საქართველოს მოქალაქის ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სოციალური სახლების მოსარგებლეთათვის შეღავათიანი პირობებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-06
ბიუროს ნომერი 256
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-16297/19
23-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სოციალური
სახლების მოსარგებლეთათვის შეღავათიანი პირობებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-8522/19; 01.05.2019)
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა
2019 წლის 16 სექტემბერის სხდომაზე განიხილა
მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „სოციალური სახლების მოსარგებლეთათვის შეღავათიანი პირობებით
გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო
წინადადებით
წარმოდგენილი
კანონპროექტის
თანახმად
სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებული ხდება გამოყოს შესაბამისი
სახსრები სოციალური სახლების ასაშენებლად ან შესაძენად, რომლებსაც გარკვეული კატეგორიის
პირებს გადასცემს. ხოლო სოციალური სახლის მოსარგებლე ვალდებული იქნება
განსაზღვრულ
ვადაში შეღავათიანი პირობით გადაიხადოს მისთვის გადაცემული სახლის საფასური.
საცხოვრისის სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით 2019 წლის
12 აპრილს საქართველოს მთავრობის
N190
დადგენილებით შეიქმნა სამთავრობო კომისია
საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა
და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშეწყობის
მიზნით, რომელმაც კომპეტენციის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს უსახლკარობის დაძლევის
ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, საერთაშორისო გამოცდილებისა და სახელმწიფოს სოციალურეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი მხარს არ უჭერს წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებას, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნევს მასში დასმული საკითხების განხილვას საცხოვრისის
პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული ერთიანი მიდგომის ფარგლებში.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი ზოიძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საკანონმდებლო წინადადება
საქართველოს კანონი სოციალური სახლების მოსარგებლეთათვის
შეღავათიანი პირობებით გადაცემის შესახებ
თავი I
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს სოციალური სახლების მოსარგებლეთათვის შეღავათიანი
პირობებით გაცემის პირობებს, განსაზღვრავს იმ პირთა კატეგორიას, რომელზედაც
ვრცელდება ამ კანონის მოქმედება და სოციალური სახლის საფასურის გადახდის
ვადებს.
მუხლი 2. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია შეამციროს უსახლკარო ადამიანების რაოდენობა მათთვის
საცხოვრებელი სახლის შეღავათიანი პირობებით გადაცემის გზით.
მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
1)სოციალური სახლი-სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ
აშენებული ან/და შეძენილი სახლი, რომელიც მოსარგებლეს გადაეცემა შეღავათიანი
პირობებით ამ კანონით დადგენილი წესით.
2)მოსარგებლე-ფიზიკური პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) სახელმწიფოსაგან
/ადგილობრივი თვითმმართველობისაგან შეღავათიანი პირობებით მიიღებს
(მიიღებენ) სოციალურ სახლს.
3)სოციალური სახლის შეღავათიანი პირობებით გადაცემა-სოციალური სახლის
მოსარგებლეთათვის გადაცემა თხუთმეტწლიანი გადახდის გრაფიკით.
4)უსახლკარო-ადამიანი, რომელსაც არ გააჩნის საცხოვრებელი სახლი, ცხოვრობს
ქირით ან/და მის საცხოვრებელ სახლს აქვს სერიოზული დაზიანებები, რომელიც
საფრთხეს უქმნის მოსარგებლეთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და საკუთრებას.
5)მაქსიმალური თანხა-ამ კანონის მიზნებისათვის მაქსიმალური თანხა მოიცავს
ორმოცდაათი ათას ლარს. სოციალური სახლის ამაზე მეტი ოდენობის საფასურად
გადაცემა აკრძალულია და დანარჩენი თანხა ითვლება ნაჩუქრად.
6)მაკონტროლებელი ორგანო-სახლმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს წარმოადგენს
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,შრომის,
ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი
თვითმმართველობის მაკონტროლებელი ორგანოა მერია.
თავი II
სოციალური სახლის შეღავათიანი პირობებით გადაცემა
მუხლი 4. სოციალური სახლის შეღავათიანი პირობებით გადაცემის პირობები
1. სოციალური სახლი შეღავათიანი პირობებით გადაეცემა შემდეგ პირებს:
ა)იძულებით გადაადგილებული პირი;
ბ)ლტოლვილი;
გ)სოციალურად დაუცველი;
დ)იპოთეკით დაზარალებული;
ე)ეკომიგრანტი;
ვ)ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე პირი;
ზ)ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან/და მისი ოჯახის წევრი;
2.მოსარგებლენი ვალდებული არიან სოციალური სახლის გადაცემიდან თხუთმეტი
წლის განმავლობაში ყოველწლიურად გადაიხადონ სახლის საბაზრო ღირებულება.
მოსარგებლეებს ამ პერიოდში ეკრძალებათ სოციალური სახლის გასხვისება,
იპოთეკით უზრუნველყოფა ან სხვაგვარი სამართლებრივი დატვირთვით
უზრუნველყოფა. ასევე დაუშვებელია სოციალურ სახლზე ყადაღის დადება და მისი
იძულებითი რეალიზაცია.
3.სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის მაკონტროლებელი
ორგანო
ვალდებულია გააკონტროლოს მოსარგებლის მიერ თანხის გადახდის პროცესი და
თანხის ხუთი წლის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში მოახდინოს
სახლის ჩამორთმევა და სხვა მოსარგებლეთათვის გადაცემა.
განმარტებითი ბარათი
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება გამოიწვია ქვეყანაში არსებულმა უსახლკარო პირთა რაოდენობის
ზრდამ.
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
უსახლკარო ადამიანების რაოდენობის შემცირება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
სახელმწიფოს მიერ სოციალურად დაუცველი, ეკომიგრანტი თუ სხვა კატეგორიის
პირთათვის სოციალური სახლების გადაცემის არასაკმარისობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპრეოქტის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობა
ვალდებული იქნება გამოყოს შესაბამისი სახსრები სოციალური სახლების ასაშენებლად,
რომელსაც მოსარგებლეებისაგან ამოიღებს. ხოლო მოსარგებლეები ვალდებული იქნებიან
გადაიხადონ სახლის საფასური.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა თუ კერძო პირთა
ეკონომიკური დაუკმაყოფილებლობისა, ასევე ადამიანური თუ გარემო პირობების გამო
უამრავი ადამიანი ქუჩაშია ან არ აქვს უსაფრთხო სახლი. კანონის მიღება და მისი მკაცრი
შესრულება კი მნიშვნელოვანი გარანტიაა ამ პრობლემის შესამცირებლად.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტი ძალაში უნდა შევიდეს კანონპროექტის დამტკიცებიდან 6 თვეში, რადგან
საჭიროა მთელი რიგი საკითხების მოგვარება თანხების გამოყოფის , სახლების მოძიებისა
თუ აშენებისათვის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას);
დაჩქარებული მიღება არ შეიძლება, ვინაიდან საჭიროა სხვა საკითხების მოგვარებაც.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
ხარჯები
დაიფარება
სახელმწიფოს
და
თვითმმართველობის/მმართველობის ორგანოების ბიუჯეტიდან.
ადგილობრივი
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
არ ახდენს გავლენას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
გაიზრდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
სახელმწიფოს დაეკისრება ფინანსური ვალდებულებები რადგან შეიძინოს/ააშენოს
სოციალური სახლები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
მოსარგებლეები ვალდებული იქნებიან გადაიხადონ სოციალური სახლის ღირებულება
50000 ლარამდე ოდონობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
ან
სხვა
სახის
გათვალისწინებულია მოსახლეობის მძიმე სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა.
ამიტომაც მოსარგებლეები ვალდებული იქნებიან გადაიხადონ საფასური პერიოდულად,
ყოველთვიურად ან ყოველწლიურად შეთანხმებისამებრ.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
შეესაბამება.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
ორგანიზაციებში
საქართველოს
საქარველო დაიცავს უასხლკაროთა უფლებებსდა შეასრულებს მის მიერ არებულ
ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ 28ე პრინციპის თანახმად, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებლის უფლებასთან,
ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოების უპირველესი მოვალეობა და
პასუხისმგებლობაა, შექმნან პირობები და უზრუნველყონ ყველა საშუალება, რაც
შესაძლებლობას მისცემს იძულებით გადაადგილებულ პირებს, დაბრუნდნენ თავიანთი
ნებით, უსაფრთხოდ და ღირსეულად საკუთარ სახლებსა ან საცხოვრებელ ადგილებში, ან
ნებაყოფლობით განსახლდნენ ქვეყნის სხვა ნაწილებში.
სათანადო საცხოვრებლის უფლების შესახებ გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და
კულტურულ უფლებათა კომიტეტმა 1991 წელს გამოსცა მე-4 ზოგადი კომენტარი, სადაც
განმარტებულია, თუ როგორ უნდა იყოს გაგებული საცხოვრებლის უფლება. ზოგად
კომენტარში კომიტეტმა გამიჯნა საცხოვრებელი“ და სათანადო საცხოვრებელი“ და
აღნიშნა, რომ:
საცხოვრებლის უფლება არ უნდა იყოს განხილული ვიწრო ან
შეზღუდული გაგებით, რაც მას, მაგალითად, თავშესაფრით უზრუნველყოფასთან
გაათანაბრებდა და იგი განხილულ უნდა იქნეს, როგორც ნებისმიერ ადგილას
უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლება . კომიტეტმა
აღნიშნა, რომ ტერმინი „საცხოვრებელი“ _ უნდა ითვალისწინებდეს სხვა შინაარსსაც,
კერძოდ: ამ უფლების უზრუნველყოფას ყველა ადამიანისათვის, მისი შემოსავლისა თუ
ეკონომიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის მიუხედავად. ამასთან, იგი გაგებული
უნდა იყოს არა მხოლოდ საცხოვრებლის, არამედ სათანადო საცხოვრებლის კონტექსტში.
სათანადო საცხოვრებელი ნიშნავს... ცალკე ბინას, ცხოვრებისათვის სათანადო ფართობს,
სათანადო უსაფრთხოებას, სათანადო განათებასა და ვენტილაციას, სათანადო ძირითად
ინფრასტრუქტურას და სათანადო ადგილმდებარეობას შრომისა და ძირითადი
მომსახურებების თვალსაზრისით.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
Aარ მიმიღია
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
არ მიუღიათ მონაწილეობა
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
არაა
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
არ ვიცი
ე) კანონპროექტის ავტორი;
ანზორი ჯაიანი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
ანზორი ჯაიანი
2. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს:
ა) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
არაა
ბ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის
დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
არაა
გ) ყველა შეფასების/რეკომენდაციის/შენიშვნის დოკუმენტი, მათ შორის, იმ
შეფასების/რეკომენდაციის/შენიშვნის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც არ იქნა
გათვალისწინებული კანონპროექტის ავტორის/ინიციატორის მიერ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
არაა
დ) დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, კვლევა, ანალიზი და სხვა ნებისმიერი წყარო,
რომელიც საფუძვლად დაედო კანონპროექტის მომზადებას, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
კანონპროექტის მომზადება განაპირობა იმ ფაქტის გაანალიზებამ, რომ ჩემს გარშემო
უამრავი ადამიანი ქუჩაშია ან არ აქვს უსაფრთხო საცხოვრებელი
ე) პროექტი იმ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელში
ცვლილების შეტანასაც იწვევს კანონპროექტი, და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს
საკანონმდებლო პაკეტის სახით;
არ იწვევს ცვლილებას.
.