საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ წარმოდგენილი „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებების დაგმობის თაობაზე“ (07-3/248; 26.11.2018) საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-01
ბიუროს ნომერი 255
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-7865/19
30-04-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებების დაგმობის
თაობაზე“ (07-3/248; 26.11.2018) განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107 მუხლის შესაბამისად გთხოვთ, დამატებითი
კონსულტაციების ჩატარების მიზნით და რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორთან გიორგი
კანდელაკთან შეთანხმებით, რომელიც თანახმაა, რომ რეზოლუციის პროექტი პლენარულ
სესიაზე გატანამდე, განხილულ იქნეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე,
მიიღოთ გადაწყვეტილება რეზოლუციის პროექტის, წარმოდგენილი პარლამენტის წევრების
გიორგი კანდელაკის და სერგი კაპანაძის მიერ, „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის
საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებების დაგმობის თაობაზე“ განხილვის ახალი ვადის
განსაზღვრის თაობაზე და განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო ქაცარავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge