საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.04.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-7805/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დასკვნა საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშთან დაკავშირებით

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2019-06-12
შენიშვნები ცნობად იქნა მიღებული

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-7805/19 25-04-2019 საორგანიზაციო დეპარტამენტს მოგახსენებთ, რომ საპარლამენტთაშორისო საგარეო კავშირში ურთიერთობათა (IPU) კომიტეტმა საქართველოს მოისმინა პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2018 წლის ანგარიში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ანგარიშს. კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2-2512/19 19-02-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გიგზავნით საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) და საქართველოს პარლამენტის, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციების 2018 წლის ანგარიშებს. დანართი: 6 ფურცელი პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში პერიოდი: 2018 წლის იანვარი - 2019 წლის იანვარი წლის სტატისტიკა:    2 ასამბლეაში მონაწილეობა; 1 ყოველწლიური საპარლამენტო მოსმენაში მონაწილეობა; 2 კონფერენციაში მონაწილეობა. 2018 წლის 21-23 თებერვალი ნიუ-იორკი, აშშ. საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებული ყოველწლიურ საპარლამენტო მოსმენა. დელეგაციის შემადგელობა: გიორგი ვოლსკი; ირაკლი ბროკიშვილი. ღონისძიების თემა: გლობალური თანხმობა უსაფრთხო, მოწესრიგებული და დარეგულირებული მიგრაციისთვის - საპარლამენტო პერსპექტივა. ძირითადი აქტივობები:  “გლობალური თანხმობა უსაფრთხო, მოწესრიგებული და დარეგულირებული მიგრაციისთვის” - დოკუმენტი, რომელსაც გაეროს წევრი ქვეყნები 2018 წლის ბოლოს, მაროკოში, მთავრობათაშორის კონფერენციაზე მიიღეს. ამ დოკუმენტის პირველად სამუშაო ვერსიაში წარმოდგენილი საკითხები განიხილეს საპარლამენტო ყოველწლიურ მოსმენაზე. აქტუალური იყო საკითხი, თუ რა პრინციპით ხდება მიგრანტისა თუ დევნილის სტატუსის მინიჭება;  ვიზიტის განმავლობაში, გიორგი ვოლსკიმ შეხვედრები გამართა კოლეგებთან, ცალკეული ქვეყნებიდან. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი საპარლამენტთაშორისო კავშირის მომავალ ასამბლეასაც შეეხებოდა. 2018 წლის 24-28 მარტი ჟენევა, შვეიცარია; საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეა დელეგაციის შემადგენლობა: ირაკლი კობახიძე; მამუკა მდინარაძე; დავით მათიკაშვილი; ირაკლი მეზურნიშვილი; ზურაბ ჭიაბერაშვილი; ნინო წილოსანი; გივი მიქანაძე; ნიკოლოზ სამხარაძე; თამარ ყოლბაია; ანა გოჩაშვილი; ირაკლი ბროკიშვილი; სერგო სარდლიშვილი. ღონისძიების თემა: გლობალური რეჟიმის გაძლიერება მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის: საფუძვლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საჭიროება ძირითადი აქტივობები:  ირაკლი კობახიძემ უმაღლესი ტრიბუნიდან მიმართა ასამბლეას, რომელსაც 150მდე ქვეყნის 800-მდე პარლამენტის წევრი, მათ შორის 70-მდე პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა. მან მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, არაკანონიერად ჰყავს განთავსებული შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხელს უწყობს საოკუპაციო რეჟიმის შენარჩუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ამ საოკუპაციო რეჟიმის დახმარებით, გამუდმებით უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს - იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას. ყურადღება 1  გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ ეს ყველაფერი ხდება გაეროს გენერალური ასამბლეის იმ დადგენილებების მიუხედავად, რომლებიც ადასტურებენ ძალისმიერი დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობას და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებას, მშვიდობიანად და ღირსეულად დაბრუდნენ სახლებში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ეფექტურ მექანიზმებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ამ მიმართულებით შეიმუშავა და რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და მიგრანტთა და ლტოლვილთა ჯანმრთელობის დაცვის ადეკვატური სტანდარტების აღსრულებისათვის, ეფექტურ სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენენ; დებატები ასამბლეაზე 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები განხილვებში თემის გარშემო. სხვა აქტივობები:  ასამბლეის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის, გაბრიელა კუევას ბარონის და გენერალური მდივნის, მარტინ ჩუნგონგის სახელით გამართულ მაღალი დონის სამუშაო სადილს დაესწრო, რომელსაც 70-მდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა;  საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო, რომელსაც ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერი, გედიმინას კირკილასი მასპინძლობდა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ;  ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან, კერძოდ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ინდონეზიის და კატარის პარლამენტის თავმჯდომარეებთან, გერმანიის, მაროკოს, ტაილანდის, ჩინეთის, სურინამის და ვანუატუს პარლამენტების ვიცე-სპიკერებთან და ავსტრიის, იაპონიის და სინგაპურის ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივები. რიგ ქვეყნებთან, ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე გაკეთდა. ისაუბრეს გაეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ რეზოლუციაზე, სადაც ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას და როლს ამ საკითხის მოგვარებაში. შეხვედრებზე საუბარი შეეხო 2018 წლის ივლისში, თბილისში დაგეგმილი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამიტს;  პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრები ტრადიციულად გაიმართა ასამბლეის პარალელურად. საქართველოს პარლამენტის აპარატის ახლადდანიშნული უფროსი გივი მიქანაძე, აქტიურად მონაწილეობდა ასოციაციის შეხვედრებში. მან კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის პარლამენტების აპარატებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე და სამომავლო ურთიერთობების განვითარების გეგმებზე და პერსპექტივებზე ისაუბრა. 2 2018 წლის 14-18 ოქტომბერი ჟენევა, შვეიცარია; საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 139-ე ასამბლეა დელეგაციის შემადგენლობა: გიორგი ვოლსკი, გიორგი ხატიძე, ირაკლი ბროკიშვილი; ღონისძიების თემა: პარლამენტის ხელმძღვანელობის როლი მშვიდობისა და განვითარების ხელშეწყობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიური ცვლილებების ერაში ძირითადი აქტივობები:  გიორგი ვოლსკიმ უმაღლესი ტრიბუნიდან მიმართა ასამბლეას, რომელსაც 140-მდე ქვეყნის 750-მდე პარლამენტის წევრი, მათ შორის 55-მდე პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა და საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ არსებულ მიღწევებზე და გამოწვევებზე ისაუბრა. დებატები ასამბლეაზე 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები განხილვებში თემის გარშემო. სხვა აქტივობები:  ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმის შეხვედრა. შეხვედრაზე გიორგი ხატიძემ სიტყვით მიმართა მონაწილეებს და ახალგაზრდების პოლიტიკურ ცხოვრებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ფართო ფორმატში, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მზადყოფნას, 2020 წლის გაზაფხულზე უმასპინძლოს ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო ფორუმს, რომელიც საპარლამენტთაშორისო კავშირის ეგიდით ტარდება;  ასამბლეის ფარგლებში, ასევე, გაიმართა საპარლამენტთაშორისო კავშირისა და პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) ერთობლივი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ხატიძემ და აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის თემაზე იმსჯელეს. გიორგი ხატიძემ თავის გამოსვლაში, საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად პარლამენტის ფუნქციის გაძლიერებასა და რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თაობაზე ისაუბრა. გივი მიქანაძემ შეხვედრაზე საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტურად განხორციელების პროცესში ძლიერი აპარატის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა;  საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრა გამართა საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანთან, მარტინ ჩუნგონგთან. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის საუბარი შეეხო ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო ფორუმის 2020 წელს საქართველოში ჩატარების საკითხს;  პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის შეხვედრები (ASGP) ტრადიციულად გაიმართა ასამბლეის პარალელურად, რომელსაც მსოფლიოს 100ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის აპარატის უფროსი ესწრებოდა. გივი მიქანაძე კოლეგების წინაშე პრეზენტაციით წარდგა და მათ ღია მმართველობის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერების საკითხს. გივი მიქანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ირანელ, თურქ, ტაილანდელ, სომეხ და უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს ვოიცეხ სავიცკთან. 3 2018 წლის 3-5 დეკემბერი ჟენევა, შვეიცარია; საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებული მსოფლიოს რიგით მერვე e-პარლამენტის კონფერენცია დელეგაციის შემადგელობა: გივი მიქანაძე ღონისძიების თემა: პარლამენტები, ტექნოლოგიები და ინოვაცია ძირითადი აქტივობები:  კონფერენციის მუშაობაში 350-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. გივი მიქანაძე ღონისძიების ერთ-ერთ სამუშაო პანელზე, რომელიც პარლამენტების მიერ საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინებას და ანგარიშვალდებულებას შეეხებოდა, მომხსენებლად იყო მიწვეული. მან თავის პრეზენტაციაში ამ მიმართულებით, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში, საქართველოს მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ რეფორმებზე და პარლამენტის ღიაობაზე ისაუბრა. 2018 წლის 14-15 დეკემბერი ბაქო, აზერბაიჯანი; საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა რიგით მეხუთე გლობალური კონფერენცია დელეგაციის შემადგელობა: გიორგი ხატიძე ღონისძიების თემა: მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, მომავალი თაობის ინტერესების დაცვა ძირითადი აქტივობები:  კონფერენციაში, 45–მდე ქვეყნის 130–მდე პარლამენტის წევრმა მიიღო მონაწილეობა. გაიმართა დისკუსია გარემოს დაცვისა და განათლების სისტემების, საპარლამენტო ცხოვრებაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ. გიორგი ხატიძემ თავის გამოსვლაში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობის და მონაწილეობის მიღების ხელშეწყობა მოხდეს არამხოლოდ ცენტრალურ სახელისუფლებო ორგანოებში და ინსტიტუციებში, არამედ ადგილობრივ თვითმმართველობების დონეზეც. კონფერენციის ბოლოს მიღებული იქნა შემაჯამებელი დოკუმენტი, სადაც შესაბამისი მოქმედებებია გაწერილი მომავალში ახალგაზრდა თაობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფისთვის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში. ირაკლი ბროკიშვილი დელეგაციის მდივანი 4 საქართველოს პარლამენტის, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში პერიოდი: 2018 წლის იანვარი - 2019 წლის იანვარი 2018 წლის 5-6 ოქტომბერი თბილისი; საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო სესია; ძირითადი აქტივობები:  საინაუგურაციო სესია მაღალი წარმომადგენლობის იყო. მოლდოვას და უკრაინის დელეგაციებს პარლამენტის თავმჯდომარეები, ანდრიან კანდუ და ანდრეი პარუბი ხელმძღვანელობდნენ, დელეგაციების შემადგენლობაში შედიოდა ორივე ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარე. სესიაში, ასევე, ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ვალერიუს სიმულიკი, ევროპარლამენტარები ანა გომესი და მაიკლ გელერი და ადგილობრივი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ;  საინაუგურაციო სესიის ფარგლებში, სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა ასამბლეის წესდებას. „მოხარულები ვართ, რომ ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის პირველი სხდომა სწორედ საქართველოში იმართება. ასამბლეის მიზანია საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატში ჩვენი ქვეყნების ინტერესების ერთობლივად დაცვა და ჩვენი პოზიციების უკეთ კოორდინირება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივად გარდაქმნას“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში;  სესიის განმავლობაში სამივე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხაზი გაესვა ასამბლეის სამმხრივი თანამშრომლობის ახალი ფორმატის პრიორიტეტებს და აღინიშნა, რომ დასავლელი პარტნიორების ჩართვა პროცესში იქნება მნიშვნელოვანი. შეთანხმდნენ, რომ ევროინტეგრაცია და ქვეყნების უსაფრთხოების საკითხები იქნება ის 2 ძირითადი მიმართულება, რომელზეც ასამბლეა სამომავლოდ გააგრძელებს მუშაობას. „სამივე ქვეყანას გააჩნია მიღწევები დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით, რომლის ერთმანეთში გაზიარებაც უნდა მოხდეს“ - განაცხადა ადრიან კანდუმ. სესიაზე განისაზღვრა სამომავლოდ შიდა სამუშაო ფორმატების ფორმირების საკითხი და მნიშვნელობა. უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის, ანდრეი პარუბის ინიციატივით, შესაძლოა ჩამოყალიბდეს 2 სამუშაო კომიტეტი, სადაც აღნიშნულ პრიორიტეტებზე გაგრძელდება მუშაობა;  ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელის დისკუსია სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და ყალბ ამბებთან და ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ. დაგეგმილია ასამბლეის ვებგვერდის შექმნა; 1  მომავალში შესაძლოა მომზადდეს სამი ქვეყნის ერთობლივი დეტალური ანგარიში იმ მიღწეული შედეგებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესისთვის. შესაძლოა დაიგეგმოს სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი ვიზიტები. სხვა აქტივობები:  სესიის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ევროპარლამენტარებთან, ანა გომესთან და მაიკლ გელერთან. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის არსებული ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო პროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტის გაძლიერების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ევროპარლამენტარებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერონ, რადგან ამ კუთხით მუშაობამ საკმაოდ კარგი შედეგები მოიტანა. 2018 წლის დეკემბერში, ასამბლეამ მიიღო პირველი რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ქერჩის სრუტეში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების დაგმობის შესახებ, რომელშიც, სამი ქვეყნის პარლამენტი, მყარი გადაწყვეტილების საფუძველზე, ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას, მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ სამხედრო ქმედებებს ქერჩის სრუტეში და მოუწოდებს მას, შეწყვიტოს აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებზე. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებების, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე, დაუყოვნებლივ დაიწყოს უკანონოდ ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების დე-ოკუპაცია, შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნების საშინაო საქმეების დესტაბილიზაცია და პატივი სცეს ამ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ზომები რუსეთის ფედერაციის მთავრობის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით და მოუწოდებს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს, გამოხატონ პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოებისადმი და მათი სუვერენული არჩევანისადმი, გახდნენ დასავლური ქვეყნების გაერთიანების წევრები; ასამბლეამ ასევე, 2018 წლის დეკემბერში, მიიღო სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი დეკლარაცია საქართველოში, მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინაში ჰიბრიდული საფრთხეების დასაძლევად თანამშრომლობის შესახებ, სადაც სამივე ქვეყნის პარლამენტი გამოხატავს ნებას, გაწევრიანდნენ როგორც მონაწილეები/დამკვირვებლები შესაბამის დასავლურ ინსტიტუტებში, რომლებიც შექმნილია ჰიბრიდული საფრთხეების დასაძლევად და თანხმდებიან, ეროვნულ კანონმდებლობაზე დაფუძნებით, მიიღონ გადაწყვეტილებები ანტი-ჰიბრიდული ორგანოების შექმნის შესახებ და დანიშნონ ეროვნული კოორდინატორები, რომლებიც მიიღებენ, გაანალიზებენ და გააზიარებენ ინფორმაციას, კონკრეტულად ჰიბრიდული საფრთხეების ინდიკატორებისა და შეტყობინებების თაობაზე. ირაკლი ბროკიშვილი დელეგაციის მდივანი 2
დანართი
საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში პერიოდი: 2018 წლის იანვარი - 2019 წლის იანვარი წლის სტატისტიკა: 2 ასამბლეაში მონაწილეობა; 1 ყოველწლიური საპარლამენტო მოსმენაში მონაწილეობა; 2 კონფერენციაში მონაწილეობა. 2018 წლის 21-23 თებერვალი ნიუ-იორკი, აშშ. საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებული ყოველწლიურ საპარლამენტო მოსმენა. დელეგაციის შემადგელობა: გიორგი ვოლსკი; ირაკლი ბროკიშვილი. ღონისძიების თემა: გლობალური თანხმობა უსაფრთხო, მოწესრიგებული და დარეგულირებული მიგრაციისთვის - საპარლამენტო პერსპექტივა. ძირითადი აქტივობები: “გლობალური თანხმობა უსაფრთხო, მოწესრიგებული და დარეგულირებული მიგრაციისთვის” - დოკუმენტი, რომელსაც გაეროს წევრი ქვეყნები 2018 წლის ბოლოს, მაროკოში, მთავრობათაშორის კონფერენციაზე მიიღეს. ამ დოკუმენტის პირველად სამუშაო ვერსიაში წარმოდგენილი საკითხები განიხილეს საპარლამენტო ყოველწლიურ მოსმენაზე. აქტუალური იყო საკითხი, თუ რა პრინციპით ხდება მიგრანტისა თუ დევნილის სტატუსის მინიჭება; ვიზიტის განმავლობაში, გიორგი ვოლსკიმ შეხვედრები გამართა კოლეგებთან, ცალკეული ქვეყნებიდან. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი საპარლამენტთაშორისო კავშირის მომავალ ასამბლეასაც შეეხებოდა. 2018 წლის 24-28 მარტი ჟენევა, შვეიცარია; საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეა დელეგაციის შემადგენლობა: ირაკლი კობახიძე; მამუკა მდინარაძე; დავით მათიკაშვილი; ირაკლი მეზურნიშვილი; ზურაბ ჭიაბერაშვილი; ნინო წილოსანი; გივი მიქანაძე; ნიკოლოზ სამხარაძე; თამარ ყოლბაია; ანა გოჩაშვილი; ირაკლი ბროკიშვილი; სერგო სარდლიშვილი. ღონისძიების თემა: გლობალური რეჟიმის გაძლიერება მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის: საფუძვლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საჭიროება ძირითადი აქტივობები: ირაკლი კობახიძემ უმაღლესი ტრიბუნიდან მიმართა ასამბლეას, რომელსაც 150-მდე ქვეყნის 800-მდე პარლამენტის წევრი, მათ შორის 70-მდე პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა. მან მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, არაკანონიერად ჰყავს განთავსებული შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხელს უწყობს საოკუპაციო რეჟიმის შენარჩუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ამ საოკუპაციო რეჟიმის დახმარებით, გამუდმებით უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს - იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას. ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ ეს ყველაფერი ხდება გაეროს გენერალური ასამბლეის იმ დადგენილებების მიუხედავად, რომლებიც ადასტურებენ ძალისმიერი დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობას და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებას, მშვიდობიანად და ღირსეულად დაბრუდნენ სახლებში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ეფექტურ მექანიზმებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ამ მიმართულებით შეიმუშავა და რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და მიგრანტთა და ლტოლვილთა ჯანმრთელობის დაცვის ადეკვატური სტანდარტების აღსრულებისათვის, ეფექტურ სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენენ; დებატები ასამბლეაზე 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები განხილვებში თემის გარშემო. სხვა აქტივობები: ასამბლეის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის, გაბრიელა კუევას ბარონის და გენერალური მდივნის, მარტინ ჩუნგონგის სახელით გამართულ მაღალი დონის სამუშაო სადილს დაესწრო, რომელსაც 70-მდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა; საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო, რომელსაც ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერი, გედიმინას კირკილასი მასპინძლობდა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ; ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან, კერძოდ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ინდონეზიის და კატარის პარლამენტის თავმჯდომარეებთან, გერმანიის, მაროკოს, ტაილანდის, ჩინეთის, სურინამის და ვანუატუს პარლამენტების ვიცე-სპიკერებთან და ავსტრიის, იაპონიის და სინგაპურის ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივები. რიგ ქვეყნებთან, ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე გაკეთდა. ისაუბრეს გაეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ რეზოლუციაზე, სადაც ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას და როლს ამ საკითხის მოგვარებაში. შეხვედრებზე საუბარი შეეხო 2018 წლის ივლისში, თბილისში დაგეგმილი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამიტს; პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრები ტრადიციულად გაიმართა ასამბლეის პარალელურად. საქართველოს პარლამენტის აპარატის ახლადდანიშნული უფროსი გივი მიქანაძე, აქტიურად მონაწილეობდა ასოციაციის შეხვედრებში. მან კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის პარლამენტების აპარატებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე და სამომავლო ურთიერთობების განვითარების გეგმებზე და პერსპექტივებზე ისაუბრა. 2018 წლის 14-18 ოქტომბერი ჟენევა, შვეიცარია; საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 139-ე ასამბლეა დელეგაციის შემადგენლობა: გიორგი ვოლსკი, გიორგი ხატიძე, ირაკლი ბროკიშვილი; ღონისძიების თემა: პარლამენტის ხელმძღვანელობის როლი მშვიდობისა და განვითარების ხელშეწყობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიური ცვლილებების ერაში ძირითადი აქტივობები: გიორგი ვოლსკიმ უმაღლესი ტრიბუნიდან მიმართა ასამბლეას, რომელსაც 140-მდე ქვეყნის 750-მდე პარლამენტის წევრი, მათ შორის 55-მდე პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა და საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ არსებულ მიღწევებზე და გამოწვევებზე ისაუბრა. დებატები ასამბლეაზე 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები განხილვებში თემის გარშემო. სხვა აქტივობები: ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმის შეხვედრა. შეხვედრაზე გიორგი ხატიძემ სიტყვით მიმართა მონაწილეებს და ახალგაზრდების პოლიტიკურ ცხოვრებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ფართო ფორმატში, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მზადყოფნას, 2020 წლის გაზაფხულზე უმასპინძლოს ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო ფორუმს, რომელიც საპარლამენტთაშორისო კავშირის ეგიდით ტარდება; ასამბლეის ფარგლებში, ასევე, გაიმართა საპარლამენტთაშორისო კავშირისა და პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) ერთობლივი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ხატიძემ და აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის თემაზე იმსჯელეს. გიორგი ხატიძემ თავის გამოსვლაში, საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად პარლამენტის ფუნქციის გაძლიერებასა და რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თაობაზე ისაუბრა. გივი მიქანაძემ შეხვედრაზე საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტურად განხორციელების პროცესში ძლიერი აპარატის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა; საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრა გამართა საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანთან, მარტინ ჩუნგონგთან. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის საუბარი შეეხო ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო ფორუმის 2020 წელს საქართველოში ჩატარების საკითხს; პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის შეხვედრები (ASGP) ტრადიციულად გაიმართა ასამბლეის პარალელურად, რომელსაც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის აპარატის უფროსი ესწრებოდა. გივი მიქანაძე კოლეგების წინაშე პრეზენტაციით წარდგა და მათ ღია მმართველობის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერების საკითხს. გივი მიქანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ირანელ, თურქ, ტაილანდელ, სომეხ და უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს ვოიცეხ სავიცკთან. 2018 წლის 3-5 დეკემბერი ჟენევა, შვეიცარია; საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებული მსოფლიოს რიგით მერვე e-პარლამენტის კონფერენცია დელეგაციის შემადგელობა: გივი მიქანაძე ღონისძიების თემა: პარლამენტები, ტექნოლოგიები და ინოვაცია ძირითადი აქტივობები: კონფერენციის მუშაობაში 350-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. გივი მიქანაძე ღონისძიების ერთ-ერთ სამუშაო პანელზე, რომელიც პარლამენტების მიერ საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინებას და ანგარიშვალდებულებას შეეხებოდა, მომხსენებლად იყო მიწვეული. მან თავის პრეზენტაციაში ამ მიმართულებით, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში, საქართველოს მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ რეფორმებზე და პარლამენტის ღიაობაზე ისაუბრა. 2018 წლის 14-15 დეკემბერი ბაქო, აზერბაიჯანი; საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა რიგით მეხუთე გლობალური კონფერენცია დელეგაციის შემადგელობა: გიორგი ხატიძე ღონისძიების თემა: მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, მომავალი თაობის ინტერესების დაცვა ძირითადი აქტივობები: კონფერენციაში, 45–მდე ქვეყნის 130–მდე პარლამენტის წევრმა მიიღო მონაწილეობა. გაიმართა დისკუსია გარემოს დაცვისა და განათლების სისტემების, საპარლამენტო ცხოვრებაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ. გიორგი ხატიძემ თავის გამოსვლაში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობის და მონაწილეობის მიღების ხელშეწყობა მოხდეს არამხოლოდ ცენტრალურ სახელისუფლებო ორგანოებში და ინსტიტუციებში, არამედ ადგილობრივ თვითმმართველობების დონეზეც. კონფერენციის ბოლოს მიღებული იქნა შემაჯამებელი დოკუმენტი, სადაც შესაბამისი მოქმედებებია გაწერილი მომავალში ახალგაზრდა თაობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფისთვის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში. ირაკლი ბროკიშვილი დელეგაციის მდივანი
დანართი
საქართველოს პარლამენტის, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში პერიოდი: 2018 წლის იანვარი - 2019 წლის იანვარი 2018 წლის 5-6 ოქტომბერი თბილისი; საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო სესია; ძირითადი აქტივობები: საინაუგურაციო სესია მაღალი წარმომადგენლობის იყო. მოლდოვას და უკრაინის დელეგაციებს პარლამენტის თავმჯდომარეები, ანდრიან კანდუ და ანდრეი პარუბი ხელმძღვანელობდნენ, დელეგაციების შემადგენლობაში შედიოდა ორივე ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარე. სესიაში, ასევე, ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ვალერიუს სიმულიკი, ევროპარლამენტარები ანა გომესი და მაიკლ გელერი და ადგილობრივი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ; საინაუგურაციო სესიის ფარგლებში, სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა ასამბლეის წესდებას. „მოხარულები ვართ, რომ ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის პირველი სხდომა სწორედ საქართველოში იმართება. ასამბლეის მიზანია საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატში ჩვენი ქვეყნების ინტერესების ერთობლივად დაცვა და ჩვენი პოზიციების უკეთ კოორდინირება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივად გარდაქმნას“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში; სესიის განმავლობაში სამივე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხაზი გაესვა ასამბლეის სამმხრივი თანამშრომლობის ახალი ფორმატის პრიორიტეტებს და აღინიშნა, რომ დასავლელი პარტნიორების ჩართვა პროცესში იქნება მნიშვნელოვანი. შეთანხმდნენ, რომ ევროინტეგრაცია და ქვეყნების უსაფრთხოების საკითხები იქნება ის 2 ძირითადი მიმართულება, რომელზეც ასამბლეა სამომავლოდ გააგრძელებს მუშაობას. „სამივე ქვეყანას გააჩნია მიღწევები დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით, რომლის ერთმანეთში გაზიარებაც უნდა მოხდეს“ - განაცხადა ადრიან კანდუმ. სესიაზე განისაზღვრა სამომავლოდ შიდა სამუშაო ფორმატების ფორმირების საკითხი და მნიშვნელობა. უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის, ანდრეი პარუბის ინიციატივით, შესაძლოა ჩამოყალიბდეს 2 სამუშაო კომიტეტი, სადაც აღნიშნულ პრიორიტეტებზე გაგრძელდება მუშაობა; ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელის დისკუსია სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და ყალბ ამბებთან და ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ. დაგეგმილია ასამბლეის ვებ-გვერდის შექმნა; მომავალში შესაძლოა მომზადდეს სამი ქვეყნის ერთობლივი დეტალური ანგარიში იმ მიღწეული შედეგებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესისთვის. შესაძლოა დაიგეგმოს სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი ვიზიტები. სხვა აქტივობები: სესიის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ევროპარლამენტარებთან, ანა გომესთან და მაიკლ გელერთან. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის არსებული ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო პროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტის გაძლიერების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ევროპარლამენტარებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერონ, რადგან ამ კუთხით მუშაობამ საკმაოდ კარგი შედეგები მოიტანა. 2018 წლის დეკემბერში, ასამბლეამ მიიღო პირველი რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ქერჩის სრუტეში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების დაგმობის შესახებ, რომელშიც, სამი ქვეყნის პარლამენტი, მყარი გადაწყვეტილების საფუძველზე, ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას, მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ სამხედრო ქმედებებს ქერჩის სრუტეში და მოუწოდებს მას, შეწყვიტოს აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებზე. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებების, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე, დაუყოვნებლივ დაიწყოს უკანონოდ ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების დე-ოკუპაცია, შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნების საშინაო საქმეების დესტაბილიზაცია და პატივი სცეს ამ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ზომები რუსეთის ფედერაციის მთავრობის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით და მოუწოდებს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს, გამოხატონ პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოებისადმი და მათი სუვერენული არჩევანისადმი, გახდნენ დასავლური ქვეყნების გაერთიანების წევრები; ასამბლეამ ასევე, 2018 წლის დეკემბერში, მიიღო სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი დეკლარაცია საქართველოში, მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინაში ჰიბრიდული საფრთხეების დასაძლევად თანამშრომლობის შესახებ, სადაც სამივე ქვეყნის პარლამენტი გამოხატავს ნებას, გაწევრიანდნენ როგორც მონაწილეები/დამკვირვებლები შესაბამის დასავლურ ინსტიტუტებში, რომლებიც შექმნილია ჰიბრიდული საფრთხეების დასაძლევად და თანხმდებიან, ეროვნულ კანონმდებლობაზე დაფუძნებით, მიიღონ გადაწყვეტილებები ანტი-ჰიბრიდული ორგანოების შექმნის შესახებ და დანიშნონ ეროვნული კოორდინატორები, რომლებიც მიიღებენ, გაანალიზებენ და გააზიარებენ ინფორმაციას, კონკრეტულად ჰიბრიდული საფრთხეების ინდიკატორებისა და შეტყობინებების თაობაზე. ირაკლი ბროკიშვილი დელეგაციის მდივანი