხდომის ბოლოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ერთობლივი განცხადება და რეკომენდაციები მიიღო:  კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის ძალისხმევა, აქტიურად იყოს ჩართული როგორც ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში, ისე აღმასრულებელი ორგანოების მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობაში; მოიწონა პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა, რომელიც საქართველოს ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანობას უზრუნველყოფს;  კომიტეტმა საქართველო აღიარა სამეზობლო ურთიერთობებისა და რეგიონული თანამშრომლობის კარგ მაგალითად, მიუხედავად რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული უწყვეტი ქმედებებისა;  ხაზგასმით აღნიშა, რომ სასამართლოს გამჭვირვალობა და ეფექტიანობა არსებითია, არა მხოლოდ მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, არამედ ეკონომიკური ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად; მოიწონა საქართველოს ხელისუფლების მიერ სისტემის ფართომასშტაბიანი რეფორმა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გააგრძლოს დაწყებული პროცესი და დაასრულოს სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღა, რომელიც დისციპლინურ წარმოებას, სასამართლოს განტვირთვას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დამატებითი რეგულაციების დანერგვას ითვალისწინებს;  კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა ბუნებრივი გარემოსა და კლიმატის დაცვაზე მოიწონა საქართველოს ხელისუფლების გეგმა, ევროპული ჰაერის ხარისხის სტანდარტებისა და ამბიციური მწვანე ეკონომიკის სტრატეგიის შესაბამისად, გაატაროს ეფექტური გარემოსდაცვითი რეგულაციები; 3  კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააგრძლოს და ბოლომდე მიიყვანოს სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის განხიორციელება, რომელიც დისციპლინურ წარმოებას, სასამართლოს განტვირთვას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დამატებითი რეგულაციების დანერგვას ითვალისწინებს; ამასთან რეკომენდაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, გაატაროს მიზანმიმართული ღონისძიებები რათა აღმოიფხრას ბავშვთა სიღარიბე და გაამკაცროს გარემოსდაცვითი რეგულაციები ევროპული ჰაერის ხარისხის სტანდარტებისა და მწვანე ეკონომიკის სტრატეგიის შესაბამისად. ანაგარიში მოამზადა დელეგაციის მდივანმა თეონა ბორაშვილმა 4
ანგარიში
2018 წლის წლიური ანგარიში აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში (Euronest PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმინობის შესახებ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის (Euronest PA) მუშაობას. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა (ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია) შედგება. ასამბლეა ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განვითარებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას. დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში, საქართველოს პარლამენტის მხრიდან, შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა (დელეგაციის ხელმძღვანელი), რომან კაკულია, სერგი კაპანაძე, ლევან კობერიძე, ბექა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო წილოსანი, მარიამ ჯაში. დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობის წევრები არიან: აკაკი ზოიძე, ირმა ინაშვილი, გიორგი კანდელაკი, გუგული მაღრაძე, გიორგი მოსიძე.  2018 წლის 12-13 თებერვალს, თბილისში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ოთხი კომიტეტის და ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის საქართველოს პარლამენტს ეწვია ევროპარლამენტის, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთის საპარლამენტო დელეგაციები. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე პარტნიორებმა, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევები და მათ დარეგულირებაში ევროკავშირის როლის გაძლიერების პერსპექტივები. სხდომაზე ანგარიში წარადგინა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა. დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ხულორდავამ კომიტეტს წარუდგინა რეზოლუცია თემაზე „უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში“. სხდომაზე იმსჯელეს ენერგეტიკული ეფექტურობისა და ენერგეტიკული მდგრადობის სფეროში ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მიმდინარე თანამშრომლობაზე. სხდომაზე მოხსენებით წარსდგა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი. აღნიშულ თემებზე ასევე ისაუბრა ენერგეტიკის დარგის ექპერტმა მურმან მარგველაშვილმა, რომელმაც პარლამენტის წევრებს გაუზიარა ექსპერტული ხედვა ენერგეტიკული სექტორის მართვის შესახებ, რეგულირების, თანამედროვე ტექნოლოგიების და სხვა საკითხებში კონკრეტული ამოცანების ოპტიმალური 1 გადაწყვეტის გზების გამოსავლენად. ენერგეტიკული პოლიტიკის თემაზე რეზოლუციის პროექტი აზერბაიჯანის პარლამენტის წევრმა წარმოადგინა. ასამბლეის ეკონომიკური ინტეგრაციის, ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების კომიტეტისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა მთავრობის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პერსპექტივები განიხილეს. სხდომაზე საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკის ზოგადი მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა წარმოადგინა. სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის სხდომაზე, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დასაქმებულთა სოციალური დაცვის გაძლიერებაზე და არაფორმალური და არადეკლარირებული შრომის შემცირებაზე იმსჯელეს.  2018 წლის 24-27 ივნისს ევროპარლამენტში, ბრიუსელში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარული სესია. პლენარულ სესიაში ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ. 4 კომიტეტის, პოლიტიკური საკითხების, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კომიტეტის, ეკონომიკური ინტეგრაციის, საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და პოლიტიკური დაახლოების კომიტეტის, ენერგო უსაფრთხოების კომიტეტის, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის სხდომებზე განიხილეს 2018 წლის განმავლობაში მომზადებული ანგარიშები მათი სფეროების მიხედვით და იმსჯელეს მომზადებული, მისაღები დოკუმენტების შესახებ. სხდომებში მონაწილებდნენ ევროკომისიის და ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელები. პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე, განიხილეს თამარ ხულორდავას და ევროპარლამენტის წევრის, გუნარ ჰოკმარკის თანაავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი თემაზე „უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში“. რეზოლუციის პროექტის ძირითადი განცხადებები და რეკომენდაციები აღნიშნავს, რომ:  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოება განსაზღვრავს ევროკავშირის სტაბილურობას და უსაფრთხოებას  კონფლიქტები აღმოსავლეთ ევროპაში აფერხებს ამ ქვეყნების და ევროკავშირის საერთო ინტერების რეალიზაციას  რეგიონში დესტაბილიზაციის წყარო რუსეთია, რომლის აგრესიული პოლიტიკა არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს  მოუწოდებს ევროკავშირს უფრო აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტების გადაწყვეტაში, გააძლიეროს პარტნიორებთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. 2 ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტმა ასევე განიხილა ევროკავშირის ბიუჯეტის რეფორმირების საკითხები, მათ შორის საგარეო საქმეების დაფინანსების ინსტრუმენტები. ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტმა იმსჯელა აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებში ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული მდგრადობის შესახებ, საუბარი შეეხო რეგიონის ენერგო პროექტებს, განახლებადი ენერგიების განვითარებასა და ენერგოეფექტურობის დანერგვის გზებს. კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც შევიდა საქართველოს დელეგაციის მიერ დაყენებული ცვლილებები და დამატებები. სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტმა სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა რეზოლუცია ,,არაფორმალური და არაკვალიფიციური შრომა და დასაქმებულთა სოციალური უსაფრთხოების გაძლიერება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში“. სხდომაზე ასევე განიხილეს საუნივერსიტეტო დიპლომების და პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების შედეგები ბოლონიის პროცესის ფარგლებში. ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს რეზოლუცია ,,უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში“. კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში ფინანსურ სტაბილურობასა და საბანკო სექტორის განვითარებაზე აღმოსავლეთ ევროპაში. 26 ივნისს, გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა, რომელშიც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ხულორდავამ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ წარადგინა საგანგებო რეზოლუცია ევროკავშირის ბიუჯეტში „სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის“ ცალკე მექანიზმად დატოვების შესახებ. ასამბლეის ფარგლებში ასევე შეიკრიბა ბელორუსის სამუშაო ჯგუფი. მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი რეგულარულად იკრიბება და მსჯელობს ბელორუსის და ევროკაშირის ურთიერთობების პერსპექტივებზე. 26 ივნისს, ევროპარლამენტში, თამარ ხულორდავას თავმჯდომარეობით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. სამუშაო ჯგუფმა მოისმინა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ეხება საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელების პროცესში ინსტიტუციური მექანიზმების მუშაობას. სხდომაზე განიხილეს საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ ინიციატივა. პარლამენტის წევრებმა სამმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 26 ივნისს გაიხსნა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა. პლენარულ სხდომაზე რეზოლუციის თანაავტორების მოხსენებების შემდგომ მიღებულ იქნა ასამბლეის 4 კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციები შემდეგ თემებზე: 3  უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში  უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში;  ენერგოეფექტურობის განვითარება და მდგრადი ენერგეტიკა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში;  არაფორმალური და არაკვალიფიციური შრომა და დასაქმებულთა სოციალური უსაფრთხოების გაძლიერება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში. მეშვიდე პლენარულ სესიაზე ასამბლეამ დაამტკიცა საგანგებო რეზოლუციები შემდეგ თემებზე:    ევროკავშირის მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო 2020 წლის შემდეგ და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის განვითარება სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაზრდილი პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციის დაჩქარების შესახებ უკრაინელი პოლიტიკური პატიმრების შესახებ რუსეთში  2018 წლის 12 დეკემბერს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, თამარ ხულორდავა მონაწილეობდა. სხდომაზე დებატები გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში ჩატარებულ და დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით. 2019 წლის 28-29 იანვარს დაგეგმილ სხდომებზე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ოთხი კომიტეტი რეზოლუციის პროექტებს განიხილავს შემდეგ თემებზე:  საპარლამენტო ზედამხედველობა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში დემოკრატიის, ანგარიშვალდებულების და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობის გაძლიერების მიზნით (თანაავტორი მოდლოვა)  ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში ეფექტიანობის ამაღლებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისათვის ციფრულ მაუწყებლობის ხელშეწყობა (თანაავტორი უკრაინა)  სოლიდარობა და დაახლოება ენერგეტიკის სექტორში - რეგულირებისაკენ (თანაავტორი საქართველო)  ინოვაცია განათლების სექტორში და განათლების რეფორმები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში: გამოწვევები და შესაძლებლობები (თანაავტორი აზერბაიჯანი).  2019 წლის, 28-29 იანვარს ევროპარლამენტში, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის ოთხი კომიტეტის სხდომები გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია (7 წევრი) ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირინა ფრუიძის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობიდან ვიზიტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები - დიმიტრი ცქიტიშვილი, სერგი კაპანაძე, სალომე სამადაშვილი, გუგული მაღრაძე, ბექა ნაცვლიშვილი და გიორგი მოსიძე. 4 28 იანვარს ეკონომიკური ინტეგრაციის, ევროკავშირის პოლიტიკის და საკანონმდებლო დაახლოების კომიტეტის სხდომაზე, განხილულ იქნა რეზოლუციის პროექტი „ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით.“ მომხსენებლებმა ისაუბრეს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ციფრული ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტმა იმსჯელა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში განათლების რეფორმებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ასევე განათლების სექტორში ინოვაციების განვითარებაზე. კომიტეტზე აღინიშნა მნიშვნელოვანი პროექტები განათლებისა და ინოვაციების სფეროში, როგორიცაა, მაგალითად 2018 წელს თბილისში გახსნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა. 28 იანვარს, ირინა ფრუიძის თავმჯდომარეობით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. სამუშაო ჯგუფმა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში საპარლამენტო ჩართულობის ინსტიტუციურ მექანიზმებზე იმსჯელა. სხდომის თანათავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ პარტნიორებს გააცნო საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებას და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას. ეს ცვლილებები უფრო ეფექტიანს გახდის პარლამენტის მუშაობას და ხელს შეუწყობს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. 29 იანვარს პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში არსებულ საპარლამენტო ზედამხედველობაზე დემოკრატიის, ანგარიშვალდებულების და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით. მომხსენებლებმა ისაუბრეს საპარლამენტო ზედამხედველობასა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე, როგორც დემოკრატიული მმართველობის არსებით დამახასიათებელ ნიშნებზე. ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის პირველმა მოადგილემ ირინა ფრუიძემ წარადგინა ევროპარლამენტარ ანჟეი გრჟიბთან თანაავტორობით შემუშავებული რეზოლუციის პროექტი - „სოლიდარობა და დაახლოება ენერგეტიკის სექტორში, პროგრესული რეგულირების ფორმატისკენ“. რეზოლუციის პროექტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობას ასახავს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, საჭიროა აქტიური მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტიანობა, და უსაფრთხო ენერგომომარაგება. 29 იანვარს, გუგული მაღრაძის თავმჯდომარეობით, ბელორუსის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი რეგულარულად იკრიბება და მსჯელობს ბელორუსის და ევროკაშირის ურთიერთობების პერსპექტივებზე. 5 ევრონესტის კომიტეტების სხდომების ფარგლებში განხილულ სამუშაო დოკუმენტებზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება და მათ საბოლოოდ დაამტკიცებს საპარლამენტო ასამბლეის მერვე პლენარული სესია, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდება. ანაგარიში მოამზადა დელეგაციის მდივანმა თეონა ბორაშვილმა 6