საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქეების: მარიამ კაკულიას, სალომე მახარაძის, თათია ივანიაძის, ნინო თაბუკაშვილის, მარიამ კიკნაძის, ირაკლი მელქაძის, ლიკა ნაროზაშვილის, გიორგი ნადირაძის, გიორგი ებანოიძის და ნინო ხუციშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N20955; 26/12/2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-04-30
ბიუროს ნომერი 254
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-7832/19
25-04-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს მოქალაქეებს, მარიამ
კაკულიას, სალომე მახარაძეს, თათია ივანიაძეს, ნინო
თაბუკაშვილს, მარიამ კიკნაძეს, ირაკლი მელქაძეს, ლიკა
ნაროზაშვილს, გიორგი ნადირაძეს, გიორგი ებანოიძეს და
ნინო ხუციშვილის
მის.: 0186, ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 79/159
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა
საქართველოს მოქალაქეების, მარიამ კაკულიას, სალომე მახარაძის, თათია ივანიაძის,
ნინო თაბუკაშვილის, მარიამ კიკნაძის, ირაკლი მელქაძის, ლიკა ნაროზაშვილის, გიორგი
ნადირაძის, გიორგი ებანოიძის და ნინო ხუციშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებასთან დაკავშირებით (N 20955/9, 26-12-2018)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 25 აპრილს
კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების: მარიამ კაკულიას, სალომე
მახარაძის, თათია ივანიაძის, ნინო თაბუკაშვილის, მარიამ კიკნაძის, ირაკლი მელქაძის, ლიკა
ნაროზაშვილის, გიორგი ნადირაძის, გიორგი ებანოიძის და ნინო ხუციშვილის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N 20955/9, 26-12-2018)
I.
საკანონმდებლო წინადადების არსი
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილების განხორცილებას
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში. ცვლილების მიხედვით კოდექსის 22-ე და 32-ე
მუხლების სათაურიდან ხდება ფრაზის „ან ძალადაკარგულად გამოცხადების“ ამოღება, რის
შედეგადაც გაუქმდება სასამართლოს მიერ აღნიშნული კატეგორიის საქმეთა განხილვის
სამართლებრივი საფუძველი.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
II.
საკანონმდებლო
წინადადების
საკანონმდებლო წინადადების შეფასება
ავტორები
მიიჩნევენ,
რომ
სასამართლო
არ
არის
უფლებამოსილი განიხილოს საქმე ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულების თაობაზე.
წინადადების ავტორთა არგუმენტაცია ემყარება კოდექსის 61-ე მუხლი პირველი ნაწილის
სიტყვებს „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების
უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ
ორგანოს.“
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდგომში - „სზაკ“) 601-62 მუხლებით
დადგენილია ადმინისტრაციული აქტის გაუქმების შესაძლებლობა, რაც მოიცავს როგორც
აქტის ბათილად, ასევე მის ძალადაკარგულად გამოცხადების მექანიზმებს. მათ შორის
განსხვავება
თავად
ადმინისტრაციული
აქტის
სამართლებრივ
ბუნებაშია,
პირველ
შემთხვევაში საქმე გვაქვს უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან, ხოლო
ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ კანონიერი ადმინისტრაციული აქტი.
სზაკ-ის 60 მესამე ნაწილის შესაბამისად: „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს ბათილად
ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის
შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო“, თუმცა მსგავსი
დათქმა არ არის მოცემული 61-ე მუხლში რომელიც განსაზღვრავს აქტის ძალადაკარგულად
გამოცხადებას და რომლის პირველი ნაწილითაც აღნიშნული უფლებამოსილება მხოლოდ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ენიჭება.
აღნიშნული
კი,
გარკვეულ
წილად,
წინააღმდეგობაში
მოდის
სქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სასკ“) 22-ე მუხლის პირველ
ნაწილთან.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
ბათილად
ცნობის,
ან
ძალადაკარგულად
გამოცხადების შესახებ სარჩელის დასაშვებობის საკითხს აწესრიგებს სასკ-ის 22-ე მუხლი,
ხოლო მისი დასაბუთებულობის დადგენის საფუძველია სასკ-ის 32-ე მუხლი. გარდა ამის,
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სარჩელი დასაბუთებულია, თუ
თავად აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს
მოსარჩელის უფლებასა და ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებებს. ორივე
შემთხვევაში სასკ-ის 22-ე მუხლით აღძრული სარჩელის დასაბუთებულობა და შესაბამისად,
სასამართლოს გადაწყვეტილება, დამოკიდებულია აქტის უკანონობაზე, რაც თავისთავად
გამორიცხავს, რომ აქტის ძალადაკარგულობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი იყოს
დასაბუთებული და მაშასადამე, დაკმაყოფილებული.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადება მიზნად ისახავს
კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის შესწორებას, ადმინისტრაციული სამართლის
ზოგადი და საპროცესო კანონმდებლობის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანას.
ამასთანავე,
გასათვალისწინებელია
ის
გარემოება,
რომ
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის 105-ე მე-9 პუნქტის მუხლის მიხედვით თუ საკანონმდებლო წინადადება
წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი,
კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა
პარლამენტის
ბიუროს.
წარმოდგენილია
წარმოდგენილი
კანონპროექტის
სახით
საკანონმდებლო
საჭიროებს
წინადადება,
მნიშვნელოვან
რომელიც
გადამუშავებას.
შესაბამისად, შემოთავაზებული ფორმით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიზანშეწონილად
არ მიიჩნევს კანონპროექტის ინიცირებას. ამასთანავე, შემოთავაზებული საკანონმდებლო
წინადადების
ღირებულებიდან
გამომდინარე
გაგრძელდება
მუშაობა
წინადადების
ავტორების ჩართულობით საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად.
დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს მოქალაქეების: მარიამ კაკულიას,
სალომე მახარაძის, თათია ივანიაძის, ნინო თაბუკაშვილის, მარიამ კიკნაძის, ირაკლი
მელქაძის, ლიკა ნაროზაშვილის, გიორგი ნადირაძის, გიორგი ებანოიძის და ნინო
ხუციშვილის
მიერ
ადმინისტრაციულ
წარმოდგენილი
საპროცესო
საკანონმდებლო
კოდექსში
უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
ცვლილების
წინადადებას
შეტანის
„საქართველოს
შესახებ“
და
ცნო