„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-06
ბიუროს ნომერი 256
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1.
126-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ჯარიმის დაკისრების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი
დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ სამშენებლო სამართალდამრღვევი ჯარიმდება
ბოლოს დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი
ოდენობით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არაუმეტეს სამჯერ, გარდა ამ
კოდექსის 1321 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
2.
კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1321 მუხლი:
„მუხლი
1321.
ტექნიკური
რეგლამენტით
გათვალისწინებული
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და
გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობა
1. ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი
ელემენტების
გაუთვალისწინებლობა
(გარდა
ინდივიდუალური
საცხოვრებელი
სახლებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა)
თვითმმართველი
ქალაქების,
კურორტების
და
ტურისტული
ტერიტორიაზე:
ა.ა) პირველი კლასის შენობა-ნაგებობებისთვის – 3 000 ლარით;
ა.ბ) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით;
ა.გ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის –12 000 ლარით;
ა.დ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით;
ზონების
ბ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში:
ბ.ა) პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარით;
ბ.ბ) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით;
ბ.გ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით;
ბ.დ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 10 000 ლარით;
გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში:
გ.ა) პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 200 ლარით;
გ.ბ) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 500 ლარით;
გ.გ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარით;
გ.დ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე
დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებასთან ერთად, სამშენებლო საქმიანობაზე
სახელმწიფო
ზედამხედველობის
ორგანო
წერილობით
აფრთხილებს
სამართალდამრღვევს მშენებლობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის
სივრცის
მოწყობისა
და
არქიტექტურული
და
გეგმარებითი
ელემენტებთან
შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე და დარღვევის გამოსასწორებლად აძლევს არანაკლებ
30 დღიან ვადას.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის
ორმაგი ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაწესები გამოიყენება
მშენებლობის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტებთან
შესაბამისობაში მოყვანამდე.
მუხლი 2.
1. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს „ტექნიკური
რეგლამენტი - მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“ უნივერსალური დიზაინის
სტანდარტების პრინციპებისა და „მისაწვდომი და გამოყენებადი შენობები და ობიექტები“
(ICC A117.1) გათვალისწინებით.
2.
საქართველოს
მთავრობამ
„მისაწვდომობის ეროვნული გეგმა“.
2020
წლის
1
სექტემბრამდე
დაამტკიცოს
3. აშენებული და მშენებარე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები მოყვანილ
იქნეს შესაბამისობაში ტექნიკური რეგლამენტისა და „მისაწვდომობის ეროვნული გეგმის“
მოთხოვნებთან. შესრულების ვადები განისაზღვროს „უნივერსალური დიზაინის“
სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტისა და/ან „მისაწვდომობის ეროვნული გეგმის“
მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ ობიექტებზე სამართალდარღვევის საქმის
წარმოება მოხდება საერთო წესების მიხედვით.
მუხლი 3.
1.
ეს
კანონი,
გარდა
ამ
კანონის
პირველი
მუხლისა,
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს პარლამენტს 2018 წლის 15 ნოემბერს წარედგინა საქართველოს
პარლამენტის წევრების - რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი (დაჩი)
ბერაიას,
გოგა
გულორდავას,
ზარდიაშვილის
ანრი
საკანონმდებლო
ოხანაშვილის,
ინიციატივა
სოფიო
კილაძისა
„პროდუქტის
და
ვანო
უსაფრთხოებისა
და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
რომლებიც ადგენდა დასახლებული პუნქტების დაპროექტებისა და განაშენიანების,
საცხოვრებელი რაიონების ფორმირების, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავების,
შენობათა და ნაგებობათა მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დროს შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირის
საჭიროებებისა
და
მოთხოვნილებების
გაუთვალისწინებლობისთვის სანქციებს და მათი აღსრულების ეფექტურ მექანიზმებს.
გამომდინარე იქედან, რომ კანონის პროექტის განხილვის დროს გამოიკვეთა
შეზღუდული
შესაძლებლობის
არქიტექტურული
და
მქონე
გეგმარებითი
პირებისათვის
ელემენტების
სივრცის
მოწყობისა
მარეგულირებელი
და
ტექნიკური
რეგლამენტის სრულყოფის აუცილებლობა, საჭირო გახდა კანონის ამოქმედების
გადაწევა. საყურადღებოა, რომ 2019 წლის 3 ივნისიდან ძალაში შედის საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი,
რომლითაც
მოწესრიგდება
I-IV
კლასის
შენობა-ნაგებობებზე
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მისი ადმინისტრირების საკითხები, დღის წესრიგში
დადგა აღნიშნულ კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
აღსანიშნავია,
რომ საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის 1782 მუხლი ვერ უზრუნველყოფს დასახლებული პუნქტების დაპროექტებისა
და
განაშენიანების,
გადაწყვეტილებების
საცხოვრებელი
შემუშავების,
რაიონების
შენობათა
და
ფორმირების,
ნაგებობათა
საპროექტო
მშენებლობისა
და
რეკონსტრუქციის დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებისა და
მოთხოვნილებების
გაუთვალისწინებლობისთვის
დადგენილი
სანქციის
ეფექტურ
აღსრულებას, ამასთანავე ნორმა არ არის განჭვრეტადი და გაუგებარია, თუ რომელი
მოთხოვნების გაუთვალისწინებლობაზეა საუბარი. გარდა ამისა, აღნიშნული ნორმა
წარმოადგენს სამშენებლო სამართლის მოწესრიგების სფეროს, სადაც საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არ გააჩნია კომპეტენცია,
რის
გამოც,
აღნიშნული
ნორმა
ამოღებული
უნდა
იქნეს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსიდან და ეს ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს
სამშენებლო სამართალმა.
საქართველოს
სივრცის
დაგეგმარების,
არქიტექტურული
და
სამშენებლო
საქმიანობის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რომელიც ამოქმედდება
2019 წლის 3 ივნისიდან, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი
ადმინისტრაციული ორგანოა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1782 მუხლის
ამოღების შედეგად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში გაჩნდეს ნორმა, რომელიც
დაადგენს პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის
სივრცის
მოწყობისა
და
არქიტექტურული
და
გეგმარებითი
ელემენტების
გაუთვალისწინებლობისთვის.
რაც შეეხება, არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტებს, აღნიშნულს
არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N41 დადგენილება
„შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირებისათვის
სივრცის
მოწყობისა
და
არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების
თაობაზე“ და "ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“
დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41
დადგენილება. თუმცა აღსანიშნავია, რომ პირველი მათგანი სრულყოფილად ვერ
უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა
და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების სრულად გათვალისწინებას, ხოლო
მეორე ნორმატიული აქტი პირდაპირ მიუთითებს „მისაწვდომი და გამოყენებადი
შენობები და ობიექტები“ (ICC A117.1) მოთხოვნებზე, რომლების ქართულ ენაზე არ არის
ნათარგმნი და კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილების შედეგად, საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში გაჩნდება ნორმა,
რომელიც
დაადგენს
პასუხისმგებლობას
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების
გაუთვალისწინებლობისთვის, ხოლო მის აღსრულებაზე უფლებამოსილი გახდება
სამშენებლო
ზედამხედველობაზე
უფლებამოსილი
ორგანო.
ამასთანავე,
კანონის
პროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს მთავრობას დაევალება ახალი ტექნიკური
რეგლამენტის შემუშავება, რომელიც შესაბამისობაში იქნება უნივერსალური დიზაინის
სტანდარტების პრინციპებსა და „მისაწვდომი და გამოყენებადი შენობები და ობიექტები“
(ICC A117.1) მოთხოვნებთან.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საქართველოში შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირების პროცესი ხორციელდება სპონტანურად,
ერთიანი
ხედვისა
და
კოორდინირების
გარეშე,
ამიტომ
შედეგი
მოკლებულია
ეფექტიანობას და ხშირ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნების
შესრულებას.
შესაბამისად
საქართველოს
მთავრობამ
გაეროს
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ამავე
კონვენციის
9-ე
მუხლის
აღსრულებისთვის
უნდა
შეიმუშავოს
„მისაწვდომობის
ეროვნული გეგმა“, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ პროექტებზე პასუხისმგებელ
უწყებებს, შესაბამის რესურსს, გასატარებელი ღონისძიებების ვადებს და ერთიანი
კოორდინაციით წარმართავს პროცესს. მსგავის მიდგომა წარმატებით
განახორციელა
ევრო კავშირისა და ევროსაბჭოს წევრმა ქვეყნებმა და მიზანშეწონილია მთავრობას
გარდამავალი დებულებით დაევალოს „მისაწვდომობის ეროვნული გეგმის“ შემუშავება.
კანონპროექტი მიზნად ისახავს, შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების
მარეგულირებელი კანონმდებლობა, იგი გახდეს თანმიმდევრული და განჭვრეტადი, ამ
მოთხოვნათა
დარღვევისთვის
დადგინდეს
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა,
განისაზღვროს მის აღსრულებაზე უფლებამოსილი ორგანო და აღსრულების ეფექტური
მექანიზმები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1782 მუხლი
არის განუჭვრეტადი და გაუგებარია, თუ რა მოთხოვნებს მოიაზრებს იგი თავის თავში,
ამასთანავე, იგი ვერ უზრუნველყოფს დასახლებული პუნქტების დაპროექტებისა და
განაშენიანების, საცხოვრებელი რაიონების ფორმირების, საპროექტო გადაწყვეტილებების
შემუშავების, შენობათა და ნაგებობათა მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დროს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების
გაუთვალისწინებლობისთვის დადგენილი სანქციის ეფექტურ აღსრულებას.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
აუცილებელია,
რომ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 1782 მუხლი ამოღებულ იქნეს და ამ საკითხის
დარეგულირება მოხდეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსით. ამავდროულად, ამ ცვლილებით განისაზღვრება
კანონის
მოთხოვნათა
გაუთვალისწინებლობის
გამო
სამართალდარღვევის
ადმინისტრირებაზე უფლებამოსილი ორგანო.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტი
აღმოფხვრას
და
მიზნად
ისახავს
მშენებლობის
კანონმდებლობაში
პროცესში
შეზღუდული
არსებული
ხარვეზების
შესაძლებლობის
მქონე
პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების
სრულყოფას
კანონმდებლობაში,
ამ
მოთხოვნების
გაუთვალისწინებლობისთვის
პასუხისმგებლობის განსაზღვრას და მასთან დაკავშირებით აღსრულების ეფექტური
მექანიზმის შემუშავებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტის მიხედვით, კოდექსს დაემატება 1321 მუხლი, რომელიც
დაადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების
გაუთვალისწინებლობისთვის.
ჯარიმის ოდენობა განისაღვრება ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის
მიხედვით და დადგენილია შემდეგნაირად:
თვითმმართველი
ქალაქების,
კურორტების
და
ტურისტული
ტერიტორიაზე:
პირველი კლასის შენობა-ნაგებობებისთვის – 3 000 ლარით;
მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით;
მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის –12 000 ლარით;
მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით;
მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში:
პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარით;
მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით;
მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით;
მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 10 000 ლარით;
მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში:
პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 200 ლარით;
მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 500 ლარით;
ზონების
მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარით;
მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით.
კანონის პროექტი ასევე ადგენს, რომ დაჯარიმების შესახებ დადგენილების
მიღებასთან ერთად, ზედამხედველობის ორგანო ადგენს წერილობით მითითებას და
ავალებს პირს მშენებლობის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით
ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რისთვისაც მას განესაზღვრება არანაკლებ 30
დღიანი ვადა. ამ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, პირს დაეკიასრება
ჯარიმა პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობით. კანონპროექტი აგრეთვე განსაზღვრავს,
რომ მეორე დაჯარიმების შემთხვევაში, კვლავ შედგება წერილობითი გაფრთხილება და
დაევალება პირს დარღვევის გამოსწორება არანაკლებ 30 დღის ვადაში, რომლის
უშედეგოდ გასვლის შემთხვევაშიც, კვლავ მოხდება პირის დაჯარიმება პირველადი
სანქციის გაორმაგებული ოდენობით. აღნიშნული დანაწესი გამოიყენება მანამდე, სანამ
მშენებლობა არ მოვა შესაბამისობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის
სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან.
რაც
შეეხება
სამართალდარღვევასთან
დაკავშირებით
ადმინისტრირებაზე
უფლებამოსილ ორგანოს, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რომელიც
ამოქმედდება 2019 წლის 3 ივნისიდან, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის
განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი
ორგანო. შესაბამისად, სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ საქმეს
აწარმოებენ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები.
კანონპროექტი ასევე არეგულირებს აშენებული და მშენებარე საზოგადოებრივი
დანიშნულების ობიექტების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში
მოყვანის საკითხსაც. კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ აღნიშნული უნდა მოხდეს
კანონის მისი ძალაში შესვლიდან არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში, წინააღმდეგ
შემთხვევაში, ასეთ ობიექტებზე სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოხდება საერთო
წესების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ აშენებულ და მშენებარე
საზოგადოებრივი
დანიშნულების ობიექტებზე ამგვარ მოთხოვნას აწესებს საქართველოს მთავრობის 2014
წლის 6 იანვრის N41 დადგენილება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის
სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური
რეგლამენტის
დამტკიცების
თაობაზე“,
თუმცა
მისი
აღსრულების
ეფექტური
მექანიზმების არარსებობის გამო, 2019 წლის 1 იანვრამდე აშენებული და მშენებარე
საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების დიდი ნაწილი შესაბამისობაში ვერ მოვიდა
კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2019 წლის 1 სექტემბრიდან, რაც წარმოადგენს
გონივრულ ვადას საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულებისათვის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი სამი წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, რადგან სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის
ორგანოები არ საჭიროებენ დამატებით ფინანსურ ან ადამიანურ რესურსებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში გავლენას მოახდენს ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე.
კერძოდ,
სამართალდარღვევათა
ოქმების
საფუძველზე
სამართალდამრღვევებს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ექნებათ დარღვევის
შესაბამისი ჯარიმა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ საკითხზე არ არსებობს
პირთა დაჯარიმების პრეცედენტი, შეუძლებელია იმის დაზუსტება, თუ რა ოდენობით
მოახდენს გავლენას კანონის პროექტი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. აქვე
აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მშენებლობის ნებართვის
სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო მის
სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს I, II, III და IV კლასებს დაქვემდებარებული
შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მშენებლობის სახელმწიფო
ზედამხედველობას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
ბიუჯეტიდან
მიღება
ხარჯების
2019-2022
გამოყოფას.
წლებში
არ
საქართველოს
გამოიწვევს
სახელმწიფო
სივრცის
დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად, რომელიც ამოქმედდება 2019 წლის 3 ივნისიდან, მშენებლობის საჯარო
ზედამხედველობის
განმახორციელებელი
ადმინისტრაციული
ორგანოა
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. შესაბამისად, კოდექსიდან გამომდინარე
სამართალდარღვევებისთვის
ადმინისტრირებაზე
უფლებამოსილი
ორგანოები
კანონმდებლობით უკვე დადგენილია და მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების
ეტაპზე, ისინი ამოწმებენ მშენებლობის პროექტთან და კანონის მოთხოვნებთან
შესაბამისობას. აღნიშნული ცვლილების შედეგად, მათ უფლებამოსილებას დაემატება
მათ შორის ამ სახის დარღვევების შემოწმება და შესაბამისი რეაგირება. აღნიშნულიდან
გამომდინარე, მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანოებისთვის დამატებით
არ იქნება საჭირო ხარჯების გამოყოფა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ
ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზეც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებიც
დაარღვევენ შშმ პირებისთვის არქიტექტურულ და გეგმარებით ნორმებს, რადგან ამ
პირობების დარღვევის შემთხვევაში, მოხდება მათი დაჯარიმება დადგენილი ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით
პრინციპით:
დადგენილი
გადასახდელის
განსაზღვრა
ხდება
შემდეგი
თვითმმართველი
ქალაქების,
კურორტების
და
ტურისტული
ზონების
ტერიტორიაზე:
პირველი კლასის შენობა-ნაგებობებისთვის – 3 000 ლარით;
მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით;
მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის –12 000 ლარით;
მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით;
მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში:
პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარით;
მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით;
მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით;
მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 10 000 ლარით;
მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში:
პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 200 ლარით;
მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 500 ლარით;
მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარით;
მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“
ან
ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა
მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების),
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რატი იონათამიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი,
ანრი ოხანაშვილი, სოფო კილაძე, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი