საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა „საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციის“ მიერ წარმოდგენილ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-265/19; 11/01/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-30
ბიუროს ნომერი 254
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-7816/19
25-04-2019
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
„საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციის“ მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1265/19; 11.01.2019).
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 25 აპრილის
სხდომაზე განიხილა „საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციის“ მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-265/19; 11.01.2019).
საკანონმდებლო წინადადების მიმოხილვა
განსახილველად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათის
მიხედვით, წინადადება უზრუნველყოფს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის
სრულყოფას და უნიფიცირებას, კანონმდებლობის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ და „საგზაო
ნიშნებისა და სიგნალების შესახებ“ ვენის კონვენციებთან , კონვენციებში განხორციელებულ
ცვლილებებთან და 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126 EC
„მართვის მოწმობების შესახებ“ დირექტივის მოთხოვნათა შესაბამისობას.
წინადადების
ავტორის შეფასებით, ცვლილებები კანონის რიგ მუხლებში არსებული შეცდომების
ტექნიკური და გრამატიკული ხასიათის ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით,
„საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლში უნდა შევიდეს ცვლილება. კერძოდ, პირველ პუნქტს
უნდა დაემატოს „ქ“ ქვეპუნქტი რომლის მიხედვით, კანონს დაემატება N6 დანართი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
და
განისაზღვრება „უწესივრობათა ნუსხა და პირობები, რომელთა წარმოშობის შემთხვევაშიც
იკრძალება სატანსპორტო საშაუალების ექსპლუატაცია“. ავტორის შეფასებით, უნდა
არსებობდეს შესაბამისი წყარო, რომელიც წესებს დაადგენს.
წინადადების ავტორი ითხოვს, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5
მუხლს (ტერმინთა განმარტება) დაემატოს ტერმინები „გზისპირი“, „გზაგამტარი“, „საავარიო
ვითარების შექმნა“ და „წინსწრება“ ხოლო ტერმინები „გასწრება“, „მთავარი გზა“, „მძღოლი“
სრულად უნდა იქნას განმარტებული. ავტორის შეფასებით,
ნორმატიული აქტის ტექსტში არის ნახსენები, თუმცა
ზოგიერთი ტერმინი
მათი მნიშვნელობები
არ არის
განმარტებული.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიიჩნევს, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 49-ე პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს მძღოლის
დეფინიციას უნდა შეიცვალოს
შემდეგი სახით: „მძღოლი − პირი, რომელიც მართავს
სატრანსპორტო საშუალებას. აგრეთვე პირი, რომელიც სწავლობს სატრანსპორტო საშუალების
მართვას პედაგოგ-ინსტრუქტორთან ერთად.“ ავტორის შეფასებით, პედაგოგ-ინსტრუქტორი
სწავლების დროს რეალურად ვერ მართავს სატრანსპორტო საშუალებას და
მისთვის, იმ
ქმედების გამო პასუხისმგებლობის დაკისრება, რა ქმედებაც ჩაიდინა იმ პირმა, რომელიც
სწავლობს სატრანსპორტო საშუალების მართვას არ არის სწორი. წინადადების ავტორის
აზრით, კანონში არსებული ჩანაწერი ავტოსკოლებს მნიშნელოვან ზიანს აყენებს.
გარდა ამისა, წინადადების ავტორი ითხოვს, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი რომელის მიხედვით,
სატრანსპორტო საშუალებებზე დასამაგრებელ საცობ ნიშნებს დაემატება ნიშანი „ნელმავალი
სატრანსპორტო საშუალება“. ავტორის შეფასებით, ვენის კონვენცია და მისი ძირითადი
დანართი, სახელმწიფოს ავალდებულებს აღნიშნული ნიშანის ქონას.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი აღნიშნავს, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტი რომლის მიხედვით, „თუ გზაზე დროებით
გადასატან სადგარზე ან საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე
დაყენებულია საგზაო ნიშანი (შემდგომ − დროებითი საგზაო ნიშანი), რომლის მოთხოვნები
ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის
მოთხოვნებს, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები“
უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თუ გზაზე დროებით გადასატან სადგარზე ან
საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებულია საგზაო
ნიშანი (შემდგომ − დროებითი საგზაო ნიშანი), რომლის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე
გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნისა და საგზაო მოძრაობის
მოთხოვნებს, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები“.
წინადადების ავტორის შეფასებით, ცვლილება უნდა შევიდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში და გასწორდეს ტექნიკური
ხარვეზი. მოქმედი რედაქციის მიხედვით, „ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება
აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით“. წინადადების ავტორის შემოთავაზების თანახმად
აღნიშნული წინადადება ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „ურელსო სატრანსპორტო
საშუალებას უფლება აქვს, ერთი ზოლის არსებობის შემთხვევაში, იმოძრაოს ყველა
მიმართულებით“.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, საგზაო მოძრაობის
შესახებ“ საქართველოს კანონის 34 -ე მუხლში ტექნიკური ხარვეზები უნდა შესწორდეს.
კერძოდ:
„34-ე მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი. „ ნებადართულია თქვენს წინ 30
კმ/სთ-ით ან ნაკლები სიჩქარით მოძრავი ერთეული სატრანსპორტო საშუალების, მათ
შორის ნელმავალი (საჭაპნე, მოტობლოკი, ტრაქტორი, კომბაინი და სხვა) საშუალების
გასწრება ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება შემხვედრს სატრანსპორტო საშუალებას
(ებს), მიუხედავად აღნიშნულ გზის მონაკვეთზე დადგმული (3.20-3.22) ამკრძალავი
საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური 1.1 მონიშვნის ხაზის (ღერძული ხაზის)
მოთხოვნისა“. ავტორის შეფასებით, თუ მძღოლს 3.20 „გასწრება აკრძალულია“ საგზაო
ნიშანი მისი მოქმედების ზონაში აძლევს 30 კმ/სთ, ან ნაკლები სიჩქარით მოძრავი
ერთეული სატრანსპორტო საშუალების გასწრების უფლებას, მაშინ იგივე წესი რატომ
არ უნდა ვრცელდებოდეს გზის იმ მონაკვეთებზე, სადაც 3.20 ნიშანი არ დგას და გვაქვს
1.1 ღერძული მონიშნის ხაზი. ავტორის შეფასებთ, გამოდის რომ მონიშვნა დადგება
ნიშანზე მაღლა, რაც წინააღმდეგობაშია 28-ე მუხლის მე-4 პუნქტთან.
34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის პირველივე წინადადებაში სიტყვა „შემდეგ“
უნდა შეიცვალოს სიტყვებით „დამთავრებისას“ ან „დამთავრების მომენტში“( დროს).
34-ე მუხლის მე-6 პუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით. კერძოდ, „თუ გზაზე,
რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სულ
მცირე ორი ზოლია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც გასწრების
დაწყების შემდეგ ამ კანონის 31-ე მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებით დადგენილ
მოთხოვნათა
შესასრულებლად
ადრე
დაკავებულ
მოძრაობის
ზოლზე
დაბრუნებისთანავე ან დაბრუნებიდან მოკლე დროში მოუწევს ახალი გასწრების
დაწყება, ამ მანევრის შესასრულებლად შეუძლია დარჩეს პირველი გასწრების დროს
დაკავებულ მოძრაობის ზოლზე, თუ წინასწარ დარწმუნდება, რომ ეს არ შეუქმნის
დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების
მძღოლს.“.
34-ე მუხლის მე-8 პუნქტს უნდა დაემატოს
შემდეგი
რედაქციით:
„დასახლებულ
„ა“ ქვეპუნქტი და ის ჩამოყალიბდეს
პუნქტებში
მრავალრიცხოვანი
გზის
შემთხვევაში, როდესაც არც შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და მონიშვნით არ
დგინდება ზოლებზე მოძრაობის მიმართულება, მძღოლი ხელმძღვანელობს სავალ
ნაწილზე განლაგებისა და მანევრირების საერთო დადგენილი წესებითა და სქემით.
კერძოდ: პირდაპირ მოძრაობას ახორციელებს ნებისმიერი ზოლიდან,
მარცხნივ
მოხვევას და მობრუნებას მარცხენა უკიდურესი ზოლიდან, ხოლო მარჯვნივ მოხვევას
მარჯვენა უკიდურესი ზოლიდან.“.
34-ე მუხლის მე-15 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ მუხლის მე13 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ავტომაგისტრალზე, მასთან
გათანაბრებული საავტომობილო მოძრაობისათვის განკუთვნილ და 5.3 საგზაო
ნიშნით აღნიშნულ იმ გზაზე, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებს არ ემსახურება,
აგრეთვე ნებისმიერ გზაზე, რომელზედაც მოძრაობის ნებადართული სიჩქარე 80
კმ/სთ-ს აღემატება.“. ანუ სიტყვები „ნიშნით მონიშნული“ იცვლება სიტყვებით „ნიშნით
აღნიშნული.“
წინადადების ავტორის შეფასებით, ცვლილება უნდა შევიდეს „საგზაო მოძრაობის
შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლში. კერძოდ, აღნიშნულ მუხლში საერთოდ
არ არის განმარტებული გზაჯვარედინის გავლის წესი, სადაც ორგანიზებულია
წრიული სქემით მოძრაობა. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის
ქვეპუნქტის
ბოლო
აბზაციდან
სიტყვები
„და
გზაჯვარედინზე
„დ“
დაყენებული
პრიორიტეტის ნიშნებით“ ამოღებულ უნდა იქნეს. გარდა ამისა, წინადადების ავტორი
ითხოვს, რომ აღნიშნული მუხლისმე-4 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წრიული სქემით (წრეზე) მოძრაობის დროს
მძღოლები
ხელმძღვანელობენ
არარეგულირებადი
გზაჯვარედინების
გავლის
წესებით. კერძოდ: პრიორიტეტის ნიშნებით და/ან შესაბამისი ჰორიზონტალური
მონიშვნის ხაზებით და მარჯვენა დაბრკოლების წესით.“.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიიჩნევს, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონის 55 მუხლის მე-3 პუნქტი რომლის მიხედვით, „ „B“, „A1“ ან/და „B1“
კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ
გამოცდაზე შეიძლება დაიშვას 18 წლის ასაკს მიღწეული ის პირი, რომელსაც არ გაუვლია
სათანადო
მომზადება
მძღოლთა
სერიოზული მსჯელობის საგანი.
მოსამზადებელ
დაწესებულებაში.“
უნდა
წინადადების ავტორი მიუთითებს, რომ
გახდეს
საკითხზე
მსჯელობის შემთხვევაში წარმოადგენს არგუმენტირებულ დასაბუთებას.
წინადადების ავტორი მიჩნევს, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე
მუხლი, რომელიც ადგენს 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების მინიჭების ზოგიერთ პირობას უნდა იქნეს ამოღებული,
ვინაიდან 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის დაშვება მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე
მხოლოდ მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობის საფუძველზე დაუშვებელია. XI
კლასში ორმოცდაათ საათიანი კურსით (პრაქტიკულ მეცადინეობებს არ მოიცავს) სწავლება
ეხმარება მოსწავლეებს მხოლოდ ზოგადი უნარების დონეზე გააცნობიერონ საგზაო
მოძრაობის უსაფრთხოების მნიშვნელობა, რაც არ შეიძლება იყოს მართვის უფლების მისაღებ
გამოცდაზე მათი დაშვების საფუძველი.
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორის
შეფასებით,
„საგზაო
მოძრაობის
შესახებ“
საქართველოს კანონის მე-60 მუხლი უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ავტორი მიუთითებს,
რომ აღნიშნული მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მთავრობის დადგენილება
„მძღოლთა
მოსამზადებელი
დაწესებულებებისა
და
ინსტრუქტორ-მასწავლებელთა
საქმიანობის შესახებ“ ჯერ არ მომზადებულა, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტოსკოლების ქსელის
მოწესრიგებისა და პედაგოგების სერტიფიცირების საკითხი გაურკვეველია.
და ბოლოს, საკანონმდებლო წინადადების ავტორი აღნიშნავს, რომ
„საგზაო მოძრაობის
შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართი „საგზაო ნიშნები“ არ არის სრულყოფილი,
უნიფიცირებული და მაფრთხილებელ ნიშნებში დასამატებელია ერთი საგზაო ნიშანი -
„დათოვლილი და მოლიპული გზა“. სამი ნიშნის სახელწოდება არის შესაცვლელი. ესენია:
„ხელოვნური ბორცვი“, „გვირაბთან მიახლოება“, „მოცურების საშიშროება“.
შეფასება:
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის
(საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის
შენიშვნები, კერძოდ:
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო:
საკანონმდებლო წინადადების შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს „საგზაო მოძრაობის
შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-2 მუხლის პირველ პუნქტში და
კანონს უნდა დაემატოს მე-6 დანართი „უწესივრობათა ნუსხა და პირობები, რომელთა
წარმოშობის
შემთხვევაშიც
იკრძალება
სატრანსპორტო
საშუალების
ექსპლუატაცია“
(შემდგომში - მე-6 დანართი). აღსანიშნავია, რომ წინადადებაში არ არის წარმოდგენილი მე-6
დანართი. შესაბამისად, დანართის კანონში დამატების საკითხის სრულფასოვანი განხილვა
ვერ ხორციელდება.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს კანონის
მე-5 მუხლში სადაც გათვალისწინებულია ოთხი ტერმინის განმარტება, კერძოდ „გზისპირი“,
„გზაგამტარი“ „საავარიო ვითარების შექმნა“ და „წინსწრება (გადასწრება)“. წინადადების
შესაბამისად, „გზისპირი“ განმარტებულია როგორც - გზის ელემენტი, რომელიც უშუალოდ
ერთვის გზის სავალ ნაწილს ერთ დონეზე; გზისპირი ძირითადად გამოიყენება ქვეითთა
გადაადგილებისათვის,
აგრეთვე
სატრანსპორტო
საშუალებების
გაჩერებისა
და
არახანგრძლივი დგომისათვის. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საავტომობილო გზების
საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილებით დამტკიცებული
საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური
რეგლამენტის (შემდგომში - ტექნიკური რეგლამენტი) მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად
გვერდული არის საავტომობილო გზის ელემენტი სავალ ნაწილსა და მიწის ვაკისის წარბას
შორის, რომელიც გათვალისწინებულია განაპირა ზოლის, სატრანსპორტო საშუალებების
იძულებით გაჩერებისათვის საჭირო ზოლის, ღობურების და მოძრაობის ორგანიზაციის სხვა
ტექნიკური საშუალებების განსათავსებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს
ტერმინი „გზისპირის“ განმარტების საჭიროება.
გარდა ამისა, წინადადების შესაბამისად, „გზაგამტარი“ განმარტებულია როგორც გზების
გადაკვეთა სხვადასხვა დონეზე. ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 23-ე პუნქტის
შესაბამისად,
განმარტებულია ხელოვნური ნაგებობების ცნება, რომლის შესაბამისადაც,
ხელოვნური ნაგებობები ეს არის: წყალგამტარი ნაგებობები, ესტაკადები, ვიადუკები,
გზაგამტარები, აივნები, საყრდენი კედლები, გვირაბები და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ
ხელოვნური ნაგებობის ერთ - ერთი სახეობაა საავტომობილო გზების გადაკვეთა სხვადასხვა
დონეზე,
სატრანსპორტო
კვანძებით,
სატანსპორტო
კვანძის
შემადგენელი
ნაწილია
გზაგამტარი,
პანდუსი,
შემანელებელი
და
ამაჩქარებელი
ზოლები,
წრე
და
სხვა.
წარმოდგენილი წინადადების მიხედვით, ბუნდოვანია „გზაგამტარის“ წარმოდგენილი სახით
განმარტება საჭიროებისა და მინაშეწონილობის საკითხი.
საკანონმდებლო წინადადების შესაბამისად, ტერმინი „მთავარი გზა“ განმარტებულია
შემდეგნაირად - შესაბამისი (2.1) საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა, რომელიც ანიჭებს მძღოლს
არარეგულირებულ გზაჯვარედინზე გავლის უპირატესობას გადამკვეთ მეორეხარისხოვან
გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში. გადამკვეთ გზასთან შედარებით
მთავარ
გზად
მიიჩნევა
1.7.1-1.7.7,5.1,
5.3
საგზაო
ნიშნებით
აღნიშნული
გზა,
მკვრივსაფარიანი (ასფალტის, ცემენტობეტონის, ქვის ან მსგავსი მასალის) გზა - ღორღიან ან
გრუნტოვან გზასთან შედარებით, ღორღიანი გზა - გრუნტოვანთან შედარებით. ღორღიან ან
გრუნტოვან გზაზე უშუალოდ გზაჯვარედინის წინ, გზის მკვრივსაფარიანი უბნის არსებობა
არ ათანაბრებს მას მკვრივსაფარიან გზასთან. რაც შეეხება კანონს, ტერმინი მთავარი გზა
განმარტებულია შემდეგნაირად- 2.1 ან 5.1 საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ამ ნიშნის
მოქმედების ზონის მთელ მონაკვეთზე. მთავარ გზად მიიჩნევა 1.7.1−1.7.7 საგზაო ნიშნებით
აღნიშნული გზა − გზაჯვარედინზე, გადასაკვეთ (მიერთებულ) გზასთან შედარებით,
მკვრივსაფრიანი გზა (ასფალტის, ცემენტ-ბეტონის ან სხვა მსგავსიმასალის ან ქვაფენილის
საფრის მქონე გზა) − ღორღიან ან გრუნტოვან გზასთან შედარებით, ღორღიანი გზა −
გრუნტოვან გზასთან შედარებით. ღორღიან ან გრუნტოვან გზაზე უშუალოდ გზაჯვარედინის
წინ გზის მკვრივსაფრიანი უბნის არსებობა არ ათანაბრებს მას მკვრივსაფრიან გზასთან.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო წინადადებაში „მთავარი გზა“ ტერმინის განმარტებიდან
ამოღებულია 5.1 საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა და შემდგომ ჩამოყალიბებულია მსჯელობა,
რომ 5.1 ნიშანი „ავტომაგისტრალი“ მძღოლს აწვდის ინფორმაციას ჩქაროსნულ გზაზე
მოძრაობისა და მთავარ გზაზე ყოფნის შესახებ და 5.3 ნიშანი 5.1 ნიშნის ანალოგიურია.
კანონის დანართი №1-ის 5.1 პუნქტის შესაბამისად ავტომაგისტრალი არის განსაკუთრებული
მითითებების ნიშანი და განმარტებულია, როგორც ავტომაგისტრალი, რომელზედაც
მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი
იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.1.1 დაფით. ხოლო ამავე
დანართის
5.3
პუნქტის
შესაბამისად, საავტომობილო
გზა
არის
განსაკუთრებული
მითითებების ნიშანი და განმარტებულია, როგორც გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ
ავტომობილისა
და
მოტოციკლის
ფუქციონალური
დანიშნულებით
და
მოძრაობისათვის.
ტექნიკური
ავტომაგისტრალი
პარამეტრებით
თავისი
(სატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობის ინტენსივობა, ადგილმდებარეობის რელიეფის ტიპი, საანგარიშო
სიჩქარე,
მინიმალური
მოხვევის
რადიუსი,
სამოძრაო
ზოლის
სიგანე
და
სხვა.)
განსხვავებულია 5.3 საგზაო ნიშანით აღნიშნულ საავტომობილო გზასთან შედარებით,
აღნიშნულიდან გამომდინარე 5.3 საგზაო ნიშანი და 5.1 საგზაო ნიშანი ანალოგიური არ
შეიძლება იყოს.
საკანონმდებლო წინადადებაში მითითებულია კანონის 28-ე მუხლზე (მარეგულირებლის
სიგნალების, შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების
ურთიერთდამოკიდებულება) და განმარტებულია შემდეგნაირად - „თუ გზაზე დროებით
გადასატან სადგარზე ან საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე
დაყენებულია საგზაო ნიშანი (შემდგომ − დროებითი საგზაო ნიშანი), რომლის მოთხოვნები
ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის
მოთხოვნებს.“ კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად - თუ გზაზე დროებით
გადასატან სადგარზე ან საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე
დაყენებულია საგზაო ნიშანი (შემდგომ − დროებითი საგზაო ნიშანი), რომლის მოთხოვნები
ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის
მოთხოვნებს, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები.
საკანონმდებლო წინადადებაში ჩამოყალიბებულ კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან
ამოღებულია სიტყვები „მძღოლი ვალდებულია შეასრულოს დროებითი საგზაო ნიშნის
მოთხოვნები.“ ბუნდოვანია, თუ რა მიზანს ისახავს აღნიშნული მუხლის ცვლილება და რა
მიზნით არ არის ნორმის შინაარსი ჩამოყალიბებული.
საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონის 38-ე მუხლში ავტომაგისტრალი და სხვა მსგავსი გზა - ამოსაღებია პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. დღეის
მდგომარეობით
საქართველოს
ტერიტორიაზე
გამავალი
აღმოსავლეთ-დასავლეთის
საავტომობილო მაგისტრალი წარმოადგენს „ტრანს-ევროპულ საგზაო ქსელის“ შემადგენელ
კორიდორს, სადაც დადგენილია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მაღალი ნორმები და
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ნებადართულია სხვა საავტომობილო
გზებთან შედარებით უფრო მაღალი სიჩქარით. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არის
მიზანშეწონილი ავტომაგისტრალზე სასწავლო სვლის დაშვება. ასევე კანონის პროექტში არ
არის განმარტებული და დასაბუთებული თუ რატომ არის ამოსაღები პირველი პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტი, მაშინ, როცა სწორედ ეს პუნქტი კრძალავს სასწავლო სვლას, რაც მართებულია.
საკანონმდებლო წინადადებაში „საგზაო ნიშნები“ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია თუ
სად არის შესაძლებელი საგზაო ნიშნის „დათოვლილი და მოლიპული გზა“ გამოყენება, რა
დროს ხდება მისი განთავსება და რა ტექნიკური პირობებით. მაგალითად დაბა გუდაურში
გამავალ საავტომობილო გზაზე როდესაც თოვლის საფარი საშუალოდ 2 მეტრს აღწევს, ამ
შემთხვევაში როგორ უნდა განთავსდეს მითითებული ნიშანი.
საგზაო ნიშნის „მოცურების საშიშროება“ დამატება, ასეთი სათაურით დაუშვებელია, „საგზაო
ნიშნებისა და სინგალების შესახებ“ 1968 წლის ვენის კონვენციის (შემდგომში - ვენის
კონვენცია) ინგლისურენოვანი ვერსიის შესაბამისად არსებობს ტერმინი „Slippery road“,
რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც „მოლიპული გზა“ და არა „მოცურების
საშიშროება“. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სადაც ხდება „მოლიპული გზა“ საგზაო
ნიშნის გამოყენება, იქ ასევე ხდება დამატებითი საგზაო ნიშნის 8.16 „სველი საფარი“ 3.24
„მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ და 3.20 „გასწრება აკრძალულია“ ნიშნების გამოყენება,
იმ ადგილების მიმდებარედ სადაც სავალ ნაწილზე დგება გარკვეული რაოდენობის წყალი
სადრენაჟე სისტემის შეკეთებამდე.
საკანონმდებლო წინადადებაში მითითებულია, რომ ტერმინი „უსწორმასწორო ბორცვი“
უნდა შეიცვალოს ტერმინით „ხელოვნურ ბორცვთან მიახლოება“. ნიშანდობლივია ის
გარემოება, რომ კანონში ტერმინი „უსწორმასწორო ბორცვი“ არ გვხვდება. შესაბამისად,
ბუნდოვანია საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოთხოვნა, ამასთან, კანონში უკვე
მოცემულია ნიშანი „ხელოვნური უსწორმასწორობა“ საგზაო ნიშანი 1.18.
საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული, რომ ტერმინი „გვირაბი“ უნდა შეიცვალოს
„გვირაბთან მიახლოებით“, რაც სამინისტროს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. კანონის
შესაბამისად, არსებობს მაფრთხილებელი საგზაო ნიშანი 1.32 „გვირაბი“ (ვენის კონვენციის
ინგლისურ ენოვანი ვერსიის შესაბამისად „Tunnel“ - ქართულად „გვირაბი“), რომელიც
გამოიყენება გვირაბამდე, საგზაო ნიშანთან - „მანძილი ობიქტამდე“ 8.1.1, უშუალოდ
გვირაბის დასაწყისში 8.2.1 „მოქმედების ზონა“ და სხვა საჭირო საგზაო ნიშნებთან ერთად.
შესაბამისად, არსებული საკანონმდებლო აღნიშვნა სრულად შესაბამისობაშია ვენის
კონვენციასთან და არ არსებობს მისი ცვლილების საჭიროება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:
წარმოდგენილი
პროექტით
ტერმინი
„საავარიო
ვითარების
შექმნა“
გულისხმობს
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო წესების, საგზაო ნიშნების, მონიშვნის
ხაზების, შუქნიშნისა და მარეგულირებლის სიგნალების მოთხოვნათა შეუსრულებლობის
(უგულებელყოფის) შედეგად შექმნილ ვითარებას, რომელსაც მოჰყვა მოძრაობის შეფერხება
და/ან საცობის შექმნა და რომელსაც დიდი ალბათობით შეიძლება მოჰყვეს საგზაოსატრანსპორტო
შემთხვევა.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის თანახმად, საავარიო ვითარების შექმნა და მოძრაობის შეფერხება, ასევე მოძრაობის
შეფერხება, რომელსაც მოჰყვა საცობის შექმნა სხვადასხვა დარღვევებად არის განმარტებული.
შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საავარიო ვითარების შექმნამ მოიცვას
მოძრაობის შეფერხება და საცობის შექმნა, რადგან ისინი ცალ-ცალკე დარღვევას წარმოადგენს.
გარდა აღნიშნულისა, საყურადღებოა, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-5 მუხლის 65-ე პუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია)
განმარტებულია,
როგორც
გზაზე
სატრანსპორტო
საშუალების
მოძრაობისას
მისივე
მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი,
დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა ან სხვა ქონება. შესაბამისად,
საავარიო ვითარების შექმნა ისედაც გულისხმობს, ისეთ ვითარებას რომელსაც არ მოჰყვა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, მაგრამ ამის საფრთხე არსებობდა. აღნიშნულიდან
გამომდინარე, შემოთავაზებული რედაქციიდან ამოღებულ უნდა იქნას სიტყვები „რომელსაც
მოჰყვა მოძრაობის შეფერხება და/ან საცობის შექმნა“.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ტერმინი გასწრება გულისხმობს დაკავებული ზოლიდან
გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე
სატრანსპორტო საშუალების გადასწრებას. აღნიშნული ასევე შეიძლება მოიცავდეს შემხვედრ
სამოძრაო ზოლში გადასვლას. აქედან გამომდინარე, დაკონკრეტება -,,შემხვედრის ზოლზე
გადასვლით ან გადაუსვლელად“ აზრს მოკლებულია.
წარმოდგენილი პროექტით ტერმინ - „მთავარ გზას“ ტერმინების განმარტებაში კერძოდ მე-5
მუხლში დაემატა პრიორიტეტული ნიშნის განმარტება. მოქმედი „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონის №1 დანართის თანახმად განისაზღვრება და განიმარტება საგზაო
ნიშნები. აღნიშნული დანართის 2.1 პუნქტით განმარტებულია პრიორიტეტული საგზაო
ნიშანი - „მთავარი გზა“ და მისი განთავსების წესი. (მთავარი გზა - გზა, რომელზე მოძრავ
მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი
იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი
8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა
იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში - წინასწარ გზაჯვარედინამდე 150-300 მეტრ
მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.) შესაბამისად, მიზანშეწონილი არაა ტერმინთა
განმარტებაში დამატებით მოხდეს საგზაო ნიშნის მოქმედების სფეროს განსაზღვრა, რომელიც
ისედაც განიმარტება №1 დანართის შესაბამისად.
საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,
სასწავლო
სატრანსპორტო
მასწავლებლისათვის
საშუალება
განკუთვნილი
აღჭურვილი
გადაბმულობისა
უნდა
და
იყოს
ინსტრუქტორ-
მუხრუჭის
დამატებითი
სატერფულებით, აგრეთვე უკუხედვის სარკით. შესაბამისად, სწავლების დროს ინსტრუქტორმასწავლებელი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მძღოლს და არა ის პირი, რომელიც
სწავლობს სატრანსპორტო საშუალების მართვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქმედი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასწავლო სვლის
განხორციელებისას მძღოლთან გათანაბრებულია ინსტრუქტორ-მასწავლებელი. შესაბამისად,
მიზანშეწნილად არ მიგვაჩნია მძღოლად განისაზღვროს პირი, რომელიც სატრანსპორტო
საშუალებას მართავს ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართით განისაზღვრება საგზაო
ნიშნები და მათი განმარტება. აღნიშნული დანართის 3.20 პუნქტით იმ ადგილას, სადაც
განთავსებულია ნიშანი „გასწრება აკრძალულია“, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების
მძღოლს შეუძლია გაასწროს 30კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო
საშუალებას. შესაბამისად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის
პირველ ნაწილში „ა“ პუნქტის დამატება არ არის მიზანშეწონილი და საჭირო, რადგან ეს
საგზაო ნიშნის განმარტებაში ისედაც არის გაწერილი.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 პუნქტის თანახმად თუ გზაზე,
რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სულ მცირე ორი
ზოლია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც გასწრების დამთავრების შემდეგ ამ
კანონის 31-ე მუხლის მე-10-მე-12 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა შესასრულებლად
ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე დაბრუნებისთანავე ან დაბრუნებიდან მოკლე დროში
მოუწევს ახალი გასწრების დაწყება, ამ მანევრის შესასრულებლად შეუძლია დარჩეს პირველი
გასწრების დროს დაკავებულ მოძრაობის ზოლზე, თუ წინასწარ დარწმუნდება, რომ ეს არ
შეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების
მძღოლს. შემოთავაზებული ცვლილებით, სიტყვები „დამთავრების შემდეგ“ იცვლება
სიტყვებით „დაწყების შემდეგ“ რაც არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. კერძოდ, გასწრების
დაწყების შემდეგ შეიძლება მძღოლისთვის არ გახდეს ცნობილი, რომ ისევ მოუწევს მალევე
ახალი გასწრების დაწყება, ვინაიდან გასწრება ზოგადად გულისხმობს დაკავებული
ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან
რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრებას. შესაბამისად, თუ მძღოლი ასწრებს
რამდენიმე მანქანას, გასწრების დაწყების შემდეგ ვერ იქნება მისთვის ცნობილი, რომ ისევ
მოუწევს მალევე ახალი გასწრების დაწყება. ანუ ამ დროს მისი მხედველობის არე არ მისცემს
შესაძლებლობას გათვალოს მოუწევს თუ არა მას ახალი გასწრების დაწყება.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტი განსაზღვრავს
მანევრთან დაკავშირებულ წესებს (მარჯვნივ და მარცხნივ მოხვევის წესს). შესაბამისად, იმის
გათვალისწინებით, რომ აღნიშნული რეგულირდება მოქმედი კანონით მიზანშეწონილად არ
მიგვაჩნია 34-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დამატება.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
განისაზღვრება თუ რა ითვლება არარეგულირებად გზაჯვარედინად. აღნიშნულ შემთხვევაში
მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს არარეგულირებად გზაჯვარედინის გავლის
წესებით და პრიორიტეტული ნიშნებით. შესაბამისად, დამატებით 36-ე მუხლის მე-4 პუნქტში
აღნიშნულის განსაზღვრა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. ამასთან, საყურადღებოა, რომ
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროში
აქტიურად
მიმდინარეობს
მუშაობა
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდასთან დაკავშირებით
ევროპის კავშირის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის მართვის მოწმობების
შესახებ 2006/126/EC დირექტივის იმპლემენტაციის მიზნით და უახლოეს მომავალში იგეგმება
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საქართველოს პარლამენტში წარდგენა.
სამინისტროს პოზიციით, წინადადების ავტორს არ აქვს წარმოდგენილი კონკრეტული
განმარტება და სამართლებრივი დასაბუთება მითითებული ხარვეზების შესწორების
თაობაზე. ასევე, წარმოდგენილი წინადადებებით არ არის დასაბუთებული ცვლილებების
განხორციელების საჭიროება და ბუნდოვანია მთელი რიგი საკითხები, მათ შორის საგზაო
ნიშნების დამატებისა და ცვლილების მოთხოვნები.
დასკვნითი ნაწილი
ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა მიიჩნია, რომ ცალკეული
საკითხები საჭიროებს დამუშავებას, თუმცა ამ სახით წარმოდგენილი წინადადება ცნო
უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი