საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა „თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-06
ბიუროს ნომერი 256
📜 ტექსტი
წერილი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-8108/19
02-05-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გიგზავნით საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტთან არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნას
,,თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ“.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი
კახაბერ კუჭავა
დანართი:67 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
saqarTvelos parlamentis
garemos dacvisa da bunebrivi
resursebis komitetis
Tematuri mokvlevis angariSi
TbilisSi haeris
mdgomareobis Sesaxeb
Tematuri mokvleva #ECI-19/01
წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, გაეროს განვი
თარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, ვესტმინსტერის დემოკრატიის
ფონდთან (WDF) თანამშრომლობით. გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ
ასახავდეს დონორი ორგანიზაციების თვალსაზრისს.
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
3
samuSao jgufi
თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის ჩატარების მიზნით, გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან (შემდგომში „გარემოს კომიტეტი“) შეიქმნა სამუშაო ჯგუფი,
რომლის შემადგენლობა განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის წევრებით:
1.
კახაბერ კუჭავა
| გარემოს კომიტეტის თავმჯდომარე
2.
თინათინ ბოკუჩავა
| გარემოს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
3.
გიორგი გაჩეჩილაძე
| ფრაქცია ქართული ოცნება-მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე
4.
გიორგი ხატიძე
| პარლამენტის წევრი
5.
ნინო წილოსანი
| პარლამენტის წევრი
6.
ნინო გოგუაძე
| პარლამენტის წევრი
7.
დავით სონღულაშვილი | პარლამენტის წევრი
8.
გუგული მაღრაძე
| პარლამენტის წევრი
9.
ემზარ კვიციანი
| პარლამენტის წევრი
10. მამუკა მდინარაძე
| ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, თავმჯდომარე
11. ლევანი კობერიძე
| პარლამენტის წევრი
12. გოგი მეშველიანი
| პარლამენტის წევრი
13. სულხან მახათაძე
| პარლამენტის წევრი
14. ელენე ხოშტარია
| პარლამენტის წევრი
4
uflebamosileba
გარემოს კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი „თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის
შესახებ“ შეიქმნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (2018 წელს მოქმედი რედაქციის) 50-ე
მუხლის მე-3 პუნქტისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის
2018 წლის 18 აპრილის N6 განკარგულების საფუძველზე.
სამუშაო ჯგუფი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
დებულების, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
აპარატის დებულების, საქართველოს კანონმდებლობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტთან არსებული თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის მოკვლევის
სამუშაო ჯგუფის დებულების შესაბამისად.
ანგარიშის ხელმისაწვდომობა
საპარლამენტო თემატური მოკვლევის პროცესში მიღებული და გამოყენებული ყველა მასალა,
დოკუმენტაცია, ანგარიშები, დასკვნები, ზეპირი მოსმენების სტენოგრამა და კომიტეტის საბოლოო
ანგარიში ელექტრონულად ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე
www.parliament.ge
თემატურ მოკვლევაზე მუშაობდნენ:
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატი
ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი, იოსებ კუჭავა, დენის სალუქვაძე, თამარ გელდიაშვილი, გიორგი
ცხვედიანი, ფიქრია რობაქიძე, იოსებ ჩიტიშვილი (მოწვეული სპეციალისტი), დემეტრე ხოფერია
(პრაქტიკანტი)
ვესტმინსტერის განვითარების ფონდის (WFD) საქართველოს ოფისი
ბორის ნადირაძე (ხელმძღვანელი), ავთო ბუდაღაშვილი (მოწვეული ექსპერტი)
საკონტაქტო ინფორმაცია
რუსთაველის გამზირი 8
0114, თბილისი
(+995 32) 2 28 15 09
garemo@parliament.ge
5
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
sarCevi
1
შესავალი
6
2
თემატური მოკვლევა
8
3
მოკვლევის შედეგად გამოვლენილი ატმოსფერული
ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროები
10
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი
10
მშენებლობები და სამშენებლო მტვერი
13
ბუნებრივი მტვერი
14
გამწვანების პრობლემა
15
ტენიანობისა და მორწყვის პრობლემა
17
საწვავის ხარისხი და მონიტორინგი
17
თბომომარაგების ქვაბები
19
აზბესტის ხუნდები და აზბესტის შეცველი პროდუქცია
21
საბურავების როლი ჰაერის დაბინძრებაში
22
პიროტექნიკა და ფოიერვერკები
23
კანონმდებლობა ატმოსფერული ჰაერის შესახებ
24
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები
24
ახალი საკანონმდებლო რეგულაცია
28
გარემო და ჯანმრთელობა
31
დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება ჯანმრთელობაზე
31
გარემოსა და ჯანმრთელობის საკითხებზე კომუნიკაციის ნაკლებობა
33
მთავრობის მიდგომების შეფასება ჰაერის ხარისხის
გაუმჯობესების კუთხით
36
„მწვანე პოლიტიკა“
36
აღსრულების შეფასება
37
სამოქმედო გეგმის სრულყოფა და მონიტორინგის გაუმჯობესება
40
7
დაბინძურებული ჰაერის ეკონომიკური ზარალი და ფინანსირება
41
8
ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენების ხელშეწყობა
43
9
გარემოს კომიტეტის რეკომენდაციები
48
10
წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებები
59
11
ზეპირი მოსმენები
60
12
გამოყენებული წყაროები
62
4
5
6
6
1 Sesavali
1.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნე
ლოვანესი გამოწვევაა. ბოლო წლებში საქართველოში და, განსაკუთრებით, თბილისში საზოგა
დოებრივი და მედიის ინტერესი ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ძალიან მაღალია, რაც სხვადასხვა
ღონისძიების, აქციისა თუ აქტივობის სახით გამოვლინდა. დაბინძურებული ჰაერი უარყოფითად
ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და უამრავ დაავადებას იწვევს, ზოგჯერ კი ნაადრევი
სიკვდილის მიზეზიც ხდება. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ დაავადებათა მკურნალობაზე 2016
წელს გადახდილი ხარჯების დაახლოებით 60% თბილისის კლინიკებშია გადარიცხული. საქართველოს
მთავრობამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და თბილისის მუნიციპალიტეტის
თვითმართველობამ არაერთი ნაბიჯი დაგეგმეს და გადადგეს. მიუხედავად ამისა, ატმოსფერული
ჰაერის დაბინძურების პრობლემა კვლავ მწვავეა, რაც ქმედით ღონისძიებათა შემუშავებისა და
კოორდინირებულად აღსრულების აუცილებლობაზე მიუთითებს.
2.
აღნიშნულ პრობლემაზე რეაგირების მიზნით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტმა 2018 წელს დაიწყო საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი თემატური
მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი შედგებოდა საქართველოს
პარლამენტის ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლისგან.
3.
მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფმა თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა შეისწავლა
ყველა შესაძლო დაინტერესებული მხარის ჩართულობით. ამის უზრუნველსაყოფად პარლამენტის
ვებგვერდზე გამოქვეყნდა თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები და ნებისმიერ დაინტერესებულ
მხარეს მიეცა შესაძლებლობა, წერილობით წარედგინა დასაბუთებული მოსაზრება საკითხზე.
მოკვლევის პროცესში გარემოს კომიტეტმა მიიღო და შეისწავლა 20 დასაბუთებული მოსაზრება.
ასევე, პოზიციის წარმომდგენ დაინტერესებულ მხარეებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან
ჩაატარა 19 ზეპირი მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სამუშაო ჯგუფმა დაამუშავა და გააანალიზა
ხელმისაწვდომი ინფორმაცია, მიღებული წერილობითი პასუხები, კვლევები, ანგარიშები, საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკა, მოქმედი კანონმდებლობა და კანონქვემდებარე აქტები. ასევე, წერი
ლობით გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან. უნდა აღინიშნოს,
რომ ზეპირი მოსმენები იყო საჯარო და გადაიცემოდა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის
(მეორე არხის პირდაპირი ეთერის), ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით.
4.
გარემოს კომიტეტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმწიფო უწყებებს შორის გაუმჯობე
სებული კოორდინაცია და საკითხისადმი ერთიანი ეროვნული მიდგომის ჩამოყალიბება.
შესაბამისად, თემატური მოკვლევის საფუძველზე, კომიტეტმა შეიმუშავა დროში გაწერილი რეკო
მენდაციები. თითოეულ რეკომენდაციაზე განისაზღვრა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება, რომელიც
ვალდებულია, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, თავისი კომპეტენციის ფარგლებსა და
კონკრეტულ ვადებში. ვადის ამოწურვის შემდეგ, თითოეული სახელმწიფო უწყება გარემოს კომიტეტს
წარუდგენს ინფორმაციას რეკომენდაციების შესრულების სტატუსსა ან შეუსრულებლობის გამომწვევ
მიზეზებზე.
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
5.
7
წინამდებარე ანგარიში აანალიზებს ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებს, (ტრანსპორტი,
მშენებლობა, ბუნებრივი მტვერი, საბურავები, აზბესტის შემცველი ხუნდები და სხვა), აფასებს
სამართლებრივი რეგულირების სისტემას და გამოკვეთს ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის
აუცილებლობას.
ამასთან,
განიხილავს
ჰაერის
დაბინძურების
ჯანმრთელობაზე
ზეგავლენასა
და ასაბუთებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობას, წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკისა და
თანამედროვე მიდგომების მაგალითებს. გარდა ამისა, ანგარიში აფასებს მთავრობის დასახული
სამოქმედო გეგმისა და უკვე განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობას. ანგარიშში წარ
მოდგენილ რეკომენდაციათა განხორციელება ხელს შეუწყობს თბილისში (და არა მხოლოდ) ატმო
სფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს საშუალებას მისცემს:
•
უზრუნველყონ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და
მისი ხელმისაწვდომობა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. აგრეთვე, გამოყონ სათანადო
დაფინანსება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისათვის.
•
შეიმუშაონ ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხის დაცვის
უფრო მაღალ დონეს და სრულ შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის დირექტივებთან, რომელთა
შესრულების ვალდებულება საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აკისრია.
•
კონცენტრირდნენ საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციურ
გაძლიერებაზე.
•
წამოიწყონ ეროვნული ჯანდაცვის კამპანია, რომელიც ნათლად ასახავს ჰაერის დაბინძურებით
გამოწვეულ საფრთხეებს, ზუსტ და რეალურ დროში განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის
საზოგადოებას.
•
განსაზღვრონ კონკრეტული ვადა და ამ პერიოდისთვის მიღწევადი შედეგები გარემოსთვის
საზიანო ტრანსპორტის ეკოლოგიურად სუფთა საშუალებებით ჩანაცვლებისათვის.
•
შეიმუშაონ ფისკალური პოლიტიკა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ადაპტაციის
გეგმები; ასევე, ურბანული დაგეგმარებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით
დაგეგმილი ღონისძიებები თანხვედრაში მოიყვანონ სუფთა ჰაერის როგორც გლობალურ, ასევე
ადგილობრივ მიზნებსა და სტრატეგიასთან.
8
2 Tematuri mokvleva
6.
დაბინძურებულ ჰაერს არსებითი ზეგავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.
გარემოსადმი მიყენებული ზიანი პირდაპირ აისახება საზოგადოებაზე და თანმდევი უარყოფითი
შედეგები დროთა განმავლობაში ვლინდება. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით
ყოველწლიურად მსოფლიოში 6.5 მილიონი ადამიანი იღუპება.1 მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის
მონაცემებით, საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით 70-ე ადგილზეა.2
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშით გამოვლინდა დაბინძურების ორი ძირითადი წყარო
- სტაციონარული და მოძრავი, ხოლო ძირითადი დამაბინძურებლებია მტვრის მყარი შეწონილი
ნაწილაკები (PM10 და PM2.5), აზოტის დიოქსიდი (NO2), ოზონი (O3), გოგირდის დიოქსიდი (SO2) და
ნახშირორჟანგი (CO).3
7.
2018 წლის 18 აპრილს, გარემოს კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, თბილისში ატმოსფე
რული ჰაერის მდგომარეობის შესწავლის მიზნით. სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა ატმოსფერული ჰაე
რის დაბინძურების გამომწვევი მიზეზები, მონიტორინგის ეფექტიანობა, ჰაერის დაბინძურების
მონიტორინგით სრული და ობიექტური წარმოდგენის შექმნის შესაძლებლობა, ფისკალური საკითხი,
საუკეთესო პრაქტიკა, გარემოს დაბინძურებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად განხორციელებულ/
დაგეგმილ ღონისძიებათა ეფექტიანობა და სხვადასხვა სექტორის როლი ჰაერის დაბინძურებაში.
8.
თემატური მოკვლევისას გარემოს კომიტეტმა იხელმძღვანელა მის ხელთ არსებული ინფორ
მაციით, კვლევებითა და მიწოდებული დასაბუთებული მოხსენებებით. ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით
ბევრი მოსაზრება, სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია და სტატისტიკა არსებობს,
მაგრამ ჭეშმარიტების დადგენისა და შემდგომი ნაბიჯების უკეთ დასაგეგმად აუცილებელია, რომ
ნებისმიერი სახის ინფორმაცია ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტებს, კვლევებს, მტკიცებულებებს და
დასკვნები მათ ანალიზს ეფუძნებოდეს.
9.
თემატური მოკვლევის ფარგლებში გამოცხადდა კონკრეტულ ფაქტებზე, კვლევებსა და
მიგნებებზე დაფუძნებული მოსაზრებების მიღება დაინტერესებული მხარეებისგან (სამთავრობო
და არასამთავრობო სექტორი, კერძო სექტორი, დარგის ექსპერტები, სამეცნიერო სექტორის
წარმომადგენლები და ნებისმიერი დაინტერესებული პირი). მიღებული დასაბუთებული მოსაზრებებისა
და დამატებითი მასალის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების
ძირითად წყაროებს შორისაა სატრანსპორტო სექტორი, სამშენებლო სექტორი, ბუნებრივი მტვერის
ფაქტორი და ბევრი სხვა მიზეზი, რომელზეც რეაგირება ნულოვანი ან არასათანადოა.
10.
გარემოს კომიტეტმა დაასრულა საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი თემატური
მოკვლევა. მოკვლევის პროცესში კომიტეტმა მიიღო 20 დასაბუთებული მოსაზრება და ჩაატარა
19 ზეპირი მოსმენა. ასევე, წერილობით გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია შესაბამისი
1
World Health Organization (WHO), Fact sheet 2018, მოძიებულია 27 მარტი 2019, ბმულიდან https://bit.ly/2CJ2pJD
World Health Organization (WHO), Summaries of selected health-related SDG indicators, 29 მარტი 2018, მოძიებულია 1
აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2FBRXW2
2
3
საქართველოს სახალხო დამცველი, უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში), სპეციალური
ანგარიში 2019, გვ. 4, მოძიებულია 1 აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2ZbG2X0
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
9
უწყებებიდან. სამუშაო ჯგუფმა დაამუშავა და გააანალიზა ხელმისაწვდომი ინფორმაცია, მიღებული
წერილობითი პასუხები, კვლევები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, მოქმედი კანონმდებლობა
და კანონქვემდებარე აქტები. დამუშავებული მასალის საფუძველზე, გარემოს კომიტეტმა ჩამოაყალიბა
პოზიცია და შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები. თითოეულ რეკომენდაციაზე განისაზღვრა
პასუხისმგებელი სამთავრობო უწყება და კონკრეტული ვადები ამ რეკომენდაციებისა თუ დავალებების
შესასრულებლად. გარემოს კომიტეტი დარწმუნებულია, რომ შემუშავებულ რეკომენდაციათა
განხორციელება ხელს შეუწყობს თბილისში (და არა მხოლოდ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის
გაუმჯობესებას. შედეგად:
✓
გაუმჯობესდება გარემოს დაცვა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა
✓
დაიხვეწება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ არსებული საკანონმდებლო ბაზა
✓
დროულად შესრულდება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები
✓
მოხდება სწრაფი და ქმედითი რეაგირება არსებულ გამოწვევებზე
✓
არსებითად გაუმჯობესდება კომუნიკაცია როგორც პასუხისმგებელ სამთავრობო უწყებებს
შორის, აგრეთვე ყველა დაინტერესებულ მხარესა და საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„ქ. თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა პრობლემურია და ამ თემის ირგვლივ
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა, მათი
უმრავლესობა არ არის ფაქტებით სათანადოდ დადასტურებული. ჩემი აზრით, თითოეული
ინფორმაცია
უნდა
ემყარებოდეს
საფუძვლიან
კვლევებსა
და
ანალიზს.
სათანადო
რეაგირებისათვის კომიტეტს ესაჭიროება დასაბუთებული მოსაზრებები. გამომდინარე აქედან,
მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც კომიტეტი მზად
არის, ყველა დაინტერესებული პირისგან მიიღოს მოსაზრება, ფაქტები და რეკომენდაციები
ქ. თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით”.
კახა კუჭავა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე
10
3 mokvlevis Sedegad gamovlenili atmosferuli
haeris dabinZurebis ZiriTadi wyaroebi
11.
თემატური მოკვლევისას გამოვლინდა ატმოსფერული ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი
ფაქტორები. ასევე, ბევრი სხვა დიდი თუ მცირე ფაქტორი, რომლებზეც ყურადღება ნაკლებად არის
გამახვილებული, თუმცა, ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათოა და დაავადებებს იწვევს.
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი
12.
თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ
მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი
მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია.
13.
ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა
ჩაატარა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს: სტაციონარული
წყაროებიდან გაფრქვევა (მრეწველობისა და მშენებლობის ობიექტებიდან მავნე ნივთიერებების ემისია)
და მოძრავი წყაროებიდან წარმოქმნილი გაფრქვევები (ჰაერის დაბინძურება მავნე ნივთიერებებით
ავტოტრანსპორტის მიერ). განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე წყარო, ვინაიდან: საავტომობილო
გაფრქვევები მთლიანი გაფრქვევების 71%-ს შეადგენს და, ამავდროულად, ქვეყანაში არსებული
ავტოსატრანსპორტო საშუალებების 37% (შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი)
თავმოყრილია თბილისში. დედაქალაქში, როგორც ტრანზიტულად მოძრავი, ისე მუდმივად მყოფი
ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ქვეყნის მოსახლეობის დიდი
ნაწილი თბილისში საქმიანობს და, ძირითადად, ავტომობილის ექსპლუატაციას უკავშირდება. აუდიტის
დასკვნა ყურადღებას სწორედ დედაქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვით
გამოწვეულ ჰაერის დაბინძურებაზე ამახვილებს.
14.
იმავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა მათი ასა
კის, შიდა წვის სისტემის სიძველისა და მისი აღდგენის შეუძლებლობის გამო, ვერ გადის პერიოდულ
ტექნიკურ ინსპექტირებას. 03.10.2016 – 03.04.2017 პერიოდში, თბილისში მოძრავი მიკროავტო
ბუსების დაახლოებით 25% არ გამოცხადდა მათთვის სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებაზე,
ხოლო 04.04.2017 – 06.10.2017 პერიოდში მხოლოდ 40% გამოცხადდა. ამ ავტოსატრანსპორტო
საშუალებებზე სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმი სუსტია.4
15.
სახელმწიფო აუდიტის აღნიშნულ ანგარიშში საგანგებო აქცენტი კეთდება საზოგადოებრივ
ტრანსპორტზე. ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური აკონტროლებს შპს „თბი
ლისის სატრანსპორტო კომპანიას“, რომელიც აერთიანებს თბილისის მასშტაბით მოძრავ ავტობუსებს,
მეტროპოლიტენს და საბაგირო ტრანსპორტს. შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ დაარსდა 2011 წელს
და მართავს მერიის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ 4 კომპანიას - შპს „თბილ ლაინი“,
შპს „თბილ ქარი“, შპს „კაპიტალ გრუპი“ და შპს „ფაბლიქ ქარსი“. აღნიშნულმა ოთხმა კომპანიამ
თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა 20 წლის ვადით მოიპოვა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ქ. თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული
ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის 2016 წლის ანგარიში. გვ. 5, მოძიებულია 27 მარტი 2019
ბმულიდან https://bit.ly/2DE9Krm
4
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
11
ტრანსპორტის სამსახურის მოწოდებული ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით სულ 2,024 შიდა
საქალაქო მიმოსვლის მიკროავტობუსია. მათგან დაახლოებით 1,700 ერთეული ყოველდღიურ
სამარშრუტო მოძრაობაშია ჩართული. მიკროავტობუსების პარკის შემადგენლობასა და მათ ტექნიკურ
მდგომარეობაზე ზედამხედველობას, კომპეტენციის ფარგლებში, ქ. თბილისის მერია ახორციელებს5.
16.
თბილისის მერიის განცხადებით, 2019 წლის ბოლომდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი,
თანამედროვე საშუალებებით ჩანაცვლდება. ზეპირი მოსმენებისას გაურკვეველი დარჩა, არსებობს თუ
არა ძველი, ე.წ. „ყვითელი ავტობუსების“, უტილიზაციის გეგმა. „ყვითელი ავტობუსების“ ძირითადი
ნაწილი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა. ამდენად,
ჩანაცვლების შემდეგ ეს უვარგისი ავტობუსები მოხმარებიდან უნდა ამოიღონ (თუ შეკეთებას არ
ექვემდებარებიან) და არ გადაიტანონ საქართველოს სხვა ქალაქებში.
17.
2004
წელს
განხორციელებული
ცვლილებით,
ძალადაკარგულად
გამოცხადდა
(N32)
საქართველოს 1997 წლის საგადასახადო კოდექსი, რომელიც განსაზღვრავდა გადასახადის
გადახდის წესს ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერებისას. 2004 წლის 22
დეკემბრის (N 692) ახალმა საგადასახადო კოდექსმა აღარ გაითვალისწინა ავტოსატრანსპორტო
საშუალების ტექნიკური დათვალიერებისას გადასახადის გადახდის წესი.6 განვითარებული ქვეყნები
ამ დროს აიაფებენ ექსპორტის გადასახადს მოძველებულ ავტოტრანსპორტზე, რაც ავტომატურად
იწვევს ქართველი შემსყიდველის დაინტერესებას. შედეგად, ქვეყნის ავტოპარკის 90%-ზე მეტს 10
წელზე უფრო ძველი ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეადგენს. ეს საგანგაშო და სერიოზული
პრობლემაა.
18.
„ეკოხედვის“ (“ECOVISION”) წარმოდგენილი დასაბუთებული მოხსენება გვაცნობს უშუ
ალოდ ამ თემატური მოკვლევისთვის ჩატარებული კვლევის შედეგებს. კვლევის მიზანი იყო მსუ
ბუქი ავტომობილების მიერ ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზთა (ავტომობილის ტექნიკური
მდგომარეობა, ასაკი, საწვავის ხარისხი, საწვავის ტიპი) დადგენა, ავტომობილების გამონაბოლქვის
ტესტირების საფუძველზე.
სხვადასხვა ასაკის და განსხვავებული ტექნიკური გამართულობის ავტომობილების ტესტირებისას,
გამოიყენეს ერთი და იგივე საწვავი, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო
საშუალებებისათვის. ტესტირების მიზანი იყო განსხვავებული პარამეტრების მქონე ავტომობილების
გამონაბოლქვის შემოწმება და შედარებითი ანალიზი, ერთი და იგივე საწვავის პირობებში. ტესტირების
შედეგად გამოვლინდა, რომ ერთი და იგივე საწვავის პირობებში, გამონაბოლქვზე შემოწმებული,
ტექნიკურად გაუმართავი და ტექნიკურად გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებები სრულიად
განსხვავებულ შედეგებს იძლევიან. შედეგი ერთნაირია ორივე - დიზელის თუ ბენზინის ძრავიანი
ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში7.
19.
თემატური მოკვლევის მომხსენებელი „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მი
უთითებს, რომ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის SMART|AtmoSim_Lab5
იქვე, გვ. 12.
6
ძალადაკარგულია საქართველოს 12/22/2004 N692 კანონით
ეკოხედვა/ECOVISION, თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ, გვ. 35, თბილისი, 2018, მოძიებულია 30 მარტი
2019 ბმულიდან https://bit.ly/2UpMbzd
7
12
ის ატმოსფერული კვლევების შედეგითაც, ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომანქანების
გამონაბოლქვია - მათ დიდ ნაწილში არ არის გამართული კატალიზატორი; ამასთან, მეთანის მაღალი
შემცველობა ჰაერში მიუთითებს ბუნებრივ გაზზე გადაკეთებული მანქანების გავლენაზე8.
20.
თემატური მოკვლევისას აღინიშნა, რომ მაღალი მოცულობის ძრავის ავტომობილებში მფლო
ბელები ხშირად ამონტაჟებენ გაზის სისტემას. აღნიშნული სისტემები უმეტესწილად გაუმართავია, მეტ
გამონაბოლქვს გამოყოფს და უფრო აბინძურებს გარემოს. გამოთქმული მოსაზრებით, 5 წელზე ძველ
ავტომობილებს განბაჟების უფრო მკაცრი პირობები უნდა დაუწესდეს, რაც განბაჟების გადასახადის
ზრდასაც მოიცავს. ასევე, მიზანშეწონილად მიაჩნია მაღალი მოსაკრებლის დაწესება დიდი მოცულობის
ძრავის მქონე ავტომობილებზე.
21.
გარემოს კომიტეტი იზიარებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციას, რომ
გამკაცრდეს მონიტორინგი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების ტექნიკურ მდგომარეობაზე.
ასევე, ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შესრულებაზე. ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრომ გარემოს კომიტეტს 2 თვის ვადაში წარუდგინოს სა
მოქმედო გეგმა და ღონისძიებათა ჩამონათვალი ამ რეკომენდაციის შესასრულებლად. მო
ნიტორინგის მექანიზმი უნდა მოიცავდეს წინასწარ გაწერილ და ჩამოყალიბებულ მეთო
დოლოგიას9 და ასახელებდეს მონიტორინგზე პასუხისმგებელ ერთ კონკრეტულ უწყებას.
საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი უწყება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს
მსგავსი ინსტიტუტია.
22.
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ გარემოს კომიტეტს 2 თვის ვადაში წარუ
დგინოს სამომავლო ხედვა იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც ვერ
აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის სტანდარტებს.
23.
ინსპექტირებისას ბენზინისძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გამონაბოლქვში
იზომება მხოლოდ ნახშირჟანგის (CO) შემცველობა, ხოლო დიზელისძრავიანი სატრანსპორტო
საშუალებებისთვის - კვამლიანობა. არადა, გამზომი დანადგარი მეტი მახასიათებლის გაზომვის
საშუალებას იძლევა. თანაც, დადგენილი ლიმიტები ლმობიერია სასურველ სტანდარტთან
შედარებით. გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ეფექტიანი შემცირებისათვის, მნიშვნელოვანია,
გამონაბოლქვში ერთზე მეტი მავნე ნივთიერების ნორმის განსაზღვრა და ინსპექტირება, სატრან
სპორტო საშუალებათა კატეგორიის, მწარმოებლის ნორმების და გარდამავალი პერიოდის
გათვალისწინებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გარემოს კომიტეტს
2 თვის ვადაში წარუდგინოს პოზიცია ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისი
ღონისძიებების განხორციელების ვადა.
24.
ცალკეულ მოქალაქეთა მოწოდებული რეკომენდაციებიდან აღსანიშნავია ორი შემო
თავაზება:
-
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შემოწმება გამონაბოლქვზე საქართველოს საზღვრის
გადმოკვეთისას, ასევე, მათი განბაჟებისას. მიზანშეწონილია მომზადდეს საკანონმდებლო
„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა, 30 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2uHdaYE
8
ჯეოველ რისერჩი, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება, პირველი პერიოდული
ანგარიში ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები, 21 ნოემბერი 2018, გვ. 4, მოძიებულია 3 აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.
ly/2D7lrK1
9
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
13
ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით დადგინდება ემისიის სტანდარტები იმპორ
ტირებული ავტოსატრანსპორტო საშალებებისთვის და აიკრძალება ევრო 4-ზე დაბალი
სტანდარტის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა იმპორტი საქართველოში.
-
გამონაბოლქვის საზომი მცირე ზომის პორტაბელური აპარატების შეძენა (რომელიც ფარ
თოდ გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში), რითაც ადგილზევე შემოწმდება
ავტოსატრანპორტო საშუალება, ვიზუალურად ხილვადი გამონაბოლქვის დაფიქსირების
შემთხვევაში.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკითხები უფრო მეტ დისკუსიას საჭიროებს, გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (შემდგომში „გარემოს დაცვის სამინისტრო“), შინაგან
საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიამ 2 თვის ვადაში წარუდგინოს გარემოს კომიტეტს
ანალიზი და დადებითი/უარყოფითი დასკვნა ამ ორ საკითხთან დაკავშირებით.
მშენებლობები და სამშენებლო მტვერი
25.
თბილისის ჰაერის ხარისხზე, ასევე, ქალაქის ჰავაზე ზოგადად, მოქმედებს ქარების მიმართულება
და სიძლიერე. ქალაქის ცენტრალური ნაწილის ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 2-3
გრადუსით განსხვავდება გარეუბნების ანალოგიური მაჩვენებლებისგან. ქალაქის ჰაერის ხარისხზე
განსაკუთრებული ზეგავლენა აქვს ბუნებრივი განიავების პროცესს, რომელიც უპირველესად გა
ბატონებულ ქარებს უკავშირდება. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიმართული
გაბატონებული ქარები, ძირითადად, მდინარე მტკვრის ხეობას მიუყვება და ფერხდება მდინარისადმი
პერპენდიკულარულად განლაგებული ქუჩებისა და განაშენიანების გამო. აღსანიშნავია, რომ მაღალი
კორპუსების აშენების შემდეგ ქალაქში შეიცვალა ე.წ. „ქარის ვარდი“ და, შესაბამისად, გამოიკვეთა
ქალაქში შედარებით „ცხელი წერტილები“10.
26.
მნიშვნელოვანია, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის ერთობლივი
ძალისხმევით ჩატარდეს გაბატონებული ქარების ეკოლოგიური ეფექტიანობის კვლევა, რათა
მრავალსართულიანი შენობები არ აშენდეს მდინარე მტკვრის ხეობის გასწვრივ და ქალაქის
გარშემო მდებარე მთების ზედა ნაწილებში, რამაც შეიძლება დააბრკოლოს ქარის მოძრაობა,
ჰაერის ბუნებრივი გაწმენდისა და თბილისის კლიმატის რეგულირების პროცესი.
27.
ბოლო 20-25 წლის მანძილზე ე.წ. „ქაოტურმა მშენებლობებმა“ თბილისში არა მხოლოდ
დაარღვია ბუნებრივი განიავების სისტემა, არამედ ატმოსფერული ჰაერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
დამაბინძურებლად იქცა. მინიმალური სტანდარტის გაუქმების გამო - რასაც ქალაქი სამშენებლო
მტვრისგან უნდა დაეცვა - თბილისში მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები PM10 და PM2.5 ჰაერის
დაბინძურების ძირითადი წყარო გახდა. თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენებისას თბილისის მერიის
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ის ეცნობოდა ყველა მიღებულ
დასაბუთებულ მოხსენებას და თვალს ადევნებდა მიმდინარე ზეპირ მოსმენებს. ასეთ მიდგომას
გარემოს კომიტეტი არათუ მიესალმება, არამედ გამოხატავს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს მერიას
ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს.
28.
სამშენებლო მტვრით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მხოლოდ თბილისის პრობლემა
არაა, თუმცა, ყველაზე მწვავედ ეს საკითხი დედაქალაქში დგას. აუცილებელია, თბილისის მერიის გა
10
ეკოხედვა/ECOVISION, თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ, გვ. 39, თბილისი, 2018, მოძიებულია 30 მარტი
2019 ბმულიდან https://bit.ly/2UpMbzd
14
ტარებული ღონისძიებები საქართველოს სხვა ქალაქებისთვის მაგალითი აღმოჩნდეს. გამოცდილების
გათვალისწინებით, გატარდეს პრევენციული ზომები, სანამ სხვა ქალაქებშიც იგივე მდგომარეობა
დადგება. განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოს დიდი ქალაქები. საკომიტეტო მოსმენებისას
ამ საკითხზე შენიშვნები გამოთქვეს როგორც დეპუტატებმა, ასევე სახალხო დამცველის ოფისის
წარმომადგენელმა.
29.
სამშენებლო დამტვერიანებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიისა და გარემოს კომი
ტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს. ამ ცვლილებების შესა
ბამისად, ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც დაარღვევს მარტივად აფრქვევადი
სამშენებლო მასალის გადატანის, განთავსებისა და რეალიზაციის დადგენილ რეგულაციებს,
გადაიხდის მოცულობით ჯარიმას. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დასრულდება საგა
ზაფხულო სესიაზე. ამ კანონის მიღების შემდეგ, ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, თბილისის
მერიამ გარემოს კომიტეტს მიაწოდოს ანგარიში კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით.
ბუნებრივი მტვერი
30.
წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებებიდან ერთ-ერთი ეხებოდა თბილისის ატმოსფერულ
ჰაერში ბუნებრივი მტვრის შემადგენლობას. გამოიკვეთა, რომ ურბანულ ჰაერს მნიშვნელოვნად
აბინძურებს მასში სხვადასხვა წარმომავლობის მტვრის არსებობა. თბილისი ქვაბულში განლაგებული
ქალაქია და, მტვერწარმოქმნის სხვა წყაროებთან ერთად, რაოდენობის თვალსაზრისით, დიდი
მნიშვნელობა ფერდობებიდან წარმომავალ ბუნებრივ მტვერს ენიჭება. წინასწარმა მოკვლევამ
აჩვენა, რომ აღნიშნული წარმომავლობის ბუნებრივი მტვერი პრობლემურია სანიტარულ-ჰიგიენური,
რესპირატორული და ალერგიული თვალსაზრისით. გარდა ამისა, ის ქიმიურად (მძიმე ლითონებით,
სხვადასხვა კანცეროგენითა და ტოქსინებით) აბინძურებს ჰაერს. საერთაშორისო გამოცდილებაზე
დაყრდნობით ჩატარებული წინასწარი მოკვლევის მიზანია აღნიშნული პრობლემის წარმოჩენა და
მისი გადაჭრის მოკლე თუ გრძელვადიან კომპლექსურ ღონისძიებათა შემუშავება11.
31.
უქარო ამინდში, თბილისის ქვაბულში ფორმირდება სმოგი, რომელიც განსაკუთრებით თვალ
საჩინოა დიდუბის, ჩუღურეთის, კრწანისის, მთაწმინდის, ვაკის და საბურთალოს რაიონებში. ამას თან
ერთვის ასფალტირებული და ბეტონის ზედაპირის მაღალი ხვედრითი წილი, რაც მნიშვნელოვნად
ზრდის მხუთვარებას ქალაქში12.
32.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბ-ნი ა. მაღალაშვილიც მიუთითებს თბილისის
მდებარეობის სპეციფიკურობასა და, შესაბამისად, ფერდობებიდან წარმომავალი ბუნებრივი მტვრის
მნიშვნელობაზე ფორმირებულ საერთო კონცენტრაციაში. ქარიან პერიოდში არანაკლები ინტენ
სივობით ხასიათდება ფერდობებიდან წამოსული მტვერწარმომქმნელი ბუნებრივი მასალა, რომელსაც
ემატება მწყობრიდან გამოსული, ამორტიზებული სანიაღვრე და სადრენაჟო სისტემებში დაგროვილი
ტალახისა და მღვრიე წყლის გაშრობის შემდეგ მტვრის სახით დარჩენილი ნალექი. ამას ემატება
უდაბნოს მტვერი და, როგორც ქვაბულში განლაგებული ქალაქისთვის არის დამახასიათებელი,
ფერდობებიდან წარმომავალი მტვერწარმომქმნელი ბუნებრივი მასალა.13
11
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბუნებრივი მტვრით თბილისის დაბინძურების პრობლემა, გვ. 1, მოძიებულია 2
აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2FRGsKr
12
ეკოხედვა/ECOVISION, თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ, გვ. 39, თბილისი, 2018, მოძიებულია 30 მარტი
2019 ბმულიდან https://bit.ly/2UpMbzd
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბუნებრივი მტვრით თბილისის დაბინძურების პრობლემა, გვ. 2, მოძიებულია 2
აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2FRGsKr
13
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
33.
15
ამ მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალი მრავალრიცხოვანია
და აერთიანებს მოკლევადიან თუ გრძელვადიან მოქმედებებს. გარემოს კომიტეტი მიმართავს
გარემოს დაცვის სამინისტროს, შეისწავლოს თემატური მოკვლევის ფარგლებში მიღებული
დასაბუთებული პოზიცია და 3 თვის ვადაში გარემოს კომიტეტს წარუდგინოს დასკვნა შემო
თავაზებულ ღონისძიებათა მიზანშეწონილობაზე; დასაბუთებულად უარყოს ან შეიმუშაოს სა
მოქმედო გეგმა და განხორციელების ვადები.
34.
გარემოს კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს თბილისის მერიას დაგეგმოს და განა
ხორციელოს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის ინტენსიური გამწვანება, ივრის ზეგნიდან მო
ნაბერი მტვრიანი ქარების პრევენციის მიზნით, რაც დადებითად იმოქმედებს ქალაქის ატმოს
ფერული ჰაერის გაჯანსაღებაზე.
გამწვანების პრობლემა
35.
დასაბუთებული მოხსენების ერთ-ერთი ავტორის, „ეკოხედვას“ მიხედვით, თბილისის ატმოს
ფერული ჰაერის ხარისხის განმაპირობებელ ბუნებრივ ფაქტორებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნე
ლოვანესია „ქალაქის ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის
არეალების შენარჩუნება/გამწვანება, რომლებსაც რეალურად გარემოს აღმდგენი ფუნქცია აქვთ.“14
36.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი საჭირო ღონისძიება განხორციელდა. გამწვანების
კუთხით აღსანიშნავია, რომ ქალაქის მასშტაბით რგვების განხორციელებისათვის შემუშავდა ხემცენარეთა ჩამონათვალი. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, ზეპირი მოსმენებისას
აღნიშნა, წარმატებით მიმდინარეობს რგვები, რაც დაახლოებით 3 მეტრიანი ნარგავებით ქალაქის
გამწვანებას მოიაზრებს. ამასთან, საპილოტე რეჟიმში განხორციელებულმა რგვებმა წარმატებით
გადაიტანეს ზამთრის სეზონი.
37.
დადგენილია სტანდარტი, თუ რამდენი კვადრატული მეტრის გამწვანება უნდა არსებობდეს
ქალაქში ერთ სულ მოსახლეზე. ამ კუთხით თბილისი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის გამორჩეულ
ე.წ. „მწვანე ქალაქებს“. სახალხო დამცველის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რისკების შემცირებას
ხელს უწყობს მწვანე ურბანული სივრცეები, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი ქუთაისში
დაახლოებით 8 მ²-ს შეადგენს, ბათუმსა და რუსთავში - 5-6 მ²-ს, თბილისში კი დღემდე არ არის
განსაზღვრული. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი,
ძირითადად, 25 მ²-ს აღემატება.15
38.
გამტვერიანების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ქალაქში არსებული მწვანე საფა
რის შენარჩუნება, ახალი გამწვანებული სივრცეების მაქსიმალურად იდენტიფიცირება და ინო
ვაციური მიდგომების გამოყენება სიმწვანის გასაზრდელად. ასევე, აუცილებელია იმ ლოკაციების
იდენტიფიცირება, სადაც გამტვერიანების დიდი რისკია და, შესაბამისად, დამატებითი რგვების
განხორციელება.
39.
წარმოდგენილი დასაბუთებული მოხსენებებიდან ერთი ეხებოდა ღია გამწვანების ხელშეწყობისა
14
ეკოხედვა/ECOVISION, თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ, გვ. 38, თბილისი, 2018, მოძიებულია 30 მარტი
2019 ბმულიდან https://bit.ly/2UpMbzd
15
საქართველოს სახალხო დამცველი, უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში), სპეციალური
ანგარიში 2019, გვ. 36, მოძიებულია 1 აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2ZbG2X0
16
და ღია გრუნტის მოვლის მეთოდს - მულჩირებას, რომელიც წარმატებით გამოიყენება ამერიკასა და
ევროპაში. შპს „ჯეო მულჩი“ ამ მეთოდს ასახელებს, როგორც ჰაერის დაბინძურებისა და გლობალური
დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედით საშუალებას. წარმოდგენილი მოხსენების მიხედვით,
ჰაერის მტვრისგან დაბინძურების შესამცირებლად ალტერნატიული ღონისძიებაა ქალაქში, კერძოდ,
ბაღებში, სკვერებში, პარკებში, ფერდობებზე, ავტოსატრანპორტო სავალი გზის შუა გამყოფი ზოლის
და სხვა ნიადაგების დაფარვა მულჩით.
40.
მულჩირებით, ერთი მხრივ, აღმოიფხვრება ღია გრუნტის პრობლემა (რაც მტვრის ნაწი
ლაკებით ჰაერის დაბინძურებას გამორიცხავს). მეორე მხრივ, ქალაქის მწვანე საფარის (ახალი და
მრავალწლიანი ნარგავების, გაზონების და სხვა მცენარეების) მულჩირება აუმჯობესებს მცენარეების
სიცოცხლისუნარიანობასა და სიჯანსაღეს, რაც, თავის მხრივ, მათ რეალურ ფუნქციას – ჰაერის
ნახშირორჟანგისგან გაწმენდას – უკეთ უზრუნველყოფს.16 მულჩირებული ნიადაგის ზედაპირის
მორწყვის, ან უმნიშვნელო ცის ნამის შედეგად, მის ზედაპირზე წარმოიქმნება ერთგვარი წებოვანი
შრე (საბურველი), იზრდება მულჩის აბსორბციის უნარი და დალექილი მტვერი უკან ჰაერში აღარ
გაიფრქვევა.17
41.
თემატური მოკვლევის ერთ-ერთი მომხსენებლის მოსაზრებით, აუცილებელია შენობა-
ნაგებობებისთვის ვერტიკალური და ჰორიზონტალური გამწვანების კოეფიციენტის K4-ის შემოღება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“ აცხადებს,
რომ ქალაქში გამწვანებისათვის საკმარისი მიწა არ არის, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას.
მდგომარეობას გამოასწორებს ვერტიკალური და ჰორიზონტალური გამწვანების სისტემის დანერგვა.
ამისთვის მეტი მოთხოვნა უნდა დაწესდეს გამწვანებული ფართის არსებობაზე. დღეს ამ პრობლემის
გადასაჭრელად მოქმედებს საამშენებლო კოეფიციენტი K3. დამატებით განისაზღვროს ახალი
საამშენებლო კოეფიციენტი K4, რომელიც შენობის გარე და გადახურვის ფართის საერთო ჯამის 25%
იქნება18. საინტერესოა ამ კუთხით თბილისის მერიის მოსაზრების მოსმენა. გარემოს კომიტეტი
რეკომენდაციით მიმართავს თბილისის მერიას, 3 თვის ვადაში წარმოადგინოს დადებითი ან
დასაბუთებული უარყოფითი მოსაზრება შემოთავაზებულ K4 კოეფიციენტთან დაკავშირებით.
42.
აუცილებელია მერიამ მოახდინოს ქალაქში მტვრის წარმომქმნელი ზედაპირების (ღია
გრუნტის) იდენტიფიცირება (ადგილმდებარეობა, ფართობი, მახასიათებლები). აღნიშნული
სამუშაო შესაძლებელია მოკლე დროში განხორციელდეს დისტანციური ზონდირებისა და
გეოსაინფორმაციო სისტემების ტექნოლოგიების გამოყენებით. თბილისის მერიამ უნდა
დაგეგმოს იდენტიფიცირებული, მტვრის წარმომქმნელი ზედაპირების (ღია გრუნტი) ეტაპო
ბრივად დაფარვა (გამწვანება, მულჩით დაფარვა და სხვა); ქალაქში ნიადაგის აღდგენის/
შენარჩუნების ღონისძიებების გატარება; ქიმიური სასუქების ორგანული სასუქებით და მიწის
ბუნებრივი გამანოყიერებლებით ჩანაცვლება (ორგანიკა, ლამი, საპროპელი, ნაკელი, კომ
პოსტი და სხვა).19
16
შპს „ჯეო მულჩი“, ნიადაგის ღია გრუნტის მულჩირება, როგორც ჰაერის დაბინძურებისა და გლობალური დათბობის
წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური ღონისძიება, გვ. 2, მოძიებულია 1 აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2uIfyhM
17
იგივე.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო, ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა, გვ. 1,
მოძიებულია 2 აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2JYaS1J
18
ეკოხედვა/ECOVISION, თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ, გვ. 42, თბილისი, 2018, მოძიებულია 30 მარტი
2019 ბმულიდან https://bit.ly/2UpMbzd
19
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
17
ტენიანობისა და მორწყვის პრობლემა
43. თბილისის ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღების პროცესში მნიშვნელოვანია ჰაერის ფარდობითი
ტენიანობის გაზრდა. სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომ ატმოსფერულ ჰაერში ჟანგბადის
მუდმივობის მნიშვნელოვანი წყარო სწორედ წყალია. გარემოს ეკოლოგიური გაჯანსაღების მიზნით,
დიდი ქალაქებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოგარენი (ბუნებრივი ტყეები, ხელოვნური
ნარგაობა) და შიდა გამწვანებული ტერიტორიები, რაც ქმნის ქალაქის მიკროკლიმატს. მწვანე საფარი
ჰაერს ჟანგბადით ამდიდრებს და ფარდობით ტენიანობასაც არეგულირებს. ამასთან, გამოყოფს
ბიოლოგიურად აქტიურ, რთულ ქიმიურ ნივთიერებებს - ფიტონციდებს, რაც ჰაერს მავნე აირებისა
და მიკროორგანიზმებისაგან ასუფთავებს და მტვრის ნაწილაკებისაგან ფილტრავს. ქალაქსა და მის
შემოგარენში მწვანე ინფრასტრუქტურის ეფექტური განვითარება, ჰაერის გაჯანსაღებასთან ერთად,
ხელს შეუწყობს ფარდობითი ტენიანობის რეგულირებას, რაც გარემოსთვის მეტად მნიშვნელოვანია20.
44. თბილისში კლიმატური ცვლილებების უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად და გარემოს
გაჯანსაღებისთვის, გარდა გამწვანებული ტერიტორიების გაზრდისა, საჭიროა ჰაერის ფარდობითი
ტენიანობის ამაღლებაც. ამისათვის საჭიროა წყლის ხარჯის რაოდენობის გაზრდა. მაგალითად,
მცენარეები და ქალაქის ქუჩები ინტენსიურად ირწყვებოდეს, აღდგეს/განვითარდეს შადრევნების
ქსელი 21.
45. თბილისის ბუნებრივი, ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნება,
ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნასთან ერთად, ტურისტული მიმზიდველობის არსებითი
წინაპირობაცაა22.
46. გარემოს კომიტეტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია თბილისის მერიამ უზრუნველყოს
ქუჩებისა და ტროტუარების ინტენსიური მორწყვა, დიდი და მცირე შადრევნების სისტემის
განვითარება. თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ქუჩების მხოლოდ მორწყვა
საკმარისი არ არის. მტვრის მასის მოსაშორებლად საჭიროა ქუჩების მაღალი წნევის დანა
დგარებით მორეცხვა/ჩამორეცხვა. გარემოს კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს თბილისის
მერიას შეიმუშაოს თავისი ხედვა და სამოქმედო გეგმა ზემოხსენებულ საკითხზე და მიაწოდოს
ინფორმაცია გარემოს კომიტეტს 2 თვის ვადაში.
საწვავის ხარისხი და მონიტორინგი
47. სატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვში საწვავის გაფრქვევის მოცულობა და ტოქსი
კურობა ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.
48. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კვლევის მიხედვით, „ავტოსატრანსპორტო საშუალების
გამონაბოლქვში NO2-ის პროპორცია (ე.ი. NO2/NOx თანაფარდობა) მნიშვნელოვნად მაღალია
დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილებში, ვიდრე ბენზინის საწვავით მოძრავ საშუალებებში,
რადგან გამონაბოლქვის შემდგომ მოქმედი სისტემები ზრდიან NO-ს ჟანგვას და, ამდენად, უფრო
მეტი ოდენობით ხდება NO2-ის პირდაპირი ემისია“.23
20
იქვე, გვ. 40
21
იგივე.
22
იქვე, გვ. 42
უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფი, ერთობლივი
აუდიტის ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ, იანვარი 2019, გვ. 24, მოძიებულია 26 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2GhPQaB
23
18
49.
„საწვავის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
კერძოდ:
✓
2012-დან 2017 წლამდე ბენზინში გოგირდის შემცველობა 25-ჯერ შემცირდა.
✓
2012-დან 2019 წლამდე დიზელში გოგირდის შემცველობა 6-ჯერ შემცირდა.
✓
2017 წლიდან ქვეყანაში ევრო 5 სტანდარტის ბენზინი მოიხმარება.
50.
2019 წლიდან დიზელის ხარისხი ევრო 4 სტანდარტამდე გაიზარდა, ხოლო 2020 წლიდან,
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევრო 5 ნორმას გაუტოლდება.24 თემატური მოკვლევის
ზეპირი მოსმენებისას, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი შარკოვმა,
განაცხადა, რომ სახელმწიფო ევრო 6 სტანდარტის დიზელზე მომუშავე ავტობუსების შესყიდვას გეგმავს.
ეს მაღალი კლასისა და სტანდარტის ტრანსპორტია, მაქსიმალურად შემცირებული გამონაბოლქვით.
შარკოვის განცხადებით, აღნიშნულ ავტობუსებს აქვს სპეციალური ავზი, სადაც ისხმება ე.წ. „ედ ბლუ“
სითხე, რომელიც დამატებით წმენდს საწვავს და მაქსიმალურად ფილტრავს მინარევებისაგან, რაც
დიზელის მოხმარებას ახლავს.25
51.
საქართველო უახლოვდება საწვავის ევროპულ სტანდარტებს, თუმცა, ხარისხიანი საწვავი მაინც
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. შესაბამისად, აუცილებელია სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა
და ეფექტიანი განხორციელება. ზეპირი მოსმენისას აქცენტი გაკეთდა საწვავის ფალსიფიცირების
რისკზე. გამოიკვეთა, რომ საწვავის ხარისხის შემოწმებისა და მონიტირინგის სისტემა გაუმჯობესებას
საჭიროებს.
52.
2018 წელს საწვავის ხარისხი 143 ავტოგასამართ სადგურზე შემოწმდა, თუმცა, 136 ობიექტიდან
მხოლოდ ბენზინის სინჯები აიღეს და მხოლოდ ტყვიის შემცველობა განისაზღვრა. ამდენად, ჩატა
რებული მონიტორინგი სრულყოფილ სურათს არ იძლევა. საჭიროა მონაცემთა შეგროვება და უფრო
ქმედითი ზედამხედველობა.26
53.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2017 წლის პირველი იანვრიდან ბენზოლის
შემადგენლობა ბენზინში 1%-ს არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა, როგორც გაირკვა, გარემოს დაცვის
ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც საწვავის ხარისხის კონტროლი ევალება, ბენზინში
ბენზოლის დონეს საერთოდ არ/ვერ ამოწმებს27.
54.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია ჩამოყალიბდეს ეფექტიანი მონიტორინგის
სისტემა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს შემოსული საწვავის ფალსიფიცირების რისკს.
55.
საწვავით მომარაგების მომსახურება (განსაკუთრებით, ავტოგასამართ სადგურებზე) დაკავ
შირებულია საწვავისა და ზეთის დაღვრის რისკთან, რაც მავნე ზემოქმედებას ახდენს მგზავრებზეც
24
Palitra News, ლევან დავითაშვილი-2020 წლის 1-ელი იანვრიდან ქვეყანაში დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე
აიწევს, 7 მარტი 2019, მოძიებულია 28 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2GdE691
25
გიორგი შარკოვი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი, საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, 26 თებერვალი
2019
26
ინტერპრესნიუსი, ანგარიში - თბილისში ეტაპობრივად ხდება ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლება, თუმცა, ავტობუსები
მოიხმარს დიზელის საწვავს, რომლის ხარისხიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს, 26 თებერვალი 2019, მოძიებულია 4
აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2P1YVXN
27
ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, დიზელის როლი ჰაერის დაბინძურებაში და მისი უარყოფითი შედეგების
შემცირების გზები ტრანსპორტის სფეროში, თბილისი, 2018, გვ. 13, მოძიებულია 26 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.ly/29iYBPS
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
19
და ადგილზე დასაქმებულებზეც. აღსანიშნავია, რომ მომსახურე პერსონალი უმეტესად არ იყენებს
სპეციალურ დამცავ ნიღბებს ან სხვა დამცავ მოწყობილობებს (მაგ.: ბენზინგასამართ სადგურზე ავზის
შემავსებელი პისტოლების რეზინის დამცავი). ეს ზრდის მათი ჰაერის დაბინძურებით დაავადების
რისკს. ხშირ შემთხვევაში, ავზის საწვავით შევსებისას ვიზუალურადაც ჩანს საწვავის ატმოსფერულ
ჰაერში გაფრქვევა.
56.
საწვავისა და ზეთის დაღვრის შედეგად ზიანდება გარემოც. ზეთი და საწვავი ჩაედინება
კანალიზაციაში და, ასევე, აღმოჩნდება სანიაღვრე სისტემებში. გრძელვადიან პერსპექტივაში
სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულზე რეაგირება დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს.
სავალალო შედეგების
თავიდან ასაცილებლად აუცილებელია
პრევენციული
ღონისძიებების
განხორციელება.
57.
საქართველოს მთავრობამ 3 თვის ვადაში გარემოს კომიტეტს წარუდგინოს საწვავის
ხარისხის მონიტორინგის არსებული სისტემის გაუმჯობესების პროგრამა. აუცილებელია, რომ
საწვავის ხარისხზე პასუხისმგებელი იყოს ერთი სახელმწიფო უწყება. შემუშავდეს და დამტკიცდეს
ბენზინგასამართ სადგურებზე პისტოლზე რეზინის ხუფების (სურათი 1) გამოყენების ტექნიკური
რეგლამენტი, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს საწვავის აორთქლებისა და დაღვრის რისკს.
ასევე, მიზანშეწონილია დაინერგოს ავტოგასამართი სადგურების ეკომარკირების სისტემა.
შესაბამისი ლაბორატორიისა და დანადგარების შეძენა საზღვარგამშვებ პუნქტებზე, საწვავის
მავნე ნივთიერებებზე მონიტორინგისათვის (მაგ: ბენზაპირენი, ფორმალდეჰიდი, ბენზოლი,
აკროლეინი, ტყვია, ამიაკი და სხვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები).
სურათი 1 - ბენზინგასამართი სადგურის პისტოლის რეზინის ხუფი
(წყარო: გუგლის საძიებო სისტემა)
თბომომარაგების ქვაბები
58.
თემატური მოკვლევისას ერთ-ერთმა მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა მრავალსარ
თულიანი სახლების ევროპული ტიპის კოლექტიური საკვამლე მილებით აღჭურვაზე. თბილისში
მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის თითქმის ყველა ბინიდან, ზამთარ-ზაფხულ, ადამიანის
სუნთქვის დონეზე კვამლის სახით იფრქვევა ჰაერის დამაბინძურებლები: ბუნებრივი აირის წვის
აირადი პროდუქტები (CO, CO2, NOx და სხვა).28 თანამედროვე მდგრადი განვითარების პრინციპებზე
დაყრდნობით შექმნილი ევროპული კანონმდებლობა მოითხოვს, რომ კვამლი ატმოსფეროს მაღალ
28
ცენტრი „ენერგოეფექტურობა და გარემოს დაცვა“, თბილისის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ევროპული
ტიპის კოლექტიური საკვამლე მილებით აღჭურვა მდგრადი განვითარებისათვის“ - არასამთავრობო ორგანიზაცია, გვ. 1,
მოძიებულია 28 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2ODShXi
20
ფენებში უნდა გაიფრქვას. თბილისში (და მთლიანად საქართველოში) ასეთ კვამლს მოსახლეობა
ჩაისუნთქავს გამათბობელი ქვაბების საკვამლე მილების არასწორად დამონტაჟების გამო - მარტივი
და იაფი, ჰორიზონტალურად გაშვერილი საკვამლე მილები ინდივიდუალური ბინებიდან ძალიან
მავნებელია მოსახლეობისათვის.
59.
ევროპაში მრავალსართულიან საცხოვრებლებში კედლის ქვაბებიდან სათბობის წვის პრო
დუქტების (კვამლის) ემისიისათვის ე.წ. კოლექტიური საკვამლე მილები კეთდება, ინდივიდუალური
საკვამურების მოწყობა დაუშვებელია.29 (სურათი 2)
სურათი 2 - მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე დამონტაჟებული კოლექტიური საკვამლე მილები
(წყარო: ა(ა)იპ „ენერგოეფექტურობა და გარემოს დაცვა“)
60.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ითვალისწინებს, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის შემდეგ
ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების გარეშე სამშენებლო ნებართვები აღარ გაიცეს.
61.
ბუნებრივ აირზე მომუშავე კედლის ქვაბებიდან წარმოქმნილი წვის პროდუქტების
(კვამლის) სახურავის მაღლა ემისიისათვის, თბილისში/საქართველოში უნდა დამონტაჟდეს
ევროპული ტიპის „კოაქსიალური“ კონსტრუქციის კოლექტიური საკვამლე მილები, ძველ თუ
ახალაშენებულ სახლებში. ეს მნიშვნელოვანია ქალაქის საცხოვრებელ სექტორში ენერგო
ეფექტურობის ასამაღლებლად, ასევე, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის
მიზნით.
29
იქვე, გვ. 9.
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
21
აზბესტის ხუნდები და აზბესტის შემცველი პროდუქცია
62.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აზბესტის ზემოქმედებას სამუ
შაო ადგილზე დაახლოებით 125 მილიონი ადამიანი განიცდის მსოფლიოში, ხოლო ყოველწლი
ურად სიკვდილიანობის 107 000–ზე მეტი შემთხვევა შეიძლება მივაკუთვნოთ აზბესტის პროფესიულ
ზემოქმედებას.30 აზბესტის (მათ შორის, ქრიზოტილის) ზემოქმედება იწვევს მეზოთელიომას (პლევრისა
და პერიტონეალური კიბო), ფილტვის, ხორხის კიბოს. აზბესტის დაზიანების შემდეგ გამოყოფილი
მტვერი შესუნთქვისა თუ ჩაყლაპვისას ფილტვებსა და კუჭში ილექება და გაღიზიანებას იწვევს.
დაავადების მანიფესტაციამდე შეიძლება 20-40 წელი გავიდეს.31
63.
საქართველოში აზბესტის შემცველი პროდუქციის წარმოება თითქმის 20 წელია შეწყდა, თუმცა, მისი
იმპორტი დღემდე ხორციელდება. აზბესტის შემცველ პროდუქციას აქტიურად მოიხმარენ, მიუხედავად
მძიმე შედეგისა, რაც მას შეუძლია გამოიწვიოს.32 აზბესტის გამოყენება განსაკუთრებით საყურადღებოა
ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. მართალია, ჰაერს ძირითადად ავტოსატრანსპორტო სექტორი
აბინძურებს, თუმცა, უნდა განიმარტოს, რომ დაბინძურება მხოლოდ გამონაბოლქვს არ უკავშირდება.
აზბესტის შემცველი პროდუქცია აქტიურად გამოიყენება როგორც კონსტრუქციული, საიზოლაციო,
საჰერმეტიზაციო, გადასახური საშუალება მშენებლობაში, ცეცხლგამძლე და მჟავაგამძლე მასა
სხვადასხვა ქსოვილების დასამზადებლად, საიზოლაციო საშუალება ელექტროობაში, ქაღალდის
წარმოებასა და სხვა. ჰაერს კი ყველაზე მეტად აბინძურებს აზბესტი მანქანის სამუხრუჭე სისტემაში.33
სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისას ჰაერში გაიფრქვევა აზბესტის შემცველი ნაწილაკები
და მტვერი ილექება გზებზე, საფეხმავლო ბილიკებსა თუ ნიადაგში. ამდენად, ასეთი სამუხრუჭე
ხუნდები მავნედ ზემოქმედებს მძღოლების, მგზავრებისა და ფეხით მოსიარულეთა ჯანმრთელობაზე,
განსაკუთრებით, საცობების დროს.
64.
2016 წლის 13 ივნისს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა N263 დადგენილება „ცალკეული
საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ
დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“. ზემოაღნიშნული დადგენილებით, აკრძალულია
ბოჭკოების - აქტინოლიტი, ანთოფილიტი, ამოზიტი, კროკიდოლიტი, ტრემოლიტი - შემცველი აზბესტის
სამრეწველო მიზნით გამოყენება. აღნიშნული მოთხოვნა იმპორტირებულ საქონელზე ნიშანდების
უქონლობის გამო ვერ სრულდება, ხოლო ქრიზოლითის შემცველი აზბესტის ბოჭკო არ არის
შეტანილი აკრძალულ ნივთიერებათა სიაში. ამ საკითხს საბაჟო კონტროლის ზონაში აკონტროლებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ შემოსავლების
სამსახური.
65.
თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენისას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის
დირექტორმა გიორგი შარკოვმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვებისას კომპანიის მოთხოვნით,
სამუხრუჭე ხუნდები არ უნდა შეიცავდეს აზბესტს. სამუშაო ჯგუფმა გადაამოწმა და დადასტურდა, რომ
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მართლაც იცავს აღნიშნულ მოთხოვნას.
30
World Health Organization, Asbestos: elimination of asbestos-related diseases, 15 თებერვალი 2018, მოძიებულია 3
აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/1NxqH9K
31
გელა კვაშილავა, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, აზბესტის
გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მისი ჩანაცვლების გზები, 2018, გვ. 6, მოძიებულია 2 აპრილი 2019 ბმულიდან
https://bit.ly/2UnyaD7
32
იგივე.
33
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 მარტის წერილი
22
66.
საქართველოში აზბესტით განპირობებულ დაავადებათა შედეგად გამოწვეული ეკონომიკური
დანაკარგის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. შესაბამისად, ეკონომიკური ზიანის გაანგარიშება
ვერ ხერხდება.
67.
თემატური მოკვლევის ჯგუფმა საკითხის შესწავლის შედეგად შემდეგი ნაბიჯების გადა
დგმის აუცილებლობა გამოკვეთა:
გარემოს დაცვის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, მოამზადოს და 3
✓
თვის ვადაში წარუდგინოს კომიტეტს საკანონმდებლო ცვლილებები აზბესტის შემცველი
მასალების იმპორტის აკრძალვის შესახებ.
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი
✓
სახელმწიფო შესყიდვის ტენდერი ცალსახად კრძალავდეს აზბესტის შემცველობის პრო
დუქციის შეძენას.
გარემოს დაცვის სამინისტრომ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამი
✓
ნისტროსთან ერთად, მოამზადოს და 6 თვის ვადაში წარუდგინოს კომიტეტს აზბესტის
შემცველი ნარჩენების უსაფრთხო განთავსებისა და უტილიზაციის გრძელვადიანი პროგ
რამა. ევროკავშირის პრაქტიკის მსგავსად, აუცილებელია აზბესტისგან ქვეყნის გათავი
სუფლებისა და ჩანაცვლების პროგრამის შემუშავება და განხორციელება.
შემუშავდეს აზბესტის ეროვნული პროგრამა და სამოქმედო გეგმა „აზბესტით განპი
✓
რობებული
დაავადებების
(აგდ)
აღმოფხვრა/მინიმიზაციისათვის
საქართველოში“.34
ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტის აღჭურვა სათანადო
ტექნიკით, დანადგარებითა და შესაბამისი უფლებასილებით, რომ აზბესტის შემცველი
პროდუქცია საზღვარზე შემოწმდეს.
საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მონაცემების შეგროვება აზბესტის შემცველი
✓
პროდუქციისა და ქვეყანაში მისი იმპორტის შესახებ.
სსიპ
✓
გარემოს
ეროვნულმა
სააგენტომ
დანერგოს
ჰაერში
აზბესტის
შემცველობის
კონტროლი. გარემოს კომიტეტს 1 ივნისამდე მიაწოდოს ინფორმაცია სამომავლო გეგმებზე
და მიუთითოს კონკრეტული ვადები.
საქართველოს მთავრობამ 2 თვის ვადაში განახორციელოს ცვლილებები 2016 წლის
✓
13 ივნისის N263 დადგენილებაში და აკრძალული ბოჭკოების ჩამონათვალს დაამატოს
ქრიზოლითის შემცველი აზბესტის ბოჭკო. აგრეთვე, უზრუნველყოს ამ ნორმის აღსრულე
ბასთან დაკავშრებული პროლემების აღმოფხვრა, რომელსაც იწვევს საქონელზე ნიშან
დების უქონლობა.
საბურავების როლი ჰაერის დაბინძურებაში
68.
თემატური მოკვლევისას გაჟღერდა საინტერესო მოსაზრება, რომელსაც ნაკლები ყურადღება
ექცევა ჰაერის ხარისხზე მსჯელობისას, თუმცა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისა და ჯანმრთე
ლობისთვის საზიანო ერთ-ერთი წყაროა. შპს. „Tire Green”-მა წარმოადგინა მოხსენება ქ.თბილისში
ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა საბურავების ცვეთის
შედეგად წარმოქმნილი მავნე მტვრის ზემოქმედების შესახებ.
34
იგივე.
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
69.
23
მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება დღიურად 150 კმ-ის გარბენის შემთხვევაში წარმო
ქმნის საშუალოდ 0,026კგ მტვერს. თბილისში დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 300 000 მანქანა
მოძრაობს, ე.ი. გამოიყოფა 7,8 ტონა მტვრის ნაწილაკი. საშუალოდ წლის განმავლობაში გამოიყოფა 7,8
x 360 ≈ 2800ტ. მტვრის ნაწილაკი. ეს ციფრი გაცილებით მეტია სატვირთო ავტოსაშუალებებისათვის.35
70.
მომხსენებლის მოსაზრებით, უნდა აიკრძალოს მეორადი საბურავების არსებული ფორმით
შემოტანა. დამატებით, აუცილებელია გამკაცრდეს კონტროლი იმპორტირებული საბურავების
ვარგისიანობაზე, რომელთა ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, ცვეთა
დობისა და უსაფრთხოების მხრივ. შემოტანა მხოლოდ მაშინ იყოს დასაშვები, თუ მათზე ხარისხიანი
და მსოფლიო სტანდარტის ახალი პროტექტორი გადაეკვრება და ისე გაეშვება ექსპლუატაციაში.36
71.
კომიტეტს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არ ჰქონდა ამ მიმართულების სათანადო შესწავ
ლისა და კონკრეტული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა. ამდენად, გარემოს კომიტეტი
მიმართავს გარემოს დაცვის სამინისტროს შეისწვლოს აღნიშნული საკითხი, ხოლო მიგნებები
და შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარმოადგინოს 1 სექტემბრამდე.
პიროტექნიკა და ფოიერვერკები
72.
თემატური მოკვლევის ჯგუფმა განიხილა პიროტექნიკისა და ფოიერვერკების საკითხიც.
მოწოდებული ინფორმაციითა და კვლევის საფუძველზე დგინდება, რომ ეს ჰაერის დაბინძურების
ერთ-ერთი წყაროა. აღნიშნული საკითხი საქართველოში არ არის დეტალურად შესწავლილი და მეტ
ყურადღებას საჭიროებს, რადგან ირკვევა, რომ დღეს არ კონტროლდება შემოსული პროდუქციის
შემადგენლობა და ხარისხი. პიროტექნიკისა და ფოიერვერკების გამოყენების შედეგად, ატმოსფერულ
ჰაერში მძიმე მეტალები, სხვადასხვა ქიმიკატი და ელემენტი გაიფრქვევა.
73.
საქართველოს მთავრობამ 3 თვის ვადაში გარემოს კომიტეტს წარუდგინოს საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტი და განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამა ვადების მითითებით,
რათა დადგინდეს დასაშვები ნორმები (შემცველობისა და მოცულობის გათვალისწინებით) და
პროდუქცია გაკონტროლდეს საზღვარზე განბაჟებისას.
74.
გარემოს კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს თბილისის მერიას შეიმუშაოს ფოიერ
ვერკების დღის განსაზღვრულ მონაკვეთში გამოყენების, ადგილმდებარეობისა და ხანგრძლი
ვობის შესახებ ინსტრუქციები 1 სექტემბრამდე და გარემოს კომიტეტს წარუდგინოს ინფორმაცია
განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. დღესასწაულებზე (მაგ. ახალი წლის ღამეს)
განსაკუთრებით დიდი ოდენობით პირდაპირ ჯანმრთელობისათვის მავნებელი ნივთიერება
გაიფრქვევა ჰაერში, რომელიც ილექება გზებზე, საფეხმავლო ბილიკებსა და გამწვანებულ
ტერიოტორიებზე. მას ადამიანები ისუნთქავენ. საკითხი უფრო დეტალურ შესწავლას და შე
საბამის რეაგირებას საჭიროებს.
35
შპს „TIRE GREEN“, ქ. თბილისში და მიმდებარე რეგიონში გარემოს, ატმოსფეროს, ნიადაგის, ადამიანის ჯანმრთელობის
მდგომარეობაზე ავტოტრანსპორტის საშუალებების (ასს) საბურავების ცვეთის შედეგად წარმოქმნილი მავნე მტვრის მასის
ზემოქმედების კვლევა, გვ. 3, მოძიებულია 26 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2K4nXXb
36
იქვე. გვ. 4.
24
4
kanonmdebloba atmosferuli haeris Sesaxeb
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები
75.
საქართველოს კონსტიტუცია - კონსტიტუციის ახალი რედაქციით, გარემოს დაცვის უფლება
გულისხმობს ადამიანის უფლებას, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარ
გებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით.37 აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი გარემოთი
სარგებლობის უფლება არაერთ ასპექტს მოიცავს და მისი პრაქტიკული განხორციელება უნდა
ხდებოდეს ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესთა დაცვით, თუმცა, წინამდებარე ანგარიშის
მიზნებისთვის, აქცენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის საკანონმდებლო რეგულაციაზე კეთდება.
76.
საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ - მიღებულია 1999
წელს და ადგენს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს. მიღებიდან დღემდე
კანონმა სხვადასხვა ხასიათის ოცამდე ცვლილება განიცადა. ამასთან, კანონის აღსრულების
მიზნით, გამოცემულია რიგი კანონქვემდებარე აქტები და ტექნიკური რეგლამენტები. თუმცა,
არსებული სამართლებრივი ბაზა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და სრულად ვერ
არეგულირებს გარკვეულ საკითხებს, მარეგულირებელ ნორმათა არაეფექტიანობის გამო. კანონი
საკმაოდ მოძველებულია სამართლებრივი თუ პრაქტიკული თვალსაზრისით და ვერ აკმაყოფილებს
საქართველო-ევროკავშირს
შორის
ასოცირების
შეთანხმებით
განსაზღვრულ
მოთხოვნებს.
საგულისხმოა, რომ კანონი არ არეგულირებს შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის სამართლებრივ
რეჟიმს. დღეს მოქმედი კანონებით არ არის განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო, რომელიც
პასუხისმგებელი იქნება შენობის შიგნით ჰაერის შემოწმებასა და მონიტორინგზე.
77.
საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ - ატმოსფერულ ჰაერს გარემოს დაცვის
სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად განიხილავს. კანონის რეგულირების სფეროში
ექცევა ასევე გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები, რომელიც ატმოსფერულ ჰაერსაც
მოიცავს. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები განისაზღვრება 5 წელიწადში ერთხელ
„გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ დებულებით, რომელსაც გარემოს
დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
78.
საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ - კანონის ძირითადი
მიზანია საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ამ მიზნის
მისაღწევად, გარემოს დაცვის სამინისტრო ადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო
გარემოს ხარისხობრივ ნორმებს (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ხმაური, ვიბრაცია,
ელექტრომაგნიტური გამოსხივება) - დასაშვებ კონცენტრაციებსა და მავნე ზემოქმედების ზღვარს.
ასევე,
ახდენს
დასახლებული
ადგილების
ატმოსფერული
ჰაერის
ხარისხის
მონიტორინგის
ორგანიზებას.
79.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი - მიღებულია 1999 წლის 22 ივლისს (N
2287). მეათე კარი - „დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის
37
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 29, ნაწილი 1
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
25
წინააღმდეგ“ - ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის დარღვევისათვის. კერძოდ, კოდექსის 295-ე მუხლი
განსაზღვრავს პასუხისმგებლობის ზომასა და სახეებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისათვის,
რასაც შეიძლება მოჰყვეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება. აღსანიშნავია,
რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიღებიდან დღემდე პრაქტიკაში არ გამოყენებულა კოდექსის
295-ე მუხლი და, შეიძლება ითქვას, რომ „მკვდარი ნორმაა“. თბილისის ატმოსფერული ჰაერის
მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებს სცდება იმის განხილვა, თუ რატომ არასოდეს
გახდა საჭირო ამ მუხლის გამოყენება, თუმცა, ამ საკითხზე მსჯელობა საინტერესო იქნებოდა.
80.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი - აქ ცალკე თავი
ეთმობა გარემოს დაცვისა და ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ჩადენილ გადაცდომებს „თავი VII. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის,
ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და აღზრდის სფეროში“. აღნიშნულ თავში ასახული
ნორმები ითვალისწინებენ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახეებს, რომელთა ძირითადი
ნაწილი ატმოსფერული ჰაერის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის დგება.
კერძოდ:
მუხლი 696. ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების სფეროში
დადგენილი მოთხოვნების დარღვევა
მუხლი 77. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე
ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ან მავნე ნივთიერებათა ზღვრულად
დასაშვები გაფრქვევის ნორმების უქონლობა, გაფრქვევის ნორმების გადამეტება ან
ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედება
მუხლი 771. დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში
არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება
მუხლი 821. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის მონაცემების
დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა
81.
საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ - განმარტავს ტერმინს „პერიოდული
ტექნიკური ინსპექტირება“, რაც ასევე მოიცავს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსა
ფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკურ მდგომარეობასა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ
გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობას.
82.
ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის მარეგულირებელი კანონქვემდებარე
აქტები არაერთ დოკუმენტს მოიცავს:
საქართველოს მთავრობის განკარგულება
-
ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების
შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის დადგენილებები
-
„მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით
დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
26
-
საქართველოს დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ,
რომელთათვისაც ყოველწლიურად გამოითვლება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით
დაბინძურების ინდექსების სიდიდეები
-
ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლისა
და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით
განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების
არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით
დაბინძურების ინდექსების სიდიდეების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
-
ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე
-
საქართველოს სტანდარტის სსტ 82:2016 „ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოება და
მოხმარება. მოთხოვნები უსაფრთხოებისადმი“ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ
დაშვების შესახებ
-
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური
რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
-
ტექნიკური რეგლამენტი – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების შესახებ
-
„მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით
დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
-
არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის ტექნიკური
რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
-
მინისტრის ბრძანებები
-
„ნაგავსაყრელების ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“
ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
-
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას, აფეთქების სამუშაოების განხორციელებისას,
ნაყარების განლაგებისას და ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“
ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
-
საქართველოს დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ,
რომელთათვისაც ყოველწლიურად გამოითვლება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით
დაბინძურების ინდექსების სიდიდეები
-
2010 წლისათვის აღრიცხული და იდენტიფიცირებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების
სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
-
„კურორტებში, კურორტების სანიტარული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე
ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ“ დებულების
დამტკიცების თაობაზე
-
„ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის
შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების
თაობაზე
83.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს 2 სამართლებრივ აქტს:
1) საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე
ეროვნული პროგრამის დამტკიცების შესახებ“; და
2) საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის 20182022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP-2) დამტკიცების თაობაზე“.
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
84.
27
2018 წლის 22 მაისს საქართველოს მთავრობის განკარგულებით (#1124) დამტკიცდა საქარ
თველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა. პროგრამა შემუშავებულია
როგორც საქართველოს კანონმდებლობიდან, ისე ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებიდან
გამომდინარე. პროგრამის მე-4 თავი ეთმობა ატმოსფერული ჰაერის დაცვას. 4.1 ნაწილში აღწერილია
არსებული მდგომარეობა და აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით ჰაერის დაბინძურების მთლიანი
სურათი ჯერ კიდევ არ გვაქვს. აქვე ვკითხულობთ, რომ სატრანსპორტო სექტორიდან (რომელიც
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა თბილისში) წარმოქმნილი
ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად ითვლება არსებული ავტოპარკის ასაკი და ტექნიკური
მდგომარეობა, ავტომობილების რაოდენობა და მოძრაობის ინტენსიობა, საწვავის სახეობა და
ხარისხი, არასათანადოდ განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა. მე-4 თავის
ბოლოს მოყვანილია სამოქმედო გეგმა, რომელიც კონკრეტულ ქმედებათა გარდა მოიცავს შედეგის
გაზომვის ინდიკატორებს, განმახორციელებელ ორგანოს, პარტნიორ ორგანოს და მოქმედებათა
განხორცილების ვადებს. აუცილებელია, გარემოს კომიტეტმა ჩაატაროს საკომიტეტო მოსმენა
სამოქმედო პროგრამის დამტკიცებიდან ერთი წლის თავზე, საქართველოს მთავრობის მიერ
პროგრამით გათვალისწინებულ ქმედებათა შესრულების პროგრესზე.
85.
2018 წლის 29 დეკემბერს საქართველოს მთავრობის N680 დადგენილებით დამტკიცდა
„საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“
(NEHAP-2). სამოქმედო გეგმის მესამე სტრატეგიული ამოცანაა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე
ატმოსფერული და შენობის შიდა ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედების შემცირება. არსებული
პრობლემებისა და გამოწვევების ნაწილში ნათქვამია, რომ ჰაერის ხარისხის შეფასების არსებული
სისტემა არ იძლევა საშუალებას, ქვეყნის მასშტაბით სრულფასოვნად შეფასდეს ჰაერის დაბინძურება
და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზეგავლენა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ
რეკომენდებული პარამეტრების მიხედვით. ამდენად, საჭიროა შეფასების სისტემის გაუმჯობესება.
ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის გაუმჯობესებაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა,
კვლავ საჭიროა შესაძლებლობათა გაძლიერება, რათა მონიტორინგის შედეგებსა და სამედიცინო
სტატისტიკაზე დაყრდნობით შეფასდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება. ეს გარემოს
ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანია.
86.
არსებული სამართლებრივი ჩარჩო სრულად ვერ აკმაყოფილებს საქართველო-ევრო
კავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომლებიც, მაგალითად,
უკავშირდება საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნოლოგიებსა (BAT)38 და გაფრქვევების ზღვრულ
მნიშვნელობებს (ELV). ზემოხსენებულ საკითხთა უკეთესი სამართლებრივი რეგულირებისთვის
მიზანშეწონილია ახალი საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება.
87.
საკანონმდებლო ხარვეზის კიდევ ერთი მაგალითია ის, რომ ჰაერის მნიშვნელოვანი
დამაბინძურებლების PM10 და PM25-ის ზღვრული მნიშვნელობები კანონით განსაზღვრული არ
არის (მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტით), ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები არაადეკვატურად დაბალია. მაგალითად, ისეთ
დარღვევაზე, როგორიცაა ფილტრის გარეშე საწარმოს ფუნქციონირება. გარემოს დაცვის
სამინისტრომ 3 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტში წარმოადგინოს საკანონმდებლო
ცვლილებების
პაკეტი,
რომლითაც
გაიზრდება
ჯარიმები
შესაბამის
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევებზე.
38
საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა 2017-2021, გვ. 49, მოძიებულია 30 მარტი
2019 ბმულიდან https://bit.ly/2I6VfT3
28
88.
გარემოს დაცვის სამინისტრომ შესაბამის უწყებებთან ერთად იმსჯელოს სისხლის
სამართლის
კოდექსის
295-ე
მუხლის
პრაქტიკაში
გამოუყენებლობის
მიზეზებსა
და
გარემოებებზე; წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს მიგნებები და დაგეგმილი ნაბიჯები,
რათა კანონი სრულფასოვნად აღსრულდეს.
89.
მიზანშეწონილი იქნება მოსამართლეების, პროკურორებისა და გარემოს დაცვის სფეროში
მომუშავე საჯარო მოხელეების ტრენინგების ჩატარება და ცნობადობის ამაღლება გარემოს
დაცვასა და ბუნებრივი რესურსების საკითხებზე, მათ მნიშვნელობაზე ქვეყნის მდგრადი
განვითარებისთვის. მთავრობამ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად უნდა შეიმუშაოს
შესაბამისი პროგრამა და შესრულების ვადები.
ახალი საკანონმდებლო რეგულაცია
90.
მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ საჭიროა ახალ საკანონმდებლო
ინიციატივებზე მუშაობა, რაც გააძლიერებს ჰაერის დაცვის მარეგულირებელ ნორმებს. ჰაერის
ხარისხის შესახებ კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ზონირება დაბინძურების დონეების მიხედვით,
რასაც ადგილობრივი თვითმმართველობები მონიშნავენ. ახალმა კანონმა უნდა გაწეროს ზონების
კლასიფიკაციის მეთოდოლოგია და განსაზღვროს ზონირების დასრულების ვადები. ადგილობრივ
თვითმართველობას დასჭირდება ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა, რომელიც მოიცავს პრობლემის
იდენტიფიკაციის ვადებს, გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო ქმედებათა ჩამო
ნათვალს, მათი შესრულების კონკრეტულ თარიღებს და ფინანსურ უზრუნველყოფას. შესაბამისი
ფინანსები ყოველწლიურად უნდა დამტკიცდეს ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო განსაკუთრებული
საჭიროების შემთხვევაში - ცენტრალურ ბიუჯეტში.
91.
დღეს მოქმედი კანონმდებლობა ჰაერის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების
კუთხით ვერ იცავს საზოგადოებისა და გარემოს ჯანმრთელობას. აგრეთვე, სათანადოდ არ ასახავს
სახელმწიფოს სისტემურ მიდგომასა და კონკრეტულ მიზნებს გარემოს ჯანმრთელობის მიმართულებით.
ევროკავშირისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაძმობილების (ტვინინგის) პროგრამის
ფარგლებში მომზადდა ანგარიში და შემუშავდა რეკომენდაციები. კომიტეტი მზად არის, ჯანდაცვის
კომიტეტთან ერთად, ჩაატაროს ანგარიშის ერთობლივი მოსმენა და შემუშავებული რეკომენდაციები
მიიღოს საპარლამენტო დონეზე.
92.
ახალი კანონმდებლობა ჰაერის ხარისხზე უნდა უზრუნველყოფდეს „მწვანე პოლიტიკისა“ და
„მწვანე ეკონომიკის“ ეფექტიანად განხორციელების პრაქტიკულ გზებს. კანონმდებლობის შემუ
შავების პროცესში აუცილებელია ჰაერის ხარისხზე მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO)
სახელმძღვანელოების გათვალისწინება.
93.
სახელმწიფოს მთავრობამ 1 თვის ვადაში შექმნას ჰაერის ხარისხის შესახებ ახალ
საკანონმდებლო ინიციატივაზე მომუშავე ჯგუფი და 2 თვის ვადაში კომიტეტს წარუდგინოს
ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის შემადგენლობისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც
უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ვადას, თუ როდის იქნება ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი
პარლამენტში. საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებამდე აუცილებელია შემუშავდეს
ჰაერის ეროვნული პოლიტიკა - გრძელვადიანი სტრატეგია.
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
94.
29
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 21 მაისის დირექტივის 2008/50/EC
„ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ევროპაში უფრო სუფთა ჰაერის შესახებ“, ასევე,
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 15 დეკემბრის დირექტივის 2004/107/EC
„ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, ნიკელის და პოლიციკლური
არომატული
ნახშირწყალბადების
შემცველობის
შესახებ“
შესაბამისად,
სახელმწიფო
ვალდებულია, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მიზნით, დაადგინოს ზონები და
აგლომერაციები და მოახდინოს მათი კლასიფიცირება. აგრეთვე, შესაბამის დამაბინძურებელ
ნივთიერებებთან მიმართებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შენარჩუნების/გაუმჯობესების
მიზნით, შემოიღოს და გაატაროს სათანადო ზომები.
სახელმწიფო ასევე ვალდებულია, ფტორირებული სათბურის აირების მართვის მიზნით, შექმნას
აღრიცხვის, აღდგენის, გაუვნებელყოფის, გამოყენების, ემისიების პრევენციის და კონტროლის
სისტემა (ფტორირებული სათბურის აირების შესახებ ევროპის პარლამენტისა და ევროკომისიის
2014 წლის 16 აპრილის No517/2014 რეგულაცია, რომელმაც გააუქმა ევროპარლამენტისა
და საბჭოს (EC) 2006 წლის 17 მაისის No842/2006 რეგულაცია „ზოგიერთი ფტორირებული
სათბურის გაზების შესახებ“).
აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ამ დირექტივების მოთხოვნებთან შესაბამისი
საკანონმდებლო რეგულაციები და ჰაერის ხარისხის მართვა ევროპული მიდგომების მიხე
დვით ხორციელდებოდეს. კომიტეტის ინფორმაციით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა
ფაქტობრივად დასრულებულია. საქართველოს მთვარობამ უნდა მოამზადოს და ინიცირება
გაუკეთოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტში 3 თვის ვადაში.
30
აშშ-ის „სუფთა ჰაერის შესახებ“ კანონის გავლენა ჰაერის ხარისხზე39
✓ სუფთა ჰაერის შესახებ კანონის მიღებამ და აღსრულებამ შეამცირა 6 ძირითადი
დამაბინძურებლის რაოდენობა ატმოსფერულ ჰაერში. ესენია: მყარი ნაწილაკები (PM2.5
და PM10), ოზონი, ტყვია, ნახშირბადის მონოქსიდი, აზოტის დიოქსიდი და გოგირდის
დიოქსიდი.
✓ 1970-2017 წლებში აღნიშნული დამაბინძურებლების საერთო რიცხვი 73%-ით შემცირდა,
მაშინ როდესაც 324%-ით გაიზარდა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი.
✓ 1990-2017 წლებში ტყვიის რაოდენობა ჰაერში 80%-ით შემცირდა, 77%-ით - ნახშირ
ბადის მონოქსიდი, 88%-ითაა შემცირებული გოგირდის დიოქსიდი, 56%-ით - აზოტის
დიოქსიდის წლიური კონცენტრაცია და ოზონი - 22%-ით. 2000-2015 წლებში შემცირდა
მყარი ნაწილაკების კონცენტრაციაც: PM2.5 - 40%-ით, ხოლო PM10 - 34%-ით.
✓ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით მიღწეულმა შედეგებმა ბევრ დასახლებას
მისცა საშუალება, შესაბამისობაში მოსულიყო ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ ჰაერის
ხარისხის სტანდარტებთან. მაგალითად, 41-ივე დასახლება, რომელსაც 1991 წელს
რთული მდგომარეობა ჰქონდა ნახშირბადის მონოქსიდით დაბინძურების თვალსაზრისით,
ამჟამად აკმაყოფილებს ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ ჰაერის ხარისხის სტანდარტებს.
წარმატების მთავარი მიზეზი გახდა უფრო სუფთა ავტოპარკი, რომლის მიღწევაც „სუფთა
ჰაერის შესახებ“ კანონით ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრულმა
ემისიის სტანდარტებმა უზრუნველყო.
✓ ტყვიით დაბინძურება იყო ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა, რომლის მოგვარებაც მას
შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც „გარემოს დაცვის სააგენტომ“ (EPA) „სუფთა ჰაერის
შესახებ“ კანონის საშუალებით ეტაპობრივად ამოიღო მოხმარებიდან ტყვიის შემცველი
ბენზინი. ამჟამად, ტყვიის კონცენტრაციები შესაბამისობაშია ჰაერის ხარისხის ეროვნულ
სტანდარტებთან ქვეყნის უდიდეს ნაწილში.
✓ მიუხედავად ზემოაღნიშნული მიღწევებისა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით
1980-2015 წლებში:
o ავტოტრანსპორტის გარბენი გაიზარდა 106%-ით
o მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 41%-ით
o ენერგიის მოხმარება გაიზარდა 25%-ით
39
Clean Air Act Overview, Progress Cleaning the Air and Improving People’s Health, მოძიებულია 28 მარტი 2019
ბმულიდან https://bit.ly/2K5uh0P
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
5
31
garemo da janmrTeloba
დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება ჯანმრთელობაზე
95.
დაბინძურებული ჰაერი სიკვდილიანობის გამომწვევი ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი რისკია.40
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ პრობლემას „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საგანგებო
სიტუაციას” („Public Health Emergency”) უწოდებს.41
96.
ჰაერის დაბინძურებამ ადამიანის ჯანმრთელობაზე შეიძლება მწვავე ან/და ქრონიკული ეფექტი
იქონიოს. როგორც წესი, მწვავე ეფექტი ვლინდება მაშინვე და, ხშირ შემთხვევაში, შექცევადი
პროცესიამას შემდეგ, რაც დამაბინძურებლის მოქმედება შეწყდება. ქრონიკული ეფექტები, უმეტესად,
დაუყოვნებლივ არ ვლინდება და ხშირად დამაბინძურებლების ზემოქმედების დასრულების შემდეგ
შექცევადი არ არის.42
97.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი, ზოგადად, ორიენტირებულია გადამდებ დაავადებებზე, თუმცა, ბოლო პერიოდში შექმნილი
ვითარებიდან გამომდინარე, ეს მიმართულებაც განსაკუთრებით გაძლიერდა. მსოფლიოს მასშტაბით
არსებითად მომატებულია გულსისხლძარღვთა დაავადებები, ინფარქტი, კიბო, დიაბეტი, ქრონიკული
რესპირაციული დაავადებები და ა.შ. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრების პასუხის
მგებლობა იმატებს და საგანგებო ყურადღებას იპყრობს სწორედ ამ ტიპის დაავადებათა მონიტორინგი
და პრევენცია.
98.
ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობის მრავალი დარღვევა, მათ
შორის, ფილტვების, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებები. დაბინძურებული
ატმოსფერული
ჰაერის
ზემოქმედების
ეფექტი
ჯანმრთელობაზე
ინდივიდუალურია.
ჰაერის
დაბინძურების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან მაღალი რისკის ჯგუფები - ხანდაზმულები,
ბავშვები, ორსულები და გულისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.43
გაეროს ბავშვთა ორგანიზაცია „იუნისეფმა“ (UNICEF) გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღწერილია,
როგორ აფერხებს ჰაერის დაბინძურება ბავშვების, განსაკუთრებით კი, მცირეწლოვანი ბავშვების
ტვინის განვითარებას.44
99.
მსოფლიოში სიკვდილიანობის დაახლოებით 63% უკავშირდება არაგადამდებ დაავადებებს,
ხოლო ინფექციური დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 20-25%-ია. არაგადამდები
დაავადებების ხუთი მთავარი გამომწვევი მიზეზია ჰიპერტენზია, არასწორი კვება, თამბაქო, ნაკლები
ფიზიკური აქტივობა/ჭარბწონიანობა და გარემოს დაბინძურება.45
40
Institute for Health Metrics and Evaluation, Top 10 risks contributing to DALYs in 2017 and percent change, 20072017, all ages, number, What risk factors drive the most death and disability combined?, მოძიებულია 2 აპრილი 2019
ბმულიდან https://bit.ly/2FxtOyM
41
The Guardian, Shock figures to reveal deadly toll of global air pollution, 16 January 2016, მოძიებულია 28 მარტი 2019
ბმულიდან https://bit.ly/29iYBPS
42
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი, მოძიებულია 29 მარტი 2019 ბმულიდან http://air.gov.ge/pages/13/13
43
იგივე.
ნეტგაზეთი, ჰაერის დაბინძურება ბავშვების ტვინის განვითარებას აფერხებს - იუნისეფის გამოკვლევა, 14 დეკემბერი 2017,
მოძიებულია 29 მარტი 2019 ბმულიდან http://netgazeti.ge/news/240616/
44
45
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, არაგადამდებ დაავადებათა ტვირთი
გლობალურ და ეროვნულ დონეზე 2015, გვ. 79, მოძიებულია 2 აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2WOGVmr
32
100. ჰაერის ტოქსიკური დამაბინძურებლების გრძელვადიანი ზემოქმედების შედეგად თავს იჩენს
ქრონიკული ეფექტი, რისი მაგალითიცაა ფილტვის მოცულობის შემცირება და ფილტვის კიბო.
ჰაერის დაბინძურების ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შეფასების სამეცნიერო ტექნიკა მოიცავს
ჰაერის დაბინძურების მონიტორინგს, დამაბინძურებლის მოქმედების შეფასებას, დოზიმეტრიას,
ტოქსიკოლოგიას და ეპიდემიოლოგიას. დაბინძურებული ჰაერი გავლენას ახდენს კანზე, თვალებსა
და სხვა სისტემებზე, თუმცა, განსაკუთრებით მავნე ზემოქმედებას ახდენს სასუნთქ სისტემაზე.
101.
საყურადღებოა ატმოსფერული ჰაერიც და შენობის შიდა ჰაერიც. სამწუხაროდ, შეშისა და
ნახშირის გამოყენების მაჩვენებელი საქართველოში კვლავ მაღალია.46 შენობის შიდა ჰაერის
დაბინძურების მიზეზთაგან, ამ ორ საწვავთან ერთად, აღსანიშნავია თამბაქო.47
„რაც ნაკლები გვექნება დაბინძურება, ნაკლები გვექნება დაავადებები და
დაიხარჯება ნაკლები თანხა“.
ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
გენერალური დირექტორი
102. თბილისში ჰაერის დაბინძურების საკითხი საზოგადოებრივი ინტერესისა და უკმაყოფილების
ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. საქართველოს მთავრობამ და თბილისის ადგილობრივმა
თვითმართველობამ ჰაერის დაბინძურების საკითხი პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა
დასახოს. შესაბამისად, ეს თემა გასათვალისწინებელია ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისას.
103. სტრატეგია სუფთა ჰაერის შესახებ უნდა მოიცავდეს იმ მეთოდებს, დროში გაწერილ
ღონისძიებებსა და გადასადგმელი ნაბიჯების ჩამონათვალს, რომელთა შედეგად (ა) ჰაერის
ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება, (2) ეტაპობრივად აღმოიფხვრება გამომწვევი მიზეზები,
(გ) გეგმიურად გატარდება პრევენციული ზომები და (დ) გამოიყოფა ადეკვატური დაფინანსება.
სტრატეგია უნდა განსაზღვრავდეს მიზნებსა და მათი მიღწევის კონკრეტულ ვადებს.
104. საქართველოს მთავრობამ (თბილისის მერიასთან თანამშრომლობით) 2019 წლის 1
ივლისამდე გარემოს კომიტეტს წარუდგინოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის
შესრულების სტატუსი, ახალი გამოწვევებისა და მიგნებების საფუძველზე ამ პროგრამაში
დამატებული ღონისძიებები, დასახოს კონკრეტული თარიღები ამ მიზნების მისაღწევად და
განსაზღვროს შესაბამისი ბიუჯეტი.
105. საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ პრიორიტეტულ მიზნად უნდა დაისახოს
ქვეყნისთვის გრძელვადიანი „სუფთა ჰაერის სტრატეგიის“ შემუშავება და დამტკიცება.
საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 1 ივნისამდე გარემოს კომიტეტს წარუდგინოს
სუფთა ჰაერის სტრატეგიის შემუშავების ხედვა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, სამუშაო
ჯგუფის ტექნიკური დავალება და მიუთითოს სტრატეგიაზე მუშაობის დასრულებისა თარიღი.
46
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ენერგორესურსების მოხმარების გამოკვლევის შედეგები, 2018 წლის
17 დეკემბერი, მოძიებულია 2 აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2WLTFKu
47
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური
დირექტორი, საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, 2019 წლის 27 თებერვალი
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
33
გარემოსა და ჯანმრთელობის საკითხზე კომუნიკაციის ნაკლებობა
106. გარემოს ფაქტორების ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე არის ერთ-ერთი ყველაზე
მწვავე საკითხი, რომელიც მულტისექტორულ მიდგომას საჭიროებს. მხოლოდ გარემოს დაცვისა
და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ჩართულობა გამოწვევების
აღმოსაფხვრელად თუ პრევენციისთვის საკმარისი არ არის.
107. ჰაერის დაბინძურების წყაროებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია ნაკლებად,
ან
არაეფექტურად
მიეწოდება.
საჯარო
უწყებების
ზეპირი
მოსმენისას
გაჟღერდა
ტერმინი
„ინფორმაციული შიმშილი“, რომელიც ზუსტად ასახავს არსებულ რეალობას ამ მიმართულებით. ამ
მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა მდგომარეობა რეგიონებში.
108.
მოსახლეობა განსაკუთრებით სენსიტიურია არასწორი სტატისტიკური მაჩვენებლებისა და
მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიმართ. მით უფრო, თუ უკავშირდება მომატებულ სიკვდი
ლიანობას, დაბინძურებული ჰაერით გამოწვეულ დაავადებათა პროცენტულ მაჩვენებლებს, საწვავში
ტყვიის შემცველობას, ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებს და ა.შ.
109. ამოქმედდა გარემოს დაცვის სამინისტროს ახალი პორტალი air.gov.ge (სურათი 3). ვებ
გვერდზე შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხსა და მონიტორინგთან დაკავშირებული
ინფორმაციის მიღება რეალურ დროში. ვებგვერდის მიზანია ელექტრონული მმართველობის
ხელშეწყობა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ღონისძიებათა დაგეგმვა, გადაწყვეტილების
მიღებისა და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობა. სამინისტროს
განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას დროულად მიეწოდებოდეს ინფორმაცია, როგორც
ჰაერის მდგომარეობაზე, ისე მისი დაცვის გზებსა და დაგეგმილ ინიციატივებზე. გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, „მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გადამწყვეტი
ფაქტორია ამ პრობლემის მოგვარების კუთხით, რადგან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი
წვლილი შეიტანოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში, რაც საერთო ჯამში დასახულ მიზნამდე
მიგვიყვანს.“48
48
IMEDI NEWS, ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად პორტალი air.gov.ge ამოქმედდა, 26 იანვარი 2019,
მოძიებულია 2 აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2FGoVDv
34
სურათი 3 - ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი
110. ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ამ ამოცანის შესახებ და ინფორმირების საუკეთესო
მეთოდებზე გადაწყვეტილების მიღება.
111. გარდა ზემოაღნიშნული პორტალისა, უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული
ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფმა საქართველოს მთავრობას მისცა რეკო
მენდაცია, იზრუნოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ჰაერის დაბინძურების ეფექტისა და
მისი შემცირების მექანიზმების შესახებ.49
112. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშაოს სამოქმედო
გეგმა და მოამზადოს სახელმძღვანელოები, რითაც ყველა ასაკობრივ ჯგუფს მარტივ და გასაგებ
ენაზე მიეწოდება ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების სხვადასხვა ასპექტზე.
113. ჰაერის ხარისხის შესახებ ერთობლივი აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს
მთავრობას ეძლევა რეკომენდაცია, „დაგეგმოს და განახორციელოს შესატყვისი ზომები
საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, ჰაერის დაბინძურების ეფექტისა და მისი
შემცირების მექანიზმების შესახებ“.50 საქართველოს მთავრობამ 2 თვის ვადაში გარემოს
კომიტეტს წარუდგინოს ინფორამცია რეკომენდაციის შესრულების მიზნით განხორციელებული
ღონისძიებების შესახებ.
49
უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფი, ერთობლივი
აუდიტის ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ, იანვარი 2019, გვ. 22, მოძიებულია 26 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.
ly/2GhPQaB
50
იგივე.
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
35
114. წიაღისეული საწვავის (ბენზინი, დიზელი, გაზი) გამოყენების ნეგატიური ზეგავლენა
ჰაერის ხარისხსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე სადავო არ არის. ამ მიმართულებით
ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მთავრობისა
და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. თითოეულ ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რა
მასშტაბის ზიანი ადგება გარემოს და როგორ ბინძურდება ჰაერი ბენზინის, დიზელისა და გაზის
საწვავზე მომუშავე ტრანსპორტის გამოყენებით (განსაკუთრებით, თუ ასეთი ტრანსპორტი
ტექნიკურად გაუმართავია). ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენებას თანამედროვე
მსოფლიოში ალტერნატივა არ აქვს.
115. თემატური მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანის სისხლში მომატებული
ტყვიის შემცველობის მიზეზი არ არის საწვავი. თუმცა, დღემდე არ გვაქვს პასუხი გამომწვევი
მიზეზების შესახებ. საქართველოს მთავრობამ უნდა განსაზღვროს პასუხისმგებელი ორგანოები
და დაიწყოს კვლევა, თუ რამ გამოიწვია ადამიანის სისხლში ტყვიის შემცველობის მატება.
შესაბამის ღონისძიებათა გასატარებლად აუცილებელია გამომწვევი მიზეზების ზუსტად ცოდნა.
3 თვის ვადაში მთავრობამ გარემოს კომიტეტს წარუდგინოს სამოქმედო გეგმა, როგორ აპირებს
ამ კვლევების ჩატარებას, რათა დაადგინოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ტყვიის მომატებულ
შემცველობასა და გამომწვევ ფაქტორებს შორის. ამავდროულად, დასახოს ღონისძიებათა
პროგრამა, თუ როგორ ჩატარდება კვლევები სამიზნე არეალებში და დროის რა მონაკვეთში.
116. ქვემოთ მოყვანილია რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელიც შეიმუშავეს აღმასრუ
ლებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ჩამონათვალი განთავსებულია ატმოსფერული
ჰაერის ხარისხის პორტალზე. გარემოს კომიტეტი ეთანხმება გათვალისწინებულ ღონისძებათა
მიზანშეწონილობას და შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს მიმართავს, მიმდინარე წლის
სექტემბერში კომიტეტს მიაწოდონ ინფორმაცია ამ ღონისძიებათა განხორციელების პროგრესის
შესახებ:
✓
საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება
✓
საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციის საინფორმაციო კამპანია
✓
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმართვა ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების ზეგავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, ასევე
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ (გაშუქება მასობრივი ინფორმაციის, მიზნობრივი
ლიტერატურისა და სწავლების პროპაგანდის საშუალებით)
✓
მართვის მოწმობის საგამოცდო ბილეთებში დამატებითი საკითხების შეტანა ავტომობილების
ეკო-მართვის წესების შესახებ
✓
გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინება ეროვნულ სას
წავლო გეგმაში
✓
საზოგადოების ინფორმირება უსაფრთხო და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ფეხით
სიარულისა და ველოსიპედით მგზავრობის უპირატესობის შესახებ
✓
თბილისის ავტომატური მონიტორინგის ქსელის მონაცემების ვებგვერდზე განთავსება
ონლაინ რეჟიმში.
36
6 mTavrobis midgomebis Sefaseba haeris
xarisxis gaumjobesebis kuTxiT
„მწვანე პოლიტიკა“
117. საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული ერთ-ერთ პრიორიტეტია „მწვანე პოლიტიკა“,
რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და მისი მართვაა. თავის მხრივ,
სუფთა ჰაერი და ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება ქვეყნის მდგრადი
განვითარების განუყოფელი ნაწილია.
118. საქართველო წარმატებით ახორციელებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციო
ნალიზაციას. მდგრადი განვითარების მისაღწევად აუცილებელია თანაბარი ყურადღება დაეთმოს
ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით მიმართულებებს. მიუხედავად გაცხადებული ნებისა და
ცალკეული ინიციატივებისა, გარემოს მიმართულება, სამწუხაროდ, სახელმწიფო ბიუჯეტირებისა და
პროგრამების პრიორიტეტი არ არის.
119. საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მწვანე პოლიტიკის პრეზენტაციისას
განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მნიშვნელობას საქართველოსთვის
და დასახა კონკრეტული ნაბიჯები მიზნების მისაღწევად.
120. პრემიერ მინისტრის განცხადებით, „საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის
მიხედვითაც, შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანა
ცვლდება ელექტრომობილებით. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, თუმცა, ამავდროულად, ეს გეგმა
დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს.“
„საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ასე მოკლე ვადაში ჩაანაცვლებს თავის
ავტოპარკს ელექტრომობილებით“.
მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ მინისტრი
121. მამუკა ბახტაძემ ასევე განაცხადა: „ჩვენ უკვე მნიშვნელოვანი უპირატესობა მივეცით
ელექტროტრანსპორტს შიდა წვის ძრავიან ავტომანქანებთან შედარებით, განბაჟება ფაქტობრივად
გახლავთ ნულოვანი და ნაბიჯ-ნაბიჯ კიდევ უფრო გავზრდით სხვაობას განბაჟების ნაწილში
ელექტროტრანსპორტსა და ტრადიციულ ავტომობილებს შორის. ამასთან ერთად, ჩვენ განვავითარებთ
ინფრასტრუქტურას, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს და ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო მეტი
ადამიანი დაინტერესდეს საქართველოში ელექტრო ავტომობილების შემოყვანით. ჩვენ ძალიან
მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში,
რომლის მიხედვითაც მომხმარებელი შეიძენს ელექტრო ავტომობილს და ფაქტობრივად, იმ ხარჯის
ეკონომიით, რასაც ის მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, ხუთწლიან ვადაში
გამოისყიდის ავტომობილს, ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯების გარეშე. ბუნებრივია, ეს ქმნის
ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობებს“.
122. ამ განცხადების შინაარსი ყველასთვის მისაღები და იმედის მომცემია, თუმცა, ჩნდება კითხვა,
თუ რა სახელმწიფო პროგრამა/პროგრამები არსებობს (ან მიმდინარეობს მუშაობა ასეთზე) მთლიანი
ავტოპარკის 90%-ის ელექტროძრავაზე გადასაყვანად მომდევნო 10 წელიწადში.
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
37
123. მიზანშეწონილი იქნება, თუ მთავრობა ავტოპარკის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით
ჩანაცვლებას, პირველ რიგში, სახელმწიფო უწყებების დონეზე დაგეგმავს. ამასთან, მთავრობამ
უნდა იზრუნოს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის სამთავრობო დონეზე შემცირებაზე
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება, უპირველესად, სახელმწიფო მოხელეებმა უნდა
დაიწყონ.
124. საქართველოს პარლამენტის წევრების კახა კუჭავასა და პაატა კვიჟინაძის ინიციატივით
მზადდება კანონპროექტი, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო შესყიდვების კანონში
ცვლილებებთან. კანონპროექტის მიზანია, სავალდებულო გახადოს, რომ ბიუჯეტით შესყიდული
ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება მხოლოდ ელექტრო ან ჰიბრიდულ ძრავაზე მუშაობდეს.
ეს ცვლილება ითვალისწინებს გამონაკლისებს იმ უწყებებისთვის, სადაც აუცილებელია შიდაწვის
ძრავაზე მომუშავე ტრანსპორტით სარგებლობა.
125. საქართველოს მთავრობამ 1 თვის ვადაში წარუდგინოს გარემოს კომიტეტს ინფორმაცია
სახელმწიფო უწყებებში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობაზე უწყებების მიხედვით,
ასევე, ტრანსპორტის სახეობასა და ასაკზე.
126. საქართველოს მთავრობამ 3 თვის ვადაში წარუდგინოს გარემოს კომიტეტს სამოქმედო
გეგმა ტრანსპორტის რაოდენობის შემცირებისა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის
საშუალებებით ჩანაცვლების შესახებ, იმ ვადების მითითებით, როცა იგეგმება კონკრეტულ
ქმედებათა დასრულება.
127. თბილისის ურბანული განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტია საზოგადოებრივი
ტრანსპორტის განვითარება, რათა ის უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახდეს თითო
ეული მოქალაქისათვის. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინვესტირებას შეიძლება მოხმარდეს
ის თანხები, რაც დაიზოგება სახელმწიფოს ავტოპარკის შემცირებით და შესაბამისი საწვავის
ხარჯის გამოთავისუფლებით. საქართველოს მთავრობამ, თბილისის მერიასთან შეთანხმებით,
გარემოს კომიტეტს 2019 წლის 1 სექტემბრამდე წარუდგინოს ხედვა, თუ რა ნაბიჯებია
გადასადგმელი და რა ვადებში ამ მიზნის მისაღწევად. ეს უნდა აისახოს უკვე 2020 წლის ბიუ
ჯეტის პროექტში.
აღსრულების შეფასება
128. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლს
ახორციელებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (გზდ)51 და საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
ქვეყნის მასშტაბით, სატრანსპორტო პოლიტიკისა და სატრანსპორტო სექტორისთვის ტექნიკური
რეგლამენტების (ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების ჩათვლით) შემუ
შავება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებლობაა.
129. საქართველოს უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანომ დაასკვნა, რომ ჰაერის დაცვაზე
პასუხისმგებელ სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია არ არის ადეკვატური და ეფექტიანი. მან
გარემოს დაცვის სამინისტროს მეტი კოორდინაციისა და ზედამხედველობისკენ მოუწოდა, რათა
ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული სამთავრობო ძალისხმევა ეფექტიანი გახდეს.52
51
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება
უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფი, ერთობლივი
აუდიტის ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ, იანვარი 2019, გვ. 45, მოძიებულია 26 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.
ly/2GhPQaB
52
38
130. უკეთესი კოორდინაციის მიზნით, სხვადასხვა სუბიექტს შორის ურთიერთობა გასააქტიურებელია
ეროვნულ, ადგილობრივ ან რეგიონულ დონეზე. ატმოსფერული ჰაერის ხარისხს სისტემური
მიდგომა ესაჭიროება, რაც წარმოუდგენელია გამართული კოორდინაციის, ურთიერთობისა და
თანამშრომლობის გარეშე. საბოლოოდ, ეს შეაფერხებს პოლიტიკას ან მოქმედებათა განხორციელების
პროცესს. აუცილებელია გაუმჯობესდეს კოორდინაცია პასუხისმგებელ უწყებებს შორის.
131. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ჰაერის ხარისხი მხოლოდ 10 ლოკაციაზე
მოწმდება, რაც არ იძლევა დაბინძურების მკაფიო სურათს ქვეყნის მასშტაბით და არ არის
ინტეგრირებული მოდელირების სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ადგენს ჰაერის
მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი ნივთიერებების PM10 და PM2,5 ზღვრულ მნიშვნელობებს, ამის
განსაზღვრა არ ხდება. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული
მნიშვნელობები ყველაზე მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი ნივთიერებებისათვის - SO2, NO2, NOX,
ტყვია, ბენენი, CO, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი და პოლიციკლური არომატული
ნახშირწყალბადები (PAH) - არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.53
132. ერთობლივი აუდიტის ანგარიშში ჰაერის ხარისხის შესახებ ასახულია მონიტორინგის ქსე
ლის გაუმჯობესების რეკომენდაცია. კერძოდ, აუცილებელია დაინერგოს ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების გავრცელების დიაპაზონის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემა.54
133. ესტონეთის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ატმოსფერული ჰაერის დაცვასა და მის ხარისხზე
პასუხს, ძირითადად, გარემოს დაცვის სამინისტრო აგებს. პოლიტიკა ხორციელდება განვითარებაზე
ორიენტირებული სხვადასხვა გეგმის საშუალებით. მათ შორისაა, ენერგეტიკის სექტორის განვითარების
ეროვნული გეგმა, ტრანსპორტის სექტორის განვითარების ეროვნული გეგმა, ეროვნული ჯანდაცვის
გეგმა და სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა. პოლიტიკის კოორდინაცია ხდება განვითარებაზე
ორიენტირებული გეგმების გაერთიანებისა და განხორციელების გზით. ამ პროცესში მონაწილეობს
ყველა შესაბამისი უწყება.
134. 2019 წლის 26 იანვარს საგამოფენო ცენტრში „ექსპოჯორჯია“, მწვანე პოლიტიკის ინიციატივის
ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ატმოსფერული
ჰაერის დაცვის პრეზენტაცია წარმოადგინა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება
საწვავის
ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არსებული წინსვლაზე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა
და შეფასების სისტემის გაუმჯობესებაზე გაამახვილა55. ეს პირდაპირ ეხმაურება ეროვნული აუდიტის
ანგარიშში მოყვანილ მიგნებებს, რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოს მონიტორინგის სისტემები
სრულყოფილ ან/და სანდო მონაცემებს არ იძლევა56.
135. სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა ანგარიშისა და სამომავლო ქმედე
ბათა წარდგენასთან ერთად, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის www.air.gov.ge პრეზენ
53
საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა 2017-2021, გვ. 50 მოძიებულია 26 მარტი
2019 ბმულიდან https://bit.ly/2I6VfT3
54
უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფი, ერთობლივი
აუდიტის ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ, იანვარი 2019, გვ. 21, მოძიებულია 26 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.
ly/2GhPQaB
55
გარემოს ეროვნული სააგენტო, ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია, 28 იანვარი 2019, მოძიებულია
30 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2HMNZwb
56
უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფი, ერთობლივი
აუდიტის ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ, იანვარი 2019, გვ. 21, მოძიებულია 26 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.
ly/2GhPQaB
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
39
ტაცია განხორციელდა. ჰაერის ხარისხის პორტალი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს
შესაძლებლობას, უწყვეტად მიიღოს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ საქართველოს ყველა
იმ ქალაქიდან, სადაც ჰაერის ხარისხზე დაკვირვება მიმდინარეობს. პორტალის საშუალებით
დაინტერესებული პირები მათთვის მარტივად გასაგები ინდექსებით მიიღებენ უახლეს ინფორმაციას
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის
ჯანდაცვით რეკომენდაციებსაც.
136. გარემოს დაცვის სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპის გარემოს დაცვის
სააგენტოსთან, რომ საქართველოს ატმოსფერული ჰაერის მონაცემები ჰაერის ხარისხის ევროპულ
პორტალზე უწყვეტ რეჟიმში განთავსდეს.57
137. ჰაერის ხარისხის შესახებ ერთობლივ აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვერ ხერხდება
მთავრობის მიერ განხორციელებული ზომების ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შეფასება.
ამის მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ აუდიტის ჩატარების პერიოდში ქვეყანას დამტკიცებული არ
ჰქონდა სათანადო პოლიტიკა, არ იყო განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები ან მონიტორინგის
ინფორმაცია არ იყო ადეკვატური58.
138. იმავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობებმა (მათ შორის, საქართველოს მთავრობამ)
საკმარისად პრიორიტეტულად არ მიიჩნიეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემა და
საკმარისი ზომები არ განახორციელეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად59.
139. აუცილებელია სრულფასოვნად გაანალიზდეს ერთობლივი აუდიტის მიერ გაკეთებული
დასკვნები, რომ:
✓
არ არის დაცული ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები
✓
არ გაგვაჩნია ჰაერის ეროვნული პოლიტიკა და, რაც უმნიშვნელოვანესია, არ გვაქვს
განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები
✓
არ არსებობს კოორდინაცია სუბიექტებსა და დარგობრივ პოლიტიკას შორის
✓
არ ვფლობთ სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ბიუჯეტია საჭირო გარემოსდაცვითი
ღონისძიებების განსახორციელებლად
✓
გამოყოფილი ბიუჯეტი არ არის საკმარისი
✓
მონიტორინგის სისტემა ყოველთვის არ მუშაობს გამართულად
✓
არსებობს საზოგადოების ინფორმირების გაუმჯობესების შესაძლებლობა.
საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ივნისამდე კომიტეტს წარუდგინოს სამოქმედო გეგმა
ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ, რომელიც უნდა
შეიცავდეს კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზებს, ვადებსა და მოსალოდნელ შედეგებს.
57
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის მოსმენა პარლამენტში - მინისტრის საათის
ფორმატში, 7 მარტი 2019
უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფი, ერთობლივი
აუდიტის ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ, იანვარი 2019, გვ. 4, მოძიებულია 26 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2GhPQaB
58
59
იგივე.
40
სამოქმედო გეგმის სრულყოფა და მონიტორინგის გაუმჯობესება
140. ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობა და საქართველოს
მთავრობა სათანადოდ ვერ არეგულირებს სატრანსპორტო გაფრქვევებს. 2004 წელს გაუქმდა
მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, რომელიც კვლავ სავალდებულო გახდა
მხოლოდ 2019 წლიდან. 15 წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ მანქანებს
არ მოეთხოვებოდა არანაირი ტექნიკური მოთხოვნის დაკმაყოფილება (მითუმეტეს, რომ მსუბუქ
ავტომობილებზე განბაჟების მნიშვნელოვნად შემცირების შემდეგ იმპორტირებული მანქანების
რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანსპორტის ტექნიკური
ინსპექტირება ეკოლოგიური კუთხით. არსებული მონაცემებით, სახელმწიფო აუდიტის დასკვნითა და
თემატური მოკვლევისას ჩატარებული ზეპირი მოსმენებიდან მიღებული ინფორმაციით, ეს დღესაც
არასრულფასოვნად ხორციელდება. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, მსუბუქი ავტომობილების
დიდი ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია, რაც ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ხდება.
141. იმ მუნიციპალიტეტებისთვის, სადაც ჰაერი განსაკუთრებით დაბინძურებულია, გარემოს დაც
ვის სამინისტრომ ადგილობრივ თვითმართველობასთან და კერძო თუ არასამთავრობო სექტორ
თან თანამშრომლობით, უნდა შეიმუშაოს მოკლე და გრძელვადიანი გეგმები პრობლემის აღმო
საფხვრელად.
142. ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობითვის, საქართველოს მთავრობამ
უნდა განსაზღვროს მყარ ნაწილაკთა მისაღები ზღვრული ოდენობები. ასევე, გადაისინჯოს სხვა
მაჩვენებლების ზღვრული ოდენობები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.60
143. „დღეს თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სახელმწიფო მონიტორინგის წარმოებაზე
პასუხისმგებელია გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს დაქვემდებარებაშია“.61
144. სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მაქსიმალურად გაზარდოს ჰაერის ხარისხზე
მონიტორინგის ქსელი, რათა უფრო ზუსტად და ამომწურავად შეფასდეს არსებული მდგომარეობა
თბილისსა და რეგიონებში. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2 თვის ვადაში წარუდგინოს
გარემოს კომიტეტს მონიტორინგის ქსელის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებათა
ჩამონათვალი, სახელმწიფო ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებათა დასაბუთება და
მიუთითოს დაგეგმილ ღონისძიებათა განხორციელების ვადები.
145. 2019 წლის იანვარში უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის
გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა „ერთობლივი აუდიტის ანგარიში
ჰაერის ხარისხის შესახებ“, სადაც საქართველოს მისამართით გაცემულია მთელი რიგი
რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საქართველოში სამთავრობო ზომების
ეფექტიანობის შესაფასებლად, საქართველოს მთავრობამ 3 თვის ვადაში წარუდგინოს
კომიტეტს დეტალური გეგმები, რათა:
✓
✓
✓
✓
გაიზომოს და შეფასდეს განხორციელებულ ქმედებათა ეფექტიანობა
გაუმჯობესდეს კოორდინაცია
აღირიცხოს რელევანტური მონაცემები და ჩატარდეს ხარჯთსარგებლიანობის სრულყო
ფილი ანალიზი
გაუმჯობესდეს მონიტორინგის სისტემები.
უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფი, ერთობლივი
აუდიტის ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ, იანვარი 2019, გვ. 18, მოძიებულია 26 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2GhPQaB
60
61
ეკოხედვა/ECOVISION, თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ, გვ. 4, თბილისი, 2018, მოძიებულია 30 მარტი
2019 ბმულიდან https://bit.ly/2UpMbzd
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
41
7 dabinZurebuli haeris ekonomikuri zarali
da finansireba
146. დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას
აზიანებს. ამ მიზეზით გამოწვეულ არაგადამდებ დაავადებათა ძვირადღირებული, ხანგრძლივი
მკურნალობა ხშირად არ არის ხელმისაწვდომი მათთვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის
ვარაუდით, ჰაერის დაბინძურებით გაპირობებული ნაადრევი სიკვდილიანობის ეკონომიკური ეფექტი
საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 35.2%-მდე დიაპაზონში მერყეობს.62
147. მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ჰაერის ხარისხის მართვის ეფექტიანი პოლიტიკა ამ პრობლემის
გადასაჭრელად, ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მოქალაქეთა ჯანმრთელობისა
და ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად.63
148.
სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით ერთ მილიარდი ლარი იხარჯება ჯანდაცვის მიმართუ
ლებით. ეს ხარჯი ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, არაგადამდებ დაავადებათა ერთ-ერთი მთავარი
გამომწვევი მიზეზის - გარემოს დაცვის მიმართულებით საბიუჯეტო ფინანსირება არაადეკვატურად
დაბალია.64
149. გასათვალისწინებელია, რომ გარემოს დაბინძურებას გრძელვადიანი ზიანი მოაქვს. გარე
მოსთვის მიყენებული ზიანი თანდათან გარდაიქმნება მოსახლეობის ზიანად და მისი შედეგებიც
დროთა განმავლობაში, წლების მანძილზე ვლინდება. დაბინძურებულ გარემოში გაზრდილ თაობას
ეს ტვირთი მთელი ცხოვრება გაჰყვება.
150. ხშირად გარემოს დაცვის რეგულაციების შემოღებას ეკონომიკური არგუმენტით ეწინააღმდე
გებიან. ამბობენ, რომ ეს ეკონომიკის ზრდას შეამცირებს. ნაწილობრივ ამ მიზეზით თარგმნიან
გარემოსთვის მიყენებულ ზიანს ეკონომიკურ ზარალად, განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპასა და
ამერიკის შეერთებულ შტატებში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებას მთელი
მსოფლიოსთვის წელიწადში 225 მილიარდი დოლარის ზარალი მოაქვს.65 თუ სიკვდილიანობით
გამოწვეულ ზარალს ცხოვრების ხარისხის გაუარესებით მიყენებულ ზიანსაც დავუმატებთ, საერთო
ზარალი ერთ ტრილიონ დოლარს აღწევს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაციის (OECD) მომზადებული კვლევის მიხედვით, რამდენიმე ათწლეულში ჰაერის დაბინძურებით
მიყენებული ზარალი 2.6 ტრილიონ დოლარს, ანუ მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ს მიაღწევს.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა გარემოსთვის მიყენებული ზიანის
გამო ყოველწლიურად კარგავს მთლიანი შიდა პროდუქტის 7.5%-ს.66
62
უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფი, ერთობლივი
აუდიტის ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ, იანვარი 2019, გვ. 8, მოძიებულია 26 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2GhPQaB
63
იქვე, გვ. 9.
The Georgian Times, საქართველოში ჰაერის დაბინძურების შედეგად 100, 000 სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი
სიკვდილიანობა ფიქსირდება, 2018 წლის 28 მარტი, მოძიებულია 2 აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2UpL4zF
64
65
Imedi News, ჰაერის დაბინძურებას წელიწადში $225 მილიარდის ზარალი მოაქვს, 2018 წლის 1 აპრილი, მოძიებულია 2 აპრილი
2019 ბმულიდან https://bit.ly/2FW4SkV
66
The Georgian Times, საქართველოში ჰაერის დაბინძურების შედეგად 100, 000 სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე
მაღალი სიკვდილიანობა ფიქსირდება, 2018 წლის 28 მარტი, მოძიებულია 2 აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2UpL4zF
42
151. გარემოს დაცვის რეგულაციების გამკაცრება ეკონომიკურ სარგებელს ორი ერთმანეთთან
დაკავშირებული გზით მოიტანს. სწორად დაგეგმილი რეგულირება ზიანით გამოწვეულ ეკონომიკურ
ზარალს აგვარიდებს თავიდან და, ამავდროულად, ინვესტიციისა და ეკონომიკური აქტივობის ახალ
წყაროებს შექმნის. ამერიკის გარემოს დაცვის (EPA) სააგენტოს კვლევის მიხედვით, გარემოსთვის
მიყენებული ზიანის შესამცირებლად გაწეული ინვესტიციის მასტიმულირებელ ეფექტს შეუძლია
რეგულაციით გამოწვეული ფასების ზრდის ნეგატიური ეფექტის გაბათილება. აშშ-ში, ერთი შეფასებით,
1970 წელს მიღებულმა „სუფთა ჰაერის აქტმა“ (Clean Air Act) 70%-ით შეამცირა დამაბინძურებლები
ჰაერში. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ამ ქვეყანაში ჰაერის ხარისხის კონტროლში ინვესტირებულ
ყოველ 1 დოლარს 30 დოლარის მოგება მოაქვს.67
152. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანის მხოლოდ ეკონომიკურ
ზარალად აღიარება პრობლემურ საკითხად რჩება. ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოსთვის
მონეტარული ღირებულების მინიჭება, უკეთეს შემთხვევაში, არასრულ სურათს ქმნის.68
153. ზოგიერთ ეკონომიკურ ჩარჩოში სუფთა გარემოს ხელმისაწვდომობა, უფლების ნაცვლად,
სამომხმარებლო პროდუქტადაც კი გვევლინება. „ჯანმრთელობით ვაჭრობა“ უკიდურესად პრობ
ლემურია, რადგან ჯანმრთელობის ან სიცოცხლის კომოდიფიკაციას (დათვლად ეკონომიკურ
პროდუქტად ქცევას) თავისი საზღვრები აქვს. ჯანმრთელობის ღირებულების სრულყოფილად
გამოხატვა ფულადი ერთეულით, ბევრი ადამიანის პერსპექტივიდან, არსებითად, შეუძლებელია. ბევრი
ადამიანისთვის, ჯანმრთელობის დაზიანების საკომპენსაციოდ, ფულადი დახმარების შეთავაზება
ნაწილობრივადაც კი ვერ აგვარებს პრობლემას.69
154. ამასთან, უფრო ფართო პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, გარემოსთვის მიყენებული ზიანის
წმინდა ეკონომიკურ ჩარჩოში მოქცევა ეკოლოგიურ კრიზისს საბუღალტრო, ტექნიკურ პრობლემად
ნიღბავს. ეკოლოგიური კრიზისის პოლიტიკური განზომილება კადრს მიღმა რჩება. ამ მიდგომის
მიხედვით, პრობლემას ის იწვევს, რომ კლასიკური ეკონომიკური მაჩვენებლები ეკოლოგიურ ზიანს
სათანადოდ ვერ აღრიცხავს და ამიტომაც ვერ ხერხდება მისი თავიდან აცილებაც (მაგალითად,
გარემოსთვის მიყენებული ზიანი სწორად ვერ ითვლება). გამოსავლად კი გვევლინება უკეთესი
აღრიცხვა: მთლიანი შიდა პროდუქტის ნაცვლად, „მწვანე მთლიანი შიდა პროდუქტი“, ეკონომიკური
განვითარების ნაცვლად - „მდგრადი განვითარება“ და ა.შ.70
155. ჰაერის დაბინძურება საქართველოში იმდენად სერიოზული პრობლემაა, რომ მისი მოგვარების
გადადება არ შეიძლება. ამიტომ აუცილებელია, ქმედითი ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმა, ქვეყნის
მოსახლეობისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობის დასაცავად.
156. მთავრობამ (დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ფინანსთა სამინისტროსა და გარემოს
დაცვის სამინისტროს მონაწილეობით) 3 თვის ვადაში წარუდგინოს კომიტეტს მომავალი წლის
ბიუჯეტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით გათვალისწინებული ხარჯების პროექტი, თავისი
პროგრამული ნაწილით.
67
Imedi News, ჰაერის დაბინძურებას წელიწადში $225 მილიარდის ზარალი მოაქვს, 2018 წლის 1 აპრილი, მოძიებულია 2
აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2FW4SkV
68
რადიო თავისუფლება, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა საგანგაშოდ მაღალია, 2018 წლის 28 მარტი
2018, მოძიებულია 30 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2FW2tX5
69
იგივე.
Janet Currie & Joshua Graff Zivin & Jamie Mullins & Matthew Neidell, 2014, “What Do We Know About Short- and
Long-Term Effects of Early-Life Exposure to Pollution?,” Annual Review of Resource Economics, Annual Reviews, vol.
6(1), pages 217-247, მოძიებულია 4 აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2UibMLa
70
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
43
8 ekologiurad sufTa transportis
gamoyenebis xelSewyoba
157. ქვეყნის სატრანსპორტო სექტორში მდგომარეობას ამძიმებს ავტოპარკის ყოველწლიური
ზრდის დინამიკა და მოძველებული ავტომანქანების დიდი რაოდენობა. ავტოპარკის 46% ოც წელზე
ძველია, ხოლო 10 წელზე ძველი ავტოპარკის რაოდენობა 9%-ზე მეტია.71
158. 2019 წლიდან სრულად ამოქმედდა ტექდათვალიერება. ამასთან, 2018 წელს მთავრობის
ტექნიკური რეგლამენტით დაწესდა აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების შემცველობის
კონტროლი, რაც მნიშვნელოვანი დადებითი წინსვლაა, თუმცა არა საკმარისი.
159. სავალდებულო შემოწმების პროცედურას არსებითი ნაკლი აქვს, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს
ჰაერის ხარისხის სათანადო გაუმჯობესებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავ არ
აქვს ისეთი ავტომობილების გამოვლენის ბერკეტი, რომელთაც, ერთჯერადი ხელოვნური ჩარევის
შედეგად, გავლილი აქვს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, თუმცა მაინც აფრქვევს მავნე
ნივთიერებებს. ხშირ შემთხვევაში, ეს ნაკლოვანება შავი ფერის გამონაბოლქვში ვლინდება და
შეუიარაღებელი თვალისთვისაც ხილულია.
160. სწორედ ამ ხარვეზს ეხმიანება ერთიანი აუდიტის ანგარიშში ასახული რეკომენდაცია. კერძოდ,
ავტომობილების სავალდებულო შემოწმების სახელმწიფო კონტროლის სისტემა და მექანიზმები
შედარებით სუსტია და შემდგომ გაძლიერებას საჭიროებს.72
161. არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხილული შავი ფერის გამონაბოლქვის მქონე
ავტოსატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტოპარკის განახლების
სტიმულირებისთვის სახელმწიფომ უკვე გადადგა ქმედითი ნაბიჯები.
162. თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენებისას სახელმწიფო უწყებათა წარმო
მადგენლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში ტექდათვალიერების პროცესი ხარვეზებით
მიმდინარეობს. შემოწმების გასავლელად მძღოლები რიგ შემთხვევებში ნაწილებს თხოულობენ,
რაც იმას ნიშნავს, რომ ტექდათვალიერების გავლის შემდეგაც ქალაქში გაუმართავი ტრანსპორტი
დადის.73
163. ზეპირი მოსმენებისას დეპუტატთა კითხვები უკავშირდებოდა ტექნიკური დათვალიერების
პროცესში კორუფციული გარიგების რისკს. აღსანიშნავია, რომ ერთხელ უკვე გამოვლინდა მსგავსი
ფაქტი და შესაბამისი პირები პასუხისგებაში მიეცა. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური
დათვალიერების სწორი და შედეგზე ორიენტირებული პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად, აუცილებელია
არსებული პრაქტიკის შესწავლა და აღსრულების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებზე დროული
რეაგირება.
71
შალვა ურიადმყოფელი, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები უსაფრთხო ასს დაკავშირებით საქართველოში, 14
ივნისი 2017, მოძიებულია 3 აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2U5GJ5b
72
უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფი, ერთობლივი
აუდიტის ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ, იანვარი 2019, გვ. 78, მოძიებულია 26 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.
ly/2GhPQaB
73
საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, 27 თებერვალი 2019
44
164. ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ერეკლე
კეჟერაშვილის თქმით, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობამ პერიოდული ტექნიკური
ინსპექტირების ვალდებულება დაადგინა და შემდგომი ინსპექტირების ვადები რეგლამენტით გაწერა.
მისი განმარტებით, ცვლილება შევიდა ტექნიკურ რეგლამენტშიც. თუ ამ დრომდე მძღოლს პირველ
ინსპექტირებაზე რომელიმე ნაწილის გაუმართაობის გამო მანქანას დაუხარვეზებდნენ, განმეორებით
ვიზიტზე მხოლოდ ხარვეზის აღმოფხვრას ამოწმებდნენ. ახლა ინსპექტორი ვალდებულია მანქანა
ვიზუალურადაც შეამოწმოს.
165. სახმელეთო
ტრანსპორტის
სააგენტოს
უსაფრთხოების
სამსახურის
უფროსმა
შალვა
ურიადმყოფელმა განაცხადა, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიყვანილ ავტომობილებს, რიგ
შემთხვევებში, მანამდე შემოწმებული ნაწილები გაუმართავი ხვდებოდათ.
166. შალვა ურიადმყოფელის თქმით, ამ დროს არ მოწმდება მანქანის სავალი ნაწილი. ამის მიზეზად
მან ის დაასახელა, რომ განმეორებითი ინსპექტირება არის უფასო. ამიტომ სრულ შემოწმებას ვერ
ჩაატარებენ. ინსპექტირებაში კერძო სექტორია ჩართული და ამით მათ პრობლემები შეექმნებათ.
მისივე თქმით, სრულ შემოწმებას აფერხებს დროის ფაქტორიც, რადგან მას დაახლოებით 15-30
წუთი სჭირდება.74
167. ზეპირი მოსმენისას დეპუტატმა იკითხა, არის თუ არა შემთხვევები, რომ ხელახალი ინსპექტი
რებისას შემოწმებაზე მივიდეს მანქანა, რომელსაც ვიზუალური მხარე მოწესრიგებული აქვს,
მაგრამ გაუმართავია სავალი ნაწილი. უწყებების წარმომადგენლებმა მსგავსი საფრთხის არსებობა
დაადასტურეს.
168. ერეკლე კეჟერაშვილმა განაცხადა, რომ ტექინსპექტირების მიზანი პრევენციაა. როგორც მან
აღნიშნა, შესაძლოა, ავტომობილმა გაიაროს ტექდათვალიერება და რამდენიმე თვეში დაზიანდეს.
ასეთ შემთხვევაში მძღოლი არაა ვალდებული, მაშინვე გაიაროს ინსპექტირება, რადგან შემოწმების
პერიოდულობა ნორმატიული აქტითაა გაწერილი. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია
საზოგადოებრივი თვითშეგნება და ყველაფერს ინსპექტირების გავლა ვერ მოაგვარებს.75
169. კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ ხარებავამ. მისი თქმით, 2018 წელს გამონაბოლქვზე
დახარვეზდა 13 897 ავტოსატრანსპორტო საშუალება, განმეორებით შემოწმებაზე მისვლის შემდეგ
კი გზაზე გადაადგილება აეკრძალა 2 400-ზე მეტს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი
ეს ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეჩერებულია, თუ განაგრძობენ მოძრაობას, მიუხედავად
იმისა, რომ ტექინსპექტირება ვერ გაიარეს. ხარებავამ განმარტა ისიც, რომ ამ მანქანების შესახებ
ინფორმაციას აწვდიან ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს.76
შალვა ურიადმყოფელი, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საჯარო უწყებების
ზეპირი მოსმენა, 27 თებერვალი 2019
74
ერეკლე კეჟერაშვილი, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი, საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა, 27 თებერვალი 2019
75
76
მალხაზ ხარებავა, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, საჯარო უწყებების
ზეპირი მოსმენა, 27 თებერვალი 2019
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
45
170. შალვა ურიადმყოფელმა განაცხადა, რომ არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად გა
მოსავალია გზებზე გადასატანი მობილური ცენტრის დადგმა. მისი თქმით, თუ აღმსრულებელს ეს
მოწყობილობა ექნება, მძღოლი აღარ გაივლის მოტყუებით ტექინსპექტირებას, რადგან არ ეცოდინება
როდის გააჩერებენ და შეამოწმებენ ხელახლა.77
171. ქვეყნის სატრანსპორტო სექტორში მდგომარეობას ართულებს ავტოპარკის ყოველწლიური ზრდა
და მოძველებული ავტომანქანების დიდი რაოდენობა. ავტოპარკის 45%-ზე მეტი 20 წელზე ძველია.
2019 წლიდან სრულად ამოქმედდა ტექდათვალიერება, თუმცა ინსპექტირება არ ითვალისწინებს
ავტომანქანის გამონაბოლქვ აირებში ძირითადი დამაბინძურებლების, და უმთავრესად, აზოტის
დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების შემცველობის კონტროლს, რაც სისტემის მნიშვნელოვანი
სისუსტეა.78
172. შსს–ს არ აქვს ისეთი მანქანების გამოვლენის ქმედითი მექანიზმი, რომელთაც, ერთჯერადი
ხელოვნური ჩარევის შედეგად, გავლილი აქვს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, თუმცა მაინც
აფრქვევს მავნე ნივთიერებებს.
173. დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი ეტაპობრივად ნაცვლდება ახლით. ომბუდსმენი
აღნიშნავს, რომ ავტობუსები მოიხმარს დიზელის საწვავს, რომელიც საქართველოში არ შეესაბამება
ევროკავშირის სტანდარტს და ტექნიკური გამართულობის მიუხედავად, დაბინძურების საფრთხეს
ქმნის. საქართველოში 2019 წლის იანვრიდან უკვე გამოიყენება ევრო 4 ხარისხის დიზელი და
დაგეგმილია, რომ 2020 წლიდან ქვეყანა გადავა ევრო 5 ხარისხის დიზელის მოხმარებაზე.79
174. ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს ელექტრონული მანქანების გამოყენებას საქართველოში
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ელექტრონული მანქანების მოხმარების
წასახალისებლად, შემოღებულია საგადასახადო შეღავათები. ელექტრონული მანქანები 2017
წლიდან გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისა და პარკირების საფასურისგან. თბილისის
მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის დეპარტამენტი ასევე გეგმავს, ასეთი მანქანები ლიცენზირების
ვალდებულებისგან გაათავისუფლოს.80 ახლადშექმნილი კერძო კომპანია „E-Space“ საქართველოში
ელექტრონული მანქანებით სარგებლობას და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას უწყობს ხელს.
კომპანიას საზოგადოებრივი დასამუხტი სადგურების ქსელი აქვს (მოკვლევის პერიოდში 52 ობიექტი)
მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში 33 სადგურის ფუნქციონირებისთვის
საჭირო ელექტროენერგიას აფინანსებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
175. საგულისხმოა, რომ ახალი, ეკოლოგიურად გაცილებით სუფთა მუნიციპალური ტრანსპორტის
შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შემცირდება მავნე ნივთიერებები ჰაერში, რაც მოსახლეობის ჯანმრთე
ლობაზე პირდაპირ აისახება და ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჰაერის დაბინძურებით
შალვა ურიადმყოფელი, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საჯარო უწყებების
ზეპირი მოსმენა, 27 თებერვალი 2019
77
უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფი, ერთობლივი
აუდიტის ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ, იანვარი 2019, გვ. 78, მოძიებულია 28 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2GhPQaB
78
საქართველოს სახალხო დამცველი, უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში), სპეციალური
ანგარიში 2019, გვ. 30, მოძიებულია 1 აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2ZbG2X0
79
უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფი, ერთობლივი
აუდიტის ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ, იანვარი 2019, გვ. 38, მოძიებულია 26 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2GhPQaB
80
46
გამოწვეულ დაავადებათა მკურნალობისთვის ასეული მილიონობით ლარის დაზოგვას. 2018 წელს
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ელექტროძრავაზე მომუშავე ყველა
ავტობუსი და მიკროავტობუსი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან და მიწოდების დღგგან.81
176. ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად, აუცილებელია
ველობილიკების სისტემის განვითარება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
177. უმთავრესია ავტოტრანსპორტის ლიმიტირება ასაკის მიხედვით, საწვავის ხარისხის გაუმჯობესება
და მანქანების ტექნიკური გამართულობის კონტროლი. გარდა ამისა, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება
მოძრაობის სწორ რეგულირებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას.
178. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროპული სტანდარტის შესაბამისად, სატრანსპორტო
საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდას დაემატა ეკომართვის ბილეთები.
ეკომართვის საგამოცდო ტესტები ხელს უწყობს მძღოლების ინფორმირებას და მათი ცნობიერების
ამაღლებას ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ.
179. ამ ანგარიშში შეტანილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე ხელმისაწვდომი
ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს ეკომართვის ძირითად პრინციპებს:82
✓
მოვერიდოთ ავტომობილის დგომას ჩართული ძრავით
✓
დროულად გამოვცვალოთ ძრავის ჰაერის ფილტრი
✓
შევინარჩუნოთ საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევა
✓
არ ვცადოთ დამატებით საწვავის ჩასხმა მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის გავსების შემდეგ
ჩასასხმელი მოწყობილობა ავტომატურად გაითიშება
✓
შეძლებისდაგვარად გამოვიყენოთ კრუიზკონტროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
რომელიც თავად არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს
✓
ვიმოძრაოთ ძრავის ბრუნვის დაბალი სიჩქარით, რაც ამცირებს საწვავის მოხმარებას
✓
გადაცემათა კოლოფი გადავრთოთ მაღალ გადაცემაზე, რაც შეიძლება ადრე და დაბალ
გადაცემაზე, რაც შეიძლება გვიან
✓
შუქნიშანთან წითელ ფერზე მიახლოებისას ვიმოძრაოთ ინერციის გამოყენებით
✓
წინასწარ დავგეგმოთ მოძრაობა
✓
ნუ გავახურებთ ძრავს დაძვრამდე. დავძრათ ავტომობილი და დაძვრის შემდეგ მცირე ხნით
ვიმოძრაოთ ძრავის დაბალი ბრუნვათა რიცხვით, ძრავის გათბობამდე
✓
ნუ ვიმოძრავებთ ზაფხულში ზამთრის საბურავებით
✓
მინიმუმამდე შევამციროთ კონდიციონერის გამოყენება
✓
ნუ დავქოქავთ ავტომობილს ბუქსირებით - ამან, შესაძლოა, დააზიანოს კატალიზატორი
180. ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტრანსპორტის წასახალისებლად ბევრი ინიციატივა გან
ხორციელდა და ბევრიც იგეგმება. თუმცა, აუცილებელია სითამამე და მეტი ინოვაციური თუ
ექსპერიმენტული ღონისძიების განხორციელება. თემატური მოკვლევის პერიოდში ჩატარდა
უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფი, ერთობლივი
აუდიტის ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ, იანვარი 2019, გვ. 78, მოძიებულია 26 მარტი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2GhPQaB
81
82
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი, მოძიებულია 3 აპრილი 2019 ბმულიდან http://air.gov.ge/
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
47
შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან და გაჟღერდა ახალი ინიციატივები,
რომლებიც მეტ მსჯელობასა და ყურადღებას იმსახურებს:
✓
დაინერგოს სატრანსპორტო საშუალებათა ეკოლოგიური კლასიფიკაცია
✓
თბილისის მასშტაბით, მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით. შესაბამისად,
შეღავათიანი პირობებით ისარგებლებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი,
რომელიც უფრო ნაკლები მოცულობის ძრავის ავტომანქანას მართავს. რაც უფრო დიდი
მოცულობის ძრავი აქვს ტრანსპორტს, მით მეტია გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურება.
უნდა არსებობდეს წახალისება მათთვის, ვინც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს მართავს
✓
ერთ ოჯახში 3 და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობა დამატებითი მოსაკრებლით
განისაზღვროს
✓
შემუშავდეს შეღავათების სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც წაახალისებს
სტუდენტების მიერ ველოსიპედებისა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამო
ყენებასა და ფეხით სიარულს
✓
თბილისის ძველ უბნებში (მაგალითად, სოლოლაკი), რომელიც გამოირჩევა ინტენსიური
დასახლებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და საცობებით, თან, ტურის
ტულად მიმზიდველია, აიკრძალოს ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადა
ადგილება. გამონაკლისი შეიძლება იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ჰიბრიდული და
ელექტროტრანსპორტი. ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს ქალაქის ცენტრში,
არამედ გამოათავისუფლებს ავტოსადგომის ტერიტორიებს. შედეგად, გაფართოვდება
საფეხმავლო ადგილები, მეტად განვითარდება კაფე-რესტორნების ქსელი და, შესაბამისად,
გაიზრდება ტურისტული პოტენციალი
✓
ქალაქის ცენტრი ერთ-ერთი მძიმედ დაბინძურებული ადგილია. თბილისის მერიამ
განიხილოს იმის შესაძლებლობა, რომ შოთა რუსთაველის გამზირი კვირაში ერთხელ
(მაგალითად, კვირა დღეს) დაიკეტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის და გაიხსნას
მხოლოდ ქვეითთათვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ადგილობრივი მაცხოვრებ
ლებისთვის შესაძლებელია გამზირზე არსებული 6 საავტომობილო ხაზიდან მხოლოდ
ერთი ფუნქციონირებდეს. მსგავსი მიდგომა გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.
საკითხი საჭიროებს დამატებით ანალიზს და სხვადასხვა შესაძლო გვერდითი ეფექტის
გათვალისწინებას
✓
ზეპირ მოსმენებზე თბილისი მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, აღნიშნა ძალიან საინ
ტერესო ინიციატივა - ქალაქის გარეუბნებიდან ცენტრის მიმართულებით მოსახლეობის
გადაადგილება საბაგიროს მეშვეობით. სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს, რომ გაჟღერებული
ინოვაციური ინფრასტრუქტურული პროექტის იდეა ძალიან დროულია და მნიშვნელოვან
როლს ითამაშებს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობისა და, რაც მთავარია,
ჰაერის დაბინძურების შემცირების კუთხით.
48
9
garemos komitetis rekomendaciebi
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი
1.
გარემოს კომიტეტი იზიარებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციას, რომ
გამკაცრდეს მონიტორინგი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების ტექნიკურ მდგომარეობაზე.
ასევე, ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შესრულებაზე. ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრომ გარემოს კომიტეტს 2 თვის ვადაში წარუდგინოს
სამოქმედო გეგმა და ღონისძიებათა ჩამონათვალი ამ რეკომენდაციის შესასრულებლად.
მონიტორინგის
მექანიზმი
უნდა
მოიცავდეს
წინასწარ
გაწერილ
და
ჩამოყალიბებულ
მეთოდოლოგიას და ასახელებდეს მონიტორინგზე პასუხისმგებელ ერთ კონკრეტულ უწყებას.
საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი უწყება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს
მსგავსი ინსტიტუტია (პუნქტი 21)
2.
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ დაევალოს გარემოს კომიტეტს 2 თვის ვადაში
წარუდგინოს სამომავლო ხედვა იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც
ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის სტანდარტებს
(პუნქტი 22)
3.
ინსპექტირებისას ბენზინისძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გამონაბოლქვში
იზომება მხოლოდ ნახშირჟანგის (CO) შემცველობა, ხოლო დიზელისძრავიანი სატრანსპორტო
საშუალებებისთვის - კვამლიანობა. არადა, გამზომი დანადგარი მეტი მახასიათებლის გაზომვის
საშუალებას იძლევა. თანაც, დადგენილი ლიმიტები ლმობიერია სასურველ სტანდარტთან
შედარებით. გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ეფექტიანი შემცირებისათვის, მნიშვნელოვანია,
გამონაბოლქვში ერთზე მეტი მავნე ნივთიერების ნორმის განსაზღვრა და ინსპექტირება,
სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიის, მწარმოებლის ნორმების და გარდამავალი პერი
ოდის გათვალისწინებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გარემოს
კომიტეტს 2 თვის ვადაში წარუდგინოს პოზიცია ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით და
შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ვადა (პუნქტი 23)
4.
ცალკეულ მოქალაქეთა მოწოდებული რეკომენდაციებიდან აღსანიშნავია ორი შემო
თავაზება:
✓
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შემოწმება გამონაბოლქვზე საქართველოს საზღვრის
გადმოკვეთისას, ასევე, მათი განბაჟებისას. საქართველოს მთავრობამ 3 თვის ვადაში
წარუდგინოს გარემოს კომიტეტს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მი
ხედვით
დადგინდება
ემისიის
სტანდარტები
იმპორტირებული
ავტოსატრანსპორტო
საშალებებისთვის და აიკრძალება ევრო 4-ზე დაბალი სტანდარტის ავტოსატრანსპორტო
საშუალებათა იმპორტი საქართველოში.
✓
გამონაბოლქვის საზომი მცირე ზომის პორტაბელური აპარატების შეძენა (რომელიც
ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში), რითაც ადგილზევე შემოწმდება
ავტოსატრანპორტო საშუალება, ვიზუალურად ხილვადი გამონაბოლქვის დაფიქსირების
შემთხვევაში.
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
49
იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკითხები უფრო მეტ დისკუსიას საჭიროებს, გარემოს დაცვის
სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიამ 2 თვის ვადაში წარუდგინოს
გარემოს კომიტეტს ანალიზი და დადებითი/უარყოფითი დასკვნა ამ ორ საკითხთან დაკავშირებით
(პუნქტი 24)
მშენებლობები და სამშენებლო მტვერი
5.
მნიშვნელოვანია, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის ერთობლივი
ძალისხმევით ჩატარდეს გაბატონებული ქარების ეკოლოგიური ეფექტიანობის კვლევა, რათა
მრავალსართულიანი შენობები არ აშენდეს მდინარე მტკვრის ხეობის გასწვრივ და ქალაქის
გარშემო მდებარე მთების ზედა ნაწილებში, რამაც შეიძლება დააბრკოლოს ქარის მოძრაობა,
ჰაერის ბუნებრივი გაწმენდისა და თბილისის კლიმატის რეგულირების პროცესი (პუნქტი 26)
6.
სამშენებლო დამტვერიანებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიისა და გარემოს კომი
ტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს. ამ ცვლილებების შესა
ბამისად, ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც დაარღვევს მარტივად აფრქვევადი
სამშენებლო მასალის გადატანის, განთავსებისა და რეალიზაციის დადგენილ რეგულაციებს,
გადაიხდის მოცულობით ჯარიმას. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დასრულდება საგაზა
ფხულო სესიაზე. ამ კანონის მიღების შემდეგ, ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, თბილისის მერიამ
გარემოს კომიტეტს მიაწოდოს ანგარიში კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით (პუნქტი 29)
ბუნებრივი მტვერი
7.
ამ მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალი მრავალრიცხოვანია
და აერთიანებს მოკლევადიან თუ გრძელვადიან მოქმედებებს. გარემოს კომიტეტი მიმართავს
გარემოს დაცვის სამინისტროს, შეისწავლოს თემატური მოკვლევის ფარგლებში მიღებული
დასაბუთებული პოზიცია და 3 თვის ვადაში გარემოს კომიტეტს წარუდგინოს დასკვნა შემოთა
ვაზებულ
ღონისძიებათა
მიზანშეწონილობაზე;
დასაბუთებულად
უარყოს
ან
შეიმუშაოს
სამოქმედო გეგმა და განხორციელების ვადები (პუნქტი 33)
8.
გარემოს კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს თბილისის მერიას დაგეგმოს და
განახორციელოს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის ინტენსიური გამწვანება, ივრის ზეგნიდან
მონაბერი მტვრიანი ქარების პრევენციის მიზნით, რაც დადებითად იმოქმედებს ქალაქის
ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღებაზე (პუნქტი 34)
გამწვანების პრობლემა
9.
საინტერესოა ამ კუთხით თბილისის მერიის მოსაზრების მოსმენა. გარემოს კომიტეტი
რეკომენდაციით მიმართავს თბილისის მერიას, 3 თვის ვადაში წარმოადგინოს დადებითი
ან დასაბუთებული უარყოფითი მოსაზრება შემოთავაზებულ K4 კოეფიციენტთან დაკავშირებით
(პუნქტი 41)
10.
აუცილებელია მერიამ მოახდინოს ქალაქში მტვრის წარმომქმნელი ზედაპირების (ღია
გრუნტის) იდენტიფიცირება (ადგილმდებარეობა, ფართობი, მახასიათებლები). აღნიშნული
სამუშაო შესაძლებელია მოკლე დროში განხორციელდეს დისტანციური ზონდირებისა და
50
გეოსაინფორმაციო სისტემების ტექნოლოგიების გამოყენებით. თბილისის მერიამ უნდა
დაგეგმოს იდენტიფიცირებული, მტვრის წარმომქმნელი ზედაპირების (ღია გრუნტი) ეტაპობ
რივად დაფარვა (გამწვანება, მულჩით დაფარვა და სხვა); ქალაქში ნიადაგის აღდგენის/
შენარჩუნების ღონისძიებების გატარება; ქიმიური სასუქების ორგანული სასუქებით და მიწის
ბუნებრივი
გამანოყიერებლებით
ჩანაცვლება
(ორგანიკა,
ლამი,
საპროპელი,
ნაკელი,
კომპოსტი და სხვა) (პუნქტი 42)
ტენიანობისა და მორწყვის პრობლემა
11.
გარემოს კომიტეტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია თბილისის მერიამ უზრუნველყოს
ქუჩებისა და ტროტუარების ინტენსიური მორწყვა, დიდი და მცირე შადრევნების სისტემის
განვითარება. თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ქუჩების მხოლოდ მორწყვა
საკმარისი არ არის. მტვრის მასის მოსაშორებლად საჭიროა ქუჩების მაღალი წნევის
დანადგარებით
მორეცხვა/ჩამორეცხვა.
გარემოს
კომიტეტი
რეკომენდაციით
მიმართავს
თბილისის მერიას შეიმუშაოს თავისი ხედვა და სამოქმედო გეგმა ზემოხსენებულ საკითხზე და
მიაწოდოს ინფორმაცია გარემოს კომიტეტს 2 თვის ვადაში (პუნქტი 46)
საწვავის ხარისხი და მონიტორინგი
12.
საქართველოს მთავრობამ 3 თვის ვადაში გარემოს კომიტეტს წარუდგინოს საწვავის
ხარისხის მონიტორინგის არსებული სისტემის გაუმჯობესების პროგრამა. აუცილებელია, რომ
საწვავის ხარისხზე პასუხისმგებელი იყოს ერთი სახელმწიფო უწყება. შემუშავდეს და დამტკიცდეს
ბენზინგასამართ სადგურებზე პისტოლზე რეზინის ხუფების (სურათი 1) გამოყენების ტექნიკური
რეგლამენტი, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს საწვავის აორთქლებისა და დაღვრის რისკს.
ასევე, მიზანშეწონილია დაინერგოს ავტოგასამართი სადგურების ეკომარკირების სისტემა.
შესაბამისი ლაბორატორიისა და დანადგარების შეძენა საზღვარგამშვებ პუნქტებზე, საწვავის
მავნე ნივთიერებებზე მონიტორინგისათვის (მაგ: ბენზაპირენი, ფორმალდეჰიდი, ბენზოლი,
აკროლეინი, ტყვია, ამიაკი და სხვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები)
(პუნქტი 57)
თბომომარაგების ქვაბები
13.
ბუნებრივ აირზე მომუშავე კედლის ქვაბებიდან წარმოქმნილი წვის პროდუქტების (კვამ
ლის) სახურავის მაღლა ემისიისათვის, თბილისში/საქართველოში უნდა დამონტაჟდეს ევრო
პული ტიპის „კოაქსიალური“ კონსტრუქციის კოლექტიური საკვამლე მილები, ძველ თუ
ახალაშენებულ სახლებში. ეს მნიშვნელოვანია ქალაქის საცხოვრებელ სექტორში ენერგოე
ფექტურობის ასამაღლებლად, ასევე, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის
მიზნით (პუნქტი 61)
აზბესტის ხუნდები და აზბესტის შემცველი პროდუქცია
14.
თემატური მოკვლევის ჯგუფმა საკითხის შესწავლის შედეგად შემდეგი ნაბიჯების გადა
დგმის აუცილებლობა გამოკვეთა:
✓
გარემოს დაცვის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, მოამზადოს და 3
თვის ვადაში წარუდგინოს კომიტეტს საკანონმდებლო ცვლილებები აზბესტის შემცველი
მასალების იმპორტის აკრძალვის შესახებ.
✓
სსიპ შესყიდვების სააგენტომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
51
შესყიდვის ტენდერი ცალსახად კრძალავდეს აზბესტის შემცველობის პროდუქციის შეძენას.
✓
გარემოს დაცვის სამინისტრომ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროსთან ერთად, მოამზადოს და 6 თვის ვადაში წარუდგინოს კომიტეტს აზბესტის
შემცველი ნარჩენების უსაფრთხო განთავსებისა და უტილიზაციის გრძელვადიანი პროგ
რამა. ევროკავშირის პრაქტიკის მსგავსად, აუცილებელია აზბესტისგან ქვეყნის გათა
ვისუფლებისა და ჩანაცვლების პროგრამის შემუშავება და განხორციელება.
✓
შემუშავდეს აზბესტის ეროვნული პროგრამა და სამოქმედო გეგმა „აზბესტით განპირობებული
დაავადებების (აგდ) აღმოფხვრა/მინიმიზაციისათვის საქართველოში“.
✓
ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტის აღჭურვა სათანადო
ტექნიკით, დანადგარებითა და შესაბამისი უფლებასილებით, რომ აზბესტის შემცველი
პროდუქცია საზღვარზე შემოწმდეს.
✓
საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მონაცემების შეგროვება აზბესტის შემცველი
პროდუქციისა და ქვეყანაში მისი იმპორტის შესახებ.
✓
საქართველოს მთავრობამ 2 თვის ვადაში განახორციელოს ცვლილებები 2016 წლის
13 ივნისის N263 დადგენილებაში და აკრძალული ბოჭკოების ჩამონათვალს დაამატოს
ქრიზოლითის შემცველი აზბესტის ბოჭკო. აგრეთვე, უზრუნველყოს ამ ნორმის აღსრუ
ლებასთან დაკავშრებული პროლემების აღმოფხვრა, რომელსაც იწვევს საქონელზე
ნიშანდების უქონლობა (პუნქტი 67)
საბურავების როლი ჰაერის დაბინძურებაში
15.
კომიტეტს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არ ჰქონდა ამ მიმართულების სათანადო შესწავ
ლისა და კონკრეტული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა. ამდენად, გარემოს კომიტეტი
მიმართავს გარემოს დაცვის სამინისტროს შეისწვლოს აღნიშნული საკითხი, ხოლო მიგნებები
და შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარმოადგინოს 1 სექტემბრამდე (პუნქტი 71)
პიროტექნიკა და ფოიერვერკები
16.
საქართველოს მთავრობამ 3 თვის ვადაში გარემოს კომიტეტს წარუდგინოს საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტი და განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამა ვადების მითითებით,
რათა დადგინდეს დასაშვები ნორმები (შემცველობისა და მოცულობის გათვალისწინებით) და
პროდუქცია გაკონტროლდეს საზღვარზე განბაჟებისას (პუნქტი 73)
17.
გარემოს კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს თბილისის მერიას შეიმუშაოს ფოიე
რვერკების დღის განსაზღვრულ მონაკვეთში გამოყენების, ადგილმდებარეობისა და ხანგრძლი
ვობის შესახებ ინსტრუქციები 1 სექტემბრამდე და გარემოს კომიტეტს წარუდგინოს ინფორმაცია
განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. დღესასწაულებზე (მაგ. ახალი წლის ღამეს)
განსაკუთრებით დიდი ოდენობით პირდაპირ ჯანმრთელობისათვის მავნებელი ნივთიერება
გაიფრქვევა ჰაერში, რომელიც ილექება გზებზე, საფეხმავლო ბილიკებსა და გამწვანებულ
ტერიოტორიებზე. მას ადამიანები ისუნთქავენ. საკითხი უფრო დეტალურ შესწავლას და შესა
ბამის რეაგირებას საჭიროებს (პუნქტი 74)
მოქმედი კანონები და კანონქვემდებარე აქტები
18.
არსებული
სამართლებრივი
ჩარჩო
სრულად
ვერ
აკმაყოფილებს
საქართველო-
ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ისეთ მოთხოვნებს,
52
რომლებიც, მაგალითად, უკავშირდება საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნოლოგიებსა (BAT) და
გაფრქვევების ზღვრულ მნიშვნელობებს (ELV). იურიდიული თვალსაზრისით მიზანშეწონილია
ზემოთ ხსენებული საკითხების უკეთესი სამართლებრივი რეგულირების მიზნით ახალი
საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება (პუნქტი 86)
19.
საკანონმდებლო ხარვეზების კიდევ ერთი მაგალითია PM10 და PM25-თან დაკავშირებული
რეგულირება, რომელიც ჰაერის მნიშვნელოვან დამბინძურებლებს მიეკუთვნება და რომელზეც
არ არის გათვალისწინებული ზღვრული მნიშვნელობები კანონის დონეზე (მხოლოდ ტექნიკური
რეგლამენტით), ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული
დაჯარიმება არაადეკვატურად დაბალია ისეთ დარღვევებზე როგორიცაა, მაგალითად, ფილტრის
გარეშე საწარმოს ფუნქციონირება. გარემოს დაცვის სამინისტრომ 3 თვის ვადაში საქართველოს
პარლამენტში წარმოადგინოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც გაიზრდება
ჯარიმები შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე (პუნქტი 87)
20.
გარემოს დაცვის სამინისტრომ შესაბამის უწყებებთან ერთად იმსჯელოს სისხლის სამარ
თლის კოდექსის 295-ე მუხლის პრაქტიკაში გამოუყენებლობის მიზეზებსა და გარემოებებზე
და წარმოუდგინოს საქართველოს პარლამენტს მიგნებები და დაგეგმილი ნაბიჯები, რომ
განხორციელდეს კანონის აღსრულება (პუნქტი 88)
21.
მიზანშეწონილი იქნება მოსამართლებიის, პროკურორებისა და გარემოს დაცვის სფე
როში მომუშავე საჯარო მოხელეების ტრენინგების ჩატარება და ცნობადობის ამაღლება
გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების საკითხებზე და მათ მნიშვნელობაზე ქვეყნის
მდგრადი განვითარებისთვის. მთავრობამ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს
შესაბამისი პროგრამა და შესრულების ვადები (პუნქტი 89)
ახალი საკანონმდებლო რეგულაცია
22.
სახელმწიფოს მთავრობამ 1 თვის ვადაში შექმნას ჰაერის ხარისხის შესახებ ახალ
საკანონმდებლო ინიციატივაზე მომუშავე ჯგუფი და 2 თვის ვადაში კომიტეტს წარუდგინოს
ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის შემადგენლობისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც
უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ვადას, თუ როდის იქნება ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი
პარლამენტში. საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებამდე აუცილებელია შემუშავდეს
ჰაერის ეროვნული პოლიტიკა - გრძელვადიანი სტრატეგია (პუნქტი 93)
23.
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 21 მაისის დირექტივის 2008/50/EC
„ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ევროპაში უფრო სუფთა ჰაერის შესახებ“, ასევე,
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 15 დეკემბრის დირექტივის 2004/107/EC
„ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, ნიკელის და პოლიციკლური
არომატული
ნახშირწყალბადების
შემცველობის
შესახებ“
შესაბამისად,
სახელმწიფო
ვალდებულია, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მიზნით, დაადგინოს ზონები და
აგლომერაციები და მოახდინოს მათი კლასიფიცირება. აგრეთვე, შესაბამის დამაბინძურებელ
ნივთიერებებთან მიმართებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შენარჩუნების/გაუმჯობესების
მიზნით, შემოიღოს და გაატაროს სათანადო ზომები.
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
53
სახელმწიფო ასევე ვალდებულია, ფტორირებული სათბურის აირების მართვის მიზნით, შექმნას
აღრიცხვის, აღდგენის, გაუვნებელყოფის, გამოყენების, ემისიების პრევენციის და კონტროლის
სისტემა (ფტორირებული სათბურის აირების შესახებ ევროპის პარლამენტისა და ევროკომისიის
2014 წლის 16 აპრილის No517/2014 რეგულაცია, რომელმაც გააუქმა ევროპარლამენტისა
და საბჭოს (EC) 2006 წლის 17 მაისის No842/2006 რეგულაცია „ზოგიერთი ფტორირებული
სათბურის გაზების შესახებ“).
აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ამ დირექტივების მოთხოვნებთან შესაბამისი
საკანონმდებლო
რეგულაციები
და
ჰაერის
ხარისხის
მართვა
ევროპული
მიდგომების
მიხედვით ხორციელდებოდეს. კომიტეტის ინფორმაციით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა
ფაქტობრივად დასრულებულია. საქართველოს მთვარობამ უნდა მოამზადოს და ინიცირება
გაუკეთოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტში 3 თვის ვადაში (პუნქტი 94)
დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება ჯანმრთელობაზე
24.
თბილისში ჰაერის დაბინძურების საკითხი საზოგადოებრივი ინტერესისა და უკმაყოფილების
ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. საქართველოს მთავრობამ და თბილისის ადგილობრივმა
თვითმართველობამ ჰაერის დაბინძურების საკითხი პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა
დასახოს. შესაბამისად, ეს თემა გასათვალისწინებელია ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისას
(პუნქტი 102)
25.
სტრატეგია სუფთა ჰაერის შესახებ უნდა მოიცავდეს იმ მეთოდებს, დროში გაწერილ
ღონისძიებებსა და გადასადგმელი ნაბიჯების ჩამონათვალს, რომელთა შედეგად (ა) ჰაერის
ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება, (2) ეტაპობრივად აღმოიფხვრება გამომწვევი მიზეზები,
(გ) გეგმიურად გატარდება პრევენციული ზომები და (დ) გამოიყოფა ადეკვატური დაფინანსება.
სტრატეგია უნდა განსაზღვრავდეს მიზნებსა და მათი მიღწევის კონკრეტულ ვადებს (პუნქტი
103)
26.
საქართველოს მთავრობამ (თბილისის მერიასთან თანამშრომლობით) 2019 წლის 1
ივლისამდე გარემოს კომიტეტს წარუდგინოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის
შესრულების სტატუსი, ახალი გამოწვევებისა და მიგნებების საფუძველზე ამ პროგრამაში
დამატებული ღონისძიებები, დასახოს კონკრეტული თარიღები ამ მიზნების მისაღწევად და
განსაზღვროს შესაბამისი ბიუჯეტი (პუნქტი 104)
27.
საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ პრიორიტეტულ მიზნად უნდა დაისახოს
ქვეყნისთვის გრძელვადიანი „სუფთა ჰაერის სტრატეგიის“ შემუშავება და დამტკიცება. საქარ
თველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 1 ივნისამდე გარემოს კომიტეტს წარუდგინოს სუფთა
ჰაერის სტრატეგიის შემუშავების ხედვა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, სამუშაო ჯგუფის
ტექნიკური დავალება და მიუთითოს სტრატეგიაზე მუშაობის დასრულებისა თარიღი (პუნქტი 105)
გარემოსა და ჯანმრთელობის საკითხზე კომუნიკაციის
ნაკლებობა და არაეფექტურობა
28.
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშაოს სამოქმედო
გეგმა და მოამზადოს სახელმძღვანელოები, რითაც ყველა ასაკობრივ ჯგუფს მარტივ და გასაგებ
ენაზე მიეწოდება ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების სხვადასხვა ასპექტზე (პუნქტი 112)
54
29.
ჰაერის ხარისხის შესახებ ერთობლივი აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს
მთავრობას ეძლევა რეკომენდაცია, „დაგეგმოს და განახორციელოს შესატყვისი ზომები საზო
გადოების ცნობიერების ასამაღლებლად, ჰაერის დაბინძურების ეფექტისა და მისი შემცირების
მექანიზმების შესახებ“ (პუნქტი 113)
30.
წიაღისეული საწვავის (ბენზინი, დიზელი, გაზი) გამოყენების ნეგატიური ზეგავლენა
ჰაერის ხარისხსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე სადავო არ არის. ამ მიმართულებით
ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მთავრობისა
და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. თითოეულ ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რა
მასშტაბის ზიანი ადგება გარემოს და როგორ ბინძურდება ჰაერი ბენზინის, დიზელისა და გაზის
საწვავზე მომუშავე ტრანსპორტის გამოყენებით (განსაკუთრებით, თუ ასეთი ტრანსპორტი
ტექნიკურად გაუმართავია). ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენებას თანამედროვე
მსოფლიოში ალტერნატივა არ აქვს (პუნქტი 114)
31.
საქართველოს მთავრობამ უნდა განსაზღვროს პასუხისმგებელი ორგანოები და დაიწყოს
კვლევა, თუ რამ გამოიწვია ადამიანის სისხლში ტყვიის შემცველობის მატება. შესაბამის
ღონისძიებათა გასატარებლად აუცილებელია გამომწვევი მიზეზების ზუსტად ცოდნა. 3 თვის
ვადაში მთავრობამ კომიტეტს წარუდგინოს სამოქმედო გეგმა, როგორ აპირებს ამ კვლევების
ჩატარებას, რათა დაადგინოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ტყვიის მომატებულ შემცველობასა
და გამომწვევ ფაქტორებს შორის. ამავდროულად, დასახოს ღონისძიებათა პროგრამა, თუ
როგორ ჩატარდება კვლევები სამიზნე არეალებში და დროის რა მონაკვეთში (პუნქტი 115)
32.
ქვემოთ მოყვანილია რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელიც შეიმუშავეს აღმასრუ
ლებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ჩამონათვალი განთავსებულია ატმოსფერული
ჰაერის ხარისხის პორტალზე. გარემოს კომიტეტი ეთანხმება გათვალისწინებულ ღონისძებათა
მიზანშეწონილობას და შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს მიმართავს, მიმდინარე წლის
სექტემბერში კომიტეტს მიაწოდონ ინფორმაცია ამ ღონისძიებათა განხორციელების პროგრესის
შესახებ:
✓
საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება
✓
საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციის საინფორმაციო კამპანია
✓
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმართვა ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების ზეგავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, ასევე
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ (გაშუქება მასობრივი ინფორმაციის, მიზნობრივი
ლიტერატურისა და სწავლების პროპაგანდის საშუალებით)
✓
მართვის მოწმობის საგამოცდო ბილეთებში დამატებითი საკითხების შეტანა
ავტომობილების ეკო-მართვის წესების შესახებ
✓
გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინება ეროვნულ
სასწავლო გეგმაში
✓
საზოგადოების ინფორმირება უსაფრთხო და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ფეხით
სიარულისა და ველოსიპედით მგზავრობის უპირატესობის შესახებ.
✓
თბილისის ავტომატური მონიტორინგის ქსელის მონაცემების ვებგვერდზე განთავსება
ონლაინ რეჟიმში (პუნქტი 116)
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
55
„მწვანე პოლიტიკა“
33.
საქართველოს მთავრობამ 1 თვის ვადაში წარუდგინოს გარემოს კომიტეტს ინფორმაცია
სახელმწიფო უწყებებში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობაზე უწყებების მიხედვით,
ასევე, ტრანსპორტის სახეობასა და ასაკზე (პუნქტი 125)
34.
საქართველოს მთავრობამ 3 თვის ვადაში წარუდგინოს გარემოს კომიტეტს სამოქმედო
გეგმა ტრანსპორტის რაოდენობის შემცირებისა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის
საშუალებებით ჩანაცვლების შესახებ, იმ ვადების მითითებით, როცა იგეგმება კონკრეტულ
ქმედებათა დასრულება (პუნქტი 126)
35.
თბილისის
ურბანული
განვითარების
ერთ-ერთი
პრიორიტეტია
საზოგადოებრივი
ტრანსპორტის განვითარება, რათა ის უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახდეს თითო
ეული მოქალაქისათვის. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინვესტირებას შეიძლება მოხმარდეს
ის თანხები, რაც დაიზოგება სახელმწიფოს ავტოპარკის შემცირებით და შესაბამისი საწვავის
ხარჯის გამოთავისუფლებით. საქართველოს მთავრობამ, თბილისის მერიასთან შეთანხმებით,
გარემოს კომიტეტს 2019 წლის 1 სექტემბრამდე წარუდგინოს ხედვა, თუ რა ნაბიჯებია
გადასადგმელი და რა ვადებში ამ მიზნის მისაღწევად. ეს უნდა აისახოს უკვე 2020 წლის ბიუ
ჯეტის პროექტში (პუნქტი 127)
აღსრულების შეფასება
36.
აუცილებელია სრულფასოვნად გაანალიზდეს ერთობლივი აუდიტის მიერ გაკეთებული
დასკვნები, რომ:
✓
არ არის დაცული ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები
✓
არ გაგვაჩნია ჰაერის ეროვნული პოლიტიკა და, რაც უმნიშვნელოვანესია, არ გვაქვს
განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები
✓
არ არსებობს კოორდინაცია სუბიექტებსა და დარგობრივ პოლიტიკას შორის
✓
არ ვფლობთ სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ბიუჯეტია საჭირო გარემოსდაცვითი
ღონისძიებების განსახორციელებლად
✓
გამოყოფილი ბიუჯეტი არ არის საკმარისი
✓
მონიტორინგის სისტემა ყოველთვის არ მუშაობს გამართულად
✓
არსებობს საზოგადოების ინფორმირების გაუმჯობესების შესაძლებლობა.
საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ივნისამდე კომიტეტს წარუდგინოს სამოქმედო გეგმა
ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ, რომელიც უნდა
შეიცავდეს კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზებს, ვადებსა და მოსალოდნელ შედეგებს
(პუნქტი 139)
სამოქმედო გეგმის სრულყოფა და მონიტორინგის გაუმჯობესება
37.
სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მაქსიმალურად გაზარდოს ჰაერის ხარისხზე
მონიტორინგის ქსელი, რათა უფრო ზუსტად და ამომწურავად შეფასდეს არსებული მდგომარეობა
თბილისსა და რეგიონებში. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2 თვის ვადაში წარუდგინოს
გარემოს კომიტეტს მონიტორინგის ქსელის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებათა
56
ჩამონათვალი, სახელმწიფო ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებათა დასაბუთება და
მიუთითოს დაგეგმილ ღონისძიებათა განხორციელების ვადები (პუნქტი 144)
38.
2019 წლის იანვარში უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის
გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა „ერთობლივი აუდიტის ანგარიში
ჰაერის ხარისხის შესახებ“, სადაც საქართველოს მისამართით გაცემულია მთელი რიგი
რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საქართველოში სამთავრობო ზომების
ეფექტიანობის შესაფასებლად, საქართველოს მთავრობამ 3 თვის ვადაში წარუდგინოს
კომიტეტს დეტალური გეგმები, რათა:
✓
გაიზომოს და შეფასდეს განხორციელებულ ქმედებათა ეფექტიანობა
✓
გაუმჯობესდეს კოორდინაცია
✓
აღირიცხოს რელევანტური მონაცემები და ჩატარდეს ხარჯთსარგებლიანობის სრულყოფილი
ანალიზი
✓
გაუმჯობესდეს მონიტორინგის სისტემები (პუნქტი 145)
დაბინძურებული ჰაერის ეკონომიკური ზარალი და ფინანსირება
39.
მთავრობამ (დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ფინანსთა სამინისტროსა და გარემოს
დაცვის სამინისტროს მონაწილეობით) 3 თვის ვადაში წარუდგინოს კომიტეტს მომავალი წლის
ბიუჯეტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით გათვალისწინებული ხარჯების პროექტი,
თავისი პროგრამული ნაწილით (პუნქტი 156)
ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენების ხელშეწყობა
40.
ეკოლოგიურად
უფრო
სუფთა
ტრანსპორტის
წასახალისებლად ბევრი
ინიციატივა
განხორციელდა და ბევრიც იგეგმება. თუმცა, აუცილებელია სითამამე და მეტი ინოვაციური თუ
ექსპერიმენტული ღონისძიების განხორციელება. თემატური მოკვლევის პერიოდში ჩატარდა
შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან და გაჟღერდა ახალი ინიციატივები,
რომლებიც მეტ მსჯელობასა და ყურადღებას იმსახურებს:
✓
დაინერგოს სატრანსპორტო საშუალებათა ეკოლოგიური კლასიფიკაცია
✓
თბილისის მასშტაბით, მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით. შესაბამისად,
შეღავათიანი პირობებით ისარგებლებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი,
რომელიც უფრო ნაკლები მოცულობის ძრავის ავტომანქანას მართავს. რაც უფრო დიდი
მოცულობის ძრავი აქვს ტრანსპორტს, მით მეტია გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურება.
უნდა არსებობდეს წახალისება მათთვის, ვინც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს მართავს
✓
ერთ ოჯახში 3 და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობა დამატებითი მოსაკრებლით
განისაზღვროს
✓
შემუშავდეს შეღავათების სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც წაახალისებს
სტუდენტების მიერ ველოსიპედებისა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამო
ყენებასა და ფეხით სიარულს
✓
თბილისის ძველ უბნებში (მაგალითად, სოლოლაკი), რომელიც გამოირჩევა ინტენსიური
დასახლებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და საცობებით, თან, ტურისტუ
ლად მიმზიდველია, აიკრძალოს ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგი
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
57
ლება. გამონაკლისი შეიძლება იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ჰიბრიდული და
ელექტროტრანსპორტი. ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს ქალაქის ცენტრში,
არამედ გამოათავისუფლებს ავტოსადგომის ტერიტორიებს. შედეგად, გაფართოვდება
საფეხმავლო ადგილები, მეტად განვითარდება კაფე-რესტორნების ქსელი და, შესაბამისად,
გაიზრდება ტურისტული პოტენციალი
✓
ქალაქის ცენტრი ერთ-ერთი მძიმედ დაბინძურებული ადგილია. თბილისის მერიამ
განიხილოს იმის შესაძლებლობა, რომ შოთა რუსთაველის გამზირი კვირაში ერთხელ
(მაგალითად, კვირა დღეს) დაიკეტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის და გაიხსნას
მხოლოდ ქვეითთათვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ადგილობრივი მაცხოვრებ
ლებისთვის შესაძლებელია გამზირზე არსებული 6 საავტომობილო ხაზიდან მხოლოდ
ერთი ფუნქციონირებდეს. მსგავსი მიდგომა გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.
საკითხი საჭიროებს დამატებით ანალიზს და სხვადასხვა შესაძლო გვერდითი ეფექტის
გათვალისწინება
✓
ზეპირ მოსმენებზე თბილისი მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, აღნიშნა ძალიან საინ
ტერესო ინიციატივა - ქალაქის გარეუბნებიდან ცენტრის მიმართულებით მოსახლეობის
გადაადგილება საბაგიროს მეშვეობით. სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს, რომ გაჟღერებული
ინოვაციური ინფრასტრუქტურული პროექტის იდეა ძალიან დროულია და მნიშვნელოვან
როლს ითამაშებს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობისა და, რაც მთავარია,
ჰაერის დაბინძურების შემცირების კუთხით (პუნქტი 180)
58
რეკომენდაციები უწყებების მიხედვით
საქართველოს მთავრობა
- პუნქტები 4, 12, 13, 14, 16, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 29, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
- პუნქტები 4, 5, 6, 8, 9, 10, 11, 13, 17, 26, 32, 35, 40
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- პუნქტები 4, 7, 14, 15, 19, 20, 21, 32, 39, 40
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
- პუნქტები 1, 3, 40
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
- პუნქტები 28, 30, 32
გარემოს ეროვნული სააგენტო
- პუნქტები 5, 37
ფინანსთა სამინისტრო
- პუნქტები 14, 39
შინაგან საქმეთა სამინისტრო
- პუნქტები 4, 32
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
- პუნქტი 14
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
- პუნქტი 39
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“
- პუნქტი 2
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
- პუნქტი 14
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
59
10 warmodgenili dasabuTebuli mosazrebebi
მოკვლევის ფარგლებში „ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ“ წარმოდგენილია
შემდეგი პოზიციები:
1
„ნიადაგის ღია გრუნტის მულჩირება, როგორც ჰაერის დაბინძურებისა და გლობალური დათბობის
წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი ღონისძიება“ | შპს „ჯეომულჩი“
2
დიზელის როლი ჰაერის დაბინძურებაში | გელა კვაშილავა
3
მსოფლიო გლობალური დათბობის ფონზე კლიმატური ცვლილებები და გამწვანების მნიშვნელობა
ქალაქის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში | კუკური გოგინაშვილი, გია მურადოვი
4
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საკომიტეტო
მოკვლევა ქ. თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ | „ეკოხედვა/ECOVISION”
5
თბილისის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ევროპული ტიპის კოლექტიური
საკვამლე მილებით აღჭურვა მდგრადი განვითარებისათვის | ა(ა)იპ ენერგოეფექტურობა და
გარემოს დაცვა
6
„ქ. თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ“ | „ეკოხედვა/ECOVISION”
7
საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში y-გამოსხივების ექსპოზიციური დოზის
სიმძლავრის წელიწდეული | გარემოს ეროვნული სააგენტო
8
თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა | ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის
9
ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა | საქართველოს წყლის ეროვნული პარტნიორობა
10 დიზელის როლი ჰაერის დაბინძურებაში და მისი უარყოფითი შედეგების შემცირების გზები
ტრანსპორტის სფეროში | პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის
11 ბუნებრივი მტვრით თბილისის დაბინძურების პრობლემა | სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
12 აზბესტის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მისი ჩანაცვლების გზები | გელა კვაშილავა
13 პროექტი „მერების შეთანხმება ენერგეტიკისა და კლიმატისათვის“ | გიორგი აბულაშვილი
14 ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა | საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები
საქართველო
15 ქ. თბილისში და მიმდებარე რეგიონში გარემოს, ატმოსფეროს, ნიადაგის, ადამიანის ჯანმრთე
ლობის მდგომარეობაზე ავტოტრანსპორტის საშუალებების საბურავების ცვეთის შედეგად
წარმოქმნილი მავნე მტვრის მასის ზემოქმედების კვლევა | რევაზ ფოფხაძე
16 ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება თბილისში | თემურ ვეკუა
17 მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ, საინფორმაციო ბიულეტენი
N4 | გარემოს ეროვნული სააგენტო
18 ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვების მეთერთმეტე ეტაპის შედეგები
| გარემოს ეროვნული სააგენტო
19 მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ, საინფორმაციო ბიულეტენი
N2 | გარემოს ეროვნული სააგენტო
20 ქ. თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში | სახელმწიფო
აუდიტის სამსახური.
თემატური მოკვლევის ფარგლებში წერილობითი ფორმით მიღებული დადასტურებული პოზიციები
ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე.
60
11 zepiri mosmenebi
წერილობით წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებების შესწავლის შემდეგ გაიმართა საკითხის
ზეპირი მოსმენა მოსაზრების წარმომდგენ დაინტერესებულ პირებთან და იმ სახელმწიფო უწყებებთან,
რომელთა უშუალო კომპეტენციაშიც შედის თემატური მოკვლევის საგანი.
ზეპირი მოსმენა მოსაზრების წარმომდგენ დაინტერესებულ პირებთან | 2018
წლის 26 სექტემბერი
სამუშაო ჯგუფის წევრები: კახა კუჭავა, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, გუგული მაღრაძე, გიორგი
ხატიძე, ნინო წილოსანი, ნინო გოგუაძე, თინათინ ბოკუჩავა, ლევან კობერიძე, ემზარ კვიციანი.
ზეპირ მოსმენაზე კითხვებს პასუხობდნენ:
-
ნინო სულხანიშვილი | „ეკოხედვა/ECOVISION“
-
ეკატერინე ლალიაშვილი | „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“
-
გელა კვაშილავა | „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“
-
ნელი ვერულავა | ცენტრი „ენერგოეფექტურობა და გარემოს დაცვა“
-
ინგა გრძელიშვილი
-
თემურ ვეკუა
-
არჩილ მაღალაშვილი | ილიაუნი
-
რევაზ ფოფხაძე | შპს “TIRE GREEN”
-
გიორგი აბულაშვილი | ენერგო ეფექტურობის ცენტრი საქართველო
-
გიორგი ძამუკაშვილი | საქართველოს წყლის ეროვნული პარტნიორობა
-
შპს „ჯეო მულჩი“
-
კუკური გოგინაშვილი | მსოფლიო გლობალური დათბობა
საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა | 2019 წლის 26 თებერვალი
სამუშაო ჯგუფის წევრები: კახა კუჭავა, გიორგი გაჩეჩილაძე, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ხატიძე, ნინო
გოგუაძე.
ზეპირ მოსმენაზე კითხვებს პასუხობდნენ:
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
-
თორნიკე შერმადინი - ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი
-
ელენე ელიაზარაშვილი | უფროსი აუდიტორი
-
ნინო ქაშიბაძე | უფროსი აუდიტორი
-
თენგიზ თევდორაძე | უფროსი აუდიტორი
თბილისის სატრანსპორტო კომპანია
-
გიორგი შარკოვი | გენერალური დირექტორი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
-
ნინო თანდილაშვილი | მინისტრის მოადგილე
-
მარინე არაბიძე | გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის
დეპარტამენტის უფროსი
-
ნინო თხილავა | გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამანეტის ხელმძღვანელი
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
-
61
ნოე მეგრელიშვილი | ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი
საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა | 2019 წლის 27 თებერვალი
სამუშაო ჯგუფის წევრები: კახა კუჭავა, გიორგი გაჩეჩილაძე, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ხატიძე.
ზეპირ მოსმენაზე კითხვებს პასუხობდნენ:
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
-
ამირან გამყრელიძე | ცენტრის გენერალური დირექტორი
-
ნანა გაბრიაძე | გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
-
ნელი კორკოტაძე | ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე
-
არჩილ ადამია | იურიდიული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
-
ხათუნა
ომიაძე
|
გარემოს
ინტეგრირებული
კონტროლის
სამსახურის
ლაბორატორიის
განყოფილების უფროსი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
-
გენადი არველაძე | მინისტრის მოადგილე
-
ზურაბ მესხი | სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
-
მალხაზ ხარებავა | აკრედიტაციის ეროვნული ორგანო
საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა | 2019 წლის 28 თებერვალი
სამუშაო ჯგუფის წევრები: კახა კუჭავა, გიორგი გაჩეჩილაძე, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ხატიძე, ნინო
გოგუაძე.
ზეპირ მოსმენაზე კითხვებს პასუხობდნენ:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
-
მაია ბითაძე | თბილისის მერის მოადგილე
-
გიგა გიგაშვილი | გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი
-
თეიმურაზ ბოლოთაშვილი | თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი
-
მამუკა მუმლაძე | ტრანსპორტის სამსახურის უფროსი
62
12 gamoyenebuli wyaroebi
✓
საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა 2017-2021
✓
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ქ. თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით
გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის
2016 წლის ანგარიში
✓
უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის
სამუშაო ჯგუფი, ერთობლივი აუდიტის ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ, იანვარი 2019
✓
საქართველოს სახალხო დამცველი, უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი
საქართველოში), სპეციალური ანგარიში 2019
✓
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2019
წლის 27 მარტის წერილი
✓
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი,
არაგადამდებ დაავადებათა ტვირთი გლობალურ და ეროვნულ დონეზე 2015
✓
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის მოსმენა
პარლამენტში - მინისტრის საათის ფორმატი, 7 მარტი 2019
✓
საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში y-გამოსხივების ექსპოზიციური დოზის
სიმძლავრის წელიწდეული | გარემოს ეროვნული სააგენტო
✓
მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ, საინფორმაციო ბიულეტენი
N4 | გარემოს ეროვნული სააგენტო
✓
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვების მეთერთმეტე ეტაპის
შედეგები | გარემოს ეროვნული სააგენტო
✓
მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ, საინფორმაციო ბიულეტენი
N2 | გარემოს ეროვნული სააგენტო
✓
Janet Currie & Joshua Graff Zivin & Jamie Mullins & Matthew Neidell, 2014, “What Do We
Know About Short- and Long-Term Effects of Early-Life Exposure to Pollution?,” Annual Re
view of Resource Economics, Annual Reviews, vol. 6(1), pages 217-247
საკანონმდებლო ჩარჩო
✓
საქართველოს კონსტიტუცია
✓
საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ
✓
საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ
✓
საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
✓
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
✓
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
✓
საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ
✓
საქართველოს მთავრობის განკარგულება ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების
შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების
თაობაზე
✓
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა
მესამე ეროვნული პროგრამის დამტკიცების შესახებ“
angariSi TbilisSi haeris mdgomareobis Sesaxeb
63
საქართველოს მთავრობის დადგენილებები
✓
„მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით
დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
✓
საქართველოს დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ,
რომელთათვისაც ყოველწლიურად გამოითვლება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით
დაბინძურების ინდექსების სიდიდეები
✓
ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლისა
და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით
განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების
არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით
დაბინძურების ინდექსების სიდიდეების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
✓
ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე
✓
საქართველოს სტანდარტის სსტ 82:2016 „ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოება და
მოხმარება. მოთხოვნები უსაფრთხოებისადმი“ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ
დაშვების შესახებ
✓
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური
რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
✓
ტექნიკური რეგლამენტი – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების შესახებ
✓
„მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით
დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
✓
არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის ტექნიკური
რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
✓
„საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო
გეგმის (NEHAP-2) დამტკიცების თაობაზე“
მინისტრის ბრძანებები
✓
„ნაგავსაყრელების ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“
ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
✓
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას, აფეთქების სამუშაოების განხორციელებისას,
ნაყარების განლაგებისას და ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“
ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
✓
საქართველოს დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ,
რომელთათვისაც ყოველწლიურად გამოითვლება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით
დაბინძურების ინდექსების სიდიდეები
✓
2010 წლისათვის აღრიცხული და იდენტიფიცირებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების
სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
✓
„კურორტებში, კურორტების სანიტარული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე
ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ“ დებულების
დამტკიცების თაობაზე
✓
„ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის
შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების
თაობაზე
64
მედია და ინტერნეტ რესურსი
✓
Palitra News, ლევან დავითაშვილი-2020 წლის 1-ელი იანვრიდან ქვეყანაში დიზელის საწვავის
ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე აიწევს, 7 მარტი 2019
✓
ინტერპრესნიუსი, ანგარიში - თბილისში ეტაპობრივად ხდება ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლება,
თუმცა, ავტობუსები მოიხმარს დიზელის საწვავს, რომლის ხარისხიც არ შეესაბამება
ევროკავშირის სტანდარტს, 26 თებერვალი 2019 https://bit.ly/2P1YVXN
✓
ნეტგაზეთი, ჰაერის დაბინძურება ბავშვების ტვინის განვითარებას აფერხებს - იუნისეფის
გამოკვლევა, 14 დეკემბერი 2017, მოძიებულია 29 მარტი 2019 ბმულიდან http://netgazeti.ge/
news/240616/
✓
IMEDI NEWS, ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად პორტალი air.gov.ge
ამოქმედდა, 26 იანვარი 2019, https://bit.ly/2FGoVDv
✓
გარემოს ეროვნული სააგენტო, ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია, 28
იანვარი 2019, https://bit.ly/2HMNZwb
✓
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, 2019 წლის 27 თებერვალი, https://bit.ly/2W
F8oGR
✓
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი http://air.gov.ge/pages/13/13
✓
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ენერგორესურსების მოხმარების
გამოკვლევის შედეგები, 2018 წლის 17 დეკემბერი https://bit.ly/2WLTFKu
✓
The Georgian Times, საქართველოში ჰაერის დაბინძურების შედეგად 100, 000 სულ
მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ფიქსირდება, 2018 წლის 28 მარტი
https://bit.ly/2UpL4zF
✓
Imedi News, ჰაერის დაბინძურებას წელიწადში $225 მილიარდის ზარალი მოაქვს, 2018 წლის
1 აპრილი, მოძიებულია 2 აპრილი 2019 ბმულიდან https://bit.ly/2FW4SkV
✓
რადიო თავისუფლება, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა საგანგაშოდ
მაღალია, 2018 წლის 28 მარტი https://bit.ly/2FW2tX5
✓
Clean Air Act Overview, Progress Cleaning the Air and Improving People’s Health, https://bit.
ly/2K5uh0P
✓
Institute for Health Metrics and Evaluation, Top 10 risks contributing to DALYs in 2017 and
percent change, 2007-2017, all ages, number, What risk factors drive the most death and
disability combined?, https://bit.ly/2FxtOyM
✓
The Guardian, Shock figures to reveal deadly toll of global air pollution, 16 January 2016,
https://bit.ly/29iYBPS
✓
World Health Organization (WHO), Fact sheet 2018, https://bit.ly/2CJ2pJD
✓
World Health Organization (WHO), Summaries of selected health-related SDG indicators,
https://bit.ly/2FBRXW2
✓
World Health Organization, Asbestos: elimination of asbestos-related diseases, https://bit.
ly/1NxqH9K
საკონტაქტო ინფორმაცია
რუსთაველის გამზირი 8
0114, თბილისი
(+995 32) 2 28 15 09
garemo@parliament.ge