შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დასკვნა შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშთან დაკავშირებით
- საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დასკვნა შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშთან დაკავშირებით დასკვნა
- შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2019-05-03
შენიშვნები ცნობად იქნა მიღებული
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-7806/19
25-04-2019
საორგანიზაციო დეპარტამენტს
მოგახსენებთ, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოისმინა შავი
ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC)
საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობის 2018
წლის ანგარიში 2018 წლის ანგარიში.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ
ანგარიშს.
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო ქაცარავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-2395/19
18-02-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს
გიგზავნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, შავი ზღვის
ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს
მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიურ ანგარიშს (პერიოდი: 2018 წლის იანვარი - 2019
წლის იანვარი).
დანართი: 4 ფურცელი
პატივისცემით,
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის
საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი
პარლამენტის წევრი
ოთარი დანელია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო
ასამბლეაში (PABSEC)
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის
წლიური ანგარიში
პერიოდი: 2018 წლის იანვარი - 2019 წლის იანვარი
წლის სტატისტიკა - რეზიუმე:
2 ყოველწლიურ პლენარულ სხდომაში მონაწილეობა;
1 სპიკერების სამიტში მონაწილეობა;
4 ასამბლეის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა.
2018 წლის 27-30 მარტი, ბუქარესტი, რუმინეთი - ასამბლეის ეკონომიკური სავაჭრო,
ტექნოლოგიური და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა
დელეგაციის შემადგენლობა: ოთარ დანელია, ნინო ბუჯიაშვილი.
ღონისძიების თემა: შავი ზღვის რეგიონში ციფრული ეკონომიკის განვითარების
პერსპექტივები.
ძირითადი აქტივობები:
კომიტეტის სხდომაზე თითოეული დელეგაციის ხელმძღვანელი გამოვიდა
სიტყვით თემაზე: ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები და
მონაწილეებს გააცნო ამ მიმართულებით მათ ქვეყნებში არსებული მიღწევები და
გამოწვევები. აღნიშნულ თემაზე მიღებული იქნა შესაბამისი მოხსენება და
რეკომენდაცია.
სხვა აქტივობები:
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ოთარ დანელიამ
ორმხრივი შეხვედრები გამართა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე
რუმინეთის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო საზოგადოების სამინისტროს
წარმომადგენლებთან. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში არსებულ ეკონომიკურ
მდგომარეობასა და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური
თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
2018 წლის 17-20 აპრილი, სერბეთი, ნოვი სადი - ასამბლეის კულტურის,
განათლების და სოციალურ საქმეთა კომიტეტის სხდომა
დელეგაციის შემადგენლობა: ზაზა გაბუნია, ნინო ბუჯიაშვილი
ღონისძიების თემა: კულტურული თანამშრომლობის
მულტიკულტურალიზმი შავი ზღვის რეგიონში
განვითარება
და
1
ასამბლეის აქტივობები:
კომიტეტის სხდომაზე დელეგატებს სიტყვით მიმართა საქართველოს
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ზაზა გაბუნიამ. მან საქართველოს
მდიდარი კულტურის, სახელმწიფოთა შორის კულტურული კავშირების
გაძლიერების,
ინტერკულტურული
დიალოგისა
და
თანამშრომლობის
მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, რეგიონში მშვიდობიანი
თანაცხოცრების და ეკონომიკური განვითარებისათვის კულტურათა შორის
დიალოგი მყარ ნიადაგს ქმნის.
კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მიიღეს მოხსენება და რეკომენდაცია თემაზე:
კულტურული თანამშრომლობის განვითარება და მულტიკულტურალიზმი შავი
ზღვის რეგიონში;
სხვა აქტივობები:
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა
ზაზა გაბუნიამ ორმხრივი შეხვედრა გამართა სერბეთის ვოივოდინას ავტონომიური
რეგიონის პრეზიდენტთან იგორ მიროვიჩთან.
2018 წლის 15-16 მაისი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო
ასამბლეის წევრი ქვეყნების სპიკერების სამიტი
დელეგაციის შემადგენლობა: ირაკლი კობახიძე, ოთარ დანელია, რამაზ
ნიკოლაიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი, თამარ ყოლბაია, ნინო
ბუჯიაშვილი, ანა გოჩაშვილი, არჩილ წიქარიშვილი.
ძირითადი აქტივობები:
სამიტის შესავალ ნაწილში ასამბლეის მიერ წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია შავი
ზღვის რეგიონში არსებული და სამომავლო მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ;
სამიტის მსვლელობისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე სიტყვით გამოვიდა თემაზე: შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის
საპარლამენტო ასამბლეის 25-წლიანი თანამშრომლობა: პარლამენტის როლი შავი
ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის მომავლის ფორმირების საკითხში.
სამიტის დასასრულს მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება და საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სამიტზე დამსწრე პარლამენტის
სხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად გადაეცა ღირსების
მედალი, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო
ასამბლეის საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
სხვა აქტივობები:
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძემ
ორმხრივი შეხვედრები გამართა: ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან - გრამოზ
რუჩისთან, აზერბაიჯანი პარლამენტის თავმჯდომარესთან ოგთაი ასადოვთან, მოლდოვას
რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან ანდრიან კანდუსთან და თურქეთის
2
დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან ისმაილ ქახრამანთან. შეხვედრებს ასევე
ესწრებოდნენ ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ოთარ დანელია და ასამლეაში საქართველოს მუდმივმოქედი დელეგაციის წევრი - რამაზ
ნიკოლაიშვილი.
2018 წლის 19-21 ივნისი, ალბანეთი, ტირანა - გენერალური ასამბლეის რიგით 51-ე
სესია
ღონისძიების თემა: 25 წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა შავი ზღვის
რეგიონში - მოსაზრებები და სამომავლო პერსპექტივები
დელეგაციის შემადგენლობა: რამაზ ნიკოლაიშვილი, ნინო ბუჯიაშვილი.
ძირითადი აქტივობები:
სესიის ფარგლებში ასამბლეის ყველა კომიტეტმა წარმოადგინა საკუთარი
საქმიანობის ანგარიში.
მიღებულ იქნა რეკომენდაცია თემაზე 25 წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა
შავი ზღვის რეგიონში.
წარმოდგენილ იქნა ასამბლეის 2018 წლის აქტივობების, მუდმივმოქმედი
კომიტეტისა და აუდიტის მოხსენებები.
2018 წლის 2-4 ოქტომბერი, ბულგარეთი, სოფია - ასამბლეის კულტურის,
განათლებისა და სოციალურ საქმეთა კომიტეტის სხდომა
ღონისძიების თემა: ტურიზმის განვითარების
პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონში
მიმდინარე
და
სამომავლო
დელეგაციის შემადგენლობა: ზაზა გაბუნია, ნინო ბუჯიაშვილი
ძირითადი აქტივობები:
კომიტეტის სხდომაზე, ტურიზმის განვითარების მიმდინარე და სამომავლო
პერსპექტივების
შესახებ
სიტყვით გამოვიდა ასამბლეაში საქართველოს
მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი - ზაზა გაბუნია. სიტყვით გამოსვლაში მან
ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოთაშორისი კავშირების,
ორმხრივი და ერთობლივი ტურისტული პროდუქტების ორგანიზების
მნიშვნელობაზე.
სხდომაზე მიღებულ იქნა მოხსენება და რეკომენდაცია თემაზე: ტურიზმის
განვითარების მიმდინარე და სამომავლო პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონში.
2018 წლის 16-19 ოქტომბერი, საბერძნეთი, კავალა - ასამბლეის პოლიტიკურ და
სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომა
ღონისძიების თემა: პროფკავშირების როლი შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური
თანამშრომლობის განვითარებაში
3
დელეგაციის შემადგენლობა: ზაზა გაბუნია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ნინო
ბუჯიაშვილი.
ძირითადი აქტივობები:
კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მიიღეს შესაბამისი მოხსენება და
რეკომენდაცია თემაზე: პროფკავშირების როლი შავი ზღვის რეგიონში
ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაში.
სხდომაზე გადაწყდა, რომ სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის მომდევნო,
როგოთ 52-ე სხდომა გაიმართება საქართველოში, ბათუმში 2019 წლის მაისში.
სხვა აქტივობები:
ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა - ზაზა გაბუნიამ
ორმხირივი შეხვედრა გამართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს
მოადგილესთან მარკოს ბოლარისთან.
2018 წლის 27-28 ნოემბერი, სომხეთის რესპუბლიკა, ერევანი - გენერალური
ასამბლეის რიგით 52-ე სესია
ღონისძიების
თემა:
პარლამენტის
თანამშრომლობის განვითარებაში
როლი
რეგიონული
ეკონომიკური
დელეგაციის შემადგენლობა: რამაზ ნიკოლაიშვილი, ნინო ბუჯიაშვილი.
ძირითადი აქტივობები:
სესიის ფარგლებში ასამბლეის ყველა კომიტეტმა წარმოადგინა საკუთარი
საქმიანობის ანგარიში.
სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შავი ზღვიეს ეკონომიკური თანამშრომლობის
ორგანიზაციისა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წლიური
ანგარიშები.
სხდომაზე მიღებულ იქნა მოხსენება და რეკომენდაცია თემაზე: პარლამენტის
როლი რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაში.
სხდომაზე უკრაინის დელეგაციამ წამროადგინა ოფიციალური განცხადება
აზოვისა და ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების შესახებ და
რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის პრინციპის დაცვისკენ
მოუწოდა.
სესიის მსვლელობისას სიტყვით გამოვიდა ასამბლეაში საქართველოს
მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი - რამაზ ნიკოლაიშვილი. სიტყვით
გამოსვლისას
მან
დააფიქსირა
უკრაინის
სუვერენიტეტის
და
ტერიტორიული მთლიაობის მხარდაჭერა და რუსეთის ფედერაციას
საერთაშორისო სამართლის პრინციპის დაცვისკენ მოუწოდა.
წლიური ანგარიში მოამზადა შავი ზღვის ეკომომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა - ნინო ბუჯიაშვილმა.
4